laika 0 Posted November 10, 2013 Report Share Posted November 10, 2013 დღეს იხვზე გავედი პერელიოტზე,ათ მეტრში მოფრენილ დედალ-მამალს ისეთი დუბლეტი ავაცდინე, სიცოცხლე აღარ მინდოდა,საბოლოოდ ორი მამალი მაინც ავიღეთ,საბარგულში როკია და ლინდაია სკანდირებდნენ:,,გადადექი!!!!! გადადექი!!!!!,, ესეიგი დაიწყე იხვებზე დარევა ხოოომ? ბარაქ მამუ ბარაქა,მე ამ საღამოს გავაწვები გურიაში ან სამეგრელოში,იქნებ დავაგდო მაგ ბუნდღა დასაწვავი ! P.S. საუცხოო იუმორი გაქვს ! ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted November 10, 2013 Report Share Posted November 10, 2013 დღეს იხვზე გავედი პერელიოტზე,ათ მეტრში მოფრენილ დედალ-მამალს ისეთი დუბლეტი ავაცდინე, სიცოცხლე აღარ მინდოდა,საბოლოოდ ორი მამალი მაინც ავიღეთ,საბარგულში როკია და ლინდაია სკანდირებდნენ:,,გადადექი!!!!! გადადექი!!!!!,, საღოლ მამუკა ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted November 12, 2013 Author Report Share Posted November 12, 2013 ................................................................ მეუღლეს ვემალები, სადაც დამინახავს, მომაყოლებს ქოქოლას. წარამარა იძახი თქვენ მომიღებთ ბოლოსო, შენ არაფერი მოგკლავს, თვითონვე თუ არ შეიწირე შენი თავიო. ...................................................................................... :d030: ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted November 12, 2013 Author Report Share Posted November 12, 2013 დღეს იხვზე გავედი პერელიოტზე,ათ მეტრში მოფრენილ დედალ-მამალს ისეთი დუბლეტი ავაცდინე, სიცოცხლე აღარ მინდოდა,საბოლოოდ ორი მამალი მაინც ავიღეთ,საბარგულში როკია და ლინდაია სკანდირებდნენ:,,გადადექი!!!!! გადადექი!!!!!,, ეს გადატრიალებას გავს. მაგათ იარაღის ჩაგდება უნდათ ხელში და მერე... მერე ჩვენს მამუკას ექნება ჭაობიდან სათრევი იხვები უნდა გაუძლო მამუკა? ცვენ შენთანა ვართ ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted November 13, 2013 Author Report Share Posted November 13, 2013 გამძვრა სული, მაგის ყვავილებიც გახმეს. არ მქონდა ძველი სურათები ნანახი და ეხლა ვნახე ყველა. კბილებმა კაწკაწი დაიწყო თავისდაუნებურად, თვალები გამიფართოვდა და გულმა მაგრა გარეკა. პ.ს. კობა, სადაც 800კმ იქ 8 000 იც მოსულა, ჩამოი ბიძია-ბაბუა ჩემთან. ჩამოვალ გიო, აუცილებლად ჩამოვალ. მაგრამ მაშინ, როცა ძაღლი გეყოლება კურდღლების დახმარებით მე არ ვნადირობ, თევზაობაში შენ მე ვერ შემეჭიდები :e025: და ისე რაზე ჩამოვიდე ისე გიო, ისე როგორ მოვკვდები, რომ შენთან არ ჩამოვიდე. მარტო იმისთვის ჩამოვალ, რომ შენი გაკეთებული ხინკალი გავსინჯო და თუ რაიმე სანადირო პროგრამასაც დავურთავთ, ხომ სულ კარგი ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted November 13, 2013 Author Report Share Posted November 13, 2013 ბოჭებო, ცოტა არეულად, მაგრამ მერე დავასრულებ ყველა დაწყებულ ისტორიას... დღეს დილით დავბრუნდი ვოლოგდის ოლქიდან. სახლიდან 800 კილომეტრი გამოვიდა ერთ მხარეს...აქედან 25 კილომეტრი წყლით, თითქმის სამოთხეში. ეხლა დავდებ ცოტა ფოტოებს, მერე კი დავწერ დაწვრილებით ............................................................................... ვაგრძელებ ვოლოგდის ვოიაჟის ისტორიას. ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ცოტა ნადირობის გგეგმები ჩაგვეფუშა. მე მქონდა პატარა საქმე ვოლოგდაში და სამწუხაროდ ისე გაჭიანურდა იმ საქმის მოგვარება, რომ ბანაკამდე მხოლოდ გვიან საღამოს მივაღწიეთ. სამაგიეროდ, ჩემს თანამგზავრს, კარმენის ლეკვის პატრონს, დიმას, ქალაქი დავათვალიერებინე და ჩემი აშენებული შენობაც ვანახე. ბიჭები იაროსლავიდან ნახევარი დღე წყლის პირას გველოდებოდნენ, ვოლოგდიდან 120 კილომეტრში. შემდეგ კი, სანამ დღის შუქი იყო, წავიდნენ ბანაკისთვის ადგილის საპოვნელად. დაბანაკდნენ 25 კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც მანქანა დატოვეს, აღნიშნეს მშვიდობიანად ჩასვლა და დაბანაკება, და ჩვენს წამოსაყვანად ვოვჩიკა , თავის იაგტერიერთან ერთად გამოუშვეს. ვოვა ძან საყვარელი პიროვნებაა, პატიოსანი, თბილი და კეთილი. უნივერსტიტეტში ლექციებს კითხულობს და მაგრა ერკვევა პატარა წყალმცურავ ტექნიკაში. ჰოდა, ამ ჩვენს პროფესორს გზაში სასაცილო სიტუაცია მოუვიდა. ჩვენს წამოსაყვანად რომ წამოვიდა, გზაში რომ არ მოეწყინა, როგორც რუსების წესია, ერთი ბოთლი თან წამოუღია და ცოტ-ცოტას წრუპავდა თურმე. ნახევარ გზაზე მეტი ქონდა თურმე გასული და უკვე შებინდებულს, იხვი უნახია ნაპირთან ახლოს. ჩააქრო თურმე ძრავა, მოემზადა და ესროლა. ესროლა, მაგრამ უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ რასაკვირველია ვერ მოარტყა. ძაღლმა შემიშალა ხელიო. ძაღლი გაწია განზე, აამუშავა ძრავა და მოუმატა სიჩქარე (უკვე აგვიანდებოდა ჩვენთან). მიქრის, მიცურავს, წრუპავს არაყს და შორიდან, ხელის ქნევით ესალმება ნაპირზე მყოფ ხალხს. ესალმება და თურმე თვითონ უკვირს - ეს "აბორიგენები" რა თბილი ხალხი ყოფილანო, ხელის დაქნევით მესალმებიანო. ამ ადგილის გავლიდან 20 წუთის შემდეგ, რაღაც სასწაულით, ესმის თურმე ტელეფონის ხმა (არადა თითქმის არსად არ იჭერს მობილური) და ბიჭების ყვირილი -"შე კარგ დედ-მამის შვილო" (თარგმნა და ცენზურა ჩემია ) სად მიეთრევი, ჩახვედი უკვე ციმბირამდეო. თურმე ამ ოჯახაშენებულს, იმ სროლის და ძრავის დაქოქვის დროს მხარი შეცვლია და დაუბერია უკან. ხალხი, რომელიც მან "აბორიგენებად" მიიღო, თავისივე მეგობრები იყვნენ, რომლებიც ვერ იცნო. კიდევ კარგ დროს დააბრუნეს, თორემ გაXერდებოდა სადმე საწვავის უქონლობის გამო. სულ სიბნელეში გვექნა საცური. რამოდენიმეჯერ წყალში მცურავ მორებს დავეჯახეთ... მაგრამ მშვიდობიანად მივაღწიეთ ბანაკს. რამდენად დიდი იყო ჩვენო გაკვირვება, რომ ბანაკში, რომელიც მიტოვებული ქოხი აღმოჩნდა, შუქიც იყო და გათბობაც. ეს თურმე გაზის გამყვანებისთვის გაკეთებული, ვეტმფრენების მისაღები პლატფორმის ზედამხედველის, ყოფილი საბინაო ყოფილა. ჩვენთვის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი ქონდა. სუფრა უკვე გაშლილი იყო და ყველამ ართად შევსვით ჩვენი შეხვედრის სადღეგრძელო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 13, 2013 Report Share Posted November 13, 2013 ჩამოვალ გიო, აუცილებლად ჩამოვალ. მაგრამ მაშინ, როცა ძაღლი გეყოლება კურდღლების დახმარებით მე არ ვნადირობ, თევზაობაში შენ მე ვერ შემეჭიდები :e025: და ისე რაზე ჩამოვიდე ისე გიო, ისე როგორ მოვკვდები, რომ შენთან არ ჩამოვიდე. მარტო იმისთვის ჩამოვალ, რომ შენი გაკეთებული ხინკალი გავსინჯო და თუ რაიმე სანადირო პროგრამასაც დავურთავთ, ხომ სულ კარგი წავიკითხე შენი ბოლო რეპორტი ამ წერილთან ერთად. მაგარ შარიან ხალხში ხარ მოხვედრილი. მეზობელსა ჰყავს მთლად ყავისფერი კურცჰაარი, ჯერ ისევ ლეკვია, მოვპარავ ორი კვირით და გავუშვებ ეზოზე. თევზაობას მე შენ ვერ გასწავლი, პირიქით, მილიონ დარიგებას ველოდები შენგან. :d030: ხინკალზე კიდევ, ყველაფერი კაი, მაგრამ მაგ საქმეში არ შემეცილო. ყველა ჩემს თოფს გაგასროლინებ, სპინინგებსაც როგორმე გავიმეტებ, მაგრამ "ქუხნაში" მხოლოდ მაგიდასთან უნდა მეჯდე ჭიქით ხელში. პ.ს. ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, ნეტა მართლა მოგიხერხდეს აქეთ წამოსვლა. ერთი იმდენი გავიგო რომ თვითმფრინავი აიწია რუსეთიდან, რომელშიც შენ იჯდები და ეგ ტრანსპორტი აქეთ აპირებს დაჯდომას, მერე მე ვიცი სადაც დაჯდება. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 14, 2013 Report Share Posted November 14, 2013 ოოო, რა ხინკალი იცის მერე რომ იცოდე ისე გიო, ისე როგორ მოვკვდები, რომ შენთან არ ჩამოვიდე. მარტო იმისთვის ჩამოვალ, რომ შენი გაკეთებული ხინკალი გავსინჯო ...... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 14, 2013 Report Share Posted November 14, 2013 კობა, მაგარ გასვლებს აწყობთ, ყოჩაღ ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted November 16, 2013 Report Share Posted November 16, 2013 :yes: მაგარია ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted November 18, 2013 Author Report Share Posted November 18, 2013 კობა, მაგარ გასვლებს აწყობთ, ყოჩაღ ვახო, ამ დილით დავბრუნდი ბელორუსიიდან. იქაური მონადირეთა ფორუმის წევრები ბოლო 4 წელიწადია აღნიშნავენ "წმინდა ჰუბერტის" დღესასწაულს. "წმ. ჰუბერტი" ევროპაში მონადირეთა მფარველად ითვლება. დღესასწაულის ორგანიზატორები სპეციალურად პატიჟობენ ფორუმის გარკვეულ წევრებს, რადგანაც დღესასწაულის წევრების რაოდენობა შეზღუდულია (30 კაცით). მე მომივიდა პერსონალური მოწვევა და რასაკვირველია წავედი. სამწუხაროდ, ჯერ ადრე დაწყებული თემები არა მაქვს დამთავრებული და ამიტომ ამ დღესასწაულზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. მანამდე კი დავდებ რამოდენიმე სურათს და ერთ ვიდეოროლიკს, საიდანაც აშკარად ჩანს რა ადგილებში ვნადირობდით. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted November 18, 2013 Author Report Share Posted November 18, 2013 აქვე დავუმატებ იმ ბაზის ვებ-საიტს, სადაც ვიყავით გაჩერებული http://www.shishki.info/ ძან ლამაზი ადგილია, მინსკიდან 60-70 კილომეტრში (ჩემი სახლიდან 840 კმ) ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted November 21, 2013 Author Report Share Posted November 21, 2013 ალბათ უფრო სწორი იქნება, რომ მოგაწოდოთ ბელორუსი მონადირეების ნარკვევები "წმ. ჰუბერტის" დღესასწაულის გარშემო. მე რამდენიც არ უნდა დავწერო, მაინც ვერ გადმოგცემთ მთლიანად ამ დღესასწაულის ყველა პერიპეტიებს. ამიტომ გირჩევთ გაყვეთ ამ მისამართებს და თქვენი თვალით ნახოთ რაც იქ ხდებოდა. მხოლოდ ერთს ვიტყვი, ჩვენ პირველ საღამოს ვერ დავესწარით, გვიან გადმოვედით პეტერბურგიდან და მხოლოდ დილით ჩავედით. http://www.belhunter.org/forum/index.php?topic=18751.0 http://www.belhunter.org/forum/index.php?topic=18748.0 ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted November 21, 2013 Report Share Posted November 21, 2013 (edited) მაგარია კობა, ყველაფერი ორგანიზებულად და ცივილიზებულად რა თქმა უნდა ყველაფერი უკვე დიდი ხნის ჩამოყალიბებულია და ძალიან კარგია! Edited November 21, 2013 by დევი ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted November 22, 2013 Report Share Posted November 22, 2013 მაგარია კობა ძალიან მაგარი ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted November 22, 2013 Report Share Posted November 22, 2013 უმაგრესია კობა.ყოჩაღ თქვენ ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted November 26, 2013 Author Report Share Posted November 26, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted November 26, 2013 Report Share Posted November 26, 2013 მოვესწრებით ამას საქართველოში ოდესმე თეთრი შურით მშურს კობა შენი. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted November 26, 2013 Report Share Posted November 26, 2013 აუ რამაგარია ყველაფერი :yes: ბევრჯერ გქონოდეთ ასეთი ნადირობები ბ.ნ კობა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 26, 2013 Report Share Posted November 26, 2013 ჰოდა კობა, პიტერი მაინც არ მაქვს ნანახი, და თუ დაგეცი ერთ დღეს მანდ, მონადირე მაინც არ მეყოლება საძებნი . თქვენი ამბავი უკვე მაღალ კლასში გადის. მასეთში აქ ამერიკელები ათასობით დოლარებს იხდიან ერთი კვირისთვის. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 26, 2013 Report Share Posted November 26, 2013 აგერ კიდევ ბიჭებო მაქაურების სხვა ვიდეოები, საინტერესოა http://www.youtube.com/channel/UCeGt8uskn9FYDIkXcrNzuaw?feature=watch ციტირება Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted November 26, 2013 Report Share Posted November 26, 2013 კობა მთელი ცერემონია და რამხელა კულტურა მაგარია ძალიან,მრავალი გქონოდეთ ასეთი ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted November 26, 2013 Report Share Posted November 26, 2013 სუფრა როგორ მიმდინარეობს ეგააა მთავარი, ქართულთან მოვა ცოტათი მაინც? ნადირობის ორგანიზება საუკეთესო იქნება ეჭვიც არ მეპარება. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 26, 2013 Report Share Posted November 26, 2013 ერთ რამეს თუ დააკვირდით? ჩვენი ძმის ჩაცმულობას ვგულისხმობ. ე, ეგ არის ევროპელი მონადირეების ერთერთი პირველი და აუცილებელი ატრიბუტი. საღოლ კობა, ვამაყობ, რომ მყავს შენნაირი კაცი სამეგობროში. ჯანი მოგცეს ჯიმა, დიდხანს იცოცხლე. პ.ს. კომუფლაჟს მგონი მეც ამოვაგდებ ნადირზე ნადირობისას. კომუფლაჟი კი არის ბევრად მოხერხებული, მაგრამ რამოდენიმე პროცენტს კიდევ მივცემ ცხოველს გადარჩენისათვის. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted December 5, 2013 Report Share Posted December 5, 2013 არ გაბრიყვდე ელჩი თუ არა დაიწყებ მერე ქუდში გაყრილ ნაძვის ტოტებით სიარულს და გადარევ იანკებს მანდ! :haha: ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.