DMORAL 36 Posted May 21, 2014 Report Share Posted May 21, 2014 (edited) საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაციის ინიციატივა ძვირფასო მეგობრებო, თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ უკვე მეორე წელია ფიდერის ფედერაციას განცხადებული აქვს, რომ აუცილებლად საქართველოში უნდა აღვადგინოთ კაპარჭინას (ე.წ. "ლეშას") პოპულაცია. ყველამ ვიცით, რომ ეს თევზი ფიდერით სპორტული თევზჭერის მთავარი ობიქეტია მთელს მსოფლიოში. გასულ წელს ჩვენ გვქონდა მცდელობები, რომ რამენაირად მოგვეპოვებინა ამ თევზის ზრდასრული ეგზემპლარები ხელოვნური გამრავლებისთვის, მაგრამ ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. სულ რამდენიმე დღის წინ, იმ ხალხმა, ვიზეც დავალებული გვაქვს კაპარჭინას დაჭერა და სპეციალურად მისთვის მომზადებულ წყალსატევში გადაყვანა, შეგვატყობინეს, რომ მოახერხეს ამ თევზის გარკვეული რაოდენობის მოპოვება და გადაიყვანეს მარაბდის წყალსაცავის ბასეინებში. როგორც გვითხრეს, დაჭერილია 50 ცალამდე მოზრდილი ეგზემპლარი (1 კგ–მდე წონის) და 300–მდე პატარა. ამ უქმეებზე ჩვენ მივაკითხავთ ამ წყალსაცავს და იხტიოლოგის თანდასწრებით შევამოწმებთ, ხომ ნამდვილად კაპარჭინაა დაჭერილი და არა ბლიკა. თუ არსებული ინფორმაცია დადასტურდა, ვფიქრობ ისტორიულ მოვლენასთან გვექნება საქმე – შემოდგომაზე კაპარჭინას ლიფსიტების პირველი პარტია გადასახლდება ჩვენს წყალსაცავებში, ხოლო ყოველ მომდევნო წელს მოხდება მილიონობით ლიფსიტის ჩასახლება. მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ეს საქმე, ჩვენ მყარად გვაქვს გადაწყევტილი, რომ ამ სათევზაო სეზონზე მოვაწყოთ სპეციალური ექსპედიცია შამქორის წყალსაცავზე და იქიდანაც გადმოვიყვანოთ კაპარჭინას მოზრდილი ეგზემპლარები ხელოვნური გამრავლებისთვის მარაბდის სალიფსიტე მეურნეობაში. ყველა ამ საქმეში, რა თქმა უნდა, მაქვს თქვენი აქტიური მონაწილეობის იმედი – ვერაფერს გავაკეთებთ ჩვენ იმაზე უკეთესს, ვიდრე დაკარგული და გადაშენების პირას მყოფი თევზების რაოდენობის აღდგენას ჩვენს ქვეყანაში, ძვირფასო მეგობრებო. ეს ჩვენი ყველას ვალია, რომ მომავალ თაობებს თევზუხცვი ტბები და მდინარეები გადავცეთ. "მეგობრებო მინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ კაპარჭინას ლიფსიტის პირველი პარტია, დაახლოებით 300 000 ცალი. დაგეგმილია ამ რაოდენობის გაზრდა 1,5 მლნ. ცალამდე. ერთ თვეში მოხდება ამ ლიფსიტების განსახლება საქართველოს სხვადასხვა წყალსატევებში. შეგახსენებთ, რომ ფიდერის ფედერაციას უკვე 2 წელია დაწყებული აქვს პროექტი "გადავარჩინოთ და გავამრავლოთ კაპარჭინა საქართველოში". ამ წლის მარტში მოხერხდა კაპარჭინის ზრდასრული ეგზემპლარების მოპოვება და სპეციალურ სალიფსიტე მეურნეობაში განთავზსება. რამდენიმე დღის წინ ხელოვნური ინკუბაციის გზით ამ თევზებისგან უკვე მივიღეთ ლიფსიტების პირველი თაობა. მეგობრებო! იმისათვის, რომ ეს პროექტი წარმატებით გაგრძელდეს და ჩვენი შრომა მაქსიმალურად ნაყოფიერი აღმოჩნდეს, ამ პროექტს სჭირდება ფინასური მხარდაჭერა, რადგან თევზის ხელოვნურ ქვირითობას, ლიფსიტის გამოზრდას სასურველ ასაკამდე და მის ტრანსპორტირებას გარკვეული დანახარჯები აქვს. დიდი თანხები არ არის საჭირო, ფედერაციამ უკვე დაფარა საკუთარი ბიუჯეტიდან გარკვეული ნაწილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გვაქვს იმედი, რომ მეთევზეები მოგვეხმარებიან ამ საქმეში. ვისაც როგორ გსურთ, ჩარიცხეთ თანხა ფედერაციის უკვე ნაცნობ ანგარიშზე. მითითებულია ბანერზე. მიმღები: საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია საბანკო კოდი: TBCBGE22 ანგარიში: GE32TB7601436080100003 ყველას, ვინც გულისხმიერებით მოეკიდება ამ საქმეს, წინასწარ გიხდით მადლობას. " თენგო ბინიაშვილი (Dentist) Edited May 22, 2014 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted May 21, 2014 Report Share Posted May 21, 2014 (edited) აი ესენი იყვნენ ჩამოსახლებულნი მდ.ხრამის ქვედა დინებიდან-სანამ მტკვარს შეუერთდება-ამათგან მივიღეთ ის 300 000 ლიფსიტა,ეს სადედე თევზები აიცრნენ ფიპოფიზზე-რაც იმას ნიშნავს რომ აღარ დაელოდება თევზი თავის ბუნებრივ ციკლს და მალევე მოგვცემს კიდევ ქვირითს,თუ სად გავუშვებთ ამ პატარებს--ერთობლივად გადავწყვიტოთ მერე ყველამ. ეხლა ამ თევზებს სჭირდებათ გარკვეული მედიკამენტები,რომ მოძლიერდნენ და თითქმის უკლებლივ ყველა გადარჩნენ,ასეევე საჭიროა ამათი სპეციალური კვება და კვება იმ სადედეებისა რათა ისევ ქვირითი მოგვცენ.მოკლედ --თქვენი იმედი მაქვს ყველასი,ნებისმიერი რაოდენობის თანხა რსაც თითოეული თქვენთაგანი ჩარიცხავს ძალიან დიდ საქმეს წაადგება. Edited May 21, 2014 by maxo06 ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted May 21, 2014 Report Share Posted May 21, 2014 მაგარი საქმეა,ზემოთაც დავწერე,კაპარჭინა იმსახურებს გამრავლებას... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 22, 2014 Report Share Posted May 22, 2014 maxo06 PM-ზე მომწერე როგორ იწერება შენი სახელი და გვარი ინგლისურად, თან ადგილმდებარეობაც. სურვილი გვაქვს, ჩვენმა კლუბმაც მიიღოს მონაწილეობა მაგ აქციაში. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 22, 2014 Report Share Posted May 22, 2014 maxo06 კარგი საქმეა ბიჭებო გაიხარეთ. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 22, 2014 Report Share Posted May 22, 2014 ესეც ვიდეო ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 22, 2014 Author Report Share Posted May 22, 2014 დასავლეთ საქართველოში მობინადრე(გაზკანტორის ტბაზე მგონი შემორჩა) კაპარჭინა იგივეა თუ ცოტა განსხვავებული ქვესახეობაა??? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 23, 2014 Report Share Posted May 23, 2014 DMORAL საქართველოს აღმოსავლეთში და დასავლეთში კერძოთ პალიასტომში და მტკვრის ქვემო დინებაში გვხვდება კაპარჭინას ქვესახეობა,ე.წ.აღმოსავლური კაპარჭინა ( Abramis brama orientalis ) რომელიც პონტო-კასპიის ფაუნისტურ კომპლექსს მიეკუთვნება ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 23, 2014 Author Report Share Posted May 23, 2014 salamandra გაიხარე ზურა! ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted May 27, 2014 Report Share Posted May 27, 2014 (edited) დიდი მადლობა გიორგის(ელჩი) და ყველა ამ კლუბის წევრს-დღეს გიორგისგან კლუბის სახელით გადმომცეს 100$ კაპარჭინის ლიფსიტის პროექტისთვის. დიდი მადლობა დმორალს Edited May 27, 2014 by maxo06 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 27, 2014 Report Share Posted May 27, 2014 maxo06 ჩვენი ქვეყნის მოყვარული და საქმიანი ხალხის გვერდში, ყოველთვის იქნება კლუბი მონადირე. აბა თქვენ იცით მალხაზ, ძალიან მოგვწონს თქვენი იდეა და შევასრულოთ ერთად. პერსონალურადაც აპირებენ ბიჭები თანხის შემოტანას, იმედია ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ჩვენნაირ ხალხს შეეფერება. წარმატებები ძმაო. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted May 28, 2014 Report Share Posted May 28, 2014 ელჩი გაიხარე გიო ! ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted August 28, 2014 Report Share Posted August 28, 2014 (edited) მოგვიანებით ვწერ მაგრამ ვიცი მაპატიებს ----- pescatore --მ იტალიიდან ამ საქმისტვის გადმორიცხა 50 ევრო,გაიხარეთ და დიდი მადლობა ყველას. ახლა კი ნახეთ თქვენი შემწეობით გაკეთებული საქმე--ეზრდებიან და ოქტომბერში--როცა კვებას შეწყვეტენ გადავასახლებთ სხვადასხვა ადგილას.აი ისინიც ვიდეო ვერ ჩავსვი პირდაპირ--ჩაასწორეთ რა რომ გამოჩნდეს Edited August 28, 2014 by maxo06 ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted August 28, 2014 Report Share Posted August 28, 2014 maxo06 მშვენიერია, წლევანდელი ლიფსიტია ხო? ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted August 28, 2014 Report Share Posted August 28, 2014 კი აჩი--სადღაც მაისში გამოიყვანეს ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted August 28, 2014 Report Share Posted August 28, 2014 მიხარია ასეთი ხალხი რომ არსებობთ ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted August 28, 2014 Author Report Share Posted August 28, 2014 მოგვიანებით ვწერ მაგრამ ვიცი მაპატიებს ----- pescatore --მ იტალიიდან ამ საქმისტვის გადმორიცხა 50 ევრო,გაიხარეთ და დიდი მადლობა ყველას. ახლა კი ნახეთ თქვენი შემწეობით გაკეთებული საქმე--ეზრდებიან და ოქტომბერში--როცა კვებას შეწყვეტენ გადავასახლებთ სხვადასხვა ადგილას.აი ისინიც ვიდეო ვერ ჩავსვი პირდაპირ--ჩაასწორეთ რა რომ გამოჩნდეს გაიხარე მახო!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted August 29, 2014 Report Share Posted August 29, 2014 :yes: :yes: :yes: :yes: :yes: კარგი საქმეა კეთილ საქმეში იმრავლოს ხალხმა! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted November 4, 2014 Author Report Share Posted November 4, 2014 (edited) კაპარჭინას გაშვება ნახეთ! http://sportfishing.ge/forum/index.php?/topic/211-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90/page-5 Edited November 4, 2014 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.