Jump to content
Club-Monadire.Ge

მონადირე-მეთევზის ზურგჩანთა


Recommended Posts

მონადირის ზურგჩანთა

 

 

 

მოკლედ ამ თემის მიზანია, ზუსტი განსაზღვრა იმისა თუ რა ნივთები თუ სურსათ-სანოვაგე ესაჭიროება მონადირეს 1, 2 და 3 დღიანი გასვლის შემთხვევაში.

მოდით ჯერ ყველამ დაწეროს რა დააქვს და რამდენად დასჭირვებია ის რაც წაუღია. მერე ვიმსჯელოთ იმაზე რეალურად რა გვჭირდება და გავაკეთოთ მოკლე სია, რომელიც ყველას გამოადგება ბარგის ჩალაგების დროს.

 

ოკლედ დავიწყებ ჩემი გამოცდილებიდან:

სანადიროთ გასვლა როგორც წესი იყოფა ორ ნაწილად, ერთ დღიანი გასვლები რომელიც უფრო ხშირია და 2-3 დღიანი გასვლები.

ამის შესაბამისად მე თავის დროზე გადავწყვიტე მქონოდა ორი ზურგჩანთა ერთი 25 ლიტრიანი, მეორე 60 ლიტრიანი.

ეხლა რა მიმაქვს ერთ დღიანის შემთხვევაში:

1) თოფი დაშლილ მდგომარეობაში შალითაში ჩადებული (ამას იმიტომ ვწერ რომ ზოგს გამართული თოფი მოაქვს რაც არამართებულია)

2) შესაბამისი ვაზნები რაზეც სანადიროთ მივდივარ + 2 კარტეჩი

3) საშუალო ზომის დანა

4) საწვიმარი

5) წინდები (ნასკები) ერთი წყვილი

6) სანთებელა + სიგარეტი (მწეველი ვარ)

7) წყალი 1.5 ლიტრიანი ბოთლით + 0.5 ლიტრიანი მათარით (სიარულის დროს ვსვავ)

8) ფული, ნებართვები, ტელეფონი.

9) პატარა აფთიაქის კოლოფი პირველადი დახმარების წამლებით (ლევომიცეტინი, კეტანოვი, ბინტი, ლეიკო, სანტავიკები)

10) ერთჯერადი სალფეტკები 2 პაჩკა + ტუალეტის ქაღალდი

11) მაგარი არაყი 330 მლ ბოთლით, ანტისეპტიკია ყველა შემთხვევაში :(

12) პატარა ყანწი (დანიშნულებას მიხვდებით)

13) მარილი, ძეხვი/ან მოხარშული ხორცი, მოხარშული კვერცხი, ყველი, მოხარშული კარტოფილი (ახალციხის უნდა იყოს :()ჩურჩხელა, ვაშლი, ხახვი, ნიორი, პური.

14) მინი თერმოსით ცხელი ყავა დილით ძალიან კარგია გაფხიზლებს, არყისგან განსხავებით.

 

ეს ყველაფერი კომპაქტურად ეტევა პატარა ზურგჩანთაში და წონით იწონის სადღაც 5-6 კილოს. იმ შემთხვევაში თუ 2-3 დღიანი გასვლაა, ზემოთხსენებული საკვების რაოდენობა შესაბამისად იზრდება და ამ ყველაფერს ემატება:

 

1) კარავი

2) საძილე ტომარა

3) პარალონი

4) პოლიეთილენი 1.5 მეტრის სიგრძის ორმაგი. (კარგ ამინდში სუფრად ვიყენებ გაკეცილს ან ცუდ ამინდში ხეებს შორის ვჭიმავ შესვენების დროს).

5) კაპრონის თოკი 5 მეტრი(ფერადები რომ იყიდება აი ის

6) გამოსაცვლელი შარვალი და მაისური

7) საშუალო სიდიდის დანა იცვლება დიდი დანით და ემატება ჯიბის დანა

8) ალუმინის ჭიქა წყლის ასადურებლად (კონსერვის კოლოფშიც ამიდუღებია გაჭირვების დროს :))

9) პატარა დურბინდი + შუბლის ფანარი + ელემენტები

10) შაქარი და ყავა პატარა კოლოფებში

11) არყის რაოდენობა იცვლება 0.33 მლ დან 0.5 მლ-მდე

12) სუპის პაკეტები 2 ცალი (აი ის ცხელ წყალს რომ ასხავ და 5 წუთში რომ მზადდება)+ ხორცის კონსერვი 2 ცალი (უცებ წამოთუხთუხდება ცეცხლზე)

 

ამ ყველაფერს ვდებ უკვე დიდ ჩანთაში რაც ჯამში იწონის 12-13 კილოგრამს.

 

მოკლედ ესაა სულ რასაც მე ვიყენებ, საინტერესოა დანარჩენი ფორუმელების გამოცდილება.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • Replies 269
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს შევიძინე.    

კი, წყალგაუმტარია, გელა, 35 ლიტრი მოცულობისაა, მთავარი სატავსო, პლიუს დიდი სამი ჯიბე და ზედა და ქვედა მიმაგრების თოკებით.

Posted Images

კაი თერმოსიც აუცილებელი ატრიბუტია, განსაკუთრებით ზამთარში. ეს იაფფასიანი თერმოსი კაბელასისაა და ძალიან კმაყოფილი ვარ

 

 

c42431b7f8bd.jpg

 

 

აგერ ჩამოფასებზე ყოფილა(15$)

 

 

http://www.cabelas.ca/index.cfm?pageID=71&&section=1185&section2=1262&ID=909

Link to post
Share on other sites

თხილამურები ზუგჩანთაში არა, მაგრამ ზურგჩანთასთან ერთად ნამდვილად გვჭირდება ზამთარში

 

ალუმინის

 

http://www.raquettesgv.com/eng/index.html'>http://www.raquettesgv.com/eng/index.html'>http://www.raquettesgv.com/eng/index.html'>http://www.raquettesgv.com/eng/index.html

 

 

კარბონი

 

http://www.raquettesgv.com/eng/index.html

 

 

პოლიმერი

 

 

http://www.raquettesgv.com/eng/index.html

 

 

ტრადიციული

 

 

http://www.raquettesgv.com/eng/index.html

Link to post
Share on other sites

აი ეს არის ძალიან კარგი საათი გონივრულ ფასში

ბარომეტრით, ალტიმეტრით, თერმომეტრით და კომპასით. ბატარეია ავტომატურად იტენება სინათლეზე. მოკლედ კაი რამეა

21eb10fc18fc.jpg

დეტალები იხილეთ აქ

Link to post
Share on other sites

აი კარგი ზურგჩანთა. 50 ლიტრიანი სულ რაღაც 960 გრამია

Icon3000_ViasCamoV1_M.jpg

 

დეტალები იქხილეთ აქ

 

ქუიუ ეს ფირმა აწარმოებს ზემსუბუქ, ზეგამძლე სანადირო ტანსაცმელსა და არჭურვილობას, თავად ფირმის დამაარსებელი პროფ.მონადირეა.

 

ოაფი პროდუქცია არ აქვს, სამაგიეროდ არის ის რაც მონადირეს ჭირდება.

 

პ.ს ბრაუნინგ გადახედე ამ ბმულს მოგეწონება

Link to post
Share on other sites

საკმაოდ კარგია ეს ზურგჩანთაც 45 ლიტრიანია, ზუსტად ის ზომა რაც 2-3 დღიანზე გჭირდება

High Sierra კარგი მწარმოებელია

HSREBK.JPG

დეტალები იხილეთ აქ

Link to post
Share on other sites

კაი რამეებია. ყველაფერი რომ გინდება მერე? :karochera:

 

საათიც კაია, უბრალოდ მე მაჯაზე ვერ ვგუობ, შარვლის საქამრეზე ან გულისჯიბეზე დაკიდებული მირჩევნია

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

საათი ძალიან მომწონს,ამის გამოწერა შეიძლება ხომ??!!

ზურგჩანთებიც მაგარია,მე ზურგჩანთების მოცულობის ჩემი საზომი მაქვს,ანუ რამდენიხვიანია,ჩემთვის 10 იხვიანია ოპტიმალური,მეტს ვერ გამოვიტან სიმძიმის გამო და მეტის მოკვლის არც სურვილი მაქვს!!!

Link to post
Share on other sites

საათი ძალიან მომწონს,ამის გამოწერა შეიძლება ხომ??!!

ზურგჩანთებიც მაგარია,მე ზურგჩანთების მოცულობის ჩემი საზომი მაქვს,ანუ რამდენიხვიანია,ჩემთვის 10 იხვიანია ოპტიმალური,მეტს ვერ გამოვიტან სიმძიმის გამო და მეტის მოკვლის არც სურვილი მაქვს!!!

 

კი მამუკა მაგათ ყველაფერს გამოიწერ უპრობლემოთ.

45 ლიტრიანზე მეტი ზურგჩანთა არ დაგჭირდება. თანამედროვე რუგზაკებს ძალიან კარგი სახელურები და საზურგე აქვს და სიმძიმეს პროპორციულად ანაწილებს. შედარებისთვის: ძველი რუსული სამხედრო რუგზაკი და ეგ რო შეადარო კომფორტში ისეთივე გასნსხვავებაა როგორც მოსკვიჩსა და მერსედერს შორის

პ.ს 10 იხვი ჩავა უპრობლემოთ ;)

 

აი ეს ზურგჩანთაც ძAლიან კარგია ფასი/ხარისხის ამბავში

http://www.amazon.com/TETON-Sports-Internal-Backpack-Hunter/dp/B000F34ZKS/ref=sr_1_3?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1333049497&sr=1-3

Link to post
Share on other sites

ძალიან მომცონს ეს ხაკის ზურგჩანთა.1500 მანეთი ღირს რუსეთში რაც დაახლოებით თითქმის 50$ შეადგენს.

 

მაგას არ გირჩევ არაპრაქტიკული იქნება სატარებლად

მაგნუმში მაქვს ეგეთები ნანახი 50 ლარამდე ღირდა თუ სწორად მახსოვს

Link to post
Share on other sites

მაგას არ გირჩევ არაპრაქტიკული იქნება სატარებლად

მაგნუმში მაქვს ეგეთები ნანახი 50 ლარამდე ღირდა თუ სწორად მახსოვს

ვეფხო მეთევზეს დიდი ზურგჩანთა ჭირდება ძამი.როდ-პოდი,სკამი,სატყუარების ყუთი,საჩოკი სადოკი და რავი რამდენი რამე კიდე.არის კიდე ეგეთი.ორი დღით რომ დაგაზავ კარვით ბუნებაში,რამდენი რამის ჩატევა გიწევს.

16307aed485c.jpg

Link to post
Share on other sites

წყალქვეშა ნადირობის სეზონი მალე გაიხსნება და დღეიდან დავიწყე მომზადება,

 

დღეს შევიძინე ეს ფანარი, რომ ღამეობით ვინადირო, დაერხათ თევზებს

 

916425a4baa8.jpg

 

478ecaa646d6.jpg

Link to post
Share on other sites

ვეფხო მეთევზეს დიდი ზურგჩანთა ჭირდება ძამი.როდ-პოდი,სკამი,სატყუარების ყუთი,საჩოკი სადოკი და რავი რამდენი რამე კიდე.არის კიდე ეგეთი.ორი დღით რომ დაგაზავ კარვით ბუნებაში,რამდენი რამის ჩატევა გიწევს.

 

სიდიდეზე არ მითქვია ის რაც ვთქვი.

ერგონომიკა აქვს მაგ ზურგჩანთებს ცუდი

და რომ იცოდე რაც მაგაში ჩავა იმაზე მეტი რამ ჩავა იმ ზურგჩანთაში მამუკას რომ ვურჩიე.

Link to post
Share on other sites

სიდიდეზე არ მითქვია ის რაც ვთქვი.

ერგონომიკა აქვს მაგ ზურგჩანთებს ცუდი

და რომ იცოდე რაც მაგაში ჩავა იმაზე მეტი რამ ჩავა იმ ზურგჩანთაში მამუკას რომ ვურჩიე.

კაია ეგრე თუა ძამი.ჩემზე უკეთ ერკვევი შენ მაგაში როგორაც ჩანს და მჯერა შენი.ფასიც ერთნაირი აქვთ მიახლოებით.

Link to post
Share on other sites

ფასი ერთნაირი არ აქვთ თითქმის 2-ჯერ იაფია. ეგეთი ზურგჩანთები სადღაც 50 ლარამდე ღირს თბილისის მაღაზიებში.

ისე მეთევზეებისთვის ჩვენი ჯარის ზურგჩანთებიც კარგია თუ ფეხით კილომეტრების გავლა და 15 და მეტი კილოს ზიდვა არ მოუწევს. ნავთლუღში 35-40 ლარშიც იყიდის კაცი.

 

ესეთებიც იყიდება მეთევზეებისთვის

310cf1cabb06.jpg

Link to post
Share on other sites

სიმართლე გითხრათ, ზურგჩანთა თევზაობისას უფრო მჭირდება.

აქაც გავიმეორებ, თევზაობა ნადირობასთან შედარებით უფრო მეტ აღჭურვილობას მოითხოვს.

ნუ, ჩემს პირობებში ასეა.

მარტოს მიწევს ამ ყველაფრის გაკეთება.

 

სანადიროდ გასულს, კომბინირებული ჟილეტი მყოფნის, ქამარზე კიდევ, შუა საუკუნეების რაინდივით ასხმული მაქვს ყველა ცივი იარაღი. :haha:

ერთ გამოსვლაზე შანსი არ არის მთლიანად გამოვიტანო ნადავლი.

მიწევს 2-3-ჯერ, 3-4კმ-ს ორჯერ გავლა მაინც.

გააჩნია ნადავლის ზომას.

 

აი თევზაობისას, უამრავ ხარახურას დავათრევ თან. :haha:

 

ამიტომაც მაქვს გადაწყვეტილი ზურგჩანთის გამოცვლა, განა იმიტომ რომ "ის" არჩეული ასწორებს და ბრენდია.

პრაქტიკულია, ტევადობა მეტი აქვს და გათვალისწინებული აქვთ ყველა ნიუანსი.

 

ერთ გამოსვლაზე ტყეღრიდან 15-20კგ-ს გამოტანა არ არის ადვილი, თანაც მთაში თუ ნადირობ და გიღამდება, ე მერე იწყება" ისტერიკა". :haha:

 

 

საჭირო და აუცილებელი რამეა. :old:

Link to post
Share on other sites

აქ არ ვიცი.და მოსკოვში 55$ ღირს ის ჩანტები.ვეფხო აი ეგ ნახე აპა.80 ლიტრი აქ ტევადობა.

bfb5457765a7.jpg

 

ps გეთანხმები გიორგი.ზურგჩანთა მინდა რომელშიც როდ–პოდი,კარავი 2 კაციანი,სკამი,საჩოკი,სადოკი აქსესუარების ყუთი და 2 დღის მარაგი ჩაეტევა.სადღაც 5–12კმ მანძილზე ფეხით სასიარულოდ.

Link to post
Share on other sites

ზაზა

 

ეს ბოლო კაი რამე ჩანს თუ გამძლე იქნება. სკამიც მოყვება?

კი ქევხო,მოყვება მაგრამ 15500 მანეთი აწერია სადაც მე ვნახე საიტზე,შეცდომაა ალბად.550$ სადღაც.

Link to post
Share on other sites

აქ არ ვიცი.და მოსკოვში 55$ ღირს ის ჩანტები.ვეფხო აი ეგ ნახე აპა.80 ლიტრი აქ ტევადობა.

bfb5457765a7.jpg

 

ps გეთანხმები გიორგი.ზურგჩანთა მინდა რომელშიც როდ–პოდი,კარავი 2 კაციანი,სკამი,საჩოკი,სადოკი აქსესუარების ყუთი და 2 დღის მარაგი ჩაეტევა.სადღაც 5–12კმ მანძილზე ფეხით სასიარულოდ.

 

კი ეგ ნორმალურია უკვე. კარგი სამხრეები აქვს+საზურგე

 

80 ლიტრი კარგი ფართია.

 

რუსეთიდან როგორ ჩამოიტანთ?

 

შტატებში დაძებნეთ. ეგეთი რამე იქ ყველაზე იაფია

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...