Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

დღეს იხვზე გავედი პერელიოტზე,ათ მეტრში მოფრენილ დედალ-მამალს ისეთი დუბლეტი ავაცდინე, სიცოცხლე აღარ მინდოდა,საბოლოოდ ორი მამალი მაინც ავიღეთ,საბარგულში როკია და ლინდაია სკანდირებდნენ:,,გადადექი!!!!! გადადექი!!!!!,, :d030::karochera:

 

ესეიგი დაიწყე იხვებზე დარევა ხოოომ? ბარაქ მამუ ბარაქა,მე ამ საღამოს გავაწვები გურიაში ან სამეგრელოში,იქნებ დავაგდო მაგ ბუნდღა დასაწვავი !

 

P.S. საუცხოო იუმორი გაქვს ! :*

Link to post
Share on other sites
  • Replies 312
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

დღეს იხვზე გავედი პერელიოტზე,ათ მეტრში მოფრენილ დედალ-მამალს ისეთი დუბლეტი ავაცდინე, სიცოცხლე აღარ მინდოდა,საბოლოოდ ორი მამალი მაინც ავიღეთ,საბარგულში როკია და ლინდაია სკანდირებდნენ:,,გადადექი!!!!! გადადექი!!!!!,, :d030::karochera:

საღოლ მამუკა :friends:

Link to post
Share on other sites

................................................................

მეუღლეს ვემალები, სადაც დამინახავს, მომაყოლებს ქოქოლას.

წარამარა იძახი თქვენ მომიღებთ ბოლოსო, შენ არაფერი მოგკლავს, თვითონვე თუ არ შეიწირე შენი თავიო.

 

......................................................................................

 

:d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

დღეს იხვზე გავედი პერელიოტზე,ათ მეტრში მოფრენილ დედალ-მამალს ისეთი დუბლეტი ავაცდინე, სიცოცხლე აღარ მინდოდა,საბოლოოდ ორი მამალი მაინც ავიღეთ,საბარგულში როკია და ლინდაია სკანდირებდნენ:,,გადადექი!!!!! გადადექი!!!!!,, :d030::karochera:

 

ეს გადატრიალებას გავს. მაგათ იარაღის ჩაგდება უნდათ ხელში :vinsent: და მერე... მერე ჩვენს მამუკას ექნება ჭაობიდან სათრევი იხვები ;):e025:

 

უნდა გაუძლო მამუკა? ცვენ შენთანა ვართ :*:meeting::friends:

Link to post
Share on other sites

გამძვრა სული, მაგის ყვავილებიც გახმეს. :karochera:

 

 

არ მქონდა ძველი სურათები ნანახი და ეხლა ვნახე ყველა.

კბილებმა კაწკაწი დაიწყო თავისდაუნებურად, თვალები გამიფართოვდა და გულმა მაგრა გარეკა.

 

 

 

 

პ.ს. კობა, სადაც 800კმ იქ 8 000 იც მოსულა, ჩამოი ბიძია-ბაბუა ჩემთან.

 

ჩამოვალ გიო, აუცილებლად ჩამოვალ. მაგრამ მაშინ, როცა ძაღლი გეყოლება :old:

კურდღლების დახმარებით მე არ ვნადირობ, თევზაობაში შენ მე ვერ შემეჭიდები :e025: :e025: :e025: და ისე რაზე ჩამოვიდე :alfons:

 

ისე გიო, ისე როგორ მოვკვდები, რომ შენთან არ ჩამოვიდე. მარტო იმისთვის ჩამოვალ, რომ შენი გაკეთებული ხინკალი გავსინჯო და თუ რაიმე სანადირო პროგრამასაც დავურთავთ, ხომ სულ კარგი :*:friends:

Link to post
Share on other sites

ბოჭებო, ცოტა არეულად, მაგრამ მერე დავასრულებ ყველა დაწყებულ ისტორიას...

დღეს დილით დავბრუნდი ვოლოგდის ოლქიდან. სახლიდან 800 კილომეტრი გამოვიდა ერთ მხარეს...აქედან 25 კილომეტრი წყლით, თითქმის სამოთხეში. ეხლა დავდებ ცოტა ფოტოებს, მერე კი დავწერ დაწვრილებით

 

...............................................................................

 

ვაგრძელებ ვოლოგდის ვოიაჟის ისტორიას.

 

ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ცოტა ნადირობის გგეგმები ჩაგვეფუშა. მე მქონდა პატარა საქმე ვოლოგდაში და სამწუხაროდ ისე გაჭიანურდა იმ საქმის მოგვარება, რომ ბანაკამდე მხოლოდ გვიან საღამოს მივაღწიეთ.

სამაგიეროდ, ჩემს თანამგზავრს, კარმენის ლეკვის პატრონს, დიმას, ქალაქი დავათვალიერებინე და ჩემი აშენებული შენობაც ვანახე.

 

i-2125.jpg

 

i-2129.jpg

 

i-2130.jpg

 

ბიჭები იაროსლავიდან ნახევარი დღე წყლის პირას გველოდებოდნენ, ვოლოგდიდან 120 კილომეტრში. შემდეგ კი, სანამ დღის შუქი იყო, წავიდნენ ბანაკისთვის ადგილის საპოვნელად. დაბანაკდნენ 25 კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც მანქანა დატოვეს, აღნიშნეს მშვიდობიანად ჩასვლა და დაბანაკება, და ჩვენს წამოსაყვანად ვოვჩიკა , თავის იაგტერიერთან ერთად გამოუშვეს.

ვოვა ძან საყვარელი პიროვნებაა, პატიოსანი, თბილი და კეთილი. უნივერსტიტეტში ლექციებს კითხულობს და მაგრა ერკვევა პატარა წყალმცურავ ტექნიკაში.

 

h-2087.jpg

 

ჰოდა, ამ ჩვენს პროფესორს გზაში სასაცილო სიტუაცია მოუვიდა. ჩვენს წამოსაყვანად რომ წამოვიდა, გზაში რომ არ მოეწყინა, როგორც რუსების წესია, ერთი ბოთლი თან წამოუღია და ცოტ-ცოტას წრუპავდა თურმე. ნახევარ გზაზე მეტი ქონდა თურმე გასული და უკვე შებინდებულს, იხვი უნახია ნაპირთან ახლოს. ჩააქრო თურმე ძრავა, მოემზადა და ესროლა. ესროლა, მაგრამ უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ რასაკვირველია ვერ მოარტყა. ძაღლმა შემიშალა ხელიო. ძაღლი გაწია განზე, აამუშავა ძრავა და მოუმატა სიჩქარე (უკვე აგვიანდებოდა ჩვენთან). მიქრის, მიცურავს, წრუპავს არაყს და შორიდან, ხელის ქნევით ესალმება ნაპირზე მყოფ ხალხს. ესალმება და თურმე თვითონ უკვირს - ეს "აბორიგენები" რა თბილი ხალხი ყოფილანო, ხელის დაქნევით მესალმებიანო. ამ ადგილის გავლიდან 20 წუთის შემდეგ, რაღაც სასწაულით, ესმის თურმე ტელეფონის ხმა (არადა თითქმის არსად არ იჭერს მობილური) და ბიჭების ყვირილი -"შე კარგ დედ-მამის შვილო" (თარგმნა და ცენზურა ჩემია :e025: ) სად მიეთრევი, ჩახვედი უკვე ციმბირამდეო. თურმე ამ ოჯახაშენებულს, იმ სროლის და ძრავის დაქოქვის დროს მხარი შეცვლია და დაუბერია უკან. ხალხი, რომელიც მან "აბორიგენებად" მიიღო, თავისივე მეგობრები იყვნენ, რომლებიც ვერ იცნო. კიდევ კარგ დროს დააბრუნეს, თორემ გაXერდებოდა სადმე საწვავის უქონლობის გამო.

სულ სიბნელეში გვექნა საცური. რამოდენიმეჯერ წყალში მცურავ მორებს დავეჯახეთ... მაგრამ მშვიდობიანად მივაღწიეთ ბანაკს. რამდენად დიდი იყო ჩვენო გაკვირვება, რომ ბანაკში, რომელიც მიტოვებული ქოხი აღმოჩნდა, შუქიც იყო და გათბობაც.

ეს თურმე გაზის გამყვანებისთვის გაკეთებული, ვეტმფრენების მისაღები პლატფორმის ზედამხედველის, ყოფილი საბინაო ყოფილა. ჩვენთვის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი ქონდა.

 

i-2108.jpg

 

h-2107.jpg

 

სუფრა უკვე გაშლილი იყო და ყველამ ართად შევსვით ჩვენი შეხვედრის სადღეგრძელო

 

i-2088.jpg

 

i-2082.jpg

Link to post
Share on other sites

ჩამოვალ გიო, აუცილებლად ჩამოვალ. მაგრამ მაშინ, როცა ძაღლი გეყოლება :old:

კურდღლების დახმარებით მე არ ვნადირობ, თევზაობაში შენ მე ვერ შემეჭიდები :e025: :e025: :e025: და ისე რაზე ჩამოვიდე :alfons:

 

ისე გიო, ისე როგორ მოვკვდები, რომ შენთან არ ჩამოვიდე. მარტო იმისთვის ჩამოვალ, რომ შენი გაკეთებული ხინკალი გავსინჯო და თუ რაიმე სანადირო პროგრამასაც დავურთავთ, ხომ სულ კარგი :*:friends:

 

წავიკითხე შენი ბოლო რეპორტი ამ წერილთან ერთად.

 

მაგარ შარიან ხალხში ხარ მოხვედრილი.

 

 

მეზობელსა ჰყავს მთლად ყავისფერი კურცჰაარი, ჯერ ისევ ლეკვია, მოვპარავ ორი კვირით და გავუშვებ ეზოზე.

თევზაობას მე შენ ვერ გასწავლი, პირიქით, მილიონ დარიგებას ველოდები შენგან. :d030: :d030:

 

ხინკალზე კიდევ, ყველაფერი კაი, მაგრამ მაგ საქმეში არ შემეცილო.

ყველა ჩემს თოფს გაგასროლინებ, სპინინგებსაც როგორმე გავიმეტებ, მაგრამ "ქუხნაში" მხოლოდ მაგიდასთან უნდა მეჯდე ჭიქით ხელში.

 

პ.ს. ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, ნეტა მართლა მოგიხერხდეს აქეთ წამოსვლა.

ერთი იმდენი გავიგო რომ თვითმფრინავი აიწია რუსეთიდან, რომელშიც შენ იჯდები და ეგ ტრანსპორტი აქეთ აპირებს დაჯდომას, მერე მე ვიცი სადაც დაჯდება. :vinsent:

Link to post
Share on other sites

ოოო, რა ხინკალი იცის მერე რომ იცოდე :nyam:

 

 

 

 

ისე გიო, ისე როგორ მოვკვდები, რომ შენთან არ ჩამოვიდე. მარტო იმისთვის ჩამოვალ, რომ შენი გაკეთებული ხინკალი გავსინჯო ......

Link to post
Share on other sites

კობა, მაგარ გასვლებს აწყობთ, ყოჩაღ

 

ვახო, ამ დილით დავბრუნდი ბელორუსიიდან. იქაური მონადირეთა ფორუმის წევრები ბოლო 4 წელიწადია აღნიშნავენ "წმინდა ჰუბერტის" დღესასწაულს. "წმ. ჰუბერტი" ევროპაში მონადირეთა მფარველად ითვლება.

დღესასწაულის ორგანიზატორები სპეციალურად პატიჟობენ ფორუმის გარკვეულ წევრებს, რადგანაც დღესასწაულის წევრების რაოდენობა შეზღუდულია (30 კაცით). მე მომივიდა პერსონალური მოწვევა და რასაკვირველია წავედი.

სამწუხაროდ, ჯერ ადრე დაწყებული თემები არა მაქვს დამთავრებული და ამიტომ ამ დღესასწაულზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. მანამდე კი დავდებ რამოდენიმე სურათს და ერთ ვიდეოროლიკს, საიდანაც აშკარად ჩანს რა ადგილებში ვნადირობდით.

 

 

163IMG_0801_1.jpg

 

0951c75137a0.jpg

 

Link to post
Share on other sites

აქვე დავუმატებ იმ ბაზის ვებ-საიტს, სადაც ვიყავით გაჩერებული http://www.shishki.info/

ძან ლამაზი ადგილია, მინსკიდან 60-70 კილომეტრში (ჩემი სახლიდან 840 კმ)

Link to post
Share on other sites

ალბათ უფრო სწორი იქნება, რომ მოგაწოდოთ ბელორუსი მონადირეების ნარკვევები "წმ. ჰუბერტის" დღესასწაულის გარშემო. მე რამდენიც არ უნდა დავწერო, მაინც ვერ გადმოგცემთ მთლიანად ამ დღესასწაულის ყველა პერიპეტიებს. ამიტომ გირჩევთ გაყვეთ ამ მისამართებს და თქვენი თვალით ნახოთ რაც იქ ხდებოდა.

მხოლოდ ერთს ვიტყვი, ჩვენ პირველ საღამოს ვერ დავესწარით, გვიან გადმოვედით პეტერბურგიდან და მხოლოდ დილით ჩავედით.

 

0_ae29e_2c59caf5_XL.jpg

 

0_ae334_99a860a5_XL.jpg

 

0_ae323_7b995de6_XL.jpg

 

0_ae2df_f40cfbe9_XL.jpg

 

 

http://www.belhunter.org/forum/index.php?topic=18751.0

 

http://www.belhunter.org/forum/index.php?topic=18748.0

Link to post
Share on other sites

მაგარია კობა, ყველაფერი ორგანიზებულად და ცივილიზებულად რა თქმა უნდა ყველაფერი უკვე დიდი ხნის ჩამოყალიბებულია და ძალიან კარგია!

Edited by დევი
Link to post
Share on other sites

ჰოდა კობა, პიტერი მაინც არ მაქვს ნანახი, და თუ დაგეცი ერთ დღეს მანდ, მონადირე მაინც არ მეყოლება საძებნი :e025: .

 

თქვენი ამბავი უკვე მაღალ კლასში გადის. მასეთში აქ ამერიკელები ათასობით დოლარებს იხდიან ერთი კვირისთვის.

Link to post
Share on other sites

სუფრა როგორ მიმდინარეობს ეგააა მთავარი, ქართულთან მოვა ცოტათი მაინც? ნადირობის ორგანიზება საუკეთესო იქნება ეჭვიც არ მეპარება.

Link to post
Share on other sites

ერთ რამეს თუ დააკვირდით?

ჩვენი ძმის ჩაცმულობას ვგულისხმობ.

 

ე, ეგ არის ევროპელი მონადირეების ერთერთი პირველი და აუცილებელი ატრიბუტი.

 

საღოლ კობა, ვამაყობ, რომ მყავს შენნაირი კაცი სამეგობროში.

ჯანი მოგცეს ჯიმა, დიდხანს იცოცხლე.

 

პ.ს. კომუფლაჟს მგონი მეც ამოვაგდებ ნადირზე ნადირობისას.

კომუფლაჟი კი არის ბევრად მოხერხებული, მაგრამ რამოდენიმე პროცენტს კიდევ მივცემ ცხოველს გადარჩენისათვის.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

არ გაბრიყვდე ელჩი თუ არა დაიწყებ მერე ქუდში გაყრილ ნაძვის ტოტებით სიარულს და გადარევ იანკებს მანდ! :d030::haha: :haha: :haha:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...