Jump to content
Club-Monadire.Ge

იარაღის მოყვარულთა ბირჟა

Recommended Posts

ამდენი ხანია კვებეკში 16 კალიბრიანს ვეძებ და ვერაფერი ვერ ვნახე, საერთოდ არაა ეს კალიბრი პოპულარული.

აქაც ეგრეა ბრაუნინგ, გარტყმაში არ არიან რატომ უნდა არსებობდეს ეგა.

უცნაურ ადგილზე ვართ და ვცხოვრობთ ძმაო. :patsak: :patsak: :patsak:

ამიტომ დავსვი შეკითხვა პომპაზე და ნახევრად ავტომატურზე და მხოლოდ რამოდენიმე ფორუმელი გამოეპასუხა ჩემს შეკითხვას.

მე ჯერ არ მიპასუხია მათთვის.

ველოდები გურულოს და ავთოს კომენტარებსაც.

Link to post
Share on other sites
  • Replies 2k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იარაღის ოსტატი ბორდოდან. ტონი ჟიკელი.   http://www.larquebusier.com/fr/fusil-juxtapose-artisan-armurier.php http://www.larquebusier.com/fr/fusil-superpose-artisan-armurier.php  

ჩრდილოამერიკული გემოვნებითაა, მაგრამ მაინც საინტერესოა.   https://www.fieldandstream.com/14-best-shotguns-of-2017#page-10

Posted Images

ამიტომ დავსვი შეკითხვა პომპაზე და ნახევრად ავტომატურზე და მხოლოდ რამოდენიმე ფორუმელი გამოეპასუხა ჩემს შეკითხვას.

მე ჯერ არ მიპასუხია მათთვის.

ველოდები გურულოს და ავთოს კომენტარებსაც.

გიო შეკითხვა ვერ ვიპოვე, სად წერია ბმული დადევი რააააააა.

Link to post
Share on other sites

ამ სეზონზე საკმაოდ ვაჭახუნე ჩემი თოფი თითქმის ყველა ნადირობის შემდეგ ვწმენდავდი მაგრამ ლაითად, ეხლა რომ მოვინდომე კარგათ გამეწმინდა, ლულებში პატრონიკებთან ლაქები დარჩა და ვერაფრით ვერ მოვაშორე, იქნებ მირჩიოთ როგორ გავწმინდო, არადა სეზონამდე სარკესავით იყო ერთი პატარა ლაქაც კი არ ქონდა. :(

ჩემსასაც აქვს ხოლმე ეგრე ყოველი ნადირობის შემდეგ. 2 ვაზნა რო გავისროლო მაინც ეტყობა ხოლმე სავაზნეებთან ტყვიის ნაგლესი, და მეც სულ რკინის ჯაგრისით ვწმენდ ხოლმე. ბალისტოლს ვხმარობ და არ ვარ მაინდამაინც კმაყოფილი, ეხლა ვდ 40 უნდა ვსინჯო შეილება აჯობოს.

Link to post
Share on other sites

აქაც ეგრეა ბრაუნინგ, გარტყმაში არ არიან რატომ უნდა არსებობდეს ეგა.

უცნაურ ადგილზე ვართ და ვცხოვრობთ ძმაო. :patsak: :patsak: :patsak:

ან რატომ უნდა იცოდნენ გიო,მეც მაგ აზრზე ვარ.არ მიმაჩნია სწორად 20 და 12 კალიბრს შორის გამოკვეხებული 16 კალიბრი.ეს რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია,თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩემი პირველი თოფი ცალპირა 16 კალიბრი იყო მაინც არ მომწონს,ვერ შევადარებ ვერც 12-ს და ვერც 20-ს

თქვენ ძალიან კარგ და მოწყობილ ქვეყანაში ცხოვრობთ,ჩვენგან განსხვავებით :karochera:.

Edited by jaba
Link to post
Share on other sites

ჩემსასაც აქვს ხოლმე ეგრე ყოველი ნადირობის შემდეგ. 2 ვაზნა რო გავისროლო მაინც ეტყობა ხოლმე სავაზნეებთან ტყვიის ნაგლესი, და მეც სულ რკინის ჯაგრისით ვწმენდ ხოლმე. ბალისტოლს ვხმარობ და არ ვარ მაინდამაინც კმაყოფილი, ეხლა ვდ 40 უნდა ვსინჯო შეილება აჯობოს.

ეგ არის დაბალ ხარისხიანი ტყვიის ბრალი

Link to post
Share on other sites

ხოო, მეც მასე მგონია ჭიათურაში ვიყიდე წელს 10 ნომერი და 8 ჯერ გავისროლე ზუსტად და ლულაში რო ჩავიხედე გული ლამის გამისკდა ნახევარი ტყვია ლულაში იყო მიმდნარი, ეტყობა მარტო რბილი ტყვიით იყო გამოხდილი.

ქარავანში ვიყიდე წელს 55 თეთრიანი SIBERSHOT-ბი და მაგიც ტოვებდა ხოლმე ცოტას, ოღონდ სავაზნიდან მაქსიმუმ 6-7 სმ-ს არ სცდებოდა.

კი თედო მასეა,ჩვენთან ხომ ნორმალურს ვერაფერს იყიდის კაცი რა :karochera:

Link to post
Share on other sites

ჩემსასაც აქვს ხოლმე ეგრე ყოველი ნადირობის შემდეგ. 2 ვაზნა რო გავისროლო მაინც ეტყობა ხოლმე სავაზნეებთან ტყვიის ნაგლესი, და მეც სულ რკინის ჯაგრისით ვწმენდ ხოლმე. ბალისტოლს ვხმარობ და არ ვარ მაინდამაინც კმაყოფილი, ეხლა ვდ 40 უნდა ვსინჯო შეილება აჯობოს.

ვდ 40 ტყვიას ვერ შლის, აზრი არ აქვს სინჯვას

Hopes 9 ან ბალისტოლის რობლა. ესენი შლის.

რაც შეეხება ვაზნას. RC , ბორნაჩი, ELEY სხვა ფირმის არც უნდა იყიდო, ყველა ერთი ნაგავია.

თუმცა მწყერზე ყველა მიდის.

ვეფხო RC მაგრად მომწონს,ძალიან კარგად მუშაობს

Link to post
Share on other sites

ხოო რც მეც მომეწონა აი ბორნაჩი კიდევ არა, კონკრეტულად "ბორნაჩი როიალი". სრული ჩოკით 25-30 მეტრში 3 მარცვალი მიიტანა 3 ნომერმა tabaxze

Edited by master
Link to post
Share on other sites

სულ 16 ჰქონდა და ყველაფერი მაგ კალიბრის აქვს. ვერტიკალურლულიანიც კი არ უნდა, ვერ ვხმარობო. ჰორიზონტალურზეა მიჩვეული. პომპიანი აქვს მაგრამ არ მოწონს(პრინციპში მესმის, მწყერზე პომპიანით რა სანადიროა).

ან რატომ უნდა იცოდნენ გიო,მეც მაგ აზრზე ვარ.არ მიმაჩნია სწორად 20 და 12 კალიბრს შორის გამოკვეხებული 16 კალიბრი.ეს რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია,თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩემი პირველი თოფი ცალპირა 16 კალიბრი იყო მაინც არ მომწონს,ვერ შევადარებ ვერც 12-ს და ვერც 20-ს

თქვენ ძალიან კარგ და მოწყობილ ქვეყანაში ცხოვრობთ,ჩვენგან განსხვავებით :karochera:.

Link to post
Share on other sites
Link to post
Share on other sites

გელა,მამუკა,ვეფხო

ფამარმის ელოს "A" ზე ან ელოს "B" ზე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები

მოთხოვნაა იჟექტორის გარეშე,ან თუ არის ისეთი მოდიფიკაცია იჟექტორი რომ ითიშება

და ფასთან მიმართებაში როგორია თვითონ იარაღი,ვეფხოს როგორც მახსოვს ელოს"B" აქვს,გატესტე???როგორ მოგეწონა??

Edited by jaba
Link to post
Share on other sites

ჩემსასაც აქვს ხოლმე ეგრე ყოველი ნადირობის შემდეგ. 2 ვაზნა რო გავისროლო მაინც ეტყობა ხოლმე სავაზნეებთან ტყვიის ნაგლესი, და მეც სულ რკინის ჯაგრისით ვწმენდ ხოლმე. ბალისტოლს ვხმარობ და არ ვარ მაინდამაინც კმაყოფილი, ეხლა ვდ 40 უნდა ვსინჯო შეილება აჯობოს.

თედო, WD40 არაფრით არ გააკარო ლულის შიგთავსს, გარედან გაწმინდე რკინის დეტალები/ამასაც არ გირჩევ მაგ საშუალებით/, მაგრამ ლულაში არავითარ შემთხვევაში არ შეუშვა ეგ სითხე.

ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, თუ რამდენად ძლიერი კონცენტრატია ეგ ფორმულა.

20-30 წლის დაჟანგებულ "ბოლტ-გაიკას" მოგახსნევინებს მისხმიდან 10 წუთში, იმდენად ძლიერია.

ახლა თავად დაფიქრდი, ოდნავ მომცრო ნიჟარაც რომ ჰქონდეს ლულას, რა მოხდება მომავალში?!

Link to post
Share on other sites

სპეციალურად არ ვდებ აქაურ ფასებს, შედარებაც არ შეიძლება სხვა შტატებთან, ჩვენს მარკეტთან ხომ საერთოდ. :karochera:

კაი ხანია ამ საკითხზე ვფიქრობ და თუ არა თქვენთან, აბა ვისთან განვიხილო ის, რაც ძალიან მაინტერესებს.

როგორ ფიქრობთ, მომავლის "მასიურ" სანადირო იარაღად, რომელი მოდიფიკაცია იქნება ყველაზე პოპულარული?

ჩემივე აზრს აქვე დავაფიქსირებ.

გლუვლულიანებიდან, პომპაზე და ნახევრად ავტომატურზე წავა უმეტესობა, შაშხანებიდან "ბოლტ-აქშენიც" ამოვარდება ნელნელა და ნახევრად-ავტომატური დაიჭერს ძირითად ადგილს.

შემორჩება ისეთი ხალხი, ვისაც ანტიკვარი და ძველებური მოდელები უყვარს, მაგრამ უმეტესობა მაინც ზემოთ ჩამოთვლილებს აირჩევს.

თქვენ როგორ ფიქრობთ?

პ.ს. თან გავშალოთ დისკუსია, წავამატებ არგუმენტებს, თუ რატომ ვფიქრობ ასე.

გურულო, ამ საკითხზე მაინტერესებდა შენი აზრი ძამა.

Link to post
Share on other sites

გურულო, ამ საკითხზე მაინტერესებდა შენი აზრი ძამა.

ჩემის მოკლე ჭკუით, საერთო ეკოლოგიური და გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე, შეუქცევადია სანადირო ობიექტების რაოდენობის კლება მათი საარსებო არეალის შემცირებასთან ერთად(ცოტა ძველებმა გაიხსენეთ რა იყო როცა ვიწყებდით ნადირობას და რაა ახლა, არადა მაშინაც მიყვებოდა მამა, რომ მის ახალგაზრდობაში რაოდენ მეტი იყო ნადირ-ფრინველი)...

რადგან ნაკლები იქნება სანადირო ობიექტის შეხვედრის შანსი, ამიტომ ნადირობისას საშუალო სტატისტიკური მონადირე ეცდება რაც შეიძლება ნაკლები შანსი დაუტოვოს ,,გამქცევ-გამფრენს". აქედან ვასკვნით, რომ მომავალში ყველაზე მასიურად ბევრვაზნიანი თოფი იქნება მოხმარებაში ანუ პომპა და ნახევარავტომატი. :hi3:

თუმცა ნაცრის ქექვისას და ქვეყნიერების ნათელ მომავალზე ფიქრისას( :haha: ) ის აზრიც მიტრიალებს თავში, რომ მონადირეთა უმრავლესობა მომავალში სტენდზე მოიკლავს ნადირობის ჟინს, ხოლო ამ პირობებში ორპირა ვერტიკალური საუკეთესო არჩევანია... ;)

Link to post
Share on other sites

გელა,მამუკა,ვეფხო

ფამარმის ელოს "A" ზე ან ელოს "B" ზე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები

მოთხოვნაა იჟექტორის გარეშე,ან თუ არის ისეთი მოდიფიკაცია იჟექტორი რომ ითიშება

და ფასთან მიმართებაში როგორია თვითონ იარაღი,ვეფხოს როგორც მახსოვს ელოს"B" აქვს,გატესტე???როგორ მოგეწონა??

Link to post
Share on other sites

გელა,მამუკა,ვეფხო

ფამარმის ელოს "A" ზე ან ელოს "B" ზე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები

მოთხოვნაა იჟექტორის გარეშე,ან თუ არის ისეთი მოდიფიკაცია იჟექტორი რომ ითიშება

და ფასთან მიმართებაში როგორია თვითონ იარაღი,ვეფხოს როგორც მახსოვს ელოს"B" აქვს,გატესტე???როგორ მოგეწონა??

ფაბარმის ელოს მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება

ა-ექსტრაქტორია

ბ-ეჟექტორითაა

ც-ეჟექტრორითაა, და გრავირება კალაპოტზე ოდნავ მდიდრული აქვს.

მეტი განსხვავება ამ 3 მოდელს შორის არაა არანაირი. ეჟექტორები ეჟექტორებიანს არ ეთიშება.

რაც შეეხება ჩემს ფაბარმს. ელოს ბ მოდელია. კმაყოფილი ვარ. ფასი ხარისხი საუკეთესო რაც საქართველოში, მაღაზიებში იყიდება.

დაჯგუფება, ჭრა, ძალიან კარგი.

Link to post
Share on other sites

ჩემის მოკლე ჭკუით, საერთო ეკოლოგიური და გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე, შეუქცევადია სანადირო ობიექტების რაოდენობის კლება მათი საარსებო არეალის შემცირებასთან ერთად(ცოტა ძველებმა გაიხსენეთ რა იყო როცა ვიწყებდით ნადირობას და რაა ახლა, არადა მაშინაც მიყვებოდა მამა, რომ მის ახალგაზრდობაში რაოდენ მეტი იყო ნადირ-ფრინველი)...

რადგან ნაკლები იქნება სანადირო ობიექტის შეხვედრის შანსი, ამიტომ ნადირობისას საშუალო სტატისტიკური მონადირე ეცდება რაც შეიძლება ნაკლები შანსი დაუტოვოს ,,გამქცევ-გამფრენს". აქედან ვასკვნით, რომ მომავალში ყველაზე მასიურად ბევრვაზნიანი თოფი იქნება მოხმარებაში ანუ პომპა და ნახევარავტომატი. :hi3:

თუმცა ნაცრის ქექვისას და ქვეყნიერების ნათელ მომავალზე ფიქრისას( :haha: ) ის აზრიც მიტრიალებს თავში, რომ მონადირეთა უმრავლესობა მომავალში სტენდზე მოიკლავს ნადირობის ჟინს, ხოლო ამ პირობებში ორპირა ვერტიკალური საუკეთესო არჩევანია... ;)

"მოკლე ჭკუით" კი არა ძამა, ჭკვიანი და აზრიანი წერილი გაქვს დაწერილი.

ზუსტად გაეცი პასუხი იმას, რაზედაც დიდი ხანია ვფიქრობ.

გაიხარე ძმაო, ძალიან გამახარა შენმა ნააზრებმა.

ასეა საქმე, ეს პროცესი უკვე დაწყებულია აქ კაი ხანია.

ისეთ ადგილებში შევიდა ადამიანი, სადაც ცხოველის და იშვიათი ფრინველის სადგომი და საცხოვრებელი იყო.

ამ ყველაფერს ვწერ ჩემი გამოცდილებით და საკუთარი თვალით დანახულიდან.

წარმოუდგენელ ადგილებზე გავიდა ცივილიზაცია, ძალიან მიუდგომელ ადგილებში შეიყვანეს ელექტრობა და თანამედროვე კომუნიკაციები.

მაგალითისთვის, უოლოსის "სასახლეში", ნაგვის მანქანა ამოდიოდა კვირაში ერთხელ, დიდთოვლობისას ელექტროსადენების ჩაწყვეტისას, ნახევარ საათში ადგილზე იყვნენ.

და რა ადგილია იცით?

მიუსავალი მთებში./ეხლა უარესი მიუსავალი იყიდა./ :karochera:

არა მარტო ეს ერთი, უამრავ ადგილას ვარ ნამყოფი და ვერც წარმოიდგენთ, თუ შეიძლება იქ ცხოვრება.

გაერიდნენ ადამიანები ადამიანებს.

ბევრია უკვე ასეთი. :old:

სასტიკად შემცირდა ნადირ-ფრინველთა ადგილსამყოფელი.

ნალაპარაკები მაქვს ბევრჯერ აქაურ მონადირე-მეთევზეებთან, ვინც აქ დაიბადა და ნახევარ საუკუნეს გადააბიჯა, ნამეტანი შეწუხებულები არიან.

არიან ისეთებიც, ვინც იცის იარაღის ყადრი და ფასი.

მაგრამ, ჰო მაგრამ მაგათი იარაღის საგანძურში, პომპა და ნახევრად ავტომატური ჭარბობს.

შეკითხვაზე, თუ რატომ აირჩიეს ეს მოდიფიკაციები?

გურულომ დასწერა ზემოთ და მეც ვადასტურებ იგივეს.

ეხლა რა ხდება სანადირო სავარგულებში, სადაც საზოგადო ადგილებია?

სეზონზე იგივე ხდება, რაც ჩვენთან.

ყველა გამოსულია და გადარჩენის თითქმის შანსი არა აქვს ფრინველს და ცხოველს, თევზზე აღარაფერს ვიტყვი, BROWNING-მა ნახა საკუთარი თვალით, როგორ იყვნენ გათენებიდან დაღამებამდე "სილიოტკებივით" ჩამწკრივებული, წყალში ჩამდგარი მეთევზენი, და არაერთი ჩემი რეპორტი წაგიკითხავთ ჩემს მიერ მოწოდებული, როდესაც იგივე ხდება სხვა ადგილებშიც.

რომ არ მქონოდა იმის საშუალება, რომ ნაცნობების კერძო ტერიტორიაზე მენადირა, მგონი იარაღს მხოლოდ იმიტომ ვიქონიებდი რომ ძალიან მიყვარს ხმაურიანი "ჯართი".

სისულელეა საზოგადო-სანადირო ადგილებში ხრახნილ ლულიანით ნადირობა.

აქ, ძირითადად პოპულარულია ფრინველზე გლუვლულიანი12-იანი პომპა, საცვლელი ლულებით და ჩოკებით, ნახევრად ავტომატურები და ბოლტ-აქშენით ხრახნილ ლულიანები ნადირზე.

იშვიათად მინახავს, ვიღაცას სჭეროდეს გლუვლულიანი კარტეჩით ნადირისთვის.

22-იანებით, საერთოდ აკრძალულია ნადირობა, როგორც ფრინველზე ისე ნადირზე.

ერთია კიდევ, ჩემმა უფროსმა გოგონამ აირჩია გლობალური ინჟინერიის სპეციალობა, მეორე კურსი დახურა წელს.

შეკითხვები რომ მიყვარს და თანაც ოხრად, ეგ ბევრს გამოგიცდიათ საკუთარ თავზე. :d030:

ამასაც არ ვასვენებ ხოლმე.

იგივეს ამბობს.

თავიდანნ დაგპირდით, რომ არ გამოვიყენებდი სტატისტიკას, როგორც ყოველთვის, შევასრულებ დანაპირებს.

ერთს კიდევ ვიტყვი.

ჩემს ქალაქში, სამი დიდი სამონადირეო მაღაზიაა.

იქ ყველას ვიცნობ და ყველა მცნობს.

კითხვაზე, თუ რა იარაღი იყიდება ყველაზე მეტი რაოდენობით და რა დროში, პასუხი ასეთი ჰქონდათ:

-პომპა, ნახევრად ავტომატური და "ბოლტი".

ასევე, სანადიროდ გასულს, დაახლოებით 90%-ს იგივე იარაღი უჭირავს.

პ.ს. მადლობა ყველას, ვინც შემეხმიანეთ და თქვენი აზრი გამოთქვით. :friends:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

მოგესალმებით, მაინტერესებს რას მირჩევთ, როგორ გავწმინდო თოფი რომელიც ძაან დიდი ხანია არ გაწმენდილა გარედნა ''აგლესილია'' ჭუჭყი და ზეთი ერთმანეთში ოდნავ ჟანგებიც აქვს გარედან, და ლულაც შიგნიდან ნაგლესი ტყვიით და ზეთით და რავიცი ''აგლესილ დაგლესილია'' რა.

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=149

Link to post
Share on other sites

Gurulo, ბოდიში ვერ გავიგე, არასწორ თემაში დავპოსტე? იქ მოვლაზეა უფრო ლაპარაკი და არაა მიგდბეული თოფის წმენდაზე.

Link to post
Share on other sites

ელჩი, მაგ ჩრდილო ამერიკის სპეციფიკაა. ევროპაში სხვა სიტუაციაა(ამ სხვაობის ფესვები ისტორიაში, კულტურაში და ადგილობრივ თავისებურებებში უნდა ვეძებოთ). პომპა ევროპაში ფეხს ვერ მოიკიდებს. ნახევრადავტომატი კი ახლაც ძალიან პოპულარულია. მე მაინც მგონია ორლულიანს ვერაფერი შეცვლის ევროპაში(ანუ საქართველოშიც), თუმცა ნახევრადავტომატიც უფრო მეტად პოპულარული გახდება.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...