Jump to content
Club-Monadire.Ge

რა ტიპის დანა სჭირდება მონადირეს


Recommended Posts

რა ტიპის დანა ჭირდება მონადირეს

 

 

 

მიმაჩნია რომ დანა ისეთივე საჭირო ატრუბუტია მონადირისათვის, როგორც მაგალითად ფეხსაცმელი.

არსებობს უამრავი ტიპის, ფორმის, ზომის და ღირებულების დანა.

არჩევანი იმდენად დიდია, რომ თავგზის აბნევა უმარტივესად ხდება, მითუმეტეს თუ დანების "არ გესმის".

როგორც წესი ადამიანები უნივერსალური დანის ძებნაში იცვლიან ათობით სხვადასხვა დანას, იმ იმედით რომ ბოლო-ბოლო მიაგნებენ იმ დანას რომელიც მათ ერთნაირად გამოადგება ყველა სიტუაციაში. თავის დროზე მეც ამ გზით წავედი, თუმცა რაღაც დროის შემდეგ მივხვდი რომ ვეძებდი იმას რასაც ვერასდროს ვიპოვიდი. ანუ უნივერსალური დანა არ არსებობს და ვერც ვერასდროს იარსებებს

საბოლოო ჯამში მე ჩამოვყალიბდი დანის 4 ტიპზე რომელიც სასურველია ქონდეს მონადირესა თუ უბრალო ნატურალისტს

1) ჯიბის დანა

2) სანადირო დანა

3) დანა შედარებით მძიმე სამუშაოებისათვის

4) დანა-რომელიც ნაჯახის მაგივრობას გამიწევს

ვთვლი რომ ოთხივე ტიპის დანის არსებობა ჩვენს აღჭურვილობაში მთლიანად ფარავს ყველა იმ მოთხოვნას რაც შეიძლება ოდესმე ჩვენ მათ წავუყენოთ.

რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ ყოველ გასვლაზე ოთხივე ტიპის დანა ვატაროთ და ნინძებივით ვიაროთ :(

99 % შემთხვევაში მოგვიწევს მაქსიმუმ 2 დანის წაღება. გააჩნია სად რაზე და რამდენი ხნით მივდივართ.

მე წარმოგიდგენთ იმ პრაქტიკულ დანებს რომელზედაც ჩემი არჩევანი შევაჩერე

ჯიბის დანა - ვენგერი რეინჯერი, ძალიან პრაქტიკულია 2 წლიანი ნაცნობობის შემდეგ მადლობას გულით ვუხდი

685f70a50935.jpg

წმინდა წყლის სანადირო დანა - მიყვარს სკანდინავიური დანები. ეს ერთ-ერთი კარგი ვარიანტია, ფირმა Helle სამმაგი ლაიმინირებული ფოლადის პირით.

9a7923b78a3c.jpg

ვირი დანა რთული სამუშაოებისათვის, უდაოდ ლეგენდარული KA-BAR, ფოლადი 1095, ხერხისებრი პირით

a3c1b4aa0455.jpg

მაჩეტე, ჯუნგლებში არ დავდივარ, მაგრამ წვრილი ხეების მოსაჭრელად, ტოტების ასასხეპად და შეშის დასჩეხად ნაჯახის ფუნქციას შეასრულებს, ვისაც ტყეში ბოდიალი უყვარს ძალზე საჭირო რამეა. აქაც არჩევანი KA-BAR შევაჩერე.

97185223bd76.jpg

 

მოკლედ ესეთია ჩემი ხედვა დანებთან დაკავშირებით.

საინტერესოა თქვენი აზრი

Link to post
Share on other sites
  • Replies 82
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

შეიძლება რამეს არჩევა :)   https://www.discountcutlery.net/Hunting-Knives_c_3116.html

ჩემი შეხება ამ ფირმის დანასთან ჩემი ვახტანგის საჩუქრით და რეკომენდაციით დაიწყო, მას მერე შემაყვარა თავი მორამ, ეს საჩუქარი გავუკეთე ჩემს თავს და უნდა გითხრათ ასეთი მშრომელი და ერთგული დანა აღარც მომცი

ასეთი ტიპის დანაც სჭირდება მონადირეს (კორპის საძრობით).   https://www.opinel.com/gourmets/n10-tire-bouchon   https://fr.altitude-sports.com/products/victorinox-wine-master-with-lea

Posted Images

მე ვფიქრობ, რომ სამი დანა საკმარისია: ჯიბის, მსუბუქი(დასაკეცი სჯობს) და შედარებით მძიმე სამუშაოსთვის(თვითგადარჩენის).

 

მძიმე სამუშაოსთვის დანას, მე პატარა ნაჯახი მირჩევნია.

Link to post
Share on other sites

ჯიბის ვიქტორინოქსი(კამპერი) სულ წელზე მარტყია, სადაც არ უნდა ვიყო. მოკლე გასვლებზე ვიმატებ ბრაუნინგის დასაკეც დანას (440ც ფოლადი). ორ-სამდღიანზე მიმაქვს ჰელიც. ზურგჩანთიდან არასდროს ვიღებ მორას პატარა სანადირო ნაჯახს.

Link to post
Share on other sites

რაღაცეები მაქვს წაკითხული დანებზე რომელსაც ტყეში დიდხანს მცხოვრები ხალხი იყენებს, რომელი დანაა საუკეთესო ტავის გადასარჩენად და ა.შ. როგორც ამბობენ სამი ძირითადი ფოლადია საუკეთესო: მორა-ფროსტი(შვეცია), ზოლინგენი(გერმანია) და შეფილდი (ინგლისი). ასეთ დანას 10-15 სმ სიგრძის პირი უნდა ჰქონდეს, 2.5-3მმ სისქის და 2-2.5 ს სიგანის.

 

აი მორა-ს კლასიკური დანა

 

http://www.swedishknives.com/hunting.htm

 

 

 

ეს საიუბილეო ბრაუინგი იმ ხსენებულკოლექცინერს ჰქონდა

 

 

 

მე პირადად ძალიან მიყვარს სკანდინავიური დანები. ეკა, ჰელი, როსელი, ბრუსლეტო...

 

აგერ კარგი ვებგვერდიც

 

http://www.worldknives.com/types/scandinavian-knives-12.html

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მონადირეს ჭირდება სკანდინავიური დანა :hi:

 

ამ დანებში მე მხიბლავს:

 

სისადავე

 

საიმედოობა

 

კარგი ფოლადი

 

დიდი პრაქტიკულობა

 

 

აგერ, თუ არ გჯერათ B)

 

 

51bc0205eef2.jpg

 

1e928df57e8f.jpg

 

f33a3c4b02cd.jpg

Link to post
Share on other sites

9436dcb5b969.jpg

 

 

 

1: Roselli. Короткий, но сравнительно широкий клинок из углеродистой стали

2: Ahti Korpi от Kivikangas, Финляндия. Короткий толстый клиночек из углеродистой стали, толстая бочонкообразная рукоять, универсальный рабочий нож.

3: KJ Eriksson Мора, Швеция. Короткий узкий углеродистый клиночек, рукоять доработана владельцем (вырез)

4: KJ Eriksson, Мора, Швеция. Углеродистая сталь, простая бочкообразная рукоять. Дешевый, но рабочий нож без изысков.

5: KJ Eriksson, Мора, Швеция. Углеродистая сталь, пластиковая рукоять. Удобный рабочий нож.

6: Клинок от шведского KJ Eriksson в самодельной рукояти. Хотел сделать аккуратную тонкую финку, а вышло что вышло.

7: Трехслойка с клинком Константина Долматова, миниатюрная финочка с дамассковыми обкладками. По форме и размерам близка ножу "Финик".

8: Iisakki Iarvenpää, Финляндия. Традиционная финка с клинком из углеродистой стали. Клинок с долами, рукоять лакирована.

9: Helle Harding (№99), Холмедал, Норвегия - добротная приятная нержавеющая трехслойка

10: KJ Eriksson (№1-0546) Мора, Швеция - очень честный рабочий нож, нержавейка. Носок гарды срезан владельцем.

11: KJ Eriksson, Мора, Швеция. Углеродистая сталь, простая бочкообразная рукоять. Дешевый, но рабочий нож без изысков.

12: Пионер, "Ножевая мастерская" Василия Козлова и Алексея Кукина, Москва. Стремительный и очень легкий нож.

13: Н.Э.Р.К.А., "Ножевая мастерская" Василия Козлова и Алексея Кукина, Москва. Весьма необычный, своеобразный и при этом рабочий "северный" нож.

14: Viking Norway, модель HH09 - неплохая сравнительно крупная финка за маленькие деньги.

15: скандиноид от Гефест-НП, Павлово, Россия. Нарочитые следы кованины в сочетании с электрополировкой.

16: Leuku от Viking Norway ( Модель 949) - небольшой лапландский тесак

 

 

 

http://nesusvet.narod.ru/txt/knife/knives_scandinavian.htm

Link to post
Share on other sites

ავთო შენ მართალი ხარ, მორას ჩვენი მოდელით გატყავება ჭირს, მაგრამ გელას და დავითის მოდელით უფრო ადვილია. გელას გაუტყავებია უკვე მისი დანით და ხოშიანად იმუშავაო

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ჩემთვის იდეალური სანადირო დანა

ზომები, გამოყენებული მასალები, ერგონომიკა, მისაღები ფასი

აი მართლა ძალიან მაგარი მგონია :haha:

უნდა ვიყიდო მაგის დედაც :e025:

bark-river-ba130bm-large.jpg

http://www.bladehq.com/item--Bark-River-Knives-Fox--6518

Link to post
Share on other sites

კუხნის დანაო??

ერთი 10 მომცა მაგ ფირმის "კუხნი"-ს დანა. მე არ დავიწუნებ :e025:

 

p.s ანოტაციაში ეს უწერია ისე მაგას The Bark River Knife & Tool Fox River is the full size hunting and field knife of the Professional Series. :haha:

Link to post
Share on other sites

ვეფხვია ზომებს დააკვირდი.

ლინკი რომელიც დადე, იქ დანის პირი 11სმ-დეა.

გაწყობს ეგ ზომა?

 

ვიცი.

იდეალური ზომაა ეგ გიორგი სანადირო დანისთვის, ნუ ჩემთვის ყოველშემთხვევაში

მაგით დათვს ჩამოვატყავებ და ავქნი რო რამე :haha:

60 როქველამდე აქვს სიმტკიცე, A-2 ფოლადია. ჩათვალე ბრიტვაა.

ნუ ძალიან ბასრია, ძალიან ბასრი და მტკიცე.

Link to post
Share on other sites

ძალიან მომწონს მაგ სტილის დანები და იმიტომ გკითხე.

ცხოველის დასამუშავებლად საუკეთესოა ჩემი აზრით.

4 წელია მაქვს მაგ დიზაინის დანა, ვინჩესტერის კომპანიის.

 

აი, რა სიტყვა შევარჩიო მაგის საქებად, ვერ ვპოულობ შესაფერისს.

 

მაგრად გასიამოვნებს, ცოტა ძვირია, მაგრამ ნაღდად ღირს იმ სიამოვნებად, რომელსაც მოგანიჭებს ეგ დანა.

 

კარგი არჩევანი გაგიკეთებია. :yes:

Link to post
Share on other sites

კარგი დანაა და ფოლადიც მაგარია. საერთოდ აქსიომაა, დანა არის ფოლადი. დიზაინი გემოვნების საქმეა. ზომები შესასრულებელი სამუშაოებიდან გამომდინარე

Link to post
Share on other sites

სანადიროდ მე ესეც მაგრად მომწონს

 

http://www.barkriverknifetool.com/DG-LiteHunter.htm

 

სიგრძე: 8.125 in

პირი: 4 in

ფოლადი: 12C27

ეშვის სისქე: .125 in

Wწონა: 3.8 oz

სიმტკიცე: 58-59RC

Link to post
Share on other sites

Helle-ს Bark River-თან ვუღალატებ ახლო მომავალში

ბოდიში Helle, მაგარი ხარ მარა....

თან ქართულ ტრადიციულ დანებს მაგონებს რაღაცნაირად...

Link to post
Share on other sites

რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა... :e025: კაცის ბუნებაა. მეც ვემიზნები რაღაცეებს, მაგრამ ამ ეტაპზე არა.

 

Helle-ს Bark River-თან ვუღალატებ ახლო მომავალში

ბოდიში Helle, მაგარი ხარ მარა....

თან ქართულ ტრადიციულ დანებს მაგონებს რაღაცნაირად...

Link to post
Share on other sites

სანადიროდ მე ესეც მაგრად მომწონს

 

Bark River Knives - Lite Hunter

 

სიგრძე: 8.125 in

პირი: 4 in

ფოლადი: 12C27

ეშვის სისქე: .125 in

Wწონა: 3.8 oz

სიმტკიცე: 58-59RC

 

ძალიან პრაქტიკული ფორმა-ზომა აქვს ვახო :e025:

Link to post
Share on other sites

w.c. davis knives

 

 

აბა ესენი ნახეთ. CPM154cm, 60 როკველიან ფოლადს იყენებს.

 

http://wcdavisknives.wordpress.com/knives/

 

 

ეს მომეწონა მაგრად

 

http://wcdavisknives.files.wordpress.com/2010/09/8-31-new-hunter-001.jpg

 

 

ესეც ამათი დასაკეცი დანები

 

 

http://wcdavisknives.wordpress.com/folding-knives/

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...