Jump to content
Club-Monadire.Ge

იარაღის მოყვარულთა ბირჟა


Recommended Posts

ერთი ცალსახაა ბერეტა ვერ შექმნის 1000 ლარიან ნახევარავტომატს,

1000 ლარად მან მარტო სახელი უნდა გაყიდოს და თავად იარაღის შესაქმნელად ფული აღარ რჩება :)

მე არამგონია 1000 ლარიან თურქულ ნახევარვატომატში და 2000 ლარიან ბერეტაში დიდი ხარისხობრივი განსხვავება იყოს.

Edited by იეტი
Link to post
Share on other sites
  • Replies 2k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იარაღის ოსტატი ბორდოდან. ტონი ჟიკელი.   http://www.larquebusier.com/fr/fusil-juxtapose-artisan-armurier.php http://www.larquebusier.com/fr/fusil-superpose-artisan-armurier.php  

ჩრდილოამერიკული გემოვნებითაა, მაგრამ მაინც საინტერესოა.   https://www.fieldandstream.com/14-best-shotguns-of-2017#page-10

Posted Images

3 წლის წინ დავინტერესედი ძლიერი პნევმატური თოფით, გადავწყვიტე მეყიდა, მაგრამ ახლანდელთან შედარებით მაშინ არცევანი დიდი იყო და რო გამეგო ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი რომელი იქნებოდა შევედი აირგანელების ფორუმზე, (სხვათაშორის მაგათ საქმიანობას, ძლიერ ვაფასებ, ეგენი რო არა კისტის თოფის ეპოქიდან ვერ გამოვიდოდით)

გადავხედე ტავიდან პოსტებს, მერე კითხვებიც დავსვი და არჩევანი შევაჩერე ორ მოდელზე, ეს იყო კროსმანის ფანტომი და ჰატსანი 99-ე მოდელი, 50 ლარი იყო ფასში სხვაობა (ჰატსანი უფრო იაფი იყო). რომ ვიკითხე, მიუხედავად იმისა რომ ბევრს იმ ფორუმზე მაშინ ფანტომები ქონდათ, და შემომტანიც იმ ფორუმის აქტიური წევრი და მათი მეგობარი იყო, მირჩიეს ჰატსანი და მართლაც ჰატსანში თიტქმის ყველა ის ტქნიკური სიახლე იყო შესული რაც დაბალ ფასიან ზდპ-ს შეიძლებოდა ჰქონოდა. ხარისხითაც კმაყოფილი დავრჩი ძლიერ.

სამაგიეროდ იყო გერმანული ზდპ პნევმატიკები, რომლებიც 1000 ლარს აღწევდნენ და ცილდებოდნენ კიდეც, რომელტანაც ჰატსანი ახლოსაც ვერ მივიდოდა, მაგრამ სიზუსტესა და ხარისხში არ იყო იმხელა სხვაობა რამხელაც ფასში.

Edited by master
Link to post
Share on other sites

მე სტოგერ იქს10 მქონდა, ძალიან მაგარი რამე იყო მაგრად მასიამოვნა. სამომავლოდ ისევ მინდა ყიდვა ტირის ტოფის და აუცილებლად სტოგერის იქს50-ს ვიყიდი. ოპტიკაც კარგია საჭირო მინიმუმ 3-9X40.

 

http://www.youtube.com/watch?v=-kSJWSupxcE

Link to post
Share on other sites

ერთი ცალსახაა ბერეტა ვერ შექმნის 1000 ლარიან ნახევარავტომატს,

1000 ლარად მან მარტო სახელი უნდა გაყიდოს და თავად იარაღის შესაქმნელად ფული აღარ რჩება :)

მე არამგონია 1000 ლარიან თურქულ ნახევარვატომატში და 2000 ლარიან ბერეტაში დიდი ხარისხობრივი განსხვავება იყოს.

1000%

Link to post
Share on other sites

მე სტოგერ იქს10 მქონდა, ძალიან მაგარი რამე იყო მაგრად მასიამოვნა. სამომავლოდ ისევ მინდა ყიდვა ტირის ტოფის და აუცილებლად სტოგერის იქს50-ს ვიყიდი. ოპტიკაც კარგია საჭირო მინიმუმ 3-9X40.

 

http://www.youtube.com/watch?v=-kSJWSupxcE

თორნიკე საკმაოდ დიდ ჯგუფებს აკეთებს, მაგ ვიდეოში, არადა მანძილი ახლოა. იყიდება იქს 50 იაფად ოჩოპინტრეზე ყიდის ვიღაცა, მეც კინაგამ შემიცდა ხელი, მაგრამ სხვა რამისთვის ვაგროვებ ფულს.

თან გაზის ზამბარით და ნადულნიკით, მაგარი რაცხაა. თუ ხელში გიჭირავს ფული გირჩევ ნახო

Edited by master
Link to post
Share on other sites

ამ დაჯგუფებამ არ მოგატყუოს, ვიდეოს აზრი არის ის რომ ამ თავსახურს ხვრეტს უპრობლემოდ, დაჯგუფება კი სტოგერის იქსებს ერთერთი საუკეთესო აქვს. არ ვიცი ამ ვიდეოში რა ტყვიებს ისროდა, მე Baracuda Power-ს ვხმარობდი.

post-189-0-71364300-1374150871_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

მაგ ძალა თორნიკე ბევრ თოფს აქვს, კრალ მაგნუმსაც კი, მარა რა ხეირი, თუ სხვა ნაკლებად ცნობილ თოფთან გექნება საქმე, ძალამ არ მოგატყუოს. ეგრე მოსდიოდათ ჰატსან 125-ზეც. იმხელა უკუცემა ქონდა რომ ჯერ ხო ოპტიკას ვერ აყენებდნენ და მერე სიზუსტეშიც მოიკოჭლებდა. პნევმატურისთვის 300 მეტრწამი მაქსიმუმია, ვლაპარაკობ არა ქარხნულ მონაცემზე არამედ შესაბამისი ტყვიით მიღებულზე. ისე კი 250-270 მეტრწამი სანადიროდ იდეალურია.

და კიდევ ერთი თუ ოდესმე ზდპ-ს იყიდი აუცილებლად გაზის ზამბარა ჩააყენე, სიზუსტესაც მატებს და უკუცემასაც უკლებს.

Link to post
Share on other sites

ხოდა გეუბნები დაჯგუფებაც ძალიან კარგი აქვს, ოპტიკაც მშვენივრად მეყენა და 40 მეტრზე ნაკლებად სამიზნეს არ ვდებდი.

Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

გაიყიდა ეგ თოფი.

 

აბა როგორ ხართ ბირჟავიკებო ხომ ხართ ჯანზე.

 

ერთი ჩეპე მომივიდა გამოუვალი მდგომარეობის გამო ცოტახნის წინ მომიწია ჩემი ფაბარმის გაყიდვა, სეზონამდე აუცილებლად მინდა რამე ნორმალური ბრენდის ნახევრად ავტომატურის ყიდვა, თუ ვინმეს სადმე გეგულებათ გამაგებინეთ. განვიხილავ როგორც ახალ ისე მეორად ვარიანტებს.

 

აგერ ჩვენი ფორუმელი ყიდის იქნებ დაგაინტერესოს

 

ИЖ 58 МАЕ - СССР

Edited by PREDATOR
Link to post
Share on other sites

საინტერესო დისკუსია გქონიათ, თავს უფლებას მივცემ და რამოდენიმე საკითხზე, მეც მოგახსენებთ ჩემს აზრს.

 

ავიღოთ ამერიკული იარაღი.

ამათ ევროპულ ბრენდებს რომ ვერ შევადარებ, იცით ჩემი ნამუსის შესახებ.

 

სხვა რამეა გასათვალისწინებელი.

ეს სხვა კულტურაა, ბევრად განსხვავებული ევროპულისგან.

რას აკეთებენ დააკვირდით, ყველაფერი გათვლილი აქვთ, იარაღის მეწარმემ ზედმიწევნით იცის მყიდველის მენტალიტეტი.

რომ გამოუშვას უმაღლესი ხარისხის, ნაკლები მყიდველი ეყოლება, უშვებს საშუალო დონისას, რომელზეც პასუხისმგებელია.

გარანტია მოჰყვება ყველა თოფს.

მოხდა და "გეეჭედა", ან რაიმე დეფექტი აღმოაჩნდა, მიიტან საიდანაც წამოიღე და სთხლიშავ თავში.

არ არის ადვილი პროცედურა, მაგრამ ვალდებულება აქვთ აღებული, მაინც გამოგიცვლიან დაზიანებულ დეტალს, ბოლობოლო სხვა თოფს ამოგიდებენ იღლიაში.

 

რატომ თუ იცით?

 

დროს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ანუ თითოეული წამი ფული ღირს.

თან თუ პრეტენზიებით მიადექი, ის ფული, დიდი ფული შეიძლება გახდეს.

ამიტომ არხევენ ერთ ადგილს და იმ საშუალო დონის იარაღში იმ ფასს ითხოვენ, ყველა კმაყოფილი რომ იყვეს.

 

არ ვიცი წაკითხული გაქვთ თუ არა მეზობელ თემაში დავწერე აქაურ ფორუმზე ჩემი "მოღვაწეობის" შესახებ.

 

დავამხე თავზე ყველაფერი და წამოვედი.

 

მასტი განაბად ზის, ერთი პარახოდის ხელა პოსტები აქვს დაწერილი და თოფს არ წმინდავს, რად უნდა, ისედაც უნდა იმუშავოსო.

ჰოდა მივაკაჩავე ჩვენებურად. :vinsent:

 

 

ამერიკელი ერთ წამს არ დახარჯავს უსასყიდლოდ, ამიტომ იარაღის მწარმოებელი იძულებულია შექმნას ისეთი ფიშტო, რომელიც ამ დამთხვეულებს გაუძლებს.

 

პ.ს. პნევმატიკაზეც მინდოდა დამეწერა ორიოდ სიტყვა და დიდი პროსტინა გამომივა, /არც ესაა ნაკლები./ :d030:

მის შესახებ შესაფერის თემაში დავწერ.

Link to post
Share on other sites

უკაცრავად,ეგ იჟ-58-ი რომელი კალიბრია,ალბათ 16 ხომ?????თუმცა რომელიც არ უნდა იყოს,მშვენიერი თოფია!!!!!

Link to post
Share on other sites

ჩრდილოამერიკული მენტალიტეტი სხვაა, ევროპული სხვა. ჩრდილოამერიკული გათვლილია მასაზე და კარგად ჯდება ტრადიციებში. ევროპაში ნადირობა ფუფუნებაა, გაითვალისწინეთ ტრადიციები და ყველაფერი მის ადგილზე დადგება.

 

რამდენი უნდა ინადიროს ჩრდილოამერიკელმა რიგითმა მონადირემ, რომ ამერიკული პომპა გადასაგდები გაუხდეს....ძალიან ბევრი. თან პომპა არაა ის იარაღი თაობებს რომ უნდა გადასცე. ასე რომ ამერიკული პომპა სრულებით აკმაყოფილებს იქაურ პირობებს. მე თუ მკითხავ, პომპა არაა ევროპაში სანადირო იარაღი. რაც შეეხება ნახევრადავტომატს, ყველას გვახსოვს სადაურია ნახევრადავტომატი და შეადარეთ ნებისმიერი ევროპული ნახევრადავტო ბრაუნინგის იგივე კლასს და შედეგები ყველაფერზე ილაპარაკებს.

Link to post
Share on other sites

უკაცრავად,ეგ იჟ-58-ი რომელი კალიბრია,ალბათ 16 ხომ?????თუმცა რომელიც არ უნდა იყოს,მშვენიერი თოფია!!!!!

 

არა 12 კალიბრია

Link to post
Share on other sites

ხოდა გეუბნები დაჯგუფებაც ძალიან კარგი აქვს, ოპტიკაც მშვენივრად მეყენა და 40 მეტრზე ნაკლებად სამიზნეს არ ვდებდი.

ეგ შტოგერებზე არ მითქვამს.

Link to post
Share on other sites

გაუმარჯოთ.

ორ მოდელს შორის მომეხმარეთ გადაწყვეტაში Beretta A400 და Browning® Maxus ფასით ბერეტა ოდნავ მეტი ჯდება, მე მაინც ბრაუნინგისკენ ვიხრები.

 

ბრაუნინგი

 

ბერეტა

Link to post
Share on other sites

ალეკო არის ეგენი თბილისში, ნახე, დაიჭირე ხელში და გადაწყვეტილებასაც უცებ მიიღებ

ერთი კლასის იარაღია, რომელიც გულთან უფრო ახლოს მოხვდება ის აიღე.

ისე თითქმის იგივე აქაც დაგიჯდება, ცოტას თუ წაევაჭრები. პლუს ლოდინი არ მოგიწევს...

Link to post
Share on other sites

ბერეტა ჯობია მემგონი....... მაგ ბრაუნინგს რაღაც ემდურება ხალხი პრობლემატური გამოდგაო....

fabarm

მანდ რო ფაბარმი დევს,ლულის სიგძე 66 სანტიმეტრი უწერია,რაცხა მეეჭვება ეგ სიგრძე??!!!!!

მე ბრაუნინგს ავიღებდი,მეც მოვკარი ,,მაქსუსზე,,პრობლემატურიაო,მაგრამ არ მჯერა,რამოდენიმე ტესტი და მონადირეების მონაყოლი ვნახე რუსულ პერიოდეკაში,მსგავსი არაფერი წერია!!!!

Link to post
Share on other sites

იეტი

ისევ თბილისში გადავწყვიტე ყიდვა, მინიმალური სხვაობაა და არ ღირს ლოდინი,

mamuka grigolia

მეც რაც ინფო მოვიძიე ბრაუნინგზე ცუდი არ უნდა იყოს, გადავწყვიტე ბრაუნინგი თუ ქვეყანა არ გადატრიალდა შუადღემდე ჩემი გახდება :)

 

Link to post
Share on other sites

ალეკო,მიხარია რომ სწორ არჩევანს აკეთებ,უმაგრესია ბრაუნინგი!!!!! ,,მასტერ რუჟიოს,, ბოლო ნომერში იყო ტესტი,ერთმანეთს შეაჯიბრეს:,,ბენელი ვინჩი,, ბრაუნინგ ,,მაქსუსი,, და ბრაუბინგ B-725,ისროდნენ 1,3 და 5 ნომერი საფანტით,0,25;0,5;0,75;და 1,0 ჩოკებით 35 მეტრზე,მიუხედავად თოფების ლულების სხვა და სხვა გაბურღულობისა და დამუშავებისა,შედეგი სამივე თოფს ფაქტიურად ერთნაირი და ძალიან კარგი ჰქონდათ,ოდნავი სხვაობებით,ზობან ბენელი ჯობდა ზოგან ბრაუნინგები,ასე რომ ყველა ნორმალური ბრენდის თოფები ზოგადად კარგია,თუმცა მე ბრაუნინგისკენ და გაზდამტენი სისტემისკენ ვიხრები!!!!!

ალეკო წარმატებები ყიდვაში,იმედია სურათებს მოგვაწვდი!!!!! :hi:

Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

მადლობა ყველას რჩევებისთვის,

შევანახინე შავი პლასმასის კონდახით, კამო მინდოდა მაგრამ არ ქონდათ, ახალ კვირაში გავიფორმებ და წამოვიღებ, სუპერ მაგნუმი 400 ლარით მეტი ღირდა მე ჩვეულებრივი ვარჩიე...

Link to post
Share on other sites

aleko22

აბა ისღა დაგვრჩენია მოგილოცოთ

სულ წარმატებულ ნადირობებში!

სუპერმაგნუმთან დაკავშირებით ძალიან სწორად მოქცეულხარ

სუპერმაგნუმი საქართველოში არის, ბოდიში ყველასთან ცუდათ ნუ გაიგებთ და "ტრიპაჩობა" და მეტი არაფერი.

მე დაჟე მაგნუმსაც აღარ ვაღიარებ კლასიკური ნადირობისთვის :)

კარგი ძაღლი, კარგი თოფი და მაქსიმუმ 34 გრამიანი ვაზნა.

მოვიპოვებ, მოვიპოვებ, ვერა? იფრინოს/ირბინოს, ჩვენ პროცესისთვის დავდივართ და არა ხორცისთვის :)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...