courage 2 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 იმედია წელს მაინც იმუშავებენ კაგად, თუ არადა მერე მართლა ჩავიქნევ ხელს. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 დღეს დილით გადავდიოდი ზველ რუსთავში ახლიდან და ხიდზე იყო მინიმუმ 15 კაცი პარაშუტებით და ფარდებით,დავრეკე 112-ზე მეთქი ასე ხდება თქო,ოპერატორმა მკითხა მერეო????მეთქი მერე დარეკეთ რუსთავის პოლიციაში და მიხედონ მეტQი.5 წუთსი მირეკავს პოლიციელი და იცით რა მოხდა???პოლიციელმა არ იცოდა ვითომ რომ ეს აკრძალული იყო და მერე მე ავუხსენი რომ ამ მეთოდით თევზაობა აიკრძალა და + ხიდიდანაც თევზაობა აიკრძალა თქო,პოლიციელმა მიპასუხა:მერე შენ რას ითხოვო ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 ძალიან კარგი,გაიხარეთ ხალხნო,ვნახოთ რა შედეგი მოყვება!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 არანაირი შედეგი ამას არ მოყვება,როდის იყო ძაღლი ძაღლის ტყავს ხევდა თანაც საქართველოში ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 გდეი არ მომკვდარა არააა, პირიქით ჩემი საახლობლოში 3 კაცი შევიდა გედეიში, ასე რომ სერიოზული კონტროლი წავა, დაერხათ ბრაკონიერებს. ვხედავთ რა კონტროლიც მიდის,მიმიფურთხებია აგენის ვითომ კანონზეც და ამ კანონების მიმღებზეც.თვალებში ნაცარს გვაყრიან მეტი არაფერი.ერთი დღე ხალხო დამიჯერეთ და გავიდეთ ქუჩაში აგენს თუ არ შეუდე ისე არაფერს იზამენ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 აჩვენეთ ეს ვიდეო მთელს ქვეყანას, პირველ რიგში შსს-ს და გარემოს დაცვის მინისტრს. რა დებილი ფრინველია ეს მწყერი. სად მოფრინავ შე უტვინო??? დეეგდე რა სადაცა ხარ. ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 ფეიზფუქი ვისაც გაქვთ დაუდეთ ეს ვიდეო მაგ ნაძირლებს ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 არ ეშველება არაფერს ამ ქვეყანაში დამიჯერეთ ხალხო,მიზეზი?მიზეზი ჩვენშია.რა?ყველამ კარგად იცის.ყველაფერ ცუდს ვსწავლობთ,ცუდს 5-ზე ვითვისებთ.კარგი კი სხვისი კიარა შენიანის გაბოროტებს.ეს ვართ ჩვენ.ბიძინაც მიხვდა ამათ მე ვერ ვუშველიო და იმიტომ იძახის მივდივარო. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 ელჩი მირზა დადებულია ორივე უწყების გვერდებზე ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 ელჩი მირზა დადებულია ორივე უწყების გვერდებზე ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 ძალიან სამწუხაროა რაც ამ ვიდეოში ხდება:( ადგილი აქვს სამართალდამცველთა მიერ არასამართლებრივ ქმედებას და სად არის ამ დროს გენერალური ინსპექცია? შსს ს მონიტორინგის სამსახური?! თუმცა ეს ხომ საქართველოა, იქნებოდნენ ესენი ვიღაც კარგ თანამდებობაზე მჯდომი პირები ან ასეთი პირების ნათესავები ძმაკაცები და ა.შ რომლებსაც შეუძლიათ ერთი სატელეფონო ზარით ან "ქსივის" ამოღებით გადაწყვიტოს ყველაფერი. აგერ არის ბატონო მანქანის ნომრები,ვიდეოს გადაღების თარიღის დადგენაც არაა პრობლემა ვნახოთ რას იზამენ. რაც შეეხება სეზონს: წელს ერთ ძალიან მაგარ ადგილას გავხსნი სეზონს, თბილიში ჩამოვედი ტყვია წამლის საყიდლად და ლიცენზიის ასაღებად, ორშაბათს უკან გავბრუნდები. ძაან მაგარი სანადირო ადგილებია და მწყერიც ბლომადაა. შეგნებულად არ ვასახელებ იმ ადგილებს სადაც ვაპირებ ნადირობას, რავიცი შეიძლება სეზონის გახსნამდე, ერთ მშვენიერ დილას ძაღლი გავიყვანო გასასეირნებლად და დამხვდეს პოლიციის პიკაპი პოლიციელი "მონადირეებით" :( პირველ რიგში ყველას მშვიდობიან ნადირობის სეზონს გისურვებთ ბევრი სანადირო ობიექტით და ნაკლები ბრაკონიერული პაქტებით. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 12, 2013 Report Share Posted August 12, 2013 ეგენი უფრო მეტს აშავებდნენ ყოველთვის დაიჭერენ მერე ვიღაც მართლა საცოდავს დე შეატენიან თუ ვინმეს სადმე მწყერი მოუკლავს. არა ძმაო ამ ხალხს არაფერი ეშველება! :vinsent: :vinsent: ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 12, 2013 Author Report Share Posted August 12, 2013 ყველას სალამი B) ჩამოვედი ამ დილით ბელორუსიიდან. სამწუხაროდ მხოლოდ 2 დღე შევძელით გვენადირა, სამშაბათს და შაბათს. ორშაბათს გვიან ჩავედით და ვერ ვინადირეთ, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი არასანადირო დღეებია, კვირას კი აქეთ წამოვედით. სამაგიეროდ მივიღეთ მონაწილეობა უკვე ტრადიციულ დღესასწაულზე, რომელსაც "ზელვა-2013" დაერქვა და რომელსაც ბელორუსიის მონადირეების ყველაზე საინტერესო საიტის "Трапны Стрел"-ის წევრები უკეთებენ ორგანიზაციას, და რომელსაც სახელი შეკრების ადგილის გეოგრაფიული დასახელების საფუძველზე დაერქვა. მე ამ დღესასწაულზე ორგანიზატორებისგან პერსონალურად ვიყავი მიწვეული. წელს დღესასწაული დაემთხვა (ჩემი თხოვნის საფუძველზე) წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნას (მინდოდა ჩემი კარმენის შვილებისთვის, რომლების გაყვანაც მინდა ახლო მომავალში კომპლექსურ შეჯიბრებებში, გამეცნო იხვებზე გამოცდების ნიუანსები). ცოტა მოგვიანებით (როცა სურათები მექნება ხელში), დაწვრილებით რეპორტაჟს შემოგთავაზებთ ჩვენი (ჩემი და კარმენას შვილის პატრონის) ბელორუსიაში ვოიაჟის შესახებ. ახლა კი, თუ ვინმეს სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გადახედოთ ამ დღესასწაულის თემას იქაურ საიტზე: http://www.belhunter.org/forum/index.php?topic=16747.msg332195#new ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 13, 2013 Author Report Share Posted August 13, 2013 დაპირებული სურათები ხვალ უნდა გადმომცენ (ფლეშკით),მაგრამ, ხვალ შეიძლება ვოლოგდისკენ დავუბერო. ჩემმა იაროსლაველმა მეგობარმა დამპატიჟა ისეთ ადგილზე, რომ უარი არ მეთქმოდა. თანაც ყველანი მეთევზეები არიან და ამ კუთხიდანაც მოგაწვდით საინტერესო ინფორმაციას და იმედია საინტერესო ტროფეების სურათებს. რაც შეეხება ბელორუსიის ვოიაჟს - მოკლედ მოგიყვებით. წასული ვიყავით მე და კარმენის შვილის, ნორმას პატრონი - კონსტანტინე ორლოვსკი. ნორმა - ის ძაღლია, რომლის შესახებაც მე ვწერდი, რომ, წელს, ერთ-ერთ საველე შეჯიბრში 10 ბალის დასმა უნდოდათ ექსპერტებს სისწრაფეში. მე მიმყავდა ნორმას ვოლგოგრსდელი ძმა. მესამე ძაღლის ადგილი არ იყო, თორემ კარმენს წავიყვანდი. კოსტიას გაუმართლა, წამოსვლის წინა დღეს დაბრუნებულა სახალინი და ვლადივასტოკიდან (ეს ელჩთან უფრო ახლოსაა ვიდრე პეტერბურგთან ) და უცებ ჩემთან დარეკა. ეს რომ არა, დარჩებოდა პეტერბურგში და ვერ ნახავდა მეზობელ რესპუბლიკას, თუმცა თითქმის მთელი მსოფლიო აქვს შემოვლილი (მუშაობს ნორვეგიის კომპანიაში, რომელსაც თითქმის მსოფლიოს ყველა ნავსადგურში აქვს თავისი წარმომადგენლობა). მე ორშაბათს ვაპირებდი დილით ადრე გასვლას და საღამოს ბელორუსიის ვიტებსკში ვაპირებდი წანადირებას. სამწუხაროდ იმის გამო, რომ, კოსტიას დილით სამსახურში ჰქონდა შესავლელი, ადრე ვერ გავედით და ვიტებსკში გვიან ჩავედით. რასაკვირველია საღამოს ნადირობა ჩაგვეშალა, მაგრამ, სამაგიეროდ უფრო დიდიხანი შევძელით სუფრასთან გაგვეტარებინა ჩემი ახლობელის, კურცჰაარისტის, ექსპერტის, გენადი კორობოვის სტუმართმოყვარე ოჯახში. დილით ადრე ავდექით, რადგანაც 9 საათზე, ვიტებსკიდან 200 კილომეტრში, მაგილოვთან , უნდა შევხვედროდით კიდევ ერთ ბრწყინვალე მონადირე და პოინტერისტს, ხაჩატურ მიშანიანს. მაგილოვის მიდამოებში მშვენიერი მინდვრებია, რომელსაც დროულად თიბავენ და სადაც დიდი რაოდენობით არის დუპელი. ზუსტად ეს ფრინველი იყო ჩვენი მთავარი მიზანი. კოსტიას ძან უნდოდა ნორმალურად ენადირა თავის ნორმასთან ერთად, მე კი დაინტერესებული ვიყავი იმაში, რომ ნორმს ძმისთვის მიმეცა საშუალება დაბალი ბალახის საფარიანი, ფართო და დუპელით სავსე მინდვრებში ვარჯიშის. იარაღი ხაჩატურამ მოგვაწოდა (ჩვენ არ წაგვიღია, რადგანაც სპეციალური ნებართვა ჭირდება მიმღები ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომელიც 45 ევრო ღირს ერთ თოფზე და რომლის მიFებას გარკვეული დრო ჭირდება), თუმცა მე თავიდან მხოლოდ ძაღლის მუშაობაზე მქონდა ყურადღების კონცენტრაცია გამახვილებული. დუპელი გაცილებით ნაკლები დაგვხვდა, ვიდრე ხაჩატური ელოდა. რამოდენიმე დღის წინ გაცილებით ბევრი ყოფილა. როგორც მე წინათ ავღნიშნე, ჩვენი მიდამოებში, გადამფრენი ფრინველებიდან დუპელი პირველია ვინც მიფრინავს სამხრეთით. მიუხედავად ზემოთ თქმულისა ფრინველი მაინც საკმაოდ იყო, მაგრამ თავიდან ჩვენი ძაღლები მათ სუნს ინდეფიკაცის ვერ უკეთებდნენ და შესაბამისად უნაბულოდ მუშაობდნენ. ჩემი აზრით ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს. ჯერ ერთი - ძაღლები ადამიანებზე არანაკლებად იღლებიან გრძელ გზაზე, განსაკუთრებით, როგორც ჩვენ შემთხვევაში, როცა გალიაში ზიან და ერთმანეთს არ არიან შეჩვეული (ნერვიულობენ). მეორე - დროა საჭირო, რომ ძაღლები შეეჩვიონ ადგილობრივი მცენარეების და საერთოდ ჰაერის სუნს. მესამე - ჰაერის ტემპერატურა. 10 საათზე, როცა შევედით მინდვრებში უკვე 30 გრადუსი სიცხე იყო, რომელიც შემდეგში 34-ამდე ავიდა. მე ასეთ სიცხეში არაფრით არ გავიყვანდი ძაღლს არც სავარჯიშოდ და არც სანადიროდ, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. ბელორუსიაში ნადირობა ნებადართულია მხოლოდ შაბათს, კვირას, ორშაბათს და სამშაბათს. რადგანაც ზუსტად სამშაბათი იყო და იძულებით შაბათამდე უნადიროდ ვრჩებოდით გადავწყვიტეთ რომ ეს დღე მაქციმალურად გამოგვეყენებინა. მითუმეტეს, რომ კარგი ქარი ქროდა. მე მაქსიმალურად მოვიცილე ტანსაცმელი, მაგრამ ზედმეტი მომივიდა და შემდგომი ორი დღე სმეტანით ვიზელდი ტანს მოგვიანებით ძაღლებმა დაიწყეს ნაბულით მუშაობა. კოსტიამ აიყვანა პირველი და შემდეგ კიდევ რამოდენიმე ფრინველი თავისი ძაღლის ნაბულიდან. ჩემმა ახალგაზრდამაც რამოდენიმე ლამაზი მუშაობა მაჩვენა და მხოლოდ ამის მერე გადავწყვიტე თოფი ამეღო ხელში. თანაც შემემოწმებინა ახლომდებარე მინდვრები, სადაც ხაჩატური ნამყოფი არ იყო. იმ მინდვრებში ბეკასის და ჭაობის ქათმის (ღალღის ბაძაშვილია, შავი ფერის)მეტი არაფერი გვინახავს, სამაგიეროდ მივჩანჩალდი მდინარე დნეპრამდე, სადაც სიამოვნებით ვიბანავეთ მე და ძაღლმა. ის ღამე ხაჩატურთან გავათიეთ და წავედით ბელორუსიის ჩრდილო-დასავლეთში. კერძოდ გროდნოში, საიდანაცაა ჩემი მეუღლე. გროდნოდან დასავლეთით 10 კილომეტრში პოლონეთია, ხოლო ჩრდილოეთში 25 კილომეტრში ლიტვა.იქ ერთი ღამე სიმამრთან გავათენეთ ბინაში, მეორე კი აგარაკზე, სადაც მეუღლის ძმაა ამჟამად. იქვე აგარაკთან ჩამავალ პატარა მდინარეში კოსტიამ 2 ცალი პატარა ოკუნი დაიჭირა, რომლებიც ჩემს მიერ მშვიდობიანად იქნა გაშვებული (ფოტო იქნება მოგვიანებით) ბოლოს და ბოლოს მოვიდა პარასკევი და დავადექით გზას ზელვისაკენ, რომელიც სადღაც 100 კილომეტრშია გროდნოდან, რათა დავსწრებოდით ბელორუსი მონადირეების დღესასწაულს. მე, როგორც ზევით ავღნიშნე პერსონალურად ვიყავი მიწვეული ამ დღესასწაულზე, რომელიც დაემთხვა იხვზე ნადირობის სეზონის გახსნას. იმ ლინკით, რომელიც ზევით დავდევი ბევრი საინტერესო ინფორმაცია და სურათი შეგიძლიათ ნახოთ, მე კი იქიდან დავდებ რამოდენიმე სურათს (სანამ ჩვენი სურათები მზად არ არის) აუუ, იქიდან კარგ სურათებს ვერ ვდებ ჩვენს საიტზე, არ შეიძლებაო ამ ფორმატის სურათების დადება :karochera: დავდებ იმას, რაც შეიძლება ეს ანდრეია,მთავარი ორგანიზატორი ამ დღესასწაულის. ნიკი აქვს "კილლერი". მაგარი მონადირე და სნაიპერია.ხშირად ღებულობს მონაწილეობას შეჯიბრებებში კარაბინით შორ მანძილზე (500 მეტრზე მეტ)სროლაში. ღამით მამალი შველი კინაღამ ხელით დაიჭირა, მაგრამ გაექცა და რქებითაც ხელი დაუზიანა. მე არ ვეწევი და არავის არ ვურჩევ საჭმლის გაკეთება და სადღეგრძელოს თქმა კი ბატონო.... ციტირება Link to post Share on other sites
aleko22 0 Posted August 14, 2013 Report Share Posted August 14, 2013 გაიხარე კობა ასე ლამაზად რომ ჩამოგვიყალიბე, ასე მეგონა შენთანერთად ვიყავი წამოსული, ლამაზი დღეები გაგიტარებიათ ღმერთმა ყოვლთვის საუკეთესო შეგაძლებინოს ..... ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 14, 2013 Report Share Posted August 14, 2013 გაიხარე კობა,ასე დეტალურად რო აგვიღწერე ყველა დეტალი ! სურათებს ველით მოუთმენლად ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 14, 2013 Report Share Posted August 14, 2013 უმაგრეს ინფოს გვაწვდი ძმაო და ერთი რამე ამიხსენი გთხოვ. რა არის მიზეზი იმისა, რომ 30-ათ გრადუსზე მეტ სიცხეში ერიდები ძაღლის გაყვანას? ხომ ხვდები რატომაც გეკითხები? ჩვენთან სამ დღეში გაიხსნება სეზონი და რომ მახსოვს ქართლის და კახეთის მინდვრები აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში, ბუღი და ბოლი ასდის ყველას და ყველაფერს. სიამოვნებით დავათვალიერე სურათები, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდი და ჩემს შეკითხვაზე თუ მიპასუხებ, ნამეტანი მადლობელი დაგრჩები. ციტირება Link to post Share on other sites
aleko22 0 Posted August 14, 2013 Report Share Posted August 14, 2013 ელჩი გიო ბუღი კი ასდის ყველაფერს,მაგრამ მაგ დროს სისულელეა ნადირობა ძაღლიც ცოდა და ადამიანიც, რაჯობია დილას უთენია გახვალ 2 საათი გაივლი თუნდაც 3, ძაღლიც კარგადმოშაობს სიგრილეში დაშედეგიც უკეთესია. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 14, 2013 Report Share Posted August 14, 2013 aleko22 ხშირად არის ხოლმე ამინდები, როცა ძალიან ცხელა და ხვატი დგას, მაგრამ ნიავიც აქვს ამ დროს, მოძრაობს ჰაერი, ამ დროს კიდევ არავითარი შვება არა აქვს, არც ადამიანს და არც ცხოველს, ცხელი ჰაერის მასა ტრიალებს გარშემო. მწყერი კიდევ ხომ საერთოდ, ასეთ ამინდში 50-ათ მეტრზე მეტს ვერ მიფრინავს ეგ საცოდავი. მაქსიმუმ ეგ დისტანცია გაიფრინოს და ბოდიში მომიხდია საზოგადოებასთან, ნეხვივით დაეცემა ხოლმე თივის ბულულთან. ამიტომ ვიკითხე, ტემპერატურის მნიშვნელობა რატომ აღნიშნა კობამ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 14, 2013 Report Share Posted August 14, 2013 საღოლ კობა! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 14, 2013 Author Report Share Posted August 14, 2013 (edited) უმაგრეს ინფოს გვაწვდი ძმაო და ერთი რამე ამიხსენი გთხოვ. რა არის მიზეზი იმისა, რომ 30-ათ გრადუსზე მეტ სიცხეში ერიდები ძაღლის გაყვანას? ხომ ხვდები რატომაც გეკითხები? ჩვენთან სამ დღეში გაიხსნება სეზონი და რომ მახსოვს ქართლის და კახეთის მინდვრები აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში, ბუღი და ბოლი ასდის ყველას და ყველაფერს. სიამოვნებით დავათვალიერე სურათები, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდი და ჩემს შეკითხვაზე თუ მიპასუხებ, ნამეტანი მადლობელი დაგრჩები. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს მავნებელია ძაღლის ჯანმრთელობისთვის. ადვილი შესაძლებელია< რომ ნადირობის აზარტში ძაღლი "გადახურდეს". კონტინენტალები მუშაობენ ნებისმიერ ამინდში, მაგრამ ეს ზედმეტობაა. დაჟე, "საველე გამოცდის ჩატარების წესებშიაც" არის სპეციალური პუნქტი, რომელიც კრძალავს საველე გამოცდების ჩატარებას თუ ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუს აღემატება: პ.18. გამოცდა არ ტარდება: ა) როცა 30 გრადუსზე მეტი სიცხეა. ბ) უქარო ამინდში/სრული შტილის დროს/. გ) ძლიერ ქარში/ 10მ/წმ-ზე მეტი /, მხარმონაცვლე ქარში. დ) გადაუღებელ თავსხმა წვიმაში, ჭექა-ქუხილისას ან მის დაწყებამდე. ე) გათენებამდე ან დაბინდების შემდეგ. (http://club-monadire.ge/index.php?showtopic=1377) მეორე - ასეთ სიცხეში ძნელია რომ ძაღლმა ხარისხიანად იმუშავოს ე.წ. "ზედა ყნოსვით", რადგანაც, მიუხედავად ნიავისა (რომელიც ხშირად გვხვდება ცხელ ამინდში)ჰაერის ნესტიანობა ნაკლებია (ჰაერი მშრალია), რაც ნიავზე არანაკლებ აუცილებელია მეძებარი ძაღლის ნორმალური მუშაობისთვის. მესამე - ასეთ ამინდში თვითონ მონადირეც გრძნობს დისკომფორტს Edited September 27, 2014 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 14, 2013 Report Share Posted August 14, 2013 კობა აი თურმე რაში ყოფილა საქმე. მადლობა ჯიმა, ბევრი რამის სწავლა შეიძლება შენგან. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted August 15, 2013 Report Share Posted August 15, 2013 კობა მშვენიერი გასვლა მოგიწყვიათ მაგ ჩილიმით რას ეწეოდნენ? ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted August 15, 2013 Report Share Posted August 15, 2013 ბიჭებო რა მაინტერესებს, ამ დილას ახლობელმა დამირეკა და მითხრა ბანკში მივედი ლიცენზია ავიღეო და იქ მითხრესო ყველა რეგიონს მისი ლიცენზია აქო, ესე იგი გურიაში თუ ინადირებ იქაური გინდაო, სამეგრელოში და კახეთში იქაურიო და მასეა თუ იცით? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.