Jump to content
Club-Monadire.Ge

2013 | ლიფსიტის გაშვება თბილისის ზღვაზე


Recommended Posts

  • Replies 546
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მე კი მგონია რომ რაც არ უნდა იმამაძაღლონ ნახევარსაც ვერ დაიჭერენ და ეგ სახეობა უკვე გაჩნდა მაგ წყალსაცავში

Link to post
Share on other sites

რა მოხდა, რატომ გადაიდო?

 

რამოდენიმე პრობლემა შეიქმნა .

 

1. სახლართი ბადეებით გაორმაგებულ-გასამმაგებულად ბრაკონიერობენ თბილისის ზღვაზე. უტყუარი ინფორმაციაა, რასაც სულ მალე თქვენც ნახავთ. როგორ ამას ჯერ ვერ ვიტყვი.

 

2. ოქრომბერში ან ნოემბრის დასაწყისისთვის(ან იმედია ცოტა ადრე) უნდა გამოჩნდეს როგორ ამოქმედდება გარემოს დაცვის სამსახური. მთავარია რომ ბრაკონიერობას მიეხედოს.

 

3. საკალმახეს (საიდანაც ლიფსიტები წამოვიღეთ შარშან და წელსაც უნდა წამოგვეღო) ლიფსიტა დაეხოცა. ამიტომ, ხარისხიანი(ორივე სქესიანი) ადგილობრივი სადედეების ლიფსიტის ახალი მომწოდებელია მოსაძიებელი და მე ასე მალე ვერ მოვძებნე. უბრალოდ ვერ მოვახერე დროის უქონლობის გამო.

 

თუმცა ეს პრობლემა(3.) გადაწყვეტადია(ერთობლივი ძალისხმევით, თქვენი დამეხმარებით) და ღონისძიებაც ჩატარდება. მაგრამ ბრაკონიერობაზე თვალის დახუჭვა მოგვიწევს, მე კი ამის ნერვები უკვე აღარ მაქვს.

 

ისიც არ მინდა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსივით მოვიქცეთ - საზეიმო თარიღებზე რომ დაუმთავრებელ შენობებს მხოლოდ PR-ისთვის ხსნიდნენ. როგორც გამოჩნდა ცისარტყელა კალმახის ლიფსიტა თბილისის ზღვაზე უსწრაფესად იზრდება და არ მინდა ნაძირლების სახლართი ბადეების ნადავლი გახდეს.

 

ფოტოფაქტი:

 

2012 წლის ივლისის დასაწყისში თბილისის ზღვაში გაშვებულმა 10-11 გრამიანი ლიფსიტამ 2013 წლის მარტის პირველ რიცხვებში უკვე 780 გრამს მიაღწია.

 

4ff8df297fab.jpg

 

bffcc0f26c45.jpg

 

c5c1d2b63a23.jpg

 

418a7b8f2a45.jpg

 

a6da119e4aff.jpg

 

 

ღორჯოები ამ კალმახის მუცლიდან:

 

e24b55f58d03.jpg

 

8aed575b8e8f.jpg

 

efcb40d3bab3.jpg

 

 

 

ამიტომ გთავაზობთ მოცდას.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

სამი მიზეზი დავითმა ჩამოთვალა, არის კიდევ მეოთხე.

 

ჩვენნაირი ფორმატის საითებს არ ვგულისხმობ, არის სხვა ქართული ვებსაითები, სადაც გახსნილია თემები ნადირობასა და თევზაობაზე.

 

ამჯერადაც გავუფრთხილდები თქვენს ჯანმრთელობას და ლინკებს არ დავდებ./იქ რეებიც იწერება, ის რომ წაიკითხოთ, გულები დაგისკდებათ. :d030: /

 

ასეთი საქმეა ძმებო.ხომ არის აქაც, იკითხავენ, სად იჭირება კაი თევზი, გასვლას ვაპირებო, ჰოდა აძლევენ თბილისი ზღვის კოორდინატებს, ზუსტად იმ ადგილს, სადაც ლიფსიტა გავუშვით, თანაც სატელიტური რუკებით. :karochera: , კალმახზე მაგრა იკაიფებო.

 

აი რა პასუხი უნდა გავცე?

"კომპი ლომები"-ს ატანა რომ არა მაქვს იცით ყველამ, არადა საგინებლები არიან, მე კიდევ ეკრანის უკნიდან ვერ შევაგინებ, არც პირადში მიყვარს სკარბეზის გამოყენება, რეალურად შესრულებას არაფერი სჯობს.

 

ვაპირებ დავრეკო გარემოს დაცვის სამინისტროში, მაქვს მაგათი ნომრები და ავუხსნა, თუ რატომ ვიკავებთ თავს წლევანდელი აქციისაგან.

 

ღმერთმა ქნას და კონტროლზე აიყვანეს ეგ ადგილი, ივლისის თვის შემდეგ ლიფსიტის გაშვებას არავითარი აზრი არა აქვს.

Link to post
Share on other sites

საწყენი ამბავია :karochera:

მე მაინც მზადა ვარ გადმოვაგზავნო გარკვეული თანხა ვინმეს სახელზე. ლიფსიტებს თუ არა, სხვა ნებისმიერ სასიკეთო საქმეს მოხმარდეს კლუბის წევრების გადაწყვეტით.

Link to post
Share on other sites

კობა, კლუბის ანგარიშზე ვრიცხავთ ყველა თანხას. მერე კაი საქმეებს ვახმართ.

 

ანგარიშის მიმღები:საქართველოს მონადირეთა მეთევზეთა კლუბი ,,მონადირე,,

 

ანგარიშის ნომერი: GE80LB0115144341297000 - ანგარიშის ვალუტა: ლარი

 

მიმღები ბანკი: ლიბერთი.

 

 

 

საწყენი ამბავია :karochera:

მე მაინც მზადა ვარ გადმოვაგზავნო გარკვეული თანხა ვინმეს სახელზე. ლიფსიტებს თუ არა, სხვა ნებისმიერ სასიკეთო საქმეს მოხმარდეს კლუბის წევრების გადაწყვეტით.

Link to post
Share on other sites

გუსინ ღამე გავათენე თბილისის ზღვაზე,ხოდა ბრაკონიერების 4 პარტია მარტო ჩემი კუთხიდან მოვიდა და წავიდა,დავრეკე კრიმინალურში მაგრამ შენც არ მომიკვდე :karochera:

Link to post
Share on other sites

კობა, კლუბის ანგარიშზე ვრიცხავთ ყველა თანხას. მერე კაი საქმეებს ვახმართ.

 

 

არა, ვახო< აქედან ლარებით ვერ გადავრიცხავ. ვინმეს, ჩვენი ბიჭებიდან, თუ გადავუგზავნი და ის შეიტანს. ისე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ, შეიძლება ახლო მომავალში ჩასასვლელი მექნეს საქართველოში.

Link to post
Share on other sites

დღეს "გეზ"-იდან მოვდიოდი და ზღვით გადმოვედი,არ მოსული კოშკთან (სტენდისთვის რომ შევიკრიბეთ) ვარკეთილის

მხრიდან, ტიპი მოდიოდა ანკესით და ერთი ხუთი ცალი კარგა მოზრდილი კალმახი მოჰქონდა,

 

ისე ბრაკონიერებიც ბლომად ჩანდნენ,დილით ლოტკინის მხრიდან გავიარე,საღამოს თემქის მხრიდან დავბრუნდი,იყვნენ როგორც ნავებით,ასევე პლასტმასის ბოთლები ტივტივებდა,განსაკუთრებით პატარა მხარეს,"პუტანკა" ბადეების მისაგნებად.

 

ქვეყანა როგორც ჩანს ყველას ფეხებზე კიდია,გაქანებული "წილობანაა" მგონი,ვის ცალია ბუნებისთვის :karochera:

Link to post
Share on other sites

მიყრუებულ წყალსაცავებში ჯობს ტევზის გაშვება ისევ, ქორჭილა და ქარიყლაპია მაგალითად, თბილისის ზღვა არაა ჯერ მზად ამ სიკეთისთვის როგორც ჩანს :karochera:

Link to post
Share on other sites

იცით რა მაინტერესებს?აღმოსავლეთ საქართველოში ქარიყლაპია თუ გაქაჩავს რომ გავუშვათ ტბებში?

Link to post
Share on other sites

იცით რა მაინტერესებს?აღმოსავლეთ საქართველოში ქარიყლაპია თუ გაქაჩავს რომ გავუშვათ ტბებში?

კი რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან ფრთხილი მიდგომა უნდა ამ საკითხს ტბის შერჩევის ამბავში.ქარიყლაპია ძალიან ღორმუცელა თევზია და ძალიან ბევრს ჭამს.თუ ტბაში კარგი სახეობის თევზი ბინადრობს იგი მათ უბრალოდ გაანადგურებს გარკვეული დროის განმავლობაში.ტბა უნდა შეირჩეს ისეთი სადაც ძირითადად სარეველა თევზებია კვირჩხლა,თაღლითა,ნაფოტა და ა.შ.10 კილოიანი ქარიყლაპია თავისუფლად ყლაპავს 1 კილოიან კობრს.....

Link to post
Share on other sites

ეს გუშინდელი პოსტი ფიშერ.გე–ს ანალოგიური თემიდან. http://fisher.ge/index.php?showtopic=1279&pid=68790&st=20entry68790

 

 

"(dila)adriano გუშინ, 11:30 PM

 

შაბათ საღამოს ავედით

კალმახის სადღეისო ზომებისა და აქტიურობის შესამოწმებლად

დამიჯერეთ

ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა

 

დაჭერილი თევზის წონა 1600-1800 ფარგლებში იყო

საოცრებაა სულ რაღაც ერთ წელიწადში თევზის ასეთი სწრაფი ზრდა

ეჭვიც კი გამოითქვა

რომ ეს იქნებ სხვა დროს გაშვებული თევზიაო

 

ფოტო ტელეფონზე მაქვს

და კაბელს ველოდები რომ ავტვირთო "

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ამ ბრაკონიერობას რა მოვუხერხოთ თორემ მართლაც ფანტასტიური შედეგია!

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ეს ხალხი სულიერ შიმშილს განიცდის და დაბრმავებულები არიან, თევზის გულისთვის როგორ უნდა შეგძულდეს ადამიანი კაცს. აწი სეზონი აპოგეას მიაღწევს და ბოლო ღერამდე ამოასუფთავებენ :karochera:

Link to post
Share on other sites

ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა საქართველოში იმის საშეალება, რომ "არენდაში" ან რაიმე სხვა სახით ავიღოთ რომელიმე ტბა?

Link to post
Share on other sites

ფიზიკურად საშვალება როგორ არ იქნება,როცა საქართველოში ყოველი გიჯი მიწა იყიდება უცხოელებზე,მაგრამ დიდ სახსრებთან იქნება ეგ დაკავშირებული კობა ! :scratchchin:

Link to post
Share on other sites

დაცვა მითხარი თორემ ისეთი ხოშიანი ტბებია ქარიყლაპიებისთვის....

 

 

ფიზიკურად საშვალება როგორ არ იქნება,როცა საქართველოში ყოველი გიჯი მიწა იყიდება უცხოელებზე,მაგრამ დიდ სახსრებთან იქნება ეგ დაკავშირებული კობა ! :scratchchin:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...