Jump to content
Club-Monadire.Ge

2013 | ლიფსიტის გაშვება თბილისის ზღვაზე


Recommended Posts

courage

 

შარშანდელი აქციის თემა გადაათვალიერე თორნიკე, იქ გვიწერია ყველა თეთრი, თუ რაში გაიხარჯა.

 

აქვე, თხოვნა მაქვს ყველასთან, დავითს / DMORAL/დახმარება დასჭირდება, არ ეშლება მაგ კაცს ორგანიზება და საქმის ბოლომდე მიყვანა.

წელს მეტად ფართო აქციას ვაპირებთ და მარტოს გაუჭირდება.

მესმის რომ შორს ვინც ხართ, გაჭირდება ხელის წაშველება.

ვინც ხართ თბილისისკენ, მოიკითხეთ და შესთავაზეთ დახმარება, დაუდექით გვერდში მაგ გემრიელ ქართველს.

Link to post
Share on other sites
  • Replies 546
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეს გუშინ დავწერე თბილისის ფორუმზე.

 

ვთვლი რომ ვალდებული ვარ, გაიგოს ყველამ ამ აქციის შესახებ და დაფიქრდეს რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს.

 

http://forum.ge/?f=72&showtopic=34397146&st=570

Link to post
Share on other sites

მართალია

 

 

 

არ მიმაჩნია მიზანშეწონილათ მასეთი მიდგომა...შეიძლება ადამიანმა 5 ლარით შეუერთდეს ამ აქციას და შეიძლება 500-ით...აქ ხალხის რაოდენობის აქტიურობას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე მათი შემოტანილი ფულის (ჩემი პირადი აზრით).ბოლოს საბოლოო თანხის გამოკვეთის შემდეგ გაირკვევა და გამოქვეყნდება საბოლოო რაოდენობა თანხისიც და თევზისიც.

Link to post
Share on other sites

ელჩი

ძალიან კარგია გიორგი რომ უამბე ჩვენი აქციის თაობაზე,მაგრამ ცუდია რომ მარტო ერთი გამოხმაურება მოჰყვა ჯერჯერობით შენ პოსტს.....((

Link to post
Share on other sites

ელჩი

ძალიან კარგია გიორგი რომ უამბე ჩვენი აქციის თაობაზე,მაგრამ ცუდია რომ მარტო ერთი გამოხმაურება მოჰყვა ჯერჯერობით შენ პოსტს.....((

რას იზავ ზურა.ყველას ვერ დაავალდებულებ ფლორა ფაუნის სიყვარულს

Link to post
Share on other sites

ელჩი

ძალიან კარგი, გაიგოს მაქსიმალურად ხალხმა რომ ამ საქმეს ჩვენთვის არ ვაკეთებთ და მსურველები შემოგვიერთდნენ

Link to post
Share on other sites

მეც გიერთდებით,ჩავრიცხავ ახლო მომავალში,გალშიც ვაპირებ წაყვანას დაჟე B)

პ.ს.დავით გამარჯობა,ერთი რამ მაინტერესებს,კალმახის ლიფსიტების წაყვანა მინდა გალში და გზაში მაქსიმუმ რამდენი ხანი ძლებს და რა ჯდება ერთი ლიფსიტა?

Link to post
Share on other sites

ორაგული

 

მე გიპასუხებ პაატა, კალმახის ლიფსიტის ტრანსპორტირებისას სპეციალური ჭურჭელია საჭირო, ჩვეულებრივი "ვედრით" 2-3 წუთში მოკვდება.

ჟანგბადი უნდა მიეწოდებოდეს მუდმივად, წყლის ტემპერატურას აქვს დიდი მნიშვნელობა და ა.შ.

 

შარშან 1500-ლარამდე მოგროვდა, ამ თანხაში 5 000 ცალი ვიყიდეთ, 2 000 ცალი სალიფსიტე მეურნებამ გაიღო უფასოდ.

 

დიდი მადლობა მათ, მაგარი ხალხი ყოფილან. :yes:

Link to post
Share on other sites

ორაგული

 

მე გიპასუხებ პაატა, კალმახის ლიფსიტის ტრანსპორტირებისას სპეციალური ჭურჭელია საჭირო, ჩვეულებრივი "ვედრით" 2-3 წუთში მოკვდება.

ჟანგბადი უნდა მიეწოდებოდეს მუდმივად, წყლის ტემპერატურას აქვს დიდი მნიშვნელობა და ა.შ.

 

შარშან 1500-ლარამდე მოგროვდა, ამ თანხაში 5 000 ცალი ვიყიდეთ, 2 000 ცალი სალიფსიტე მეურნებამ გაიღო უფასოდ.

 

დიდი მადლობა მათ, მაგარი ხალხი ყოფილან. :yes:

 

კი გიორგი, ნამდვილად ეგრე იყო.

 

რამაზმა(სუპერნატურალი) იყოჩაღა მაშინ მაგ 2000 ლიფსიტის დამატებაზე და საკალმახემაც აღარ გვითხრა უარი.

 

ბოდიში რომ ამ ეტაპზე აქ ხშირად ვერ შემოვდივარ.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

არა მგონია 5 საათი გასძლოს, შესაბამისი ჭურჭელით 200კმ-მდე მგზავრობას აიტანს, მეტზე ვერ მოგცემ გარანტიას.

დასავლეთშიც არის სალიფსიტე კომპანიები, სჯობია პირადად დაელაპარაკო და იმათ მოგცენ გარანტია.

რაც მე ვიცი, მაქსიმუმ ორ წუთში აყირავდება კალმახი "ვედრაში".

არ არის ადვილი გადასაყვანი.

მიცოცხლებია კობრი და სხვა სახეობები საათობით, კალმახი სხვა ვინმეა, ფარფლებს გაფშიკავს მაშინვე :e025: გამდინარე ცივ წყალს თუ მოაშორე, მალე ამთავრებს სიცოცხლეს.

 

ბრუკი, ანუ ჩვენი ღელის კალმახის ძმობილი, ნახევარ წუთში კვდება ლაყუჩებში ძუა გაბმულს თუ ჩასტოვებ წყალში, მაგარი ფაქიზი ვინმეები არიან.

სპეციალურად "სეტკა" ვიყიდე თევზაობის ბოლოს რომ გამეშვა ხოლმე, 5-დან 2 შეიძლება გადარჩეს, ამიტომ ვერიდები მაგათ მოკვდინებას-დროებით შენახვას, დაჭერისას ფრთხილად ვაძრობ ნემსკავს,/მაგასაც ცოდნა უნდა/მაშინვე ვუშვებ ხოლმე.

 

ბევრი რამის თქმაა აუცილებელი, დროის პრობლემა მაქვს.

ვერ ვასწრებ, მისახედია ბევრი რამ. :friends:

Link to post
Share on other sites

როგორც ჩანს საჭმლის ნაკლებობა აქვთ და კიდე მიიმატება ივარგებს? არ ვიცი იფიქრეთ ამაზე. იქნებ საჭმელზე უფრო გვეფიქრა, თორე გაისად მაგენი იმდებ ქვირითს დაყრიან, რომ >>>.........

Link to post
Share on other sites

როგორც ჩანს საჭმლის ნაკლებობა აქვთ და კიდე მიიმატება ივარგებს? არ ვიცი იფიქრეთ ამაზე. იქნებ საჭმელზე უფრო გვეფიქრა, თორე გაისად მაგენი იმდებ ქვირითს დაყრიან, რომ >>>.........

არა კობა თბილისის ზღვაში საჭმელს რა გამოულევს მაგათ

Link to post
Share on other sites

როგორც ჩანს საჭმლის ნაკლებობა აქვთ და კიდე მიიმატება ივარგებს? არ ვიცი იფიქრეთ ამაზე. იქნებ საჭმელზე უფრო გვეფიქრა, თორე გაისად მაგენი იმდებ ქვირითს დაყრიან, რომ >>>.........

 

კობა, ჯაბამაც გიპასუხა და ნამდვილად მასეა. კვების პრობლემა ნამდვილად არ აქვთ ჩვენს გაშცვებულ კალმახებს. მე რაც ვიცი, რაც გამიგია და ფოტოებით მინახია ყველა დაჭერილ ეგზემპლარს მუცელი ღორჯოებით ჰქონდა სავსე. ეს ზამთარში და თბილ სეზონზე კიდევ უფრო გაიზრდება საკვების ბაზა. საკვები ნამდვილად არ აკლიათ რაზეც მათი ზომებიც მიუთითებს - დღევანდელი მდგომარეობით უმეტესობამ(რაც დარჩა) 800-900 გრამს მიაღწია.

 

"თორე გაისად მაგენი იმდებ ქვირითს დაყრიან, რომ >>>........."

 

ღმერთის შემწეობით ნეტავ მართლაც რომ კარგად გამრავლდნენ! მაგას რა აჯობებს?! :)

 

 

:hi:

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

საკვებს კალმახი არ მოიკლებს თბილისის ძღვაზე.მანდ ლოქოსთვის თუ არის საკვები,კალმახი მშიერი არ დარჩება.გამრავლებითაც გამრავლდება და სულ მალე თბილისის ზღვაზე თევზაობა ბევრად უფრო საინტერესო გახდება :old:

Link to post
Share on other sites

UP...............

 

ეს თემა, სანამ საქმეს არ მივიყვანთ ბოლომდე, პირველ გვერდზე უნდა "სჩანდეს", ანუ ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს აქ შემოსვლისთანავე, წაიკითხოს და ნახოს ვინ ვართ ამ ფორუმზე.

 

ეს თემა და არა მარტო ეს, ჩვენი ფორუმის "სავიზიტო ბარათია" ჩვენს საზოგადოებაში.

Link to post
Share on other sites

:yes: :yes: :yes: :yes:

UP...............

 

ეს თემა, სანამ საქმეს არ მივიყვანთ ბოლომდე, პირველ გვერდზე უნდა "სჩანდეს", ანუ ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს აქ შემოსვლისთანავე, წაიკითხოს და ნახოს ვინ ვართ ამ ფორუმზე.

 

ეს თემა და არა მარტო ეს, ჩვენი ფორუმის "სავიზიტო ბარათია" ჩვენს საზოგადოებაში.

Link to post
Share on other sites

ჩემი პატარა მონახაზი მინდა გაგიზიაროთ ღონისძიების დაგეგვმასთან დაკავშირებით. როგორ გამოგვივა ეგ მეორე საკითხია.

 

კალმახის გაშვებით მაქსიმალური შედეგის მისაღწევად მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ღონისძიებაზე მოვიწვიოთ:

 

ყველა საზოგადობრივი, პოლიტიკური თუ სახელმწიფო ორგანიზაცია ვინც მეტ-ნაკლებად ინტერეს იჩენს გარემოს დაცვითი საკითხების მიმართ. უპირველს ყოვლისა ჩვენი მეგობრები(მონადირეები და მეთევზეები) სხვადასხვა ფორუმებიდან და კლუბებიდან.

 

1)გარემოს დაცვის მინისტრი და ამავე სამინისტროს სხვა პასუხისმგებელი პირები.

 

2)შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და ასევე კომიტეტის წევრები.

 

3)შინაგან საქმეთა მინისტრი და საპატრულო პოლიციის(თბილისის საპატრულო პოლიციის შეფიც) ხელმძღვანელობა.

 

4) მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე და დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე.

 

და კიდევ თქვენ თუ ვინმეს მიიჩნევთ საჭიროდ....

 

ასევე მინდა ღონისძიების შესახებ პრემიერ მინისტრსაც ვაცნობოთ ფეისბუკის საშუალებით.

 

ამ პირების მოწვევის უმთავრესი მიზანიი ისაა, რომ მათ აიღონ პასუხისმგებლობის ნაწილი მაინც.

პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ელემენტარული ზედამხედველობა და კონტროლი განხორციელდება ბრაკონიერობაზე და სხვა გარემოსდაცვით პრობლემებზე. ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ყველა ჩვენთაგანს ჰქონდეს არაფორმალურ გარემოში ელემენტარული კითხვის დასმის და პასუხის მიღების საშუალება.

 

მინდა ამ ხალხმა იგრძნოს ჩვენი განწყობა!!!

უნდა მოვითხოვოთ რომ იმოქმედონ!

 

აღარ გავაგრძელებ, მგონი გასაგებია.

 

 

და ასევე უნდა ვუზრუნველვყოთ რომ ეს ყველაფერი კარგად გაშუქდეს ტელევიზიებით.

 

ძალიან კარგი იქნება, თუ ბიზნეს ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას და მცირედით მაინც შეეწევიან ქართული იქტიოფაუნის გამრავალფეროვნების საქმეს. ღონისძიების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია თუ ვინმეს გვყავს ბუნების მოყვარული ახლობელი ბიზნესმენები. :)

 

ქევხოს წინადადებაც ძალიან მომეწონა ბრაკონიერული ბადეების განადგურებასთან დაკავშერებით.

 

გარემოს დაცვის სამინისტროდან ნებართვის აღებაც მომიწევს.

 

 

მინდა თვენც იფიქროთ ამ საკითხებზე და გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია.

 

:hi:

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ძალიან კარგად დაგილაგებია გეგმა დავით, თუ ზემოჩამოთვლილ ხალხში 1-2 კაცს მაინც ეყვარება თევზაობა და მის "გულის ჭიას" ესიამოვნება ეს ფაქტი, მე მჯერა რომ აუცილებლად მიექცევა ყურადღება საბოლოო ჯამში, თუმცა ვისაც ეს ეხება კონკრეტულად, ანუ გარემოს დაცვის სამინისტროს, მათ ვალდებულება აქვთ ამ საქმეს მიხედონ.

 

 

პ.ს. სხვა წყალსატევების "გამოკეთების" საკითხიც უნდა დაისვას ამ დღეს, რაც საბოლოო ჯამში მაშტაბურ დახმარებად გადაიქცევა საქართველოს იქტიოფაუნისა.

Link to post
Share on other sites

სწორად გიფიქრია დავით,ამ ხალხიდან თევზაობა კი არა,უბრალოდ სამშობლო რომ უყვარდეს უმრავლესობას,რაღაც საწინაო აუცილებლად გამოვა!!!! :yes:

Link to post
Share on other sites

ავარჩიოთ ისეთი დღე როცა ბევრ ჩვენთაგანს ექნება საშუალება მოვიდეს ამ აქციაზე. ჩემი აზრით ამ აქციას სახელად დავარქვათ ,,ვისაც გიყვართ საქართველოს ბუნება შემოგვიერთდით,, ან ამდაგვარი რამ. ვნახოთ რამდენი ვარტ და რამდენს გვაქვს სინამდვილეში ერტი საზრუნავი და ტკივილი. არააქვს მნიშვნელობა სადაური ან რომელი კლუბელი ან ფორუმელი იქნება! გვინდა გადავარჩინოთ? ერთად დავდგეთ და შევძლებთ! მემგონი ვინც ისურვებს ჩვენს მოსმენას იმაზეც იზრუნებს რომ ამ დალოცვილ საქართველოს შეუნარჩუნოს ის რაც ძალიან ამკობდა ჩვენს ლამაზ ქვეყანას. :old:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...