Jump to content
Club-Monadire.Ge

2013 | ლიფსიტის გაშვება თბილისის ზღვაზე


Recommended Posts

თუ ანკესით იჭერენ ჩვენს კალმახებს ამას მხოლოდ მივესალმები,მთავარია სხვა მეთოდებს არ მიმართონ,20 ცალი კალმახი თუ მივიდა გამრავლების უნარამდე მერე უკვე გაივსება კალმახით მთელი წყალსაცავი.

არ ვიტყვი რომ ძალიან მეწყინა,მაგრამ ცოტა მაინც დამწყდა გული რომ წელს ვერ მოხერხდა კიდევ ლიფსიტის დამატებოდა თბილისის ზღვაში,ვიცი სამართლიანად გადაიდო,მაგრამ გაისადაც თუ არ გავიმეორეთ გაშვება,ის რაც ახლა არის დარჩენილი იმას ამოლევენ და გამრავლების პერსპექტივა 0-ის ტოლფასი იქნება.არ ვამბობ დიდ რაოდენობაზე,2-3 ათასი ლიფსიტი რომ დავამატოთ ყოველ წელს 3-4 სეზონი,2 პროცენტიც რომ მივიდეს გამრავლების სტადიამდე საკმარისი არის რომ კალმახი საბოლოოდ (დაბინავდება) თბილისის ზღვაში.

 

პ.ს უმაგრესი შედეგია ასე ცოტა დროში კალმახის ასე გაზრდა :yes:

Link to post
Share on other sites
  • Replies 546
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ისე კი გავბრაზდი და იმედიც გამიცრუვდა, მაგრამ რომ დავფიქრდი, ათი კალმახიც რომ გადარჩეს ჩვენი გაშვებულებიდან, ხომ მაინც შენარჩუნდება პოპულაცია, ჰოდა არ ღირს? იმედია ბრაკონიერობასაც ეშველება და ჩვენ ჩვენს ვალს ხომ მაინც მოვიხდიდით.

 

დმორალ რას იტყვი?

Link to post
Share on other sites

რაღაც წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩვენს გაშვებულებს ამ ზომებისთვის მიეღწიოთ, ეს ალბათ 1,5 კგ-ზე ბევრად დიდია, თუ ისაა, რადიაცია ხომ არ ჟონავს სადმე? :D

 

post-8-0-97298000-1369110440_thumb.jpg

Edited by ქევხო
Link to post
Share on other sites

ისე კი გავბრაზდი და იმედიც გამიცრუვდა, მაგრამ რომ დავფიქრდი, ათი კალმახიც რომ გადარჩეს ჩვენი გაშვებულებიდან, ხომ მაინც შენარჩუნდება პოპულაცია, ჰოდა არ ღირს? იმედია ბრაკონიერობასაც ეშველება და ჩვენ ჩვენს ვალს ხომ მაინც მოვიხდიდით.

 

დმორალ რას იტყვი?

 

ნამდვილად ღირს! ზემოთაც დავწერე, რომ აუცილებლად უნდა გავუშვათ ლიფსიტები კიდევ.

 

უბრალოდ, ნამდვილად კარგი იქნება ამ კალმახს თუ ვაცლით სქესობრივად რომ მომწიფდეს.

 

იქნებ გამრავლდეს კიდეც?!

 

მე სპეციალურად არ ავდივარ თბილისის ზღვაზე, რომ სულმა არ წამძლიოს და სპინინგი არ მოვიმარჯვო. არადა ცდუნება დიდია :)

 

ცოტაც დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას ბრაკონიერობასთან ბრძოლის გააქტიურების კუთხით.

 

ეს ფოტოები ჩვენი ღონისძიების წარმატებულობაზე მეტყველებს!

 

ფაქტიურად, ერთი თანამედროვე მობილური ტელეფონის ფასად გავაკეთეთ ეს საქმე - გავუშვით 7000 ცალამდე ლიფსიტა და 10-11 თვეში ისეთ ზომებს მიაღწია რაც ზემოთმოყვანილ ფოტოებზეა აღბეჭდილი.

 

თანხის შემოტანასაც ნუ გავაჩერებთ. ბოდიში დამიგვიანდა, მაგრამ 27 მაისს მეც შემვიტან ანგარიშზე 100 ლარს.

 

ეს საქმე ღიაა ყველასათვის , მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. ამასთან, აქ საუბარი არაა და არც უნდა იყოს რომელიმე ადამიანის ან კლუბის სახელით ექსკლუზიურად ღონისძიების

 

ჩატარებაზე. ერთად უნდა მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე.

 

 

წელსაც აუცილებლად უნდა გავუშვათ!

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ქევხო

 

 

ჩვეულებრივი ამბავია არჩილ, წარმოუდგენელი არ არის ძმაო, სწორი ადგილი შეირჩა მაგ სახეობისთვის, ერთი წლისაა ეგ თევზი.

 

 

დავცხოთ და მაინც გავუშვათ, ჯანდაბას ბრაკონიერები და კანონმდებლები, ჩვენი გასაკეთებელია ეგ საქმე, ჩვენ დავიწყეთ და მივიყვანოთ ბოლომდე.

 

საერთოდ 10%-ია გაშვებული ლიფსიტის გადარჩენის შანსი, ჩვენს შემთხვევაში 45%-ს აჭარბებს.

 

გავაგრძელოთ დაწყებული, არ მინდა ხელებჩამოშვებული დგომა. :dato:

Link to post
Share on other sites

რა მაინტერესებს იცით ხალხნო, სამომავლოდ ამ "კანიბალების" ხელში უწყინარ თევზებს შევიწროება არ ემუქრებათ?(საზანი მაგალითად)

Link to post
Share on other sites

ეს ტექსტი დაემატა ჩემს წინა პოსტს:

 

ეს საქმე ღიაა ყველასათვის , მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. ამასთან, აქ საუბარი არაა და არც უნდა იყოს რომელიმე ადამიანის ან კლუბის სახელით ექსკლუზიურად ღონისძიების

 

ჩატარებაზე.

 

ერთად უნდა მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

courage

 

 

მაინც მე უნდა მათქმევინოთ ხომ??? :dato:

 

საზანი, კობრისებრნი, ქარიყლაპია, შამაია, ლოქო, ქორჭილები, ეს ორი საშინელება ხომ საერთოდ, "კარასი" და გამბუზია მერე, განადგურებას ექვემდებარებიან ნორმალურ ქვეყნებში.

 

 

არ გინდათ იყვეთ ნორმალური ქვეყანა??? :dato: :dato: :dato:

 

რა კობრი და ქარიყლაპია, ცოტა დაფიქრდით მომავალზე.

Link to post
Share on other sites

მეც ვთვლი,რომ გასაშვებია, თუარაი ამის შანში. ყველას ვერ დაიჭერენ (თუ დენით არ ამოხოცეს) და პოპულაცია მაინც სენარჩუნდება.

 

პერსპექტივაში კი, უნდა ვეძებოთ ისეთი ტბა, რომლის აღებასაც შევძლებთ და სადაც მივხედავთ საქმეს ნორმალურად.

Link to post
Share on other sites

DMORAL-მა სამი მიზეზი დასწერა, მეოთხე მე დავამატე, მეხუთეა კიდევ.

 

დროა დაიწეროს ესეც.

მოგახსენეთ და თებერვლის დასაწყისში ავტეხე "უშვი-ქოჩორს", ორი კვირაც არ დარჩა დაგეგმილ აქციამდე.

 

არავითარი აქტიურობა არ არის თქვენი მხრიდან ვინც საქართველოში ხართ, მხოლოდ სამმა ადამიანმა შემოიტანა თანხა, ესენი არიან სოსო, ეკატერინე და ქევხია.

რა გჭირთ დანარჩენს?

 

გითხარით ადრე რომ შემიძლია ქართველ ემიგრანტებს დავუკავშირდე და მაგრა მივხედოთ ამ საქმეს.

ეხლა ნაღდად არ შევაწუხებ, ნაწყენი ვარ თქვენზე, საქმეს ეტყობა რომ მაგრა გკიდიათ.

Link to post
Share on other sites

ელჩი

უბრალოდ მაინტერესებდა სამომავლო შედეგი, თორემ კალმახი ჯობს შენს მიერ ჩამოთვლილებს აბა არა? ასეთი რეზერვუარი როგორიცაა თბილისის ზღვა, მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ. კარასით სავსეა მთელი ქვეყნის ტბები, კალმახი კიდე დასანახად გვენატრება.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

უნდა გავუშვათ, მე ეგ აზრი არც შემიცვლია არასოდეს.

 

სულ იმას ვამბობდი რომ განა რაღამდენს დაიჭერენ??? ვერ ამოასუფთავებენ !

 

გიო რამდენიმე დაჭერის ფაქტმა არ უნდა დაგგრუზოს რამეთუ ჩვენ ვიცოდით თავიდანვე სადაც ვუშვებდით, ისიც რომ მანდ თევზაობა თავისუფალია, ისიც რომ ხალხს ჯერ ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა გაუშვა უკან დაჭერილი თევზი, მარა ფაქტია შედეგი მიღწეული იქნა, ამიტომ გაჩერება არ შეიძლება, მითუმეტეს თუ გამრავლდა როგორმე :)

 

რაც შეეხება შენს განაწყენებას - ხო იცი რო საქართველოში ვართ, სადაც მოგვარებული არაფერია, ამიტომაც ყველა კალმახის ლიფსიტზე ვერ იფიქრებს ამდენი უბედურების ფონზე, თუმცა მოიქოქება ეს საქმე ისევე როგორც გასულ წელს

Edited by ქევხო
Link to post
Share on other sites

courage

საზანს არანაკლებ საშიშროებას უქმნის კარასი, ღორჯო და ლოქო, მარა მაინც არსებობს მანდ და არა ერთი :)

 

არც ეგაა პრობლემა, ბიძოს მაღაზიაში ყულაბაში გროვდება ფული უნგრული კობრის ლიფსიტის გასაშვებად მანდ, ანალოგიურად შეიძლება საზანის გაშვებაც, მონდომებაა მთავარი

Link to post
Share on other sites

ქევხო

კარასი, ღორჯო და ლოქო გასაგებია მაგრამ კალმახი სულ სხვაა, მინიმუმ მარტო კალმახიც რომ იყოს თბილისის ზღვაში ესეც კარგია, თუმცა იქტიომრავალფეროვნება გვირჩევნია ნამდვილად.

Link to post
Share on other sites

ელჩი ქარიყლაპიას და კობრს ვინ გაანადგურებს. მაგ თევზაობაზე უზარმაზარი ინდუსტრია დგას. ესაა რომ უნდა ვიცოდეთ სად რა გავუშვათ. წესით ამას ნორმალურ ქვეყნებში იხტიოლოგების რჩევით აკეთებენ.

 

 

courage

 

 

მაინც მე უნდა მათქმევინოთ ხომ??? :dato:

 

საზანი, კობრისებრნი, ქარიყლაპია, შამაია, ლოქო, ქორჭილები, ეს ორი საშინელება ხომ საერთოდ, "კარასი" და გამბუზია მერე, განადგურებას ექვემდებარებიან ნორმალურ ქვეყნებში.

 

 

არ გინდათ იყვეთ ნორმალური ქვეყანა??? :dato: :dato: :dato:

 

რა კობრი და ქარიყლაპია, ცოტა დაფიქრდით მომავალზე.

Link to post
Share on other sites

მოკლედ, პირველ ივნისამდე გაშვება ვერ მოხერხდება. გავაგრძელოთ თანხების შეგროვება და მოგვიანებით აუცილებლად გავუშვათ. არც ადაპტაცია გაუჭირდება უფრო გვიან გაშვებულს, არაა მასეთი მძიმე პირობები თბილისის ზღვაზე. ყველა შემთხვევაში დარჩება იმდენი რომ იმრავლოს.

Link to post
Share on other sites

ჩემი,შეიძლება არაკომპეტენტური აზრით,უნდა გავუშვათ თევზის ის ჯიშები,რომლების ოდითგან იყო საქართველოს წყლებში და გადაშენდა ან გადაშენების გზაზეა.ამასვე ვფიქრობ ნადირ-ფრინველზე,რას თავის დროზე გვიბოძა უფალმა ის უნდა შევინარჩუნოთ,ან აღვადგინოთ!!!!!

Link to post
Share on other sites

ჩემი,შეიძლება არაკომპეტენტური აზრით,უნდა გავუშვათ თევზის ის ჯიშები,რომლების ოდითგან იყო საქართველოს წყლებში და გადაშენდა ან გადაშენების გზაზეა.ამასვე ვფიქრობ ნადირ-ფრინველზე,რას თავის დროზე გვიბოძა უფალმა ის უნდა შევინარჩუნოთ,ან აღვადგინოთ!!!!!

 

გეთანხმები მამუ!

 

მაგრამ ამის გაკეთება ჩვენი ძალებით(სახელმწიფოს გვერდში დგომის გარეშე) არ მესახება რეალურად.

 

გადაშენება ემუქრებათ: ზუთხისებრებს(მგონი 5 სახეობაა), კამბალას, ქოთეღს(კუზანა ანუ "გარბილი"), ღელის კალმახს, შავი ზღვის ორაგულს და.....

 

ფაქტიურად გადაშენებულია - ფარგა და კიდევ ალბათ ... ვეღარ ვიხსენებ.

 

ჰოდა ამათი(ყველა ზემოთმოტყანილი სახეობის) ლიფსიტის მოპოვება ჩვენი რესურსებით შეუძლებელია.

 

ეს ყველაფერი ჩვენ სახელმწიფოს უნდა შევახსენოთ(კოდალასავით თავში ვუკაკუნოთ), რომ ამ საქმის კეთება მისი ვალდებულებაა .

 

ჩვენი ადამიანური და საზოგადოებრივი ვალდებულებაა რომ ჩვენ რაც შეგვიძლია იმის კეთებით შევახსენოთ სახელმწიფოს მისი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობის შესახებ.

 

ამიტომაც მინდა ძალიან, რომ კიდევ ერთხელ მაინც გავუშვათ კალმახი თბილისის ზღვაში და ამით ვაიძულოთ სახელმწიფო მიხედოს ზემოთაღნიშნულ პრობლემებს.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

გუშინ და დღესაც რამოდენიმეჯერ ველაპარაკე საკალმახეს ხელმძღვანელს(ზურაბ ხითარიშვილი, შპს "ბიომარი"") და დამპირდა ხარისხიანი (ორივე სქესის ) ლიფსიტების

 

მოწოდების მოგვარებას.

 

ლიფსიტის ზომებს(საშუალო წონას) და ფასს ჯერ ვერ გეტყვიო, თუ ზუსტად არ მეცოდინება როდისთვის აპირებთ ლიფსიტის გაშვებასო.

 

თუმცა ლიფსიტის მოწოდებაში, ნებისმიერ დროს აუცილებლად დაგეხმარებითო.

 

ზოგადად მირჩია, რომ კალმახის ლიფსიტის ოპტიმალური აკლიმატიზაცია-ადაპტაციისათვის ოქტომბრის თვეში იქნება მიზანშეწონილი მისი გაშვებაო.

 

იმედია მალე ბრაკონიერობასაც მიეხედება!

 

თანხის შეგროვება გრძელდება!

Link to post
Share on other sites

უხერხული შეკითხვა მაქვს.

თუ ვინმე დაიჭერს მოზრდილს, იქნებ ნაწლავების სურათი გადმომიგზავნოთ.

თევზის კუჭი არა, მთლიანი შიგნეულობა მაჩვენეთ.

 

წავიკითხე მეზობელ ფორუმზე და სოლიტერზე საუბრობთ, რაც ვნახე იმ ფოტოებზე, არცერთი არ არის თევზის სოლიტერის ნიშანი.

 

პ.ს. "ცოტა" მეც დამეჯერება კალმახზე, რასაც ვიტყვი, ე.ი. ნაღდად ვიცი რასაც ვწერ.

Link to post
Share on other sites

გიორგი მოძრაობდა და სიცოცხლისუნარიანი იყოო ასე ეწერა თუ არ ვცდები,ასე რომ სოლიტერი უნდა იყოს სამწუხაროდ...

Link to post
Share on other sites

ახლა ვნახე კიდევ გიორგი და მგონი მართლა სოლიტერი არის,უნდა გაირკვეს თბილისის ზღვის სხვა სახეობებშიც თუ ხვდებათ სოლიტერი,თუ ხვდებათ ესეიგი მანდ (შეიძინეს)ჩვენმა კალმახებმაც და თუ სხვებში არ ხვდებათ ესეიგი გაშვებამდე ყავდათ...

Link to post
Share on other sites

გერმანული სამეცნიერო საითია, კალმახის დაავადებებია ნაჩვენები ფოტოსურათებით და განმარტებით.

არცერთი მსგავსი ჩვენს გაშვებულს არა სჭირს.

 

ა ბატონო, სხვა ლინკების მოწოდებაც შემიძლია.

 

http://www.skrettingnwe.com/internet/SkrettingNWEurope/webInternet.nsf/wprId/6BFA20E1DCCC1C11C125742E00346945?OpenDocument

 

ამიტომ მაინტერესებს შიგნეულის სურათები, ვაჩვენებ პროფესიონალ ბიოლოგებს და ყველაფერს მოგახსენებთ.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ნამდვილად სოლიტერია!

 

 

ხალხნო,

 

რომელი წყალსატევი იცით საქართველოში რომ სოლიტერი არ ჰყავდეს?!

 

ასევე რუსეთშიცაა, ამერიკაშიც და სხვაგანაც.

 

ზოგადად ეს ნამდვილად პრობლემაა თუმცა ტრაგედია არაა.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...