Jump to content
Club-Monadire.Ge

მონადირე-მეთევზის ზურგჩანთა


Recommended Posts

ფერის არჩევაში დამეხმარეთ. რომელი მოგწონთ, ხაკი, ზეთისხილისფერი თუ კამუფლაჟი. ზურგჩანთა სადღაც 30 ლიტრი ტევადობის იქნება, სამი დიდი ჯიბით. ნაღდი სანადიროა. ფერი ვერ ავარჩიე, თქვენ რას იტყვით?

რათქმაუნდა ზეთისხილის ფერი ვახო
Link to post
Share on other sites
  • Replies 269
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს შევიძინე.    

კი, წყალგაუმტარია, გელა, 35 ლიტრი მოცულობისაა, მთავარი სატავსო, პლიუს დიდი სამი ჯიბე და ზედა და ქვედა მიმაგრების თოკებით.

Posted Images

  • 3 weeks later...

http://www.snugpak.com/outdoor/rucksacks/rucksacks/bergen?color=Black

 

აი საუკეთესო ვარიანტია, 70+30, გინდა 70 იხმარე, გინდა 100, ეხსნება გვერდითი 2 ჯიბე.

 

http://www.amazon.com/Snugpak-Bergen-Rucksack-Black-92196/dp/B0019M8P4Q/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1375107133&sr=8-1&keywords=bergen+backpack

Edited by ქორიჯი
Link to post
Share on other sites

ერთი აუცილებელი რამ უნდა შეგახსენოთ მეგობრებო.

არ მქონია არასოდეს მხედველობის პრობლემა.

ეს ბოლო 2 წელია ვატყობ რომ მიქვეითდება.

მომავალ კვირას მივდივარ თვალის ექიმთან. :karochera:

 

არ ვწერ ყველაფერს, ძალიან ხშირად დავდივარ სათევზაოდ.

მაგალითად თებერვალში 4 კვირა გვქონდა და აქედან სრული 3 კვირა, დილიდან დაღამებამდე გავატარე წყალთან.

წელს კი აღვადგინე სინაკლულე, მაგრამ შარშანდელმა სეზონმა პოლარიზებული სათვალეების გარეშე, ძალიან დიდი ზიანი მომაყენა.

 

ძუას ნემსკავში, ვარაუდით ვუყრი. :karochera: :karochera: :karochera:

 

გაფრთხილდით!!!

 

გახსოვთ ეს წერილი?

 

 

ვიყავი თვალის ექიმთან.

კაი ვინმე ავარჩიეთ.

გამსინჯა მილიონი ლუპით და მეკითხება:

-როგორ ფიქრობ, რამდენი წლის უნდა იყვე ეხლა შენო?

-მეთქი 45-ს გადავაბიჯე.

-ჰოდა ბიძია-ბაბუა, რომ გაქვს 20 წლის ბიჭის გული, ასაკი თავისას მოითხოვსო, რომ ჰხედავდი ხელისგულზე ყველა ნაოჭს, მოგიწევს ხელის უკან გაწევა, დაახლოებით 40სმ-ის იქით, 60 -ის რომ გახდები, მეტრზე ახვალო. :karochera:

 

შეიძლებოდა ესე მალე არ მომხდარიყო ეს ამბავი, რადგან ძალიან ბევრი მზიანი დღე მაქვს გატარებული წყალთან.

კი დავიწყე ბოლო სამი წელია პოლარიზებული სათვალის ხმარება, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა.

წყალზე არეკლილი სხივის ყურებამ დააჩქარა ჩემი ახლომხედველობის დაკარგვა.

 

ამიტომ გაფრთხილებთ დალოცვილებო:-ჯერ ჯანმრთელობა, შემდეგ გართობა. :old:

 

 

პ.ს. არ ვიცი სად წავიდა ის წერილი, ეტყობა აღარ დავაკლიკე დაპოსტვას.

პირველმა ვურჩიე ბრაუნინგს კომუფლაჟის შეფერილობის ზურგჩანთა, სადაც ეგ დახეტიალობს, კომუფლაჟი არის ყველაზე შესაფერისი ფერი.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ელჩი

გიო იმაზე თუ გიფიქრია რომ უფრო ადრე დაგემართებოდა ხარისხიანი თევზით რომ არ იკვებებოდე ხშირად? :scratchchin: ახალი თევზი მხედველობას ძალიან უხდება :old:

Link to post
Share on other sites

ელჩი

გიო იმაზე თუ გიფიქრია რომ უფრო ადრე დაგემართებოდა ხარისხიანი თევზით რომ არ იკვებებოდე ხშირად? :scratchchin: ახალი თევზი მხედველობას ძალიან უხდება :old:

 

 

ჰაიმეეეეეეეე. :d030:

 

ბუჯო, პაპაჩემი 90 წლისა იყო და "აჩკებს" არა ხმარობდა, ბებიაჩემი კიდევ იმიტომ იკეთებდა, უფრო სერიოზული გამომეტყველება ჰქონოდა, იმიტომაც დაარქვა ჩემმა ძმამ "აკრუჟნოი" პროკურორი. :d030: :d030: :d030:

 

არა ძმაო, არა გვქონია ჯიშში ეს პრობლემა.

 

მე კი ვიცი საიდანაც ავიკიდე და დავწერე კიდევაც მიზეზი ზემოთ. :karochera:

Link to post
Share on other sites

მართალს იძახი გიო, თევზაობის გვერდითი მოვლენაა, მეც შემინიშნავს არაერთხელ ხანგრძლივი თევზაობისას ტბაზე თვალები მეღლებოდა. რამდენიმე სეზონია უკვე ფრთხილად ვარ შედარებით, "სკვოზ დესიტ სტენ ვიჟუ" :crazy:

Link to post
Share on other sites

ბებიაჩემი კიდევ იმიტომ იკეთებდა, უფრო სერიოზული გამომეტყველება ჰქონოდა, იმიტომაც დაარქვა ჩემმა ძმამ "აკრუჟნოი" პროკურორი.

:d030: :d030: :d030: :d030: :d030::haha: :haha: :haha: :haha: :haha:

Link to post
Share on other sites
name='ელჩი'

 

ერთი აუცილებელი რამ უნდა შეგახსენოთ მეგობრებო.

არ მქონია არასოდეს მხედველობის პრობლემა.

ეს ბოლო 2 წელია ვატყობ რომ მიქვეითდება.

მომავალ კვირას მივდივარ თვალის ექიმთან. :karochera:

 

არ ვწერ ყველაფერს, ძალიან ხშირად დავდივარ სათევზაოდ.

მაგალითად თებერვალში 4 კვირა გვქონდა და აქედან სრული 3 კვირა, დილიდან დაღამებამდე გავატარე წყალთან.

წელს კი აღვადგინე სინაკლულე, მაგრამ შარშანდელმა სეზონმა პოლარიზებული სათვალეების გარეშე, ძალიან დიდი ზიანი მომაყენა.

 

ძუას ნემსკავში, ვარაუდით ვუყრი. :karochera: :karochera: :karochera:

 

გაფრთხილდით!!!

 

...............................................................

მე კი ვიცი საიდანაც ავიკიდე და დავწერე კიდევაც მიზე

 

ზი ზემოთ. :karochera:

 

არ ვდგავარ კვირაობით წყალთან, მაგრამ მეც "ძუას ნემსკავში, ვარაუდით ვუყრი" :karochera: :karochera: :karochera:

 

სწორი აქვს ნათქვამი შენს ექიმს - სანამ მაგათთან მივალთ, მანამდე ერთი თვალით მაინც უნდა ჩავიხედოთ პასპორტში :karochera:

Link to post
Share on other sites

კობა

 

ეხლა დავბრუნდი ექიმის ოფისიდან ჯიმა, შევუკვეთე სათვალე.

 

ისეთ შუშებს დაასვავენ ჩემს მოწონებულ "რამკას", ახლოდანაც რომ დავინახო და თან პოლარიზებულიც იყვეს.

 

გაიმხნევე თავი, ჩვენი გული მაინც არ დაბერდება ჯიგარო. :old:

 

სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი, როცა ახლოს ვეღარ ვხედავდი, მომსპო მაგის დედაც.

 

 

პ.ს. და ერთი აუცილებელი რჩევა ყველა მწეველ-მეთევზე-მონადირეს.

 

არავითარ შემთხვევაში არ აკეთოთ თვალთან ახლო ზუსტი საქმე, როცა სიგარეტს ეწევით.

საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ბევრჯერ და უმეტეს შემთხვევაში ცრემლს გადენთ ბოლი, ეგ არის კიდევ ერთერთი მთავარი მიზეზი მხედველობის დაქვეითებისთვის.

 

კი გადავაგდე მოწევა, მაგრამ გვიანია ეგეც.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ავთო

 

ერთ რამეს თუ დააკვირდი ავთია, ორივე კომპლექტში არის სასმისები.

 

პირველში "დაჟე" ყანწიცაა. :d030: :d030:

 

მეორე სურათზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ პირველი ასიანი ქართველის გაკეთებულია.

Link to post
Share on other sites

ჰილზებს და მათარას რატომაც არა, სადგარს სახლში დავტოებდი :e025: მეორე სურათის აღჭურვას მხოლოდ რამდენიმე დღიანზე სრულ კომპლექტს, ერთი დღისთვის ჩანთას+რამდენიმე ნივთი.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

კი დავაკვირდი გიო . მაგარი იუველირის ნამუშევარია და მაგიტომაც ვკითხე თორნიკეს თუ წაიღებდი სანადიროდთქო. მე ვერ გავრისკავდი მასეთი კომპლექტის წაღებას ბევრ თოფიან ხალხში ვერაფრით,შეიძლება ვინმეს სულმა წასძლიოს და დამაკლას 100 გრამს ზემოდან :haha: :haha: :haha:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ჩემი გამოსწორების საქმე წარსულს ჩაბარდა, ამ საუკუნეში არაფერი გამოვა, აწი ვერაფერი ვეღარ შემცვლის.

 

მაგარი ჯიუტი ვარ, თუ ჩავუთქვი რამე, გავსკდები და მაინც ავისრულებ. :d030:

 

ეგეც "ბაყაყი" თავის "ლასტებით".

 

პ.ს. ჩემნაირი ხასიათის კაცს, ჯიბეში ფული მუდმივად უნდა ჰქონდეს, თანაც ბლომად. :e025:

 

f1763ae71ad5.jpg

 

282e88731bd0.jpg

Link to post
Share on other sites

ჩემი საოცნებო აღჭურვაა :yes: ანკესის მოსანაცვლებელი თუ აქვს?

 

ამას მკერდამდე ჩასაცმელი რომ არის, წყალგაუმტარი/წინა გვერდზეა მისი სურათები, თუ არ ვცდები/, ის სჭირდება, იგივეს გამოყენება შესაძლოა მთის მდინარეებში.

ამოიცმევ იმ დალოცვილს, წამოიცმევ "ლასტებს" და უბერე წყნარ ტბა-არხებზე, მიუდგომელ ადგილებში შეიძლება მაგით შესვლა.

 

ამას აქვს ბევრი სამაგრი "სკოჩებით", მთავარია მგლის მუხლი ჰქონდეს მსურველს, რაც შეიძლება ამოძრავოს ფეხი და გაგატანინებს წყნარ წყალში კაი მოზრდილ ტვირთს.

 

მთლად ისეთი გადასარევი რამე არ არის, მაგრამ რისთვისაც მჭირდება, ზუსტად შეასრულებს თავის მოვალეობას.

 

პ.ს. მარტო თევზაობისთვის არ მინდოდა.

დღესაც ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის შუა ტბაში ჩატოვებული 2 კანადური ბატი. :karochera:

შარშან და შარშანწინ მომიხდა ასეთი რამ.

დაჭრილები წყალში ჩაცვივდნენ და დაღამებამდე შარიკა ძაღლივით "კრუგებს" ვარტყავდი ტბას.

Link to post
Share on other sites

მშვიდობაში :drinks: ნავში ჯდომისას ისეთი კომფორტი განმიცდია რომ ეს იმასთან შედარებით ტანჯვა იქნება ტბაში ღუზაჩაშვებულზე თევზაობისას, სამაგიეროდ მიუდგომელ ლელქაშიან ადგილებში მისწრებაა :yes:

Edited by ქორიჯი
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...