aleko22 0 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 მადლობა რეპორტისთვის, ვისიამოვნე. მრავალ ლამაზ ნადირობას გისურვებ ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 ცოტა დააფთხეთ მაქეთ იქნებ წამოვიდნენ ჩვენსკენაც მწყრები :alfons: ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 კობა დღიური ნორმა 5 ცალზე მეტი არაა? ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 კობა ლამაზი სურათებია. ერთი კითხვა, ღალღა რამდენად რეკომენდირებულია სავარჯიშოდ? ეგ ხომ მორბენალი ფრინველია... ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted July 30, 2013 Report Share Posted July 30, 2013 კარგია კობა,ძალიან ლამაზი სურათებია ! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 30, 2013 Author Report Share Posted July 30, 2013 ცოტა დააფთხეთ მაქეთ იქნებ წამოვიდნენ ჩვენსკენაც მწყრები :alfons: ამას ვერ დაგპირდებით...როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენთან მწყერი არ არის. ღალღა კი ბატონო, ასევე ჭაობის და ტყის ქათმებს დავაჩქარებინებ თქვენსკენ გადაფრენას. ელოდეთ B) ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 30, 2013 Author Report Share Posted July 30, 2013 კობა დღიური ნორმა 5 ცალზე მეტი არაა? ჯერ-ჯერობით არა. როცა საერთო ნადირობის სეზონი გაიხსნება (წყალმცურავ ფრინველებზე) მაშინ ლიმიტი იხსნება. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 30, 2013 Report Share Posted July 30, 2013 ეს კაცი მომიღებს ბოლოს. მოვრჩე ერთი საქმეებს და ჰაიდა. გაიხარე კობა, ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ. მადლობა რეპორტებისთვის და სურათებისთვის, ბევრი რამის სწავლა შეიძლება შენგან. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 30, 2013 Author Report Share Posted July 30, 2013 კობა ლამაზი სურათებია. ერთი კითხვა, ღალღა რამდენად რეკომენდირებულია სავარჯიშოდ? ეგ ხომ მორბენალი ფრინველია... ღალღა არაა რეკომენდირებულია სავარჯიშოდ, რადგანაც მორბენალი ფრინველია, მაგრამ როგორც მე ზევით ავღნიშნე, ჩვენი ვარჯიშის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა ძაღლისთვის ამ ფრინველის გაცნობა. ეს ფრინველი გვხვდება ყველგან, და არა მარტო ნადირობის დროს, არამედ შეჯიბრებებშიც. ბევრი კარგი ძაღლია ჩაჭრილი საველე ღონისძიებებში ამ ფრინველის გამო. ეპიზოდურად შეიძლება ნებისმიერ ფრინველზე, რომელიც ნადირობის ობიექტია ვარჯიში. სხვანაირად როგორ გინდა ინადირო მაგ ფრინველზე. სხვათა შორის ღალღა ხშირად აძლევს ძაღლს ნაბულის გაკეთების შანსს. ამისათვის საჭიროა, რომ ძაღლს ქონდეს ძლიერი, ზედა ყნოსვა და კარგი მიტანება. ჩემს ძაღლებს ბევრჯერ ყავთ აყვანილი ფრთაზე ღალღა ნაბულიდან. გუშინ ისევ დავუბრუნდით ჭაობის ფრინველს. გავედით ახალ ადგილას და ჩვენდა სამწუხაროდ, რომ მთლი მინდვრები გადახნული და დათესილი აღმოჩნდა. მაგრამ, მინდვრებს შორის აქაც დატოვებული იყო დაუმუშავებელი ადგილები, სადაც წყალი იყო დარჩენილი. ზუსტად ამ ადგილებში და მის ახლო-მახლო იყო კონცენტრირებული ჩვენთვის სასურველი ფრინველი, დიდი რაოდენობით. ნახევარ საათში ნორმა შესრულებული მქონდა და შემდეგ მხოლოდ ძაღლს ვავარჯიშებდი. მანქანასთან რომ დავბრუნდი მთელი "დელეგაცია" მელოდებოდა, ადგილობრივი მონადირეების და მათი ხელმძღვანელის თამადობით. მინდვრებში ქერი არის დათესილი და იმას ფიქრობდნენ, რომ ვიღაცა ან გარეულ ღორზე, ან შველზე ნადირობსო. როცა ნახეს რა ნადავლიც მომქონდა, და მას მერე, რაც საბუთები ვანახე, ბოდიში მომიხადეს და წავიდნენ. სამწუხაროდ ფოტოკამერა არ მქონდა თან და ადგილზე სურათები არ გადამიღია, მაგრამ, სახლში გადავურე, რომ ისტორიაში დარჩეს როგორც ყოველთვის, გუშინაც გვიან ვიყავი შესული მინდვრებში და ერთი საინტერესო ადგილი დამრჩა შეუმოწმებელი. დილით ადრე დავუბერე იქითკენ და მართლაც უხვად დამხვდა სხვადასხვა ფრინველი. 2 ცალის აყვანა მოვასარი და გაისმა ზარი...დარეკა ადგილობრივმა "ახოტავედმა" და ბოდიშებით შემატყობინა, რომ, 15 სექტემბრამდე ორშაბათი და სამშაბათი "წყნარი" დღეებიაო. არადა თვითონ გამომიწერა საბუთები. დავიწყნია ჩაწერა, ან გავეფრთხილებინე. რასაკვირველია მივატოვე ნადირობა და დავბრუნდი სახლში :( ქვევით სურათებში 1,5 დღის ნანადირევია ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted July 30, 2013 Report Share Posted July 30, 2013 ამას ვერ დაგპირდებით...როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენთან მწყერი არ არის. ღალღა კი ბატონო, ასევე ჭაობის და ტყის ქათმებს დავაჩქარებინებ თქვენსკენ გადაფრენას. ელოდეთ B) :alfons: :Laie_99: ციტირება Link to post Share on other sites
aleko22 0 Posted July 30, 2013 Report Share Posted July 30, 2013 როგორც ყოველთვის, გუშინაც გვიან ვიყავი შესული მინდვრებში და ერთი საინტერესო ადგილი დამრჩა შეუმოწმებელი. დილით ადრე დავუბერე იქითკენ და მართლაც უხვად დამხვდა სხვადასხვა ფრინველი. 2 ცალის აყვანა მოვასარი და გაისმა ზარი...დარეკა ადგილობრივმა "ახოტავედმა" და ბოდიშებით შემატყობინა, რომ, 15 სექტემბრამდე ორშაბათი და სამშაბათი "წყნარი" დღეებიაო. არადა თვითონ გამომიწერა საბუთები. დავიწყნია ჩაწერა, ან გავეფრთხილებინე. რასაკვირველია მივატოვე ნადირობა და დავბრუნდი სახლში :( საინტერესო კანონები აქვთ, ჩვენთან მაგდონემდე მივა როდისმე კულტურა საკითხავია :( ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 გილოცავ კობა გილოცავ სეზონის გახსნას B) B) B) რა ბედნიერი კაცი ხარ ეეე ღმერთმა კარგი სეზონი ჩაგატარებინოს კბილებს ვაწკავწკავებ მონადირე ძაღლივით :d030: ახლა, ე რა მაგრად აგიყირავებია ტაფაზე ბეკასები შეგარგოს ღმერთმა/ დედა ბიჯოს სად ვცხოვრობ შენთან ახლოს მაინც ვიყო სადმე :( :( ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 1, 2013 Author Report Share Posted August 1, 2013 მადლობა! აქვე ხარ ძმაო, "ყურის ძირში" (რუსეთის მაშტაბით) და ჩამოდი. გპირდები, რომ, "კბილების წკავწკავს" მიგატოვებინებ ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 1, 2013 Author Report Share Posted August 1, 2013 კობა ისე ქათმის ტვინი მიყვარს და ეგ აზრად არც მომსვლია გარეულზეც მეცადა, გავითვალისწინებ 'kaskada- ასე იხსნება გრძელცხვირიანების თავი. უფრო დაწვრილებით "მონადირის სამზარეულოში" დავდებ ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 გაიხარე კობა! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 1, 2013 Author Report Share Posted August 1, 2013 (edited) გუშინ ახალგაზრდამ გამახარა. პირველი სრულყოფილი ნაბული გააკეთა, ისიც...ბეკასზე!!! ხომ ვწერდი ჭკუა ეხსნება და ცხვირით იწყებს მუშაორას მეთქი, ჰოდა, გავიყვანე მარტო. თითქმის 3 საათი დავდიოდით. ავიყვანე 4 ფრინველი მისი მუშაობის ქვეშ, მაგრამ სრულყოფილი არც ერთი არ იყო. ან ახლომიწევის დროს აუფრინდებოდა ფრინველი (დუპელზე), ან ნაბულიდან თვითონ მიეტანებოდა , ჩემს მისვლამდე და ჩემი ბრძანების გარეშე (ღალღა გაურბოდა), ბევრიც ააფრინა ხმაურით... გასაგებია, გამოცდილება არ ყოფნის და ამის ბრალია. მაშინ, როდესაც უკვე გვარიანად დაბინდდა (ღრუბლების დახმარებით) და მანქანისკენ ვბრუნდდებოდით 4 ნადავლით, ძაღლი დადგა კლასიკურ ნაბულზე. სპეციალურად არ ვიჩქარე, რომ ჩემი მიახლოებით მიტანების პროვოცირება რომ არ დამეშვა. ცოტა ხანი მშვიდად ვიდექი (ძაღლიც იდგა) და მხოლოდ შემდეგ, მაქსიმალურად ფრთხილად (ფრინველიც რომ არ დამეფრთხო) დავიწყე მიახლოვება. იდგა ბოლომდე, სანამ არ მივეცი "მიტანების" ბრძანება. ადვილად მოიხსნა ნაბულიდან (კიდევ ერთი პლიუსი) და 5-6 მეტრში ააფრინა ჩიბუხა. არ ვიცი როგორ (23-07 იყო საათზე), მაგრამ შევძელი პირველივე გასროლით მომეხსნა. ერთადერთი რაც ვერ მოვასწარი, ეს ისაა, რომ გასაჩერებელი ბრძანება დამიგვიანდა და ერთ წამში ფრინველთან იყო (მინუსი). სამაგიეროდ მომიტანა, როგორც ყველა წინა ფრინველი (პლიუსი). მოტანას სახლში ვასწავლიდი და არ ველოდი ასე მალე თუ აითვისებდა. არცერთი ფრინველი არ მექნა თვითონ საძებნი, ყველა მონახა და მომიტანა. თავიდან ახლო მანძილზე ტოვებდა, შემდეგ დაჟე ხელში მაძლევდა. რასაკვირველია, ძაღლი არ არის ჯერჯერობით მზად, მაგრამ ის რაც მე მაგან გუშინ მაჩვენა, დიდ სიამოვნებას მგვრის. დღეს ადრე მექნა საქმეებზე წასასვლელი და გვიან დავბრუნდი, ხვალ კი ბელორუსიაში მინდა წავიდე და იქ გავაგრძელებთ ვარჯიშს და ნადირობასაც. Edited September 27, 2014 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 2, 2013 Report Share Posted August 2, 2013 :yes: :yes: მაგარია! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 2, 2013 Report Share Posted August 2, 2013 (edited) კობა მაგარია კობა.რაც კი ძაღლები გამიზრდია ყველაზე მეტად პირველი ნაბულები მახსოვს. და ისიც კარგად მახსოვს რამოდენა ემოციას იწვევს ეს მომენტი მონადირეში. ალბათ მაგ დროს ის გიხარია რომ რაც სისხლში აქვს ის გააკეთა ,იცოდი რომ იზამდა მაგრამ არ იცოდი როდის. :yes: Edited August 2, 2013 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 2, 2013 Author Report Share Posted August 2, 2013 კობა მაგარია კობა.რაც კი ძაღლები გამიზრდია ყველაზე მეტად პირველი ნაბულები მახსოვს. და ისიც კარგად მახსოვს რამოდენა ემოციას იწვევს ეს მომენტი მონადირეში. ალბათ მაგ დროს ის გიხარია რომ რაც სისხლში აქვს ის გააკეთა ,იცოდი რომ იზამდა მაგრამ არ იცოდი როდის. :yes: მართალი ხარ ავთო. პირველი ნაბული პიტველი სიყვარულივითაა. არასდროს დაგავიწყდება. ჩემმა უფროსმა ზარლმა (მერიმ) პირველი ნაბული საქართველოში მწყერზე ნადირობისას გააკეთა. ნადირობის პირველივე დღეს და ის მწყერი პირველი აღმოჩნდა, რომელიც საკუთარი ზაღლის ნაბულის ქვეშ ავიყვანე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, რადგანაც მე თვითონ ახალგაზრდა, გამოუცდელი მეძაღლე ვიყავი და ძაღლიც მხოლოდ 5,5 თვის იყო. ეხლა სულ სხვა სიტუაციაა - კარმენის შვილი 2,5 წლისაა. მას იქ, ვოლგოგრადში ადგილობრივი ექსპერტი, კურცჰაარისტი გეშავდა. თითქმის 2 თვე ყოლია, ფულიც აუღია და ძაღლი ისე არა მარტო უდიპლომოდ დააბრუნა, არამედ გაფუჭებულიც. ძაღლი ნაბულზე არ დგებოდა და საშინლად დასდევდა ნებისმიერ ფრინველს. ყველამ ვიცით, რომ უკვე ზრდადასრულებული და არასწორად გაწვრთნილი ძაღლის "გადაკეთება" გაცილებით ძნელია, ვიდრე თავიდან გაწვრთნა. თანაც ხვადის. ამიტომაა, რომ ამ ძაღლის ნებისმიერი წარმატება სიხარულს მგვრის. ტუმცა ნაღდია, რომ, ჯერ კიდევ ძან დიდი სამუშაო გვიდევს წინ ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 5, 2013 Author Report Share Posted August 5, 2013 (edited) ბოლო 3 დღეა არაფელი შეცვლილა, იმის გარდა, რომ ვნადირობ მხოლოდ ახალგაზრდასთან ერთად, რომელსაც შევხსენი ელექტროოშეინიკი. ნორმას მაინც ვასრულებთ თითქმის ყოველდღე. მხოლოდ გუშინწინ ვერ შევასრულეთ, რადგანაც 2 დაჭრილი ღალღა ვერ ავიყვანეთ. ა ბოლო 2 დღის ნადავლი 1 საათში გავდივარ ბელორუსიაში (წინათ რომ მინდოდა ვერ წავედი) და იქიდან ჩამოგიტანთ საინტერესო კადრებს B) Edited September 27, 2014 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted August 5, 2013 Report Share Posted August 5, 2013 ბოლო 3 დღეა არაფელი შეცვლილა, იმის გარდა, რომ ვნადირობ მხოლოდ ახალგაზრდასთან ერთად, რომელსაც შევხსენი ელექტროოშეინიკი. ნორმას მაინც ვასრულებთ თითქმის ყოველდღე. მხოლოდ გუშინწინ ვერ შევასრულეთ, რადგანაც 2 დაჭრილი ღალღა ვერ ავიყვანეთ. ა ბოლო 2 დღის ნადავლი 1 საათში გავდივარ ბელორუსიაში (წინათ რომ მინდოდა ვერ წავედი) და იქიდან ჩამოგიტანთ საინტერესო კადრებს B) მაგარია ძალიან :yes: წარმატებები :* ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 5, 2013 Report Share Posted August 5, 2013 იფ,მშვენიერია კობა!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 5, 2013 Report Share Posted August 5, 2013 დენთის და სისხლის სუნი მცემს სუპერია კობა! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 5, 2013 Report Share Posted August 5, 2013 განსაკუთრებით მიყვარს ღალღაზე ნადირობა,ძაღლს რო შეეტყობა,რომ მწყერზე არ დგას ღალღას მიყვება,განსაკუთრებით,დათესილ და მერე მიტოვებულ-მოუვლელ,დაკოინებულ სიმინდის ყანაში რო გაიგდებს ძაღლი,რა ნაბული რის ნაბული,უკვე ღალღამაც იცის რომ აფრენა უეჭველი სიკვდილია,ძაღლიც კუდზე აზის,ათასნაირად ხლართავს კვალს,შენც არ უნდა ჩამორჩე,ხან წინ,ხან უკან,გამოცდილი ძაღლიც დაუნდობლად უშიფრავს ყველა ზიგზაგს და აჰა წამოფრთხიალდება,თითქოს დაჭრილიაო,ვითომ აფრენაც უჭირს და კოხტა დროული ბათქი,მოგიტანს აქელებული ძაღლი ლამაზად გრძელყელგადაგდებულ ღალღას,ჩამოართმევ,ოფლად გახვითქულ შუბლს ქუდით მოიწმინდავ და ჩამოჯდები......ჰა,როგორია!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 5, 2013 Report Share Posted August 5, 2013 მაგარია :yes: ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.