Jump to content
Club-Monadire.Ge

ერთობლივი ჩემპიონატი


Recommended Posts

მოგესალმებით მონადირეებო.

კეთილი იყოს ჩემი ფეხი და პოსტი ამ ფორუმზე.

 

 

club-monadire.ge და საიტი Bazieri.ge ვაწყობთ ერთობლივ შიდა ჩემპიონატს მრგვალ სტენდში. შეჯიბრი ჩატარდება მრგვალი სტენდის პრინციპების სრული დაცვით, რადგანაც ეს შეჯიბრი მოყვარულთა შორის ტარდება, შესაბამისად, შერჩეული იქნა რამდენიმე მარტივი პოზიცია და პოზიციათა რაოდენობაც შემცირდა სამამდე.

შეჯიბრი ჩატარდება გურიაში, ოზურგეთის რაონის, სოფ. წითელმთაში. შეჯიბრის მიზანია ერთმანეთის უკეთ გაცნობა და, ზოგადად, სასტენდო სროლის პოპულარიზაცია, წითელი მთის მივიწყებული სასროლეთის ტრადიციების აღდგენა, რომელსაც უმასპინძლია საკავშირიო და ევროპის ჩემპიონატებისთვის. საქართველოში საუკეთესოა და ყოფილ საბჭოთა კავშირის მაშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო , თან, რაც მთავარია, ამ შეჯიბრს ექნება ანტიბრაკონიერული ხასიათი. შეჯიბრი ჩატარდება ამა თვის 22 რიცხვში. ეს ჩემპიონატი იქნება ყველასგან განსხვავებული, რაც აქამდე ჩატარებულა! რაც მთავარია, ტარდება წითელი მთის ძალიან მაგარ სასროლეთზე!! მაგარი მოედანი, მაგარი ბუნება და ხედები!!

ამ ჩემპიონატს საპატიო სტუმრებად დაესწრებიან გასული საუკუნის ცნობილი მსროლელები და ჩემპიონები!

ვეცდებით ფოტო და ვიდეო მასალა მოგაწოდოთ მოგვიანებით, სადაც ნათლად დაინახავთ, თუ როგორ სასროლეთზე ჩატარდება ეს ჩემპიონატი!

ერთი სიტყვით, ყველას მოვუწოდებ მონაწილეობის მისაღებად და დასასწრებად!

Link to post
Share on other sites

www. Bazieri.ge-სა და club-monadire.ge -ს ერთობლივი ჩემპიონატის მრგვალ სტენდზე მოყვარულთა შორის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

1. მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 30 ლარს, აქედან 25 ლარი ვაზნის და სამიზნე/თეფშის ღირებულებაა ხოლო 5 ლარი საპრიზო ფონდისთვის.

2. მონაწილემ უნდა ისროლოს სამი პოზიციიდან, პირველი პოზიციიდან 10 გასროლა, მეორე პოზიციიდან 10 გასროლა და მესამე პოზიციიდან 5 გასროლა.

3. ფინალურ ეტაპზე გადადის 6 მონაწილე ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად თუ თანაბარი ქულები დაფიქსირდა მე-6 ადგილისთვის, მაშინ იქნება გადასროლა პირველ დაცილებამდე, ასევე თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ დაცილებამდე,

3.1 ფინალში მონაწილეები გაისვრიან პირველი ორი პოზიციიდან ხუთ- ხუთ ვაზნას, ჯამში 10 გასროლა

4. ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეს აღებული ქულები გადაყვება და ფინალში აღებულ ქულას დაემატება.

5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან.

6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით.

7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.

8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს!

9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული „ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!!

ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები) ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!!

ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!

 

10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!!

Edited by giohunt1982
Link to post
Share on other sites

კარგი საქმეა. იმედია კლუბის და ფორუმის დასავლელი წევრების ნაწილი მაინც მიიღებს მონაწილეობას.

Link to post
Share on other sites

ძალიან მაგარია, წავიღებ ამ ვიდეოს FB ის ჩვენს გვერდზე, მადლობა ყველას ვინც უდგას სათავეში ამ ყველაფერს :hi::yes:

Link to post
Share on other sites

გიორგის გაუმარჯოს!!!

 

კარგი საქმეა, კარგი ინიციატივა და კარგი ხალხი(შემადგენლობას ვგულისხმობ)!

 

მაგ თარიღისათვის ალბათ დრო მექნება ბლომად და ხელს არაფერი შემიშლის მონაწილეობის მიღებაში.

Link to post
Share on other sites

გიორგის გაუმარჯოს!!!

 

კარგი საქმეა, კარგი ინიციატივა და კარგი ხალხი(შემადგენლობას ვგულისხმობ)!

 

მაგ თარიღისათვის ალბათ დრო მექნება ბლომად და ხელს არაფერი შემიშლის მონაწილეობის მიღებაში.

 

გელას სალამი. მაგას რა სჯობია, თუ კი მოიცლი და მონაწილეობას მიიღებ! :yes:

Link to post
Share on other sites

club-monadire.ge-ს წევრები თუ აპირებთ მონაწილეობას, იქნებ ამ ფორუმში, სია გააკეთოთ რომ დაახლოებითი წარმოდგენა გვქონდეს მონაწილეთა რაოდენობაზე.

 

ერთი თხოვნა, რომელიმე ადმინმა, იქნებ თქვენი კლუბის ლოგო მომაწოდოთ, ოღონდ ისეთი ზომის, რომელიც დასაბეჭდად იქნება ვარგისი!

Link to post
Share on other sites

ეს შიდაკლუბურია თუ ღია ტურნირია?

არა ნათლი ღია არ არის,კლუბი "მონადირე" და კლუბი ბაზიერი ატარებს,ფორუმელებსაც შეუძლიათ გასვლა ოღონდ ჩვენი კლუბის სახელით :Laie_99:

Link to post
Share on other sites

JABA

თქვენი კლუბიდან რამდენი მონაწილე იქნება, ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია???

მაგ საკითხზე გელასთან იკონტაქტე ძმობილო

Link to post
Share on other sites

JABA

თქვენი კლუბიდან რამდენი მონაწილე იქნება, ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია???

 

 

ჩვენი კლუბიდან მონაწილეობას მიიღებენ(კლუბი ,,მონადირე")

 

1) დავით დოლიძე;

2) ლაშა ღლონტი;

3) ვაჟა პატარავა

 

 

 

პ.ს. მონაწილეთა რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს... სადამდეა განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა?

 

შესატანი ფარა როდის უნდა გადავრიცხოთ თუ შეჯიბრების დღეს მოვიტანოთ?

Link to post
Share on other sites

Gurulo

მონაწილეობის საფასურს ადგილზე გადაიხდით, რეგისტრაციისას. განაცხადის ბოლო ვადა არის კვირას 10 საათამდე.

 

პს: შეჯიბრის მერე იგეგმება ე.წ. "2-ე განყოფილება", :drinks::drunk: მონადირული ტრაპეზი და თუ ამის სურვილი გექნებათ, მაშინ პარასკევამდე უნდა ჩარიცხოთ თანხა.

GE96BG0000000828562800

საქართველოს ბანკი

ბიჭიკო თავდიშვილი

 

ამ ანგარიშზე ჩავრიცხოთ "2-ე განყოფილების" თანხა 20 ლარი!

 

ჩარიცხვა ნებისმიერი სხვა ბანკიდანაც შეიძლება, ოღონდ საკომისიო თანხა დაემატება სხვა ბანკიდან ჩარიცხვისას (2-3 ლარი)

 

პს:პს: გელა შენ კი ხარ საქმის კურსში თუ რა არის ამ შეჯიბრის მთავარი მიზანი, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ეს შეჯიბრი ემსახურება: 1.წითელმთის უნიკალური სასროლეთის მივიწყებული ტრადიციების აღდგენას. 2. გურიაში სპორტის ამ სახეობის განვითარება-პოპულარიზაციას. 3. სწორი და კულტურული ნადირობის პროპაგანდას.

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს შეჯიბრი თქვენს კლუბთან ერთად ჩაგვეტარებინა, რადგან უფრო მეტად მასშტაბური გამოსულიყო. ასე, რომ მეტ აქტიურობას მოველი პირადად მე. და კიდევ ერთი, შენ ხომ მიიღებ მონაწილეობას???? :scratchchin:

Link to post
Share on other sites

22-ში ვიკრიბებით ქ.ოზურგეთის ცენტრში, თეატრის წინ. 09 საათიდან 09:30 მდე და მერე ერთად ავალთ წითელმთაში. ეს იმიტომ რომ ბევრმა არ იცის სად არის ეს სასროლეთი. ვინც იცის გზა, ისინი მივლენ ადგილზე დამოუკიდებლად.

 

მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე.

Link to post
Share on other sites

Gurulo

მონაწილეობის საფასურს ადგილზე გადაიხდით, რეგისტრაციისას. განაცხადის ბოლო ვადა არის კვირას 10 საათამდე.

 

პს: შეჯიბრის მერე იგეგმება ე.წ. "2-ე განყოფილება", :drinks::drunk: მონადირული ტრაპეზი და თუ ამის სურვილი გექნებათ, მაშინ პარასკევამდე უნდა ჩარიცხოთ თანხა.

GE96BG0000000828562800

საქართველოს ბანკი

ბიჭიკო თავდიშვილი

 

ამ ანგარიშზე ჩავრიცხოთ "2-ე განყოფილების" თანხა 20 ლარი!

 

ჩარიცხვა ნებისმიერი სხვა ბანკიდანაც შეიძლება, ოღონდ საკომისიო თანხა დაემატება სხვა ბანკიდან ჩარიცხვისას (2-3 ლარი)

 

პს:პს: გელა შენ კი ხარ საქმის კურსში თუ რა არის ამ შეჯიბრის მთავარი მიზანი, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ეს შეჯიბრი ემსახურება: 1.წითელმთის უნიკალური სასროლეთის მივიწყებული ტრადიციების აღდგენას. 2. გურიაში სპორტის ამ სახეობის განვითარება-პოპულარიზაციას. 3. სწორი და კულტურული ნადირობის პროპაგანდას.

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს შეჯიბრი თქვენს კლუბთან ერთად ჩაგვეტარებინა, რადგან უფრო მეტად მასშტაბური გამოსულიყო. ასე, რომ მეტ აქტიურობას მოველი პირადად მე. და კიდევ ერთი, შენ ხომ მიიღებ მონაწილეობას???? :scratchchin:

 

 

 

რა თქმა უნდა მონაწილეობას მივიღებ, მაგრამ არა მსროლელის რანგში... :*

 

 

პარასკევამდე, ნიშნავს რომ დღეს უკვე გვიანია მეორე განყოფილებისათვის ფულის ჩარიცხვა? :karochera:

დავაგვიანე??? ვააააააააა...

თუ რამე შეიცვლება, ჩვენ მზად ვიქნებით მეორე განყ-ისათვისაც ,,ფისკალურად" 22-ში :hi:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

giohunt1982

 

კარგი საქმე გაგიკეთებიათ მეგობარო, მოხარული ვარ ჩვენ რომ დაგვიყენეთ გვერდში.

 

არც ჩვენ დაგრჩებით "ვალში", როცა რაიმეს ორგანიზებას გადავწყვიტავთ, თქვენი ფორუმიც იქნება იქ მოაზრებული.

 

ვიმეგობროთ, ასე სჯობს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...