Коба 47 Posted August 28, 2013 Author Report Share Posted August 28, 2013 ამ ალბომში არის რამოდენიმე ვიდეო როლიკი ვოლოგდის ოლქიდან. ყურადღება გაამახვილეთ ბოლო როლიკებზე, სადაც ჩანს ცხენირემი. სამწუხაროდ მოკლე როლიკებია და ხარისხიც არ უვარგა, მაგრამ, იმედია თქვენთვის რაიმე საინტერესოს მაინც ნახავთ http://my.mail.ru/video/mail/russmetal/135 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 29, 2013 Report Share Posted August 29, 2013 კობა როგორც ყოველთვის უმაგრესი რაპორტია, ფოტოც,ტექსტიც და ვიდეოც.მომენატრა მაგ სიტუაცია და შევუბერავ მეც შაბათს. მაგარი თოფი გიჩანს და გვითხარი ორიოდე სიტყვა შენს იარაღებზეც. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 29, 2013 Report Share Posted August 29, 2013 (edited) კობა გადამრევს ეს კაცი. ეგ არის ცოტაოდენი თევზი? დივიზიას თუ არა, ბატალიონს ეყოფა ეგ რაოდენობა. ისე კი ხართ ყველა 100 კილოს ზემოთ, ერთის გარდა. იმას ეტყობა ცოლი სცემს პოლისჯოხით. :d030: ცოტა სერიოზულსაც დავწერ, თორემ ნამეტანი მომდის. ვერაფრით ვერ ვამართლებ სმას ნადირობის დროს, ნუ ვერ ჯდება ჩემს ხასიათში ვერაფრით ალკოჰოლი და თოფი. მესმის ნადირობის მერე ჩაუჯდე, მაგრამ აუცილებლად ზომა-წონა უნდა იცოდე. რომ იცი გასასვლელი ხარ უთენია და სჭირდები ხალხს, მაგ შემთხვევაში საქმის ღალატი არ მოსულა. ადრე ზურაბს ვკითხე და ვიცი შენც იგივეს მიპასუხებ. მოეშვით მაგ ბრადიაგებს, დროის გაცდენის მეტს არაფერს არ მოიტანენ. შარია რა. რა გგონია, აქ ნაკლებები არიან? ამიტომაც დავყეტიალობ მარტო. პ.ს. დალევაში და ქეიფში კიდევ, პირობა მაქვს დადებული, ან დავათრობ ავთიას, ან თავს შევაკლავ ძმობაში. Edited August 29, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
nikash4 0 Posted August 29, 2013 Report Share Posted August 29, 2013 (edited) კობა ზაან მაგარია!!! უკრაინაში ყოფნისას ვგეგმავდი დაახლოებით ესეთ რამეს, მაგრამ სამწუხაროდ სხვა რაღც რაღაცეებს გადავყევი და ვერ განვახორციელე Edited August 29, 2013 by შუკა ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 29, 2013 Report Share Posted August 29, 2013 (edited) კარგი ფოტებია კობა და რათქმა უნდა ყოველთვის ისე საგულდაგულოდ აღწერ ხოლმე ყოველ დეტალს,გეგონება შენც ამ ფაქტის შემსწრე ხარ ! ხვად იაგს სურათზეც ეტყობა რომ ბრაზიანი იქნება ძალიან ! ეტყობა ძუები არ გამოდიან ისეთი ცოფიანები და გადარეულები,მე მყავდა ძუ იაგი,ეხლა ჩვენს ძმას და ოქრო კაცს ჩვენ ქოჩორა დათოიეს ყავს,ძაღლის მიმართ საერთოდ არ ქონდა აგრესია ! ისევ ვაპირებ მომავალში ერთი ხვადის აყვანას,მაგრად მომწონს,რაღაც ჟილკიანი ძაღლებია,მაგრამ ჩემი გადარეული და ეგ როგორ შეეწყობიან არ ვიცი,ეს უცხო ძაღლებისკენ ხშირად იწევს საჩხუბრად და ტანიც და ცხოველური ძალებიც ხელს უწყობს თან!! Edited August 29, 2013 by ქუთათური ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 29, 2013 Report Share Posted August 29, 2013 მაგარი რეპორტია. საღოლ კობა!!! შენმა ძაღლებმა, დარწმუნებული ვარ, მშვიდობით მოიარეს ვეტკლინიკა. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 29, 2013 Report Share Posted August 29, 2013 მაგარია კობა მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted August 29, 2013 Report Share Posted August 29, 2013 მაგარი რეპორტია :yes: ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 30, 2013 Author Report Share Posted August 30, 2013 კობა როგორც ყოველთვის უმაგრესი რაპორტია, ფოტოც,ტექსტიც და ვიდეოც.მომენატრა მაგ სიტუაცია და შევუბერავ მეც შაბათს. მაგარი თოფი გიჩანს და გვითხარი ორიოდე სიტყვა შენს იარაღებზეც. მადლობა ვახტანგ! რაც შეეხება იარაღს, მოვიცლი რამენაირად იარაღების თემაში შესასვლელად და იქ დავდებ ინფოს. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 30, 2013 Author Report Share Posted August 30, 2013 (edited) კობა გადამრევს ეს კაცი. ეგ არის ცოტაოდენი თევზი? დივიზიას თუ არა, ბატალიონს ეყოფა ეგ რაოდენობა. ეს რაღაც 2 საათის განმავლობაში დაიჭირა 2 კაცმა. ჩემი წამოსვლის მერე კიდევ ბლომად დაუჭერიათ, მაგრამ უმრავლესობა გაუფუჭებიათ. სად ეცალათ თევზისთვის ისე კი ხართ ყველა 100 კილოს ზემოთ, ერთის გარდა.იმას ეტყობა ცოლი სცემს პოლისჯოხით. :d030: ბოდიში, მაგრამ მე ჯერ-ჯერობით მარტო 96 კილო ვარ ცოტა სერიოზულსაც დავწერ, თორემ ნამეტანი მომდის. ვერაფრით ვერ ვამართლებ სმას ნადირობის დროს, ნუ ვერ ჯდება ჩემს ხასიათში ვერაფრით ალკოჰოლი და თოფი. მესმის ნადირობის მერე ჩაუჯდე, მაგრამ აუცილებლად ზომა-წონა უნდა იცოდე. რომ იცი გასასვლელი ხარ უთენია და სჭირდები ხალხს, მაგ შემთხვევაში საქმის ღალატი არ მოსულა. არა გიო, მე მაგენი არავინ არ მჭირდება ნადირობის დროს. მე 15 წლის წინ მივედი მაგ აზრამდე და ამიტომაც ავიყვანე ძაღლი. ისე, კი არ მწყინს,პირიქით, მიხარია, რომ დილით ვერ დგებიან და ნადირობაში ხელს არ მიშლოან ადრე ზურაბს ვკითხე და ვიცი შენც იგივეს მიპასუხებ.მოეშვით მაგ ბრადიაგებს, დროის გაცდენის მეტს არაფერს არ მოიტანენ. შარია რა. მე მაგათთან კარმენის ლეკვის პატრონის დაპატიჟებით მოვხვდი. ის კი ნორმალური ადამიანი და მონადირეა. ეტყობა მაგასაც მობეზრდა ლოთების ბრიგადა და ამიტომაც აიყვანა მეძებარი ძაღლი. მას უკვე ყავდა ძაღლი კარმენის პირველი ბუდობიდან, სურათებში მყოფი ნორბის ძმა, ნარნი. მაგრამ მარტში დაეღუპა, თოვლის ქვეშ დამალულ "არმატურას" წამოეგო და ექიმებმაც ვერ უშველეს. დარწმუნებული ვარ, მას თქვენ კიდევ შეხვდებით ჩემს რეპორტებში, ამიტომ გაგაცნობთ - პავლე (პაშა) სემიონოვი, იაროსლავიდან. ძან წესიერი კაცია. ჩემგან განსხვავებით, მეთევზეც. წელს (მე ეს არ ვიცოდი) მასაც გადაუწყვეტია წყალქვეშა ნადირობის დაწყება და დაუწყია კიდევაც. იქ მაგასთან ერთად მისი ინსტრუქტორიც უნდა ჩამოსულიყო და ჩემთვისაც უნდა ჩაეტარებინათ პირველი გაკვეთილები, მაგრამ ის ვერ ჩამოვიდა და მეც ადრე მექნა წამოსასვლელი. პ.ს. დალევაში და ქეიფში კიდევ, პირობა მაქვს დადებული, ან დავათრობ ავთიას, ან თავს შევაკლავ ძმობაში. არა, შენ დაათრობ ამასა ???? არა გიო, არ ჩამოხვიდე ძმაო ცოტა ხანი. იქ იყვე და ჯანმრთელად იყვე ის მირჩევნია, ვიდრე ამ გოლიათებს შეეჭიდო სმაში. მე მაგალითად უკვე გადაწყვეტილი მაქვს, თუ ავთიასთან მოვხვდი სუფრაზე (იმედი მაქვს მოვხვდები) ამაზე უფრო დიდ სასმისს არ მოვატანინებ მინდოდა ავთოს სურათის დოქით აქედან გადმოტანა, მაგრამ არ გამომივიდა http://club-monadire.ge/index.php?showtopic=569 Edited September 27, 2014 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 30, 2013 Author Report Share Posted August 30, 2013 კობა ზაან მაგარია!!! უკრაინაში ყოფნისას ვგეგმავდი დაახლოებით ესეთ რამეს, მაგრამ სამწუხაროდ სხვა რაღც რაღაცეებს გადავყევი და ვერ განვახორციელე ჩამოდი პიტერში და გასიამოვნებ ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 30, 2013 Author Report Share Posted August 30, 2013 კარგი ფოტებია კობა და რათქმა უნდა ყოველთვის ისე საგულდაგულოდ აღწერ ხოლმე ყოველ დეტალს,გეგონება შენც ამ ფაქტის შემსწრე ხარ ! ხვად იაგს სურათზეც ეტყობა რომ ბრაზიანი იქნება ძალიან ! ეტყობა ძუები არ გამოდიან ისეთი ცოფიანები და გადარეულები,მე მყავდა ძუ იაგი,ეხლა ჩვენს ძმას და ოქრო კაცს ჩვენ ქოჩორა დათოიეს ყავს,ძაღლის მიმართ საერთოდ არ ქონდა აგრესია ! ისევ ვაპირებ მომავალში ერთი ხვადის აყვანას,მაგრად მომწონს,რაღაც ჟილკიანი ძაღლებია,მაგრამ ჩემი გადარეული და ეგ როგორ შეეწყობიან არ ვიცი,ეს უცხო ძაღლებისკენ ხშირად იწევს საჩხუბრად და ტანიც და ცხოველური ძალებიც ხელს უწყობს თან!! ძუ, რომელიც იქ იყო, გაცილებით მშვიდი იყო. თამაშობდა როგორც ხვადებთან, ასევე ჩემს ძუსთან. პატარა არჩი კი ვააბშე ძმაკაცად ყავდა. ყველაფრის უფლებას აძლევდა, მაგას კი მარტო თამაში აინტერესებდა ციტირება Link to post Share on other sites
nikash4 0 Posted August 30, 2013 Report Share Posted August 30, 2013 (edited) კობა გაიხარე.. მაგრამ სამსახურის გამო რუსეთის კანალი ჩემთვის დაკეტილია არადა მაგარი მუგამი მაქვს მანდ ნადირობის. Edited August 30, 2013 by შუკა ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 30, 2013 Author Report Share Posted August 30, 2013 მაგარი რეპორტია. საღოლ კობა!!! შენმა ძაღლებმა, დარწმუნებული ვარ, მშვიდობით მოიარეს ვეტკლინიკა. მადლობა 'Gurulo'! კარმენს ბევრი არაფერი ჭირდა, ახალგაზრდა კი ამოკერეს რამოდენიმე ადგილას (ფეხზე და ყელზე) და ყველაფერი ნორმაზეა. ფეხზე ღრმა ჭრილობა ქონდა და 10 დღე, დამუშავების შემდეგ, ანტიბიოტიკებს ვუკეთებდი. ყელზე ხორცი არ იყო დაზიანებული, სამაგიეროდ კანი რამოდენიმე ადგილას იქნა გასაკერი ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 30, 2013 Author Report Share Posted August 30, 2013 JABA duta მადლობა B) ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 30, 2013 Report Share Posted August 30, 2013 არა, შენ დაათრობ ამასა ???? არა გიო, არ ჩამოხვიდე ძმაო ცოტა ხანი. იქ იყვე და ჯანმრთელად იყვე ის მირჩევნია, ვიდრე ამ გოლიათებს შეეჭიდო სმაში. მე მაგალითად უკვე გადაწყვეტილი მაქვს, თუ ავთიასთან მოვხვდი სუფრაზე (იმედი მაქვს მოვხვდები) ამაზე უფრო დიდ სასმისს არ მოვატანინებ მინდოდა ავთოს სურათის დოქით აქედან გადმოტანა, მაგრამ არ გამომივიდა http://club-monadire.ge/index.php?showtopic=569 არ ვსვამ კაცო ასეთი სასმისებით! ღვინო გავსინჯე ,აბა ჭიქით ღვინოს რას გაუგებ ვაახ! ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 30, 2013 Report Share Posted August 30, 2013 მაგარი სურათებია კობა გაიხარე/ ეს იაგები ყველგან ეგრე აფუჭებენ საქმეს აჩხუბე და მეტი არაფერი უნდათ რა ავთია ეს სათითე სად ნახე :d030: :d030: ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted September 2, 2013 Author Report Share Posted September 2, 2013 (edited) დიდი რეპორტი მქონდა გამზადებული ამ შაბათ-კვირის ნადირობისა. რამოდენიმე საათი დავკარგე მაგის გასამზადებლად და ბოლო წუთას, სანამ "გამოხმაურებას" დავუჭერდი გადავწყვიტე გადამეხედა რა დავწერე და რა სურათები დავდევი. ნეტა არ მექნა მაგი . მიმწერა, რომ რაღაცა არა გაქვთ სწორადო და მერე სულ დამეკარგა ჩემი ნაწვალევი :karochera: ახლა ცოტა უფრო მოკლედ დავწერ, თორემ არა მაქვს წერის თავი. შარათ-კვირას ძველი პლეადის მონადირეების თხოვნით წავედი იხვებზე. ეგენი წინა კვირას ყოფილან აქ და ბევრი დაუკარგავთ, რადგანაც ვერ უპოვნიათ. მაგ ჭაობწბში მევრი მაქვს ნანადირევი და ძალიან მიყვარდა იქ ბოდიალი, მაგრამ 90-ანი წლების მერე მიატოვეს იქაური ადგილების მოვლა-მიხედვა. ადრე იქ ტორფს ამუშავებდნენ და გზებსაც წმენდნენ. ეხლა კი თითქმის ყველა გზა თახვების მიერ არის დაშლილი (გზის ქვეშ სოროებს თხრიდნენ და შემდეგ ჩაუცვივდათ) ან დატბორილი. შიგ ჭაობშიაც, სადაც წინათ ადვილად შეიძლებოდა გრძელყელიანი ჩექმებით შესვლა, შეუძლებელი გახდა შესვლა და ნადირობა. მონადირეები უმეტესად დგებიან ჭაობებს შორის არსებულ დამბაზე (გზაზე) და გადაფრენის დროს ესვრიან ფრინველს. თუ ფრინველი ამ გზაზე არ დავარდა, მისი მოძებნა ძაღლების გარეშე ფაქტიურად შეუძლებელი ხდება. მოკლედ ვიტყვი - 2 დღეში ჩემმა ძაღლებმა 7 დაჭრილ- მოკლული იხვი იპოვნეს, რომლის ძებნაზე მსროლელებს ხელი ქონდათ ჩაქნეული. დამბა. მარჯვნივ- მარცხნივ, ხეების უკამ ჭაობია. ჭაობი ძაღლებს ძან მოსწონთ ჭაობში ნადირობა ტბა ჭაობში. მე ვერ მოვითმინე და ფეხით მივედი ამ ტბამდე. გზაში რამოდენიმე ადგილას ძლივს გადავლახე წყლის წინააღმდეგობები, მაგრამ ტბაზე იხვი არ იყო. უკან დაბრუნებულს ასეთი სურათი დამხვდა - ერთ-ერთ- ჩვენი ჯგუფის წევრი წყალში ჩავარდნილა და ცოტა ხნის მერე მანქანაში დაბრუნებულა. "სათბობი" იქ ვქონდა დატოვებული , მეორეს კი 4 იხვი აუყვანია. კიდევ ერთი, დაჭრილი, ჩვენ ვუპოვნეთ. ხალხი ბევრი იყო შემოსული. ნაწილი კვადროციკლებით, ნაწილი ამფიბია "არგო"-თი, ნაწილიც ფეხით. საშინელი ბაგა-ბუგი იდგა, განსაკუთრებით შუა ჭაობში, სადაც "არგოს" დახმარებით იყვნენ შესულნი. შედეგი - ნოლი. ზოგიერთებს ჩვენ დავეხმარეთ და ვაპოვნინეთ დაჭრილ-დახოცილი ფრინველები და ერთხელ (დუპლეტით) ჩვენც გავისროლეთ. ერთი დუპლეტტით...3 იხვი ავიყვანეთ გადმოიFრინა 2-მა იხვმა, თითქმის სიბნელეში. ვესროლე ორივეს. ერთი თითქმის ფეხებქვეშ დამივარდა (2-3 მეტრში), მეორე კი დაჭრილი გაფრინდა. ამ დაჭრილს კიდევ 2 კაცმა ესროლა ჩემს მერე და მაგ იხვს უკვე თავისად თვლიდნენ, მითუმეტეს, რომ, მაგათთან ახლოს დავარდა. მე პრინციპში პრეტენზია არ მქონდა მაგ იხვზე, მაგრამ ასე არ ფიქრობდა თურნე კარმენა, გაიქცა და მოარბენინა ჩემსკენ. ამავე იხვის საძებნად გაიქცა ნორბიც (კარმენის შვილი). არ ვიცი საიდან და ვისი ჩამოგდებული, მაგრამ იხვი მომირბენინა მანქანაში რასაკვირველია ავღნიშნეთ წარმატებით ჩატარებული ნადირობა კვირას იხვი გაცილებით ნაკლებად იყო, მაგრამ ჩვენ მაინც ვიპოვეთ ერთი ცალი (სხვისი დაჭრილი). სამაგიეროდ, როგორც წინა დღეს, დიდი რაოდენობით შევაგროვე სოკოები და ... გვარიანად დავსველდი (ჩავვარდი წყალში ). კიდევ კარგი, რომ თბილი საღამო იყო (ისე საღამოებით აქ უკვე ცივა) და წინა დღის შეცდომა გავითვალისწინეთ - "სათბობი" თან გვქონდა წამოღებული B) ესეც თახვის თავის ქალა. ამას მგლის მეტი ვერავინ იზამდა Edited September 27, 2014 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted September 2, 2013 Report Share Posted September 2, 2013 მაგარი რეპორტია :yes: ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted September 2, 2013 Report Share Posted September 2, 2013 კარგი რეპორტია კობა და ნადავლი შესანიშნავი,როგორც ყოველთვის დეტალურად და ზედმიწევნით გულიანად ახსნილი ყოველი ნადირობის დეტალი. იხვებს ალბათ უკვე ჩააყვინთიე შავ ხარჩოში,აუუუუუ რა გემრიელია,როგორ მიყვარს !!! ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted September 2, 2013 Report Share Posted September 2, 2013 ბარაქა კობა :yes: რად გინდა შენ თოფი მასეთი ძაღლების პატრონს :hi: ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted September 2, 2013 Report Share Posted September 2, 2013 ძაღლებს ძან მოსწონთ ჭაობში ნადირობა მაგარია სურათია ამ დროს უსმენს ფრინველის ხმას თან პატრონს უყურებს! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted September 3, 2013 Author Report Share Posted September 3, 2013 jino-93 ქუთათური დევი მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted September 3, 2013 Author Report Share Posted September 3, 2013 კარგი რეპორტია კობა და ნადავლი შესანიშნავი,როგორც ყოველთვის დეტალურად და ზედმიწევნით გულიანად ახსნილი ყოველი ნადირობის დეტალი. იხვებს ალბათ უკვე ჩააყვინთიე შავ ხარჩოში,აუუუუუ რა გემრიელია,როგორ მიყვარს !!! არა, ხარჩოს მოგვიანებით რომ ავიყვან იმ იხვებისგან გავაკეთებ, მაშინ, როცა უფრო ქონიანები იქნებიან. ამათგან სხვა რაღაცის გაკეთება მინდა და თუ ნორმალურად გამოვიდა რეცეპტს დავდებ "სამზარეულოში" ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted September 3, 2013 Author Report Share Posted September 3, 2013 ბარაქა კობა :yes: რად გინდა შენ თოფი მასეთი ძაღლების პატრონს :hi: ერთხელ მქონდა შემთხვევა, რომ, ერთი გასვლით 12 ცალი იხვი შევაგროვე სულ არ გამისვროლია ისე ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.