Jump to content
Club-Monadire.Ge

მონადირის ხელით ნაკეთი სილამაზე


Recommended Posts

ერთი მეგობარი მყავს სოფლად ცხოვრობს .ამასწინათ მისმა მოხუცმა მამამ ურემი მომიყვანა საამქროში და მთხოვა შემიკეთო ეგებ რამენაირად სიკვდილამდე რო მეყოსო. ბიძია ალექსანდრე 87 წლის იყო ამ დროს.

ურემს გადავხედე და სიმართლე გითხრათ გულზე შემომეყარა.ისე დამტვრეული იყო რემონტს აღარ ექვემდებარებოდა. ბიძას ვუთხარი მეც დაგეხმარები სადმე აკაციის სწორი ხეები ვნახოთ და დანარჩენი ჩემზე იყოსმეთქი,ისეთ ურემს გაგიკეთებ არავის რომ არ აქვს საქართველოშითქო. უხერხულად იგრძნო თავი მაგრამ მაინც დაავიყოლიე.მოვიძიეთ მასალა მაგრამ ახალი მოჭრილი შრობას საჭიროებდა,თან ზამთარში არც მჭირდებაო და გაზაფხულამდე გადავდეთ დამზადების დაწყება. სამწუხაროდ ბიძია ალექსანდრე ახალი წლის წინა დღეებში უეცარი ინსულტით გარდაიცვალა. როგორ მინდოდა ენახა ეს ურემი. ალბათ ძალიან გაიხარებდა.

მისმა შვილმა რომ ნახა იმდენი იტირა ძლივს დავაწყნარეთ.რა გატირებს ბიჯო ადე ბმვ-ს ძრავი იშოვე და დავადგათ სამსახურში ივლი ხოლმეთქო :e025: ძლივს გახალისდა. ძალიან მწყდება გული რომ ვერ მოვასწარი გაკეთება მოხუცის სიცოცხლეში..

 

 

ეს ძველი რომელიც უნდა შეგვეკეთებინა.

 

2f9072ac5077.jpg

 

 

 

ae6ec800cff0.jpg

 

 

 

 

f6278d72eef3.jpg

 

ეს კი ახალი.

 

 

e8ab7f5c4b04.jpg

 

344bebfe315b.jpg

 

534ed0f45c65.jpg

 

7e1449edbc28.jpg

 

dfeaaf448f9c.jpg

Link to post
Share on other sites

აი, რატომ ვერ ვხედავ მე აქაურ სიზმრებს.

 

 

არ ვიცი ავთანდილ რა ეპითეტით შეგამკო, ძმა ხარ. :*

 

პ.ს. რაც სურათებზე ვნახე, ახალი არ არის ბოლომდე დამთავრებული.

მაგას წინა და უკანა კოფო აკლია./ეგ ორი ფიცარი კრავს მთელ კონსტრუკციას, თან ადამიანი დასაჯდომადაც იყენებს.

აპეურები ალბათ ძველისგან ექნებათ შემონახული.

ერთ ხარ-კამეჩზეა გათვლილი.

მაგ მდგომარეობაში, მეპატრონეს მხოლოდ ფეხით მიყოლა მოუწევს, თუ ზვინი დაუდეს ან ბლომად შეშა, მერე ზედაც შეუძლია წამოსკუპდეს.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

სულ ცოტა არის კიდევ დასამატებელი გიორგი.უკან შემკვრელი ,,ფალანგა,,დაგებულია. ,,მანჭოები,,(ასე ეძახიან აქ,მეც ახლა ვისწავლე ეგ სახელები :blush2: ) 35 მმ-იანი შიპებით ჩადის 8 სანტიმეტრიან სიღმეზე ძელებში. თან გასაკრავად წინ და უკან ლითონის 12 მმ-იანი არმატურაა გამოყენებული რომლებიც ჭანჭიკებითაა მოჭიმული.კონსტრუქცია იმდენად საიმედოთაა შეკრული რომ ვერაფერი დაშლის.ფიცარნაგი და გვერდების შეფუთვაღა დარჩა. რამოდენიმე დღეში შევაბამთ ხარს და დავასურათებ ისევ. :hi:

Link to post
Share on other sites

ძალიან მაგარი ქვისლი მყავს!!! გენაცვალე ავთო მაგ ბუთხუზა, ბუმბერაზ გულში!!! :* :* :*

 

ვამაყობ რომ შენი მოყვარე ვარ!!! :hi:

Link to post
Share on other sites

გაიხარე ავთო, მაგარი ტრანსპორტია. ჯერ ჯიდევ ადრე მინდოდა დამეწერა, როცა ფეისბუკში შენი ნაცელავი ავეჯი ვნახე, რომ ოქროს ხელები გაქვს და ღმერთმა სულ წარმატებები მოგცეს ძმაო!

მართლა რა გაუხარდებოდა ბაბუს ეს რომ ენახა :( სიცოცხლე რომ გაუხანგრძლივდებოდა ეს 100 პროცენტიანია.

 

* ერთი მეც შევამჩნიე - ასეთ ურემს კარგი "გუდ იარის" საბურავები და დისკები მოუხდებოდა + კიდევ ერთი კომპლექტი შიპებით, ზამთარში და ყინვაში სასიარულოდ :alfons:

Link to post
Share on other sites

ეს გახლავთ იმ ურემის ასლი, რომელსაც ქართლში ვხმარობდით, შემცირებული მაქვს იმ ზომაზე, რომ გამორჩეული ჩამოსხმის კონიაკის 0,5ლ-იანი ბოთლი ჩაიდგას./უკანა კოფოზე ამიტომ დავამატე ზედმეტი დეტალი ბოთლის გასაჩერებლად.

 

მაშტაბით ზუსტად დავაპატარევე ყველა დეტალი და მივიღე ასეთი დეკორატიული.

 

441a6c8486f9.jpg

 

ეს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალებია.

 

ბორბლის წინ გამოშვერილი, ფეხის დასადგმელია, რათა მეურმე ავიდეს წინა კოფოზე.

 

დააკვირდით ბორბლის ღერძის სამსჭვალს, არ არის ამ ყველაფრის ერთმანეთთან მირგება ხუმრობა საქმე.

 

5812645427f7.jpg

 

ამ ბოლო სურათზე ყურადღებით დააკვირდით მწვანე ჭიკარტს, რომელიც ბოთლის ყულფზეა დასკუპებული.

 

მთელი მსოფლიო რომ გადააბრუნოთ ეხლა, მასეთ ჭიკარტებს ვერ იპოვნით, ეგენიც გამოვაყოლე ხელს, როცა წამოვედი.

იმ ამბავს აქ აღარ მოვყვები, ხის სახარატო ჩარხის ხელსაწყოების წამოღებაზე, რამხელა დავიდარება გადამხდა საბაჟოზე.

 

fbe79636ad56.jpg

Link to post
Share on other sites

გიკეთდათ ხელები(მგონი გურული ლოცვაა ასეთი)! :yes: :yes: :yes:

მაგრები ხართ ძმაო! B)

მინი-ურემის დამზადებაც კაი საწვალებელი რამე იქნება დარწმუნებული ვარ.

Link to post
Share on other sites

ჩვენი ოქროსხელება და ოქროსგულა გიო ხარ შენ,იცოცხლე ბევრი წლები!!!!მე მახსოვს ეგ ჭიკარტები,სტუდენტობისას ფორმატს ვაკრავდით მაგნაირებით სახაზავ დაფაზე!!!! :hi::*

Link to post
Share on other sites

გიო მაგარი ხარ.ისე შენი შეპირებული მინი საწნახელის ამბავი როგორაა.ხასიათზე რომ იქნები გააკეთე გიო.ხო იცი ჩემს ოჯახში საპატიო ადგილს დაიკავებს

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...