Jump to content
Club-Monadire.Ge

2013 | ლიფსიტის გაშვება თბილისის ზღვაზე


Recommended Posts

  • Replies 546
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რამოდენიმე დღის წინ,პატარა ზღვაზე ჩინელი ცოლ ქმარი თევზაობდა.ნაცნობმა მეთევზეებმა მითხრეს ამ ჩინელს პატარა კალმახი დაუჯდაო(100გრ-მდე)

წელს ასევე, პატარა ზღვის გამშვებ კოშკთანაც დაუჭერიათ პატარა კალმახები ტივტივაზე(ისინიც 100გრ-ზე პატარები).

ნეტავ საიდან ასე პატარები?

"შენ არ გაეზარდე შენს დედას" ამბავია,თუ ვინმემ გაუშვა კიდევ?

ჰა...იქნებ იქვირითა რამემ...???

Edited by sos049
Link to post
Share on other sites

სოსო მე ვნახე იმ დღეს ჩემი თვალით,4-5 ჩინელი თევაობდა და მაგრად იჭერდნენ მაგ ზომის ლიშსიტას.ეგრევე ჩავაკითხე და გავაშვებინე დაახლოებით 1-1.5 კილო უკან.ჩვენს გაშვებულს არ გავდა იმიტომ რომ ძალიან პარატარები იყო.

მერე იქვე მდგარმა ბიჭებმა მითხრეს ეგ რას უშველის ყოველდღე დაახლოებით 10 მდე ჩინელი თევზაობს და კალმახს მაგრად იჭერენო :karochera:

სავარაუდოდ იქვირითა რომელიღაც ჩვენმა კალმახმა

Link to post
Share on other sites

რამოდენიმე დღის წინ,პატარა ზღვაზე ჩინელი ცოლ ქმარი თევზაობდა.ნაცნობმა მეთევზეებმა მითხრეს ამ ჩინელს პატარა კალმახი დაუჯდაო(100გრ-მდე)

წელს ასევე, პატარა ზღვის გამშვებ კოშკთანაც დაუჭერიათ პატარა კალმახები ტივტივაზე(ისინიც 100გრ-ზე პატარები).

ნეტავ საიდან ასე პატარები?

"შენ არ გაეზარდე შენს დედას" ამბავია,თუ ვინმემ გაუშვა კიდევ?

ჰა...იქნებ იქვირითა რამემ...???

შესაძლებელია შარშანწინდელმა გაშვებულმა იქვირითა

Link to post
Share on other sites

აბა არ უნდა გამრავლებულიყო?

 

აბა რისთვის ვიწვალეთ ამდენი?

 

სპეციალურად არ ვიყიდეთ ტრიპლოიდები, რადგან ისინი ვერ მრავლდებიან, სამაგიეროდ შედარებით სწრაფად იზრდებიან და ზომაშიც ბევრად დიდები იზრდებიან.

ამიტომ თავიდანვე იყო ჩადებული მაგ აქციებში თევზის გამრავლების იდეა.

 

რომ არა "ადამიანის" ფაქტორი, გაშვებული ლიფსიტიდან დაახლოებით 35% უნდა მოეცა შედეგი.

 

რასაც ვკითხულობ და ვგებულობ ამჟამინდელ სიტუაციაზე, მათი გადარჩენის შანსი მიზერულად მცირეა, ჩემის აზრით სადღაც 2-3%, მაგრამ ესეც რაღაცას ნიშნავს.

 

და ისა კიდევ, ეს "ყვითელი ჭირი"=ჩინელებიღა გვაკლდა სრული ბედნიერებისათვის, მაგათი შემომშვების ……. :vinsent:

Link to post
Share on other sites

ისე კალმახის გაშვების მაგივრად საზანი ან ამური ხომარჯობდა ? თუ მომავ ალში კარპისებრთა ოჯახის ლიფსიტის გაშვება გადაწყდება მეც დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით2e616887480e.gif

Link to post
Share on other sites

ისე კალმახის გაშვების მაგივრად საზანი ან ამური ხომარჯობდა ? თუ მომავ ალში კარპისებრთა ოჯახის ლიფსიტის გაშვება გადაწყდება მეც დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით2e616887480e.gif

 

აქ თევზაობა როცა დავიწყე, მეთევზეების მაღაზიაში გამყიდველს მოვთხოვე კობრზე სათევზაო აღჭურვილობა.

 

ტიპი დასლევდა, 35 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და პირველი ხარ, ვინც კობრზე თევზაობას აპირებსო.

 

ესენი ამრავლებენ კალმახს, ორაგულს და ზუთხის ორ სახეობას, მილიონობით ლიფსიტას უშვებენ ყოველწლიურად.

 

ნეტა რატომ აირჩიეს სალმონოიდები და ზუთხი?

 

ვიცი, რას გაუგებ იანკებს. :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

გაგებულ ხალხს გაუმარჯოს ყველას! :hi: მახო06 კარგი ამბავია სასიამოვნოა რა თქმა უნდა!

ჩინელებს რას გააძღებ თევზით ეგენი აკლდა ახლა ჩვენს საცოდავად გაშვებულ ლიფსიტებს :e025:

Edited by დევი
Link to post
Share on other sites

არამგონია ექვირითოთ პირველგაშვებულთ ჯერ. ზაფხულში გავა 2 წელი ხო ეგრეა და რო გავუშვით მაშინ ყველანი ერთი ზომისა იყვნენ--სადღაც 20 გრამამდე,მიუხედავად იმისა, რომ 9 თვის მერე მე დავიჭირე ანკესით და უკვე 800 გრამი იყო და ეხლა სავარაუდოდ 2 კილოს გადაცდენილნი იქნებიან--მაინც არა მგონია დაეწყოთ ასე მალე ქვირითობა,ეგ 100 გრამიანი ლიფსიტები არც ნოემბერში გაშვებულს გვანან რადგან ეგ პარტია საკმაოდ მოზრდილები იყვნენ და ყველანი კარგად გადაცელილნი იქნებიან 100-150 გრამს.ან სხვა პარტია შეიპარა იორის საკალმახეებიდან ან მართლა კავკასიურმა ჰავამ თავისი იმოქმედა და ადრე მომწიფდნენ სქესობრივად :) რა ვიცი ვივარაუდე რაა რაღაცა :)

Link to post
Share on other sites

ისე საშუალოდ სამი წელი უნდა მაგრამ მამალი ხანდახან ერთი წლის მერეც მზადააო. მამალი ადრე მწიფდება ერთი წლით. თავისუფლად შეიძლება ჩვენების ნაშენი იყოს.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ჩემი ძმა გამოლაპარაკებია ერთ ვარკეთილელ მეთევზეს ვინც ზღვაზე თევზაობს. კილონახევრიანი კალმახი მყავს მანდ დაჭერილიო, ტივტივაზე. მაინც მგონია რომ ჩვენი ნაშრომი წყალში არ ჩაყრილა და მანდ კალმახი აწი სულ იქნება. წელსაც რომ გავიმეორეოთ იგივე აქცია, მთლად გავუმყარებთ საძირვკველს მანდ კალმახის მოსენებას.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

 

მაგარი საქმეა!!! რამოდენიმე დღეში შეძლებისდაგვარად მეც შეგეწევით.

 

 

მახო, ცალკე თემა გავხსენი ამ საქმისთვის და აწი შენ განავრცე გაალამაზე. :)

 

აქ http://club-monadire.ge/index.php?showtopic=1569

:hi:

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

მოკლედ წელიწადში ერთხელ გამახარებსხოლმე ჩვენი გაშვებული კალმახი.

დღეს მე GIGA G და ზUKAKO ავედით ფიდერით თბილისის ზღვაზე,სამიზნე იყო ნაფოტა მაგრამ შამაიასგან განსხვავებით თბილისის ზღვის ნაფოტას ვერ მოვუძებნეთ გასაღები.

ის იყო უნდა წამოვსულიყავით რომ წყლის ზედაპირზე შევნიშნე მოძრაობა ,ვიფიქრე შამაიას მაინც დავიჭერმეთქი და გადავაწყე ფიდერი ტივტივაზე,გავისროლე ვაგლერი შორს და გვერდით მდგომ მამუკას (iasona) ვუყვები თუ როგორ შემთხვევით დავიჭირე ასე შამაიას მოლოდინში თეთრ ჭიაზე ჩვენი გაშვებული 800 გრამიანი კალმახი შარშან,ამბის მოყოლა არ მქონდა დამთავრებული რომ ვიგრძენი მძლავრი მოქაჩვა,ისეთი რომ მეგონა ისევ ფიდერით ვთევზაობ და რაღაცას წამოვდემეთქი,მოვქაჩე და დაიწყო და რა დაიწყო :) :) :)==გაქაჩვა,ამოხტომა,ფსკერისკენ წაღება და ისევ "რაზგონით" ამოხტომა,ტრიალი,ფრიქციონის სასიამოვნო ზუზუნი--მოკლედ არც ერთი თევზის ამოყვანას არ მოუცია ჩემთვის ამდენი სიამოვნება :) .თან მეშინოდა --სადავედ მეყენა 0.1-იანი ფლუროკარბონის ძუა,მერე კარპისტი ნიკოლოზა მომეხმარა და ბადით ამომაყვანინა.

 

ჩემი აზრით ეს თევზი არის შარშან ზუსტად ერთი წლის წინ (მგონი 23-ან 24 ნოემბერი იყო) გაშვებული თევზი რადგან ამ პარტიაში მოზრდილი ლიფსიტები იყო და კი გაიზრდებოდა ამხელა.

წონით არ აგვიწონია მაგრამ იქნებოდა ასე 1-1.3 კგ.

ბოლოს გავათავისუფლეთ,მოვეფერეთ,სურათები გადავუღეთ და დავუბრუნეთ თავის სამყოფელს.

ვიდეოს საღამოს დავდებ

 

 

9d30af4de223.jpg

 

დათო მორალიშვილს ეძღვნება ეს დაჭერილი კალმახი :) :) :)

Edited by maxo06
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...