Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 312
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

შენი ხათრით მაინც ვიზამ რაცხას :e025:

 

 

ამ ნადავლს, როგორც დავპირდი, ჩვენს ვახოს ვუძღვნი. მინდა გადავცე ესტაფეტა, რომ მომავალ წელს მე არ მექნეს სარბენი ყინვაში :alfons:

 

Link to post
Share on other sites

ადრე გავდივარ, გვიან ვბრუნდები და კომპიუტერთან ვერ მივდივარ/ სამსახურიდან დავდე 2 სურათი ფეისბუქზე და ძან ვნანობ :karochera: ჯაბას რას გამოაპარებ, ან ჩვენს პრეზიდენტს...კაროჩე, რახან "დავიწვი", დავდებ მოკლე ინფორმაციას და სურათებს/

თუ დაგაინტერესათ, მერე უფრო დაწვრილებით მოგწერთ ყველაფერს.

 

გასული შაბათ-კვირა გავატარე იაროსლავის ოლქში. რასაკვირველია ნადირობაში. მანამდე კი, პარასკევს გავიარე საქმეებზე ვოლოგდაში, ორშაბათს კი მოსკოვში მოვასწარი ერთ-ორ ადგილზე ხალხის ნახვა. მოკლედ ნორმალური კრუგი გამომივიდა, დაახლოებით 2 ათასი კილომეტრის სიგრძის.

აქედან მე და დიმამ (კარმენის ლეკვის, ალისას პატრონი) დავუბერეთ, იაროსლავიდან კი პავლე (პაშა) და სერგო (ჩვენებურ ყაიდაზე ვწერ :) ) შემოგვიერთდნენ. ამ ხალხს თქვენ უკვე იცნობთ ძველი შეხვედრებიდან.

ვინადირეთ ჩლიქოვან ცხოველებძე და ერთიც მოვიპოვეთ. მე გამიმართლა და დაახლოებით 7-8 წლის ცხენირემი მოვიპოვე. სამწუხაროდ რქები ახალი დაგდებული ქონდა.

ამ ნადავლს, როგორც დავპირდი, ჩვენს ვახოს ვუძღვნი. მინდა გადავცე ესტაფეტა, რომ მომავალ წელს მე არ მექნეს სარბენი ყინვაში :alfons:

 

 

 

h-2166.jpg

 

h-2189.jpg

 

h-2192.jpg

დიდებული ტრაფეია კობა !!! გილოცავ !!! :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

დიდებული ტრაფეია კობა !!! გილოცავ !!! :yes: :yes: :yes:

 

დოდებული იქნებოდა რქები რომ ქონოდა :iscavlet: ასე კი უბრალოდ ხორცია და მეტი არაფერი. თავი არც წამომიღია, სხვას ვაჩუქე

Link to post
Share on other sites

კობა

 

მშვენიერია :yes:

 

რა მანძილში და რამდენი სროლით?

 

სურათს დავდებ და მანძილი ელჩმა გამოთვალოს, უყვარს მაგეთი ამოცანები :*;)

 

h-2179.jpg

 

გადაღებულია ზუსტად იმ ადგილიდან, საიდანაც ვესროლე. იმ მომენტში იქითა (შორეულ) ანძას უახლოვდებოდა მარჯვენა მხრიდან. ტყვია პირდაპირ ყელში მოხვდა. ინერციით გაიარა 5-6 მეტრი და დავარდა. ერთხელ ვესროლე და ცოტა ქვევით კი მოხვდა, ვიდრე ვუმიზნებდი, მაგრამ "разривной" ტყვია იყო და შანსი არ ქონდა გადარჩენის.

ქვედა სურათში ჩანს ის ანძა, რომლის ახლოსაც ვიდექი სროლის და სურათის გადაღების დროს

 

h-2164.jpg

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

კობა

ყველა მონადირესთვის სანუკვარი ნადავლია, ყოჩაღ კობა. :*

 

რაც შეეხება შენს დაწერილს მანძილის შესახებ.

 

ბჯოოო, ცოტა ძნელები რო მკითხო ვერ იქნება? :d030: :d030:

 

ენერგეტიკოს კაცს მეკითხება რამდენიაო.

 

გინდა სულ მილიმეტრებში გითხრა? :haha:

 

ეგ არის მაღალი ძაბვის ანძები, რომლებშიც გადის 10 000 ვოლტი, სტანდარტით მათ შორის დაშორება უნდა იყვეს 150 მეტრი.

 

საიდანაც ესროლე, ანძიდან სადღაც 15-17 მეტრში დგეხარ, იმ უბედურს გაუვლია 5-6 მეტრი, მერე წაქცეულა ანძიდან 6-7 მეტრში.

 

ეხლა შეკრიბე ეს ციფრები და მიიღებ დისტანციას, იმედია დაწყებითი არითმეტიკა არ გეშლება. :d030:

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

:d030::yes:

 

მეორე დასაშვები პასუხიც მაქვს, რომელიც დისტანციას მკვეთრად შეამცირებს. :d030:

 

თუ მაგ ტერიტორიაზე დიდთოვლობა იცის, მაშინ ანძებს შორის მანძილი მერყეობს 115 მეტრიდან 125-მეტრამდე.

 

 

 

გადაირევა თოდუა ამას რომ წაიკითხავს, არადა ნაღდს ვამბობ. :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

გიო დადე შენი ნანადირევის სურათებიც,ხო ხედავ ჯიმამ გადაგიჯოკა.თევზაობაშიც და ნადირობაშიც :friends::alfons:

 

ნადირობისა რა გითხრა, მაგრამ თევზაობაში ნაღდად ვერ შევედარები. :d030: :d030:

 

ვაღიარებ რომ უძლიერესი მონადირეა ბატონი კობა თოდუა.

 

ძალიან ვაფასებ, ძალიან დიდ პატივს ვცემ და დიდი სურვილი მაქვს, პირადად როდის გავიცნობ.

Link to post
Share on other sites

კობა

ყველა მონადირესთვის სანუკვარი ნადავლია, ყოჩაღ კობა. :*

 

მადლობა გიო! ჩემთვის ეს მეშვიდეა, რომელიც პირადად მაქვს მონადირებული. არ ვაპირებდი ნომერზე დგომას, მაგრამ სიტუაცია შეიქმნა ისეთი, რომ იძულებული გავხდი. მერე დავწერ ყველაფერს დაწვრილებით.

 

რაც შეეხება შენს დაწერილს მანძილის შესახებ.

 

ბჯოოო, ცოტა ძნელები რო მკითხო ვერ იქნება? :d030: :d030:

 

ენერგეტიკოს კაცს მეკითხება რამდენიაო.

 

გინდა სულ მილიმეტრებში გითხრა? :haha:

 

ეს კაცი გადამრევს ... რა ვიცოდი ენერგეტიკოსიც რომ იყავი :karochera:

მე ვიფიქრე - აიღებს ეხლა სახაზავს და ფანქარს , გაადიდებს სურათს და ზუსტად, მილიმეტრებში გამოზომავს მეთქი :pardon: . მაგან კი ა, ერთი შეხედვით გაშიფრა ყოლიფერი :alfons:

 

ეგ არის მაღალი ძაბვის ანძები, რომლებშიც გადის 10 000 ვოლტი, სტანდარტით მათ შორის დაშორება უნდა იყვეს 150 მეტრი.

 

საიდანაც ესროლე, ანძიდან სადღაც 15-17 მეტრში დგეხარ, იმ უბედურს გაუვლია 5-6 მეტრი, მერე წაქცეულა ანძიდან 6-7 მეტრში.

 

 

 

15-17 მეტრში კი ვდგავარ, მაგრამ არა ანძის უკან, არამედ გვერდში. ასე რომ ამ მანძილს ვერ მივუმატებთ. ლოსიც ჩემგან თითქმის პარალელურად, მაგრამ მაინც ჩემგან მოძრაობდა ანძისაკენ. კარგა ხანს მყავდა მიზანში აყვანილი, მაგრამ, ბოდიში და, უკანა ნაწილის გარდა ვერაფერს ვხედავდი. როცა ვესროლე, ანძამდე არ იყო მისული, მაგრამ უკვე შეტრიალებული იყო ანძისკენ და გახსნილი გვერდიდან. გაიარა ის რამოდენიმე მეტრი და დავარდა ზუსტად ანძის უკან.

 

ეხლა შეკრიბე ეს ციფრები და მიიღებ დისტანციას, იმედია დაწყებითი არითმეტიკა არ გეშლება. :d030:

 

დაწყებითი არითმეტიკა სკოლაში წასვლამდე მქონდა შესწავლილი ბებიის დახმარებით, სკოლის პროგრამა მეცხრე კლასში დავამთავრეთ, მეათეში (ჩვენს დროს სკოლის ათწლიანი კურსი იყო) ვსწავლობდით უმაღლეს მათემატიკას და თანაც იმ დონეზე, რომ ინსტიტუტშიაც არ მივსულვართ მაგ დონემდე (მერვე კლასის შემდეგ გავიყავით და 15 კაცი გაძლიერებულ მათემატიკის კლასში ვსწავლობდით). მიუხედავად ყოველივე ამისა, მე მომეჩვემა, რომ მანძილი არ აღემატებოდა 120-130 მეტრს.

Link to post
Share on other sites

მეორე დასაშვები პასუხიც მაქვს, რომელიც დისტანციას მკვეთრად შეამცირებს. :d030:

 

თუ მაგ ტერიტორიაზე დიდთოვლობა იცის, მაშინ ანძებს შორის მანძილი მერყეობს 115 მეტრიდან 125-მეტრამდე.

 

 

 

გადაირევა თოდუა ამას რომ წაიკითხავს, არადა ნაღდს ვამბობ. :d030: :d030:

 

მესამე დასაშვებ ვერსიას რატომ არ აქვეყნებ?????? :meeting:

მაღალძაბვიან ანძებს შორის სტანდარტული მანძილი საბჭოთა კავშირის დროიდან, რუსეთის ტერიტორიაზე, 200 მეტრია :old:

 

გადაირევა ელჩი ამას რომ წაიკითხავს, არადა ნაღდს ვამბობ. :d030:

 

აქაურ ანძებს შორის მანძილიც 200 მეტრია. კითხვა იმიტომ გადავისროლე ელჩის მხარეს, რომ ცოტა განძრეულიყო. სანადიროდ არ დადის, თევზაობის სეზონი დაამთავრა და მე ვიფიქრე, ცოტა გონებრივი მუშაობა (ფიზიკურად ყველამ ვიცით როგორ არ ზოგავს თავს სამსახურში) გამოადგება მეთქი :e025:

 

მაგან კი, სურათებზე დაკვირების და დაფიქრების მაგივრად, თავის პროფესიონალურ ცოდნაზე დაიმედებული, ზეპირი პასუხი მოგვცა და .... წამოეგო ისევ მეგრელების ანკესზე (მოდერატორებო, ეს წაშალეთ სანამ ამერიკაში ღამეა, თორემ დაიწყება მესამე მსოფლიო ომი :karochera::bossqu6: )

 

თუ კარგად დააკვირდებით იმ სურათს, რომელიც გასროლის ადგილიდან გადავიღე და რემელზედაც 2 ანძა ჩანს, შენიშნავთ, რომ

ჩემთან ახლოს მდგარი ანძის მავთულები არ უერთდება მეორე ანძას, მიდის განზე. ისევე როგორც იქითა ანძის მავთულები, სადღაც შორს გადის და არ მოდის ამ ანძისკენ.

საქმე იმაშია, რომ იმ ადგილას, პარალელურად 2 მაღალძაბვიანი ხაზი გადის ;) ზუსტად ვერ ვიტყვი, არის თუ არა რაღაც პროპორცია დაცული ამ პარალელურ ხაზებს შორის, მაგრამ ვიზუალურად ერთი ხაზის ანძის ბოძები დაახლოებით მეორე ხაზის ბოძებს შუაშია დადგმული ე.ი. შეიძლება ითქვას 100 მეტრში. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს 2 ანძა ერთ ხაზზე არ არის, მაგათ შორის მანძილი აღემატება 100 მეტრს. საბოლოო ჯამში მივდივართ იმასთან, რასაც ჩვენი ძმა ამტკიცებდა - ანძებს შორის მანძილი დაახლოებით 115-125- 130 მეტრია.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...