Jump to content
Club-Monadire.Ge

როგორ შევინახოთ თევზი თევზაობის დროს?Help


Recommended Posts

ხალხო იქნებ დამეხმაროთ რადგან არ ვიცი და გამოცდილება არ მაქვს ეხლა ვსწავლობ ბევრ ახალ რამეს თევზაობაზე.თემა თუ სადმე არის გთხოვთ მაპატიოთ ადმინებმა რადგან მე ვერ ვნახე.საქმე იმაშია რომ ამას წინათ წასული ვიყავი მდინარეზე და მქონდა პრობლემა თევზის შენახვის ,რადგან გადაადგილება და იქეთ აQეთ სიარული,ბოლოს და ბოლოს დაQერილი თევზი გეღუპება .მდინარეზე ეხლა ამხელა რამეს ვერ ათრევს კაცი post-6-0-70043600-1369070048.jpeg და პატარაც რომ მქონოდა დროთა გამვალობაში თევზი მაინც იღუპება ..აქედან გამომდინარე მირჩიეთ და დამარიგეთ თუ როგორ შევინახო თევზაობაზე თევზი ცოცხლად ან თუ სხვა რამე მეთოდი არსებობს დაწერეთ,ასევე დაწერეთ თქვენ როგორ ინახავთ.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

AK5335

მდინარის თევზის შესანახად საუკეთესოა ჭილისაგან მოწნული კალათა.თუ დიდ ხანს გიწევს წყალზე გაჩერება და როგორც ზემოთ აჩვენე ისეთი ბადურა არა გაქვს მაშინ თევზი გამოწელე და ლაყუჩები გააცალე.იქონიე მარილი,არა იოდირებული და არა ექსრტა.გადააყარე თევზს,კალათის ძროზე რთხმელის ფოთლები დააფინე და თევზი ზედ დააწყვე.ზემოდანაც ფოთლები დააყარე

Link to post
Share on other sites

თევზს კარგად ინახავს ჭინჭარი. გამოწელილი თევზი არ გარეცხოთ, გაამშრალეთ ან ჰაერზე შეაშრეთ. ჩაულაგეთ მუცელში ჭინჭრის ფოთლები. ჭილისაგან მოწნული კალათაში ჩაალაგეთ ფენა,ფენა ჭინჭართან ერთად, ჩრდილში 10–12საათის გარანტიას გაძლევთ, რომ არ გაფუჭდება. ჰაერის ტემპერატურიდან გამომდინარე შეიძლება მეტიც გაძლოს.

ნანადირევი ფრინველიც კარგად ინახება ამ მეთოდით, გაუპუტავ გამოწელილის მუცლის ღრუს ჭინჭრით ამოტენვით.

Link to post
Share on other sites

ყველაზე საუკეთესო გამოსავალი საველე თერმოს-მაცივარია, ჩავყრი ყინულს და მინიმუმ 24 საათს მინახავს თევზს.

 

მაქვს სხვადასხვა ზომისები, რომლებმაც ძალიან კარგი სამსახური გამიწია.

 

დღესაც მათ ვხმარობ.

 

გააჩნია წყლის ტემპერატურას, ზამთარში ჯაჭვი და მოწნული კალათაც ვარგობს, სითბოში კიდევ მაგ კონტეინერების გარეშე ვერ მნახავთ.

Link to post
Share on other sites

ყველაზე საუკეთესო გამოსავალი საველე თერმოს-მაცივარია, ჩავყრი ყინულს და მინიმუმ 24 საათს მინახავს თევზს.

 

მაქვს სხვადასხვა ზომისები, რომლებმაც ძალიან კარგი სამსახური გამიწია.

 

დღესაც მათ ვხმარობ.

 

სითბოში კიდევ მაგ კონტეინერების გარეშე ვერ მნახავთ.

http://www.amazon.com/Thermos-10-Ounce-Stainless-Steel-Black/dp/B00472MNIE/ref=sr_1_60?ie=UTF8&qid=1412112236&sr=8-60&keywords=thermos ამგენს ხომ არ გულისხმობ ელჩი იქნებ ლინკი დადო ეგეთი რამის

Link to post
Share on other sites

თუ მარილიანი თევზი არ გეზარებათ,წაიღეთ მარილი და სათლი (ვედრო). 10-15 % იანი მარილწყალი თევზს შეგინახავთ დიდ ხანს.

Link to post
Share on other sites

AK5335

 

არა, ეგენი საკვებისთვის არის, სულ რაღაც 10 უნცია/280გრ/ ეტევა, მოვძებნი სურათებს და დავდებ ამ თემაში, თუ არა და ახლებს გადავიღებ.

Link to post
Share on other sites

როცა მომცროს კალმახზე მივდივარ ეს მიმაქვს, რადგან 5 ცალი მაქვს ლიმიტი.

 

1bcb840f3edd.jpg

 

ტანკებზე და ზვიგენებზე ესენი დამაქვს. :vinsent:

დიდს დრენაჟი აქვს, გამდნარ ყინულს გაუშვებ, დაამატებ ახალ ყინულს და თავისუფლად სძლებს თევზი, მთავარია ყინულია არ დააკლო, ერთი კვირა შეინახავ თავისუფლად.

კემპინგისთვის სხვები მაქვს, რომლებსაც თევზის სუნი არ უდის. :e025:

 

00775df355af.jpg

Link to post
Share on other sites

ვანო ძია

 

ბევრი სასიკეთო რჩევა გაქვთ მიცემული ფორუმელებისთვის, გეტყობათ, რომ გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება.

 

წაკითხული მაქვს თქვენი წერილები.

 

თითქმის ყველა.

 

საინტერესო ადამიანი ხართ.

 

ბევრი ჭკვიანი რჩევა გაქვთ დაწერილი აქამდე.

 

გაგვეცანით ბატონო.

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ხალხო .მადლობა რჩევა დარიგებისთვის და ინფოსთვის .მეც ბევრი რამე ვისწავლე და დამწყებ მეთევზავეებსაც გამოადგება ;)

Edited by AK5335
Link to post
Share on other sites

ელჩი

ვანო ძია-ვანო მეხრიშვილი 55წლის.პროფესიით ინჟინერ-ენერგწტიკოსი.

7-წლიდან მეთევზე 25-დან მონადირე.

თევზაობა სპინინგი, ფიდერი, ტივტივა.

ნადირობა ფრინველზე ძაღლით. ინგლისური სეტერის მოყვარული. სხვა ჯიშის ძარლები არ მყოლია.

მიყვარს საქართველო. საქართვეველოს ფლორა და ფაუნა.

მყავს სამი შვილი ხუთი შვილიშვილი.

ასაკიდან გამომდინარე რაღაც რაღაცეები ვიცი.

ვცდილობ, როცა დრო მაქვს ჩემი მოკრძალებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარო ფორუმელებს.

მომწონს ეს ფორუმი კარგი,გემრიელი ხალხი ხართ აქ გაერთიანებული.

იმედია ჩვენი ვირტუალური მეგობრობა რეალურში გადაიზრდება.

პატივისცემით ვანო მეხრიშვილი.

გიორგი ისე ჩვენ კიდევ ერთ ფორუმზე ვართ ერთად sportfishing.ge

Link to post
Share on other sites

ვანო ძია

 

სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. :hi:

 

კი, იმ ფორუმზეც ვარ დარეგისტრირებული, კარგი ხალხია იქაც თავმოყრილი.

 

პ.ს. პროფესიითაც კოლეგები ვყოფილვართ, თითქმის 5 წელი ვიმუშავე ენერგეტიკის კათედრაზე.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ელჩი

ვანო ძია-ვანო მეხრიშვილი 55წლის.პროფესიით ინჟინერ-ენერგწტიკოსი.

7-წლიდან მეთევზე 25-დან მონადირე.

თევზაობა სპინინგი, ფიდერი, ტივტივა.

ნადირობა ფრინველზე ძაღლით. ინგლისური სეტერის მოყვარული. სხვა ჯიშის ძარლები არ მყოლია.

მიყვარს საქართველო. საქართვეველოს ფლორა და ფაუნა.

მყავს სამი შვილი ხუთი შვილიშვილი.

ასაკიდან გამომდინარე რაღაც რაღაცეები ვიცი.

ვცდილობ, როცა დრო მაქვს ჩემი მოკრძალებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარო ფორუმელებს.

მომწონს ეს ფორუმი კარგი,გემრიელი ხალხი ხართ აქ გაერთიანებული.

იმედია ჩვენი ვირტუალური მეგობრობა რეალურში გადაიზრდება.

პატივისცემით ვანო მეხრიშვილი.

გიორგი ისე ჩვენ კიდევ ერთ ფორუმზე ვართ ერთად sportfishing.ge

:yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...