DMORAL 36 Posted July 26, 2013 Report Share Posted July 26, 2013 (edited) surfcasting(surf — ზღვის მოქცევა; casting — ტყორცნა) სერფქასთინგი - ზღვის ნაპირიდან(პლაჟი) ფსკერული მეთოდით თევზაობა. ზღვაზე თევზაობის ამ სახეობაზე აქ(ფორუმზე) ბევრი რამ არ გვიწერია. თუმცა ვიცი და მინახავს კიდეც, რომ ლევანი და აჩიკო თევზაობენ ამ ხერხით და შედეგიანადაც. სულ ახლახანს, გალში, პაატა ქობალიამაც(ორაგული) ძალზე შედეგიანად ითევზავა ამ ხერხით.(http://club-monadire.ge/index.php?showtopic=858&st=180 N198 პოსტი ) თუ ვეღირსეთ და შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში უკანონო სარეწაო თევზჭერა აღიკვეთა, მაშინ ამ მეთოდით თევზაობა ჩვენში განსაკუთრებით სასიამოვნო და შთამბეჭდავი გახდება. ესეც ლევან მესხიძის ფოტოები (ჩვენივე ფორუმიდან აღებული) თევზაობის ამ სახეობას, კლასიკურ ვარიანტში, ჩვეულებრივი ფსკერულისაგან(მაგ.carp fishing-ი) ცოტა განსხვავებული აღჭურვილობა ესაჭიროება: სპეც. სიმძიმეები, მარიან წყალზე განსაზღვრული მძლავრი სათევზაო ჯოხები(სიგრძით 3,6-4,5 მეტრი და ტესტით 100-250 გრამი) და ასევე არაინერციული მძლავრი(ზომა გამოყენებადი სიმძიმის მიხედვით)მარიან წყალზე გათვლილი კოჭები, ჯოხის სპეციალური სადგარები და აღკაზმულობის სხვა ელემენტები. ამიტომაც, უცხოელები სერფქასთინგს განიხილავენ თევზაობის ცალკე სახეობად. სერფქასთინგის კოჭა უმეტესად ანკესების სადგარებად პლატმასის მილებს(ქვიშაში ნახევრად ჩაფლულს) იყენებენ, ესთეტები კი სპეციალურ Rod Pod- ებს. სერფქასთინგის მონტაჟის მაგალითები- სიმძიმეებს ჩვეულებრივსაც იყენებენ თუმცა, გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური საზღვაო, ასეთი- "მავთულის ულვაშებიანი" ლევანმა და აჩიკომ პრაქტიკულად გამოცადეს და მითხრეს კარგად მუშაობსო ანუ ასეთი სიმძიმე ქვებში თითქმის აღარ ეჭედება. ამ მეთოდით თევზაობისას სატყუარად ძირითადად იყენებენ: ზღვის მოლუსკებს, კრევეტებს, ჭია ნერიესს(ლათ.Nereis), ქაფშიას, თევზის ნაჭრებს და სხვა. დანარჩენზე ლევან მესხიძემ უნდა გაგვანათლოს დეტალურად. ეს ვიდეოს ნახეთ. სერფქასთინგი იტალიის სანაპიროზე - ქოთეღს(კუზანა"გორბილი") იჭერს ნერეისის ჭიაზე. ესეც ქოთეღი ნერიესის ჭიაზე. პაატა ქობალიას შესრულებით ამ თემის გახსნა ერთმა კარგმა სტატიამ შთამაგონა. აი ეს სტატიაც: http://tihii-omut.com.ua/seafishing/2071-serfkasting-na-chernom-more-lovlya-kambaly.html http://www.nalym.ru/newsite/2011/07/29/serfkasting-na-chernom-more/ P.S. ზღვის პრაქტიკოსმა მეთევზეებმაც იქნებ დაამატოთ რაც მე ვერ ვთქვი. Edited July 28, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 27, 2013 Author Report Share Posted July 27, 2013 (edited) შეჯიბრი სერფქასთინგში შავ ზღვაზე, ოდესაში. ნახეთ საინტერესოა. სერფქასთინგი - კომპანია SHIMANO-ს ფილმი(იტალიურად) Edited July 28, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 28, 2013 Report Share Posted July 28, 2013 ამდენი წელია ვთევზაობ და ზღვაზე არ ვარ ნათევზავები. ოკეანეზე ორჯერ ვიყავი, ერთხელ სამეფო ორაგულზე კალიფორნიაში და შარშან ჰალიბატზე აქ ორეგონში, ესეც ორივე შუა ოკეანეში გავედით, ნაპირიდან არ მიცდია. სხვათაშორის, ზუსტად იგივე მონტაჟი აქვთ, როგორსაც ქაშაყზე ვიყენებ, როცა ბეტონის კედლიდან ვთევზაობ. ჩემი აზრით სხვადასხვა ფერის პატარა სილიკონის ჯიგებმა უნდა იმუშაონ კარგად. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted August 27, 2013 Author Report Share Posted August 27, 2013 (edited) მეკლედ ეს ჭია - ნერეისი ეტყობა ზღვაზე შეუცვლელი სატყუარაა. Edited August 29, 2016 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
ნოდარი... 0 Posted May 28, 2014 Report Share Posted May 28, 2014 მაინც ვერ დავდევი სურათი, რაგაცას ვერ ვაკეთებ სწორად ალბათ.. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 28, 2014 Report Share Posted May 28, 2014 ნოდარი... გახსენით ეს ლინკი და ყველაფერი გამოვა. http://club-monadire.ge/index.php?showtopic=506 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 9, 2018 Author Report Share Posted May 9, 2018 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.