Коба 47 Posted September 3, 2013 Author Report Share Posted September 3, 2013 ძაღლებს ძან მოსწონთ ჭაობში ნადირობა მაგარია სურათია ამ დროს უსმენს ფრინველის ხმას თან პატრონს უყურებს! კარმენა ძან მონდომებულია. თუ მივეცი ბრძანება "ეძებე", ეძებს ბოლომდე, სანამ არ იპოვის. ამ ბრძანებას მხოლოდ იმ დროს ვაძლევ, როცა დარწმუნებული ვარ, რომ, ზუსტად გვაქვს ძებნის ობიექტი ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted September 18, 2013 Author Report Share Posted September 18, 2013 (edited) არ ვდებ ახალ ფოტოებს, რადგანაც ყველა ერთმანეთს გავს. სხვა სახის ფრინველზე არ გავსულვარ, რადგანაც ვამზადებდი კარმენის შვილს გამოცდებისთვის. აწი, როცა 2 გამოსვლიდან 2 დიპლომი აიღო, დამშვიდებულად შემიძლია ვინადირო ყველაფერზე. ამ დღეებში, შეიძლება ხვალაც, გავიდე როჭოზე სანადიროდ, თორემ მერე გვიანი იქნება. მოგვიანებით იწყებენ ხშირად ხეზე აფრენას (ჯერ უმთავრესად დარბიან) და ძნელი მისადგომია (მითუმეტეს ვერ იმუშავებ ძაღლის დახმარებით). მალე ბატებიც დაიწყებენ გადმოფრენას და დავუბერავ ჭაობში. დრეს დავდებ ერთს, რადგამაც მანდ ჩვენი ზემლიაკია. გაიცანით, ნემოს (კარმენის შვილი) პატრონი - რამაზ ქარდავა. წარმოშობით გალიდან, ცხოვრობს ვოლგოგრადში. Edited September 27, 2014 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted September 19, 2013 Report Share Posted September 19, 2013 მშვენიერი ნანადირევია ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted September 19, 2013 Report Share Posted September 19, 2013 მაგარია კობა,ვისიამოვნე!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted September 19, 2013 Report Share Posted September 19, 2013 :yes: ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted September 20, 2013 Report Share Posted September 20, 2013 მაგარია კობა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 20, 2013 Report Share Posted September 20, 2013 კობა მაგრად ვისიამოვნე. მე გავხსნი იქეთ შაბათს ცხენირემზე. ჟრუნზე და კურდღელზე ხვალ იხსნება. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted September 25, 2013 Author Report Share Posted September 25, 2013 ვახო, იყავით გასული ჟრუნზე ან კურდღელზე? ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted October 6, 2013 Author Report Share Posted October 6, 2013 როგორც უკვე გითხარით, არ გაბეზრებთ თავს ერთი და იგივე სახის ნანადირევის სურათებით. ისე ფაქტიურად თითქმის დღეს არ ვტოვებ. ხელცარიელიც არასდროს დავბრუნვებულვარ. რაც ნემო წაიყვანა რამაზიმ ვოლგოგრადში, მაგის მერე მარტო ნადირობაზე ვხარჯავ თავისუფალ დროს. თუნდაც ერთი საათით, მაგრამ მაინც გავდივარ მინდორ-ტყეში. (ნემომ წასვლის წინ მესამე დიპლომის აღებაც მოასწრო, რითაც ძალიან გაგვახარა მეც და პატრონიც). ახლა დავდებ ბოლო გასვლის ფოტოებს, რადგანაც იქ უკვე ახალი ობიექტი გვაქვს მონადირებული. კერძოდ - ტყის ქათამი (ვალდშნეპი). წელს კი გვყავდა "ვალუშა" აყვანილი, მაგრამ, მხოლოდ გაზაფხულზე, "ტიაგის" დროს. ესენი კი წლევანდელი საზაფხულო-შემოდგომის სეზონის პირველი ეგზემპლიარებია (დარწმუნებული ვარ, არა უკანასკნელი). ყველაფერი დაიწყო იმით, რომ, ტყეში შესვლის წინ გადავწყვიტე შემემოწმებინა პატარა ხელოვნური ტბები ("კარიერები"), რომლებიც გზაში იყო. ფრთხილად შევედით მე და კარმენი და იმ დროს როცა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ადგილას არაფერი არ იყო, 2 მეტრში ჩემგან ძაღლმა ამოაფრინა იხვი. წარმოიდგინეთ (უკეთესია, ნახეთ), შეშინებული ჩვენი მოულოდნელი გამოჩენით, იხვი კი არ აფრინდა, არამედ "გაიყუჩა" და ალბათ გადარჩებოდა კიდევაც ძაღლი რომ არ მყოლოდა გვერდში. არ ვიცი როგორ მოხდა, თავიდან ძაღლმა ვერ აღმოაჩინა, თუ შემდეგ გადმოადგილდა ჩემსკენ, მაგრამ ფაქტია, რომ იხვი აფრინდა ჩემს და ძაღლს შორის და იმ ადგილიდან, რომლია ახლოსაც ძაღლმა ჩაირბინა. ნახეთ თქვენ თვითონ (მერე ავტვირთავ იუტუბზე, ახლა კი მაპატიეთ ) http://my.mail.ru/video/mail/russmetal/5#video=/mail/russmetal/5/161 ამის მერე ნელ-ნელა წავიწიეთ ტყისკენ მინდვრებით და სანამ ტყემდე მივიდოდით კარმენი სამჯერ დადგა ნაბულზე. რამდენად დიდი იყო ჩემი გასაკვირი, რომ ორჯერ ნაბულის ქვეშ აღმოჩნდა ...ღალღა. პირველი ავიყვანე, მეორე კი "გამექცა". წინა დღეებში ნადორობის დროს მოვხვდით წვიმაში და ის ვაზნები, რომლებიც ჯიბეში მედო ("პატრონტაჟს" იშვიათად ვატარებ)დასველებულა, დენთი დანამულა და მისცა ასეჩკა. მესამე ნაბული აღმოჩნდა ჩიბუხაზე (ბეკასზე). არადა ისეთ მაღალ ბალახში, რომ მაგას მანდ არ ველოდი და მოულოდნელობისგან არც გამისვრია (მაგას აფრენის დროს თუ არ ესროლე, მერე ძან ძნელია მოარტყა). ტყეში პირველ 40 წუთში 8 ვალდშნეპი ავაფრინეთ. მერე დაიწყო საშინელი წვიმა, რომლის შემდეგაც თითქმის საათნახევარი დავდიოდით (სანამ არ შემოგვაღამდა) და ერთიც ვერ ავაფრინეთ ამ პერიოდში. ეტყობა წვიმამ იმოქმედა. ეს დაზუსტებული ფაქტია, რომ, ტყის ქათამს ეშინია წვიმის წვეთების ხმის და ასეთ დროს ტყიდან ღია ადგილებში (უმთავრესად, ტყისპირა მინდვრებში)გადაადგილდება. მე რამოდენიმეჯერ მაქვს ძან ეფექტიურად ნანადირევი წვიმის დროს ტყის ახლო-მახლო მინდვრებში. ამ დღეს კი უკვე ბინდდებოდა (უკვე ადრე ღამდება) და ვარჩიე დარჩენილი დრო ტყეში გამეტარებინა (დაზვერვის მიზნად). მოკლედ იმ პირველი 40 წუთის განმავლობაში მხო;ოდ 3 ცალს ვესროლე - 2 ავიყვანე. დანარჩენებს ან ვერ ვხედავდი, ნორმალურად რომ მესროლა (ჯერ კიდევ ბევრი ფოთოლია ხეებზე), ან კიდევ, ჩემდა სამარცხვინოდ, ჩემი უყურადღებობის და ვალდშნეპის "ხიტროჟოპობის" გამო, მხოლოდ თვალს ვადევნებდი. ასე მოხდა ორჯერ, როცა ვალდშნეპი გარბოდა, ძაღლი კი კვალზე მოშაობდა. ორივე შემთხვევაში ფრინველი აფრინდა ჩემგან მაქსიმუმ 2 მეტრში, გვერდით, მეორე კი ჩემს უკან. არადა ამ დროს, ძაღლი ჩემს წინ და თანაც ათ-თხუთმეტ მეტრში თუ იქნებოდა . ეს ოხრებიც, აფრინდებიან თუ არა იმწუთასვე რაიმეს ეფარებიან (ან ხეებს, ან ბუჩქებს) და უცებ თუ არ მოახდინე რეაგირება აფრენაზე, მერე "მეყოლე ვარდივით" აუუუ...სურათებსაც ვერ ვდებ ნორმალურად. ჯერჯერობით დავდებ ასე და მერე შევასწორებ http://my.mail.ru/mail/russmetal/photo#photo=/mail/russmetal/_myphoto/2057?ps=1 http://my.mail.ru/mail/russmetal/photo#photo=/mail/russmetal/_myphoto/2059?ps=1 http://my.mail.ru/mail/russmetal/photo#photo=/mail/russmetal/_myphoto/2058?ps=1 უკან რომ ვბრუნდებოდით, ჩვენგან გაქცეული ღალღა "შემოგვეფეთა" გზაში (მახსოვდა დაახლოებით სად ჩაჯდა და იქვე ახლოს იყო) ... შეუერთდა ჩვენს "ტრაფეებს" http://my.mail.ru/mail/russmetal/photo#photo=/mail/russmetal/_myphoto/2054?ps=1 ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 6, 2013 Report Share Posted October 6, 2013 კობა მაგარია!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 6, 2013 Report Share Posted October 6, 2013 კობა რამდენი კეთილი "მტერი" მყავს და ერთერთი კობა თოდუაა მათ შორის, როგორც ვატყობ, ეს დამასამარებს და მომიღებს ბოლოს. ნამუსიც კაი საქონელიაო და ნადირობის სურათები ვერ დავდე თქვენი გადამკიდე. 18 მწყერი მაქვს აყვანილი ამ სეზონზე, ეგეც სამ გასვლაზე, და ისიც უძაღლოთ./მსგავს ფრინველზე პირიქით ხდება აქა, მეძებარი ხელს შეგიშლის ნადირობაში./ სულ 24 მაქვს ლიმიტი წელიწადში. კაი დიდ "მწყერს" დავდებ ამ გვიან შემოდგომაზე. წელს გადამიცდა სეზონის გახსნა, ვერ მოვარტყი ჩემს იუბილეს, დროა ყველაზე დიდი პრობლემა, საჩუქრები ყველას უყვარს დაბადების დღეზე, თავად ვუკეთებ ხოლმე საკუთარ თავს სიურპრიზებს. მაინც დავაშხუილლებ ერთ ას პროცენტიან გასროლილ ტყვიას ოთხფეხზე. უნდა გაგაჩუმოთ ყველა, თორემ ტვინი გამილაყეთ თქვენი მწყრებით. :d030: ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted October 6, 2013 Report Share Posted October 6, 2013 მალადეც კობა გაიხარე სნაიპერი ხარ რა იხვი მაგარი იყი და ძაღლი ხოვაბშე გაიხარე! :hi: ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted October 7, 2013 Report Share Posted October 7, 2013 (edited) ძალიან მაგარი იყო კობა !! კარმენი როგორ შევარდა ეგრევე წყალში,ეხლა რამდენ გრადუსზე იქნება ცივი წყალი მანდ? Edited October 7, 2013 by ქუთათური ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 8, 2013 Report Share Posted October 8, 2013 უმაგრესია კობა, კარმენი ხურავს. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted October 9, 2013 Report Share Posted October 9, 2013 ეხლა ვნახე ვიდეო საუკეთესო ძაღლი გყავს კობა ციტირება Link to post Share on other sites
geologi 0 Posted October 9, 2013 Report Share Posted October 9, 2013 :yes: მაგარია!! ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 9, 2013 Report Share Posted October 9, 2013 უნდა გაგაჩუმოთ ყველა, თორემ ტვინი გამილაყეთ თქვენი მწყრებით. :d030: მიდი მერე,რამდენი წლებია მაგას ველოდებით კაცო ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted October 21, 2013 Author Report Share Posted October 21, 2013 ხუთშაბათს გადავხედე ბრაუნინგის ინფორმაციას ცხენირემზე ნადირობის შესახებ და იმის გამო, რომ კანადაში სეზონი მაგ ცხოველზე იხურება, ჩვენს ვახოს კი ჯერჯერობით არ უმართლებს, გადავწყვიტე მეც ჩავრთვოდი ამ პროცესში (ამ სახეობაზე ნადირობაში). ჩვენი კლუბის წევრები ლოსის ხორცის გარეშე როგორ უნდა დარჩნენ წელს ისე სამი წელია, რაც მიტოვებული მაქვს ცხენირემზე ნადირობა და თუ გავდივარ, მხოლოდ როგორც გამომრეკი ("ზაგონჩიკი). ჯერჯერობით მოკლე ინფორმაციას შემოგთავაზებთ- ვიყავი ბელორუსიაში, ორ დღეში 7 "ზაგონი" გავაკეთეთ. ავიყვანეთ ერთი ახალგაზრდა ლოსი და ერთი გარეული ღორის გოჭი. თითქმის ყველა "ზაგონიში" იყო ცხოველი, მაგრამ, სამწუხაროდ ლიცენზია მხოლოდ ტახზე და ახალგაზრდა (ამ წლის)ლოსსზე გვქონდა. პირველივე ზაგონიდან მე და კარმენიმ გამოვდევნეთ 3 ლოსი, ოჯახი. დადა და მამა დარჩნენ ცოცხალები, თუმცა ადვილი ასაყვანი კი იყვნენ. ნახეთ ვიდეო< ეს ლოსი ცვენგან გარბის. იდგნენ 300 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც მანქნები გვყავდა დატოვებული. ჩვენ ტყის პირის შემოწმება რომ არ გადაგვეწყვიტა, ვალდშნეპის პოვნის მიზნით, ალბათ გადარჩებოდნენ. ესეც ჩვენი გუნდი ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted October 21, 2013 Report Share Posted October 21, 2013 კობა აუ რა კარგი სიტუაციაა შემოდგომაც ხო მთლად ლამაზი და უმაგრესი სეზონია რამდენი ხანი იდგა ლოსი და აზრზე არ იყო რომ უღებდნენ, თან როგორი ნელა გაძუნძულდა კობა რა მანძილიდანაა ვიდეო გადაღებული? ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted October 21, 2013 Report Share Posted October 21, 2013 კობა ძალიან მაგარია :yes: ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted October 21, 2013 Author Report Share Posted October 21, 2013 ............................................... კობა რა მანძილიდანაა ვიდეო გადაღებული? ნატურალური მანზილია, როგორც როლიკში ჩანს ზუსტად ისე, რადგანაც ტელეფონიდანაა გადაღებული - დააცლოებით 10 მეტრი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 21, 2013 Report Share Posted October 21, 2013 აუჰ, კაია, ერთი დამენახა მასეთი სადმე და მერე მე ვიცოდი . კობა, აქ ზაგონი კი არა, გონჩს ვერ შეიყვან ტყეში, აკრძალულია. მხოლოდ მიპარვით და საფარიდან ნადირობ. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted October 25, 2013 Author Report Share Posted October 25, 2013 ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ აგვისტოში, როცა ბელორუსიაში იხვების სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ დღესასწაულზე ვიყავი. (ინფორმაცია მაგ გასვლაზე ამ თემაში, ცოტა ზევით დევს). მაშინ დაიგეგმა ცხენირემის სეზონის გახსნაზე ერთობლივი გასვლა. ადგილიც ადვილად შევარჩიეთ - ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის, რომელიც იქვე იმყოფებოდა, სერგეი მარტინკოვის მეურნეობა ბელორუსია-რუსეთის საზღვართან. ჩემთვის ეს ადგილი ორმაგად სასიამოვნო გახდა, რადგანაც ახლოს იყო საზღვართან (ჩემი სახლიდან სულ "ყურის ძირში", სადღაც 650 კილომეტრში და მე იქ ჯერ ნამყოფი არ ვიყავი. წივიყვანე ისევ ის კოსტია, ვინც მაშინ მახლდა ბელორუსიაში (კარმენის შვილის, ნორნას პატრონი). გვიან გადავედით, მთელი გზა საშინლად წვიმდა და ამიტომაც, რომ ჩავედით, უკვე დაღამებული იყო. მონადირეების ნაწილი უკვე ჩამოსული იყო, მაგრამ ჩვენ არ აღმოვჩნდით უკანასკნელები - ნაწილი ჩვენს მერე ჩამოვიდა. სერგეი კარგად მომზადებულა და სუფრა გაშლილი დაგვხვდა. ნამგზავრებს და ახლობლებ-მეგობრების ნახვით გახარებულებს მეტი რა გვინდოდა და წავიდა ქეიფი. სამწუხაროდ იმ დროს ფოტოაპარატი არავის არ გახსენებია, ამიტომ სურათები ნაკლებადაა. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted October 25, 2013 Author Report Share Posted October 25, 2013 (edited) ერთი -ორი სიტყვა მინდა ვთქვა სერგეის მეურნეობა და ბაზაზე. მეურნეობა ბელორუსიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს. მდიდარია ფლორა და ფაუნით. მრავლადაა ლოსი, გარეული ღორი, შველი< ყრუალა, როჭო და ა.შ. უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდებთ. თვითონ ბაზა ულამაზეს ადგილასაა გაშენებული ტბის პირას, მდინარის შესართობთან. ესეც ბაზა და რუსული აბანო ეს კიდევ საერთო ხედი ტბის მხრიდან ამ სურათზე ჩანს მდინარე, რომელიც მარცხენა მხრიდან ჩამოუდის ბაზის ტერიტორიას. აქ კი ჩანს სად უერთდება მდინარე ტბას ესეც ტბა გაგრძელება იქნება Edited October 25, 2013 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 26, 2013 Report Share Posted October 26, 2013 ვაა,რა კარგი ადგილებია!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.