courage 2 Posted May 11, 2013 Report Share Posted May 11, 2013 ჩუმად გაშვება ჯობს, როგორც პრაქტიკა აჩვენებს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 11, 2013 Report Share Posted May 11, 2013 რა მოხდა, რატომ გადაიდო? ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted May 12, 2013 Report Share Posted May 12, 2013 მე კი მგონია რომ რაც არ უნდა იმამაძაღლონ ნახევარსაც ვერ დაიჭერენ და ეგ სახეობა უკვე გაჩნდა მაგ წყალსაცავში ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 12, 2013 Author Report Share Posted May 12, 2013 (edited) რა მოხდა, რატომ გადაიდო? რამოდენიმე პრობლემა შეიქმნა . 1. სახლართი ბადეებით გაორმაგებულ-გასამმაგებულად ბრაკონიერობენ თბილისის ზღვაზე. უტყუარი ინფორმაციაა, რასაც სულ მალე თქვენც ნახავთ. როგორ ამას ჯერ ვერ ვიტყვი. 2. ოქრომბერში ან ნოემბრის დასაწყისისთვის(ან იმედია ცოტა ადრე) უნდა გამოჩნდეს როგორ ამოქმედდება გარემოს დაცვის სამსახური. მთავარია რომ ბრაკონიერობას მიეხედოს. 3. საკალმახეს (საიდანაც ლიფსიტები წამოვიღეთ შარშან და წელსაც უნდა წამოგვეღო) ლიფსიტა დაეხოცა. ამიტომ, ხარისხიანი(ორივე სქესიანი) ადგილობრივი სადედეების ლიფსიტის ახალი მომწოდებელია მოსაძიებელი და მე ასე მალე ვერ მოვძებნე. უბრალოდ ვერ მოვახერე დროის უქონლობის გამო. თუმცა ეს პრობლემა(3.) გადაწყვეტადია(ერთობლივი ძალისხმევით, თქვენი დამეხმარებით) და ღონისძიებაც ჩატარდება. მაგრამ ბრაკონიერობაზე თვალის დახუჭვა მოგვიწევს, მე კი ამის ნერვები უკვე აღარ მაქვს. ისიც არ მინდა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსივით მოვიქცეთ - საზეიმო თარიღებზე რომ დაუმთავრებელ შენობებს მხოლოდ PR-ისთვის ხსნიდნენ. როგორც გამოჩნდა ცისარტყელა კალმახის ლიფსიტა თბილისის ზღვაზე უსწრაფესად იზრდება და არ მინდა ნაძირლების სახლართი ბადეების ნადავლი გახდეს. ფოტოფაქტი: 2012 წლის ივლისის დასაწყისში თბილისის ზღვაში გაშვებულმა 10-11 გრამიანი ლიფსიტამ 2013 წლის მარტის პირველ რიცხვებში უკვე 780 გრამს მიაღწია. ღორჯოები ამ კალმახის მუცლიდან: ამიტომ გთავაზობთ მოცდას. Edited May 12, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 12, 2013 Report Share Posted May 12, 2013 სამი მიზეზი დავითმა ჩამოთვალა, არის კიდევ მეოთხე. ჩვენნაირი ფორმატის საითებს არ ვგულისხმობ, არის სხვა ქართული ვებსაითები, სადაც გახსნილია თემები ნადირობასა და თევზაობაზე. ამჯერადაც გავუფრთხილდები თქვენს ჯანმრთელობას და ლინკებს არ დავდებ./იქ რეებიც იწერება, ის რომ წაიკითხოთ, გულები დაგისკდებათ. / ასეთი საქმეა ძმებო.ხომ არის აქაც, იკითხავენ, სად იჭირება კაი თევზი, გასვლას ვაპირებო, ჰოდა აძლევენ თბილისი ზღვის კოორდინატებს, ზუსტად იმ ადგილს, სადაც ლიფსიტა გავუშვით, თანაც სატელიტური რუკებით. , კალმახზე მაგრა იკაიფებო. აი რა პასუხი უნდა გავცე? "კომპი ლომები"-ს ატანა რომ არა მაქვს იცით ყველამ, არადა საგინებლები არიან, მე კიდევ ეკრანის უკნიდან ვერ შევაგინებ, არც პირადში მიყვარს სკარბეზის გამოყენება, რეალურად შესრულებას არაფერი სჯობს. ვაპირებ დავრეკო გარემოს დაცვის სამინისტროში, მაქვს მაგათი ნომრები და ავუხსნა, თუ რატომ ვიკავებთ თავს წლევანდელი აქციისაგან. ღმერთმა ქნას და კონტროლზე აიყვანეს ეგ ადგილი, ივლისის თვის შემდეგ ლიფსიტის გაშვებას არავითარი აზრი არა აქვს. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 13, 2013 Report Share Posted May 13, 2013 საწყენი ამბავია მე მაინც მზადა ვარ გადმოვაგზავნო გარკვეული თანხა ვინმეს სახელზე. ლიფსიტებს თუ არა, სხვა ნებისმიერ სასიკეთო საქმეს მოხმარდეს კლუბის წევრების გადაწყვეტით. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 13, 2013 Report Share Posted May 13, 2013 კობა, კლუბის ანგარიშზე ვრიცხავთ ყველა თანხას. მერე კაი საქმეებს ვახმართ. ანგარიშის მიმღები:საქართველოს მონადირეთა მეთევზეთა კლუბი ,,მონადირე,, ანგარიშის ნომერი: GE80LB0115144341297000 - ანგარიშის ვალუტა: ლარი მიმღები ბანკი: ლიბერთი. საწყენი ამბავია მე მაინც მზადა ვარ გადმოვაგზავნო გარკვეული თანხა ვინმეს სახელზე. ლიფსიტებს თუ არა, სხვა ნებისმიერ სასიკეთო საქმეს მოხმარდეს კლუბის წევრების გადაწყვეტით. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted May 14, 2013 Report Share Posted May 14, 2013 რუსეთიდან შეიძლება ვერ გადმორიცხოს პირდაპირ ბანკის ანგარიშზე ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 14, 2013 Report Share Posted May 14, 2013 მართალი ხარ ჯაბა,რუსეთიდან არ იგზავნება პირდაპირ ანგარიშზე........... ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted May 14, 2013 Report Share Posted May 14, 2013 გუსინ ღამე გავათენე თბილისის ზღვაზე,ხოდა ბრაკონიერების 4 პარტია მარტო ჩემი კუთხიდან მოვიდა და წავიდა,დავრეკე კრიმინალურში მაგრამ შენც არ მომიკვდე ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 14, 2013 Report Share Posted May 14, 2013 კობა, კლუბის ანგარიშზე ვრიცხავთ ყველა თანხას. მერე კაი საქმეებს ვახმართ. არა, ვახო< აქედან ლარებით ვერ გადავრიცხავ. ვინმეს, ჩვენი ბიჭებიდან, თუ გადავუგზავნი და ის შეიტანს. ისე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ, შეიძლება ახლო მომავალში ჩასასვლელი მექნეს საქართველოში. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted May 14, 2013 Report Share Posted May 14, 2013 მირზა, რითი ბრაკონიერობდნენ? ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted May 14, 2013 Report Share Posted May 14, 2013 დღეს "გეზ"-იდან მოვდიოდი და ზღვით გადმოვედი,არ მოსული კოშკთან (სტენდისთვის რომ შევიკრიბეთ) ვარკეთილის მხრიდან, ტიპი მოდიოდა ანკესით და ერთი ხუთი ცალი კარგა მოზრდილი კალმახი მოჰქონდა, ისე ბრაკონიერებიც ბლომად ჩანდნენ,დილით ლოტკინის მხრიდან გავიარე,საღამოს თემქის მხრიდან დავბრუნდი,იყვნენ როგორც ნავებით,ასევე პლასტმასის ბოთლები ტივტივებდა,განსაკუთრებით პატარა მხარეს,"პუტანკა" ბადეების მისაგნებად. ქვეყანა როგორც ჩანს ყველას ფეხებზე კიდია,გაქანებული "წილობანაა" მგონი,ვის ცალია ბუნებისთვის ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted May 14, 2013 Report Share Posted May 14, 2013 არარი ჩვენი საშველი, ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 14, 2013 Author Report Share Posted May 14, 2013 მართლა არ ვიცი რა ვთქვა. :( ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 14, 2013 Report Share Posted May 14, 2013 მიყრუებულ წყალსაცავებში ჯობს ტევზის გაშვება ისევ, ქორჭილა და ქარიყლაპია მაგალითად, თბილისის ზღვა არაა ჯერ მზად ამ სიკეთისთვის როგორც ჩანს ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted May 15, 2013 Report Share Posted May 15, 2013 იცით რა მაინტერესებს?აღმოსავლეთ საქართველოში ქარიყლაპია თუ გაქაჩავს რომ გავუშვათ ტბებში? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 15, 2013 Report Share Posted May 15, 2013 იცით რა მაინტერესებს?აღმოსავლეთ საქართველოში ქარიყლაპია თუ გაქაჩავს რომ გავუშვათ ტბებში? კი რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან ფრთხილი მიდგომა უნდა ამ საკითხს ტბის შერჩევის ამბავში.ქარიყლაპია ძალიან ღორმუცელა თევზია და ძალიან ბევრს ჭამს.თუ ტბაში კარგი სახეობის თევზი ბინადრობს იგი მათ უბრალოდ გაანადგურებს გარკვეული დროის განმავლობაში.ტბა უნდა შეირჩეს ისეთი სადაც ძირითადად სარეველა თევზებია კვირჩხლა,თაღლითა,ნაფოტა და ა.შ.10 კილოიანი ქარიყლაპია თავისუფლად ყლაპავს 1 კილოიან კობრს..... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 15, 2013 Author Report Share Posted May 15, 2013 (edited) ეს გუშინდელი პოსტი ფიშერ.გე–ს ანალოგიური თემიდან. http://fisher.ge/index.php?showtopic=1279&pid=68790&st=20entry68790 "(dila)adriano გუშინ, 11:30 PM შაბათ საღამოს ავედით კალმახის სადღეისო ზომებისა და აქტიურობის შესამოწმებლად დამიჯერეთ ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა დაჭერილი თევზის წონა 1600-1800 ფარგლებში იყო საოცრებაა სულ რაღაც ერთ წელიწადში თევზის ასეთი სწრაფი ზრდა ეჭვიც კი გამოითქვა რომ ეს იქნებ სხვა დროს გაშვებული თევზიაო ფოტო ტელეფონზე მაქვს და კაბელს ველოდები რომ ავტვირთო " –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ამ ბრაკონიერობას რა მოვუხერხოთ თორემ მართლაც ფანტასტიური შედეგია! Edited May 15, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 15, 2013 Report Share Posted May 15, 2013 ეს ხალხი სულიერ შიმშილს განიცდის და დაბრმავებულები არიან, თევზის გულისთვის როგორ უნდა შეგძულდეს ადამიანი კაცს. აწი სეზონი აპოგეას მიაღწევს და ბოლო ღერამდე ამოასუფთავებენ ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted May 15, 2013 Report Share Posted May 15, 2013 (edited) ამ ხალხის უნსამუსობას საზღვარი არ აქვს ! Edited May 15, 2013 by ქუთათური ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 15, 2013 Report Share Posted May 15, 2013 ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა საქართველოში იმის საშეალება, რომ "არენდაში" ან რაიმე სხვა სახით ავიღოთ რომელიმე ტბა? ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted May 15, 2013 Report Share Posted May 15, 2013 ფიზიკურად საშვალება როგორ არ იქნება,როცა საქართველოში ყოველი გიჯი მიწა იყიდება უცხოელებზე,მაგრამ დიდ სახსრებთან იქნება ეგ დაკავშირებული კობა ! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 15, 2013 Report Share Posted May 15, 2013 დაცვა მითხარი თორემ ისეთი ხოშიანი ტბებია ქარიყლაპიებისთვის.... ფიზიკურად საშვალება როგორ არ იქნება,როცა საქართველოში ყოველი გიჯი მიწა იყიდება უცხოელებზე,მაგრამ დიდ სახსრებთან იქნება ეგ დაკავშირებული კობა ! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 15, 2013 Report Share Posted May 15, 2013 ისე არენდით ტბის აღება ჩვენი კლუბის ოცნებაა, იქნება ალბათ მაგ ამბავიც მომავალში. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.