Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მოგესალმებით ესპანეთის სამხრეთიდან. ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქეთ :D აფრიკის კონტინენტამდე სულ რამდენიმე კილომეტრი მაშორებს. მალაგას ზოგიერთი სანაპიროდან მაროკოს მთებიც კი მოსჩანს. ოთხი წელია უკვე აქ ვცხოვრობ, მალაგაში. წელიწად ნახევარია, რაც აქტიური თევზაობა დავიწყე. ხმელთაშუა ზღვა ზოგადად მდიდარი სათევზაო ადგილია, მაგრამ მალაგაში თევზაობა განსაკუთრებით საინტერესოა. აქ გადის გიბრალტარი და ოკეანეში გამავალი ან შემომავალი თევზი ამ გზის გავლის გარეშე ვერსად წავა. ყოფილა შემთხვევა, როცა პლაჟიდან ოც მეტრში დელფინიც გვინახავს. ვთევზაობთ ყველაფერზე. მე სპინინგისტი ვარ, ჩემი მეგობრები კრევეტებით თევზაობენ. ძირითადად აქ ყველა კრევეტებით თევზაობს, თუმცა სპინინგისტებიც ბევრნი არიან.. ზაფხულში საბანაო სეზონია და საღამოს რვა საათამდე თევზაობა არ შეიძლება. ამიტომ ღამე ვთევზაობთ და თუ ვერაფერს ვიჭერთ ვსვავთ ლუდს და ვუცქერთ ვარსკვლავებს :D

რამდენიმე ფოტო ჩვენი თევზაობებიდან...

 

202bbc8a24ef.jpg

5170d6be26d3.jpg

014cecbdc44d.jpg

e5f125917406.jpg

41d6cc08ffdb.jpg

a7827cfa6336.jpg

1d55ed360884.jpg

8334b684f6b7.jpg

2aebc7c903cb.jpg

d331ce6f374c.jpg

12b93c05562a.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 122
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სალამი ყველას. ორი წელია არაფერი დამიწერია, სხვადასხვა პრობლემების გამო. ვერც თევზაობას ვახერხებდი. უახლოეს მომავალში გავაგრძელებ თემას.

e460095f3c76.jpg

 

 

წარმატებული თევზაობის შემდეგ ვწვავთ თევზს და ზაფხულის გრილ ღამეს ერთად ვატარებთ მეზობლები საუბარში. რა სჯობს იმას, როცა შენ მეზობლებსაც უყვართ თევზაობა :)

Link to post
Share on other sites

კიდევ ერთი: სპეციალური საშვის გარეშე თევზაობა აკრძალულია. საშვი 5 ევრო ღირს და სამი წელი აქვს მოქმედების ვადა მთელი ანდალუსიის მასშტაბით.

Link to post
Share on other sites

კარგია. მაქაურ კანონებზეც გვითხარი ორი სიტყვა. როდის იხსნება სეზონი, რა ლიმიტებია. ლიცენზიას ყველა იღებს?

Link to post
Share on other sites

ლიცენზია ყველას შეუძლია აიღოს. არასრულწლოვანსაც კი, მშობლის პირადობით. თუმცა მე რაც ვთევზაობ ჯერ არ მქონია შემთხვევა რომ ვინმე მოსულიყოს და საბუთი მოეთხოვოს.

 

ახლა აპრილი-მაისში კალმარების სეზონია. თევზაობენ ასეთი სატყუარებით.

 

efb11155e4f3.jpg

 

ისვრი და გამოგაქ ნელნელა. ნემსკავი ედება კალმარს და გამოგყავს მკვდარი წონა. მარა მე არ ვთევზაობ, ჯერ ერთი უინტერესოა როცა თევზი არ გებრძვის, მეორეც თუ გიპოვეს ეს სატყუარა, თევზაობაზე არაა საუბარი, უბრალოდ ჩანთაში რომ გიპოვონ 300 თუ 500 ევროა ჯარიმა. თითოზე. რამდენსაც გიპოვნიან იმდენი 500 ევრო :) სად მაქვს ჯარიმის თავი. ეს მხოლოდ მალაგაშია ასე. სხვაგან არა. იგივე ითქმის რვაფეხაზეც, მის დაჭერაზეც ჯარიმაა და ისიც იგივენაირად იჭირება.

 

მაისიდან უკვე მთელი ზაფხულის განმავლობაში სტავრიდა იღებს კარგად სილიკონის პატარა სატყუარებზე.

 

კრევეტებზე ზღვის კარჩხანა მოდის.

 

მიწის ჭიას მგონი არავინ ხმარობს,(მე არ შემხვედრია) ჭიაზე ვინც თევზაობს ზღვის ჭიას იყენებს.

Link to post
Share on other sites

შარშან ზაფხულს ორი ბარაკუდაც დავიჭირეთ. პატარები იყო მარა გრძელი როა ისე ურტყავს, გეგონება ზვიგენი მოებაო :)

Link to post
Share on other sites

კეთილი იყოს შენი შემოსვლა ა ფორუმზე მეც ხმელთაშუა ზღვასთან ახლოს ვარ დამაინტერესა შენმა ზღვავე სპინინგობის ამბებვმა თან ეს ყველაფერი ხმელთაშუა ზღვაზე რო ხდება, ნეტა შემთანაცაა იმ სატყუარაზე ჯარიმები ? ზუსტად ეგეთი მაქ რაც ფოტოზეა. თანხას კიდე რაც შეეხება უიაფესია 5 ევტო სამი წელი აქ 35 უნდა 1 წელს მდინარეზე ზღვაზე ნამდვილად არ ვიცი.ერთი სიტყვით თუ არ დაგეზარება მეგობარო გვაჩვენე რა სატყუარებით იჭერ თევზს ზღვაზე ან რა ანკესი გაქ სიგრძე ტესტი და ა შ ...

Link to post
Share on other sites

35 ევრო ერთი წელი ძვირია. აქ მთელი ანდალუსიის მასშტაბით გინდა ზღვაზე ითევზავე, გინდა მდინარეზე, სულ ერთია.

 

სტავრიდას ვიჭერ სპეციალური მონტაჟით. იყიდება ხუთი ნემსკავი ერთმანეთზე აგებული. ბოლოში სიმძიმეს მოაბავ და ისვრი. ნემსკავებს ყუნწთან მწვანე ბურთულები და მწვანე ფერის პატარა ფრთა აქვს მობმული. ახლა არ მაქვს, ჩავწყვიტე, მერე განახებ ფოტოს. საღამოს, მზის ჩასვლისას კარგად მოდის მაგაზე სტავრიდა. ზაფხულში ყოველ გამოტანაზე ორი, სამი მაინც აბია ზედ.

 

ამას წინ ასეთი სატყუარით დავიჭირე თევზი, კილომდე იყო. ესპანურად ლუბინა ქვია, ქართულად არ ვიცი რა თევზია. ქვიშიან ნაპირზე, ქვებთან ახლოს გამოტანისას ორ სამ მეტრში ჩაარტყა. raglou-ს ფირმის სატყუარაა, ოღონდ ჩემი თეთრი იყო, ეს ფოტოზე მოწითალოა.

a0d5dc0b4c3f.jpg

 

ჯოხი მაქვს 240 სმ. 10.30 ტესტით. 260 და ზევით უკეთEსად იჭირება, უფრო შორს ისვრი.

Link to post
Share on other sites

კომანჩე

კეთილი იყოს შენი აქ შემოსვლა :Laie_99: ძალიან საინტერესო ადგილზე ცხოვრობ და საინტერესო ინფოს გვაწოდებ :yes:

Link to post
Share on other sites

კომანჩე

 

გაიხარე! მოგესალმები!!!

 

სამწუხაროდ სახელი არ ვიცი.

 

ძალიან გამეხარდა აქტიური მეთევზის აქ შემოსვლა.

 

ყოჩაღ! :yes:

 

ჩემი მეგობარი ცხოვრობდა ოჯახით თქვენს მხარეში, ანდალუზიაში, ქ. კორდობაში და ერთხელ ვიდეო გადმომიგზავნა ხიდიდან გადაღებული. უზარმაზარი წვერები დაცურავდნენ მდინარეში, შუა კორდობაში.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ თქვენც ასევე. მეც მოხარული ვარ რომ აქტიურ სათევზაო ფორუმს მოვაგენი. :)

 

მალაგაშიც გვაქვს ერთი მდინარე, მაგრამ არავინ თევზაობს, მხოლოდ კიბორჩხალებს იჭერენ. არ ვიცი რატომ, არბათ არაა თევზი. თან საკმაოდ შორსაა და ვერ მოვახერხე ერთხელ რო წავიდე.

 

მერე პორტისკენ რომ მოვხვდები გადავიღებ ვიდეოს და დავდებ, წყლის ზედაპირი როგორაა სავსე დიდი თევზებით, მარა არავინ იჭერს, იძახიან ბენზინით იკვებებიან და არ ვარგა საჭმელადო. რა ვიცი, რა ვიცი :)

Link to post
Share on other sites

eb3ed6236b18.png

 

ზემოთ ნახსენები აკრძალული მეთოდით დაიჭირა ჩემმა ნაცნობმა ეს კალმარები რამდენიმე დღის წინ

Link to post
Share on other sites

კომანჩე

კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ფორუმზე! მშვენიერი ფოტო მასალა და კარგი ნადავლიც ეგრე გააგრძელე და გაგვახარე შენი ტროფეებით!

Link to post
Share on other sites

b4a7a9e622be.png

 

შარშან ოქტომბერში ერთი მეზობელი შემოგვიერთდა თევზაობაში და პირველივე კვირაში ეგრევე ეს ამოაგდო. იმის მერე სულ დაგვყვება მარა ვერაფერს იჭერს :D

Link to post
Share on other sites

გაიხარე, დიდი მადლობა. ამაღამ მივდივართ მეობლები, ვნახოთ როგორი ღამე იქნება :)

აბა ხეირი და ველით ფოტომასალას !! :hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...