Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

surfcasting(surf — ზღვის მოქცევა; casting — ტყორცნა) სერფქასთინგი - ზღვის ნაპირიდან(პლაჟი) ფსკერული მეთოდით თევზაობა.

 

 

ზღვაზე თევზაობის ამ სახეობაზე აქ(ფორუმზე) ბევრი რამ არ გვიწერია. თუმცა ვიცი და მინახავს კიდეც, რომ ლევანი და აჩიკო თევზაობენ ამ ხერხით და შედეგიანადაც. სულ ახლახანს, გალში, პაატა ქობალიამაც(ორაგული) ძალზე შედეგიანად ითევზავა ამ ხერხით.(http://club-monadire.ge/index.php?showtopic=858&st=180 N198 პოსტი )

 

თუ ვეღირსეთ და შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში უკანონო სარეწაო თევზჭერა აღიკვეთა, მაშინ ამ მეთოდით თევზაობა ჩვენში განსაკუთრებით სასიამოვნო და შთამბეჭდავი გახდება.

 

ესეც ლევან მესხიძის ფოტოები (ჩვენივე ფორუმიდან აღებული)

 

d2050d3ca770.jpg

 

3d2d28fd551a.jpg

 

 

8b8c48f3d4eb.jpg

 

 

 

თევზაობის ამ სახეობას, კლასიკურ ვარიანტში, ჩვეულებრივი ფსკერულისაგან(მაგ.carp fishing-ი) ცოტა განსხვავებული აღჭურვილობა ესაჭიროება: სპეც. სიმძიმეები, მარიან წყალზე განსაზღვრული მძლავრი სათევზაო ჯოხები(სიგრძით 3,6-4,5 მეტრი და ტესტით 100-250 გრამი) და ასევე არაინერციული მძლავრი(ზომა გამოყენებადი სიმძიმის მიხედვით)მარიან წყალზე გათვლილი კოჭები, ჯოხის სპეციალური სადგარები და აღკაზმულობის სხვა ელემენტები.

ამიტომაც, უცხოელები სერფქასთინგს განიხილავენ თევზაობის ცალკე სახეობად. 

 

4607c6333f32.jpg

 

3b611efe529f.jpg

 

e4bcd6693ecd.jpg

 

 

სერფქასთინგის კოჭა

 

0e9a9d534e86.jpg

 

 

 

790d0a9a593f.jpg

 

4d87a632ab4e.jpg

 

უმეტესად ანკესების სადგარებად პლატმასის მილებს(ქვიშაში ნახევრად ჩაფლულს) იყენებენ, ესთეტები კი სპეციალურ

 

Rod Pod- ებს.

 

163dbc02a064.jpg

 

 

სერფქასთინგის მონტაჟის მაგალითები-

3ecee54237a3.jpg

 

94e0547a4b5b.jpg

 

63f66abced35.jpg

 

 

 

სიმძიმეებს ჩვეულებრივსაც იყენებენ თუმცა, გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური საზღვაო, ასეთი- "მავთულის ულვაშებიანი" :) ლევანმა და აჩიკომ პრაქტიკულად გამოცადეს და მითხრეს კარგად მუშაობსო ანუ ასეთი სიმძიმე ქვებში თითქმის აღარ ეჭედება.

 

99005f98c5c9.jpg

 

ამ მეთოდით თევზაობისას სატყუარად ძირითადად იყენებენ: ზღვის მოლუსკებს, კრევეტებს, ჭია ნერიესს(ლათ.Nereis), ქაფშიას, თევზის ნაჭრებს და სხვა. დანარჩენზე ლევან მესხიძემ უნდა გაგვანათლოს დეტალურად. :)

 

 

 

ეს ვიდეოს ნახეთ. სერფქასთინგი იტალიის სანაპიროზე - ქოთეღს(კუზანა"გორბილი") იჭერს ნერეისის ჭიაზე.

 

 

 

 

ესეც ქოთეღი ნერიესის ჭიაზე. პაატა ქობალიას შესრულებით :)

 

 

 

 

ამ თემის გახსნა ერთმა კარგმა სტატიამ შთამაგონა.

 

აი ეს სტატიაც: http://tihii-omut.com.ua/seafishing/2071-serfkasting-na-chernom-more-lovlya-kambaly.html

 

http://www.nalym.ru/newsite/2011/07/29/serfkasting-na-chernom-more/

 

 

 

P.S. ზღვის პრაქტიკოსმა მეთევზეებმაც იქნებ დაამატოთ რაც მე ვერ ვთქვი.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

შეჯიბრი სერფქასთინგში შავ ზღვაზე, ოდესაში.

 

ნახეთ საინტერესოა.

 

 

 

 

სერფქასთინგი - კომპანია SHIMANO-ს ფილმი(იტალიურად)

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ამდენი წელია ვთევზაობ და ზღვაზე არ ვარ ნათევზავები. :karochera:

 

ოკეანეზე ორჯერ ვიყავი, ერთხელ სამეფო ორაგულზე კალიფორნიაში და შარშან ჰალიბატზე აქ ორეგონში, ესეც ორივე შუა ოკეანეში გავედით, ნაპირიდან არ მიცდია.

 

სხვათაშორის, ზუსტად იგივე მონტაჟი აქვთ, როგორსაც ქაშაყზე ვიყენებ, როცა ბეტონის კედლიდან ვთევზაობ.

 

ჩემი აზრით სხვადასხვა ფერის პატარა სილიკონის ჯიგებმა უნდა იმუშაონ კარგად.

Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...

მეკლედ ეს ჭია - ნერეისი ეტყობა ზღვაზე შეუცვლელი სატყუარაა.

 

 

 

 

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 9 months later...
  • 3 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...