კომანჩე 2 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 მოგესალმებით ესპანეთის სამხრეთიდან. ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქეთ :D აფრიკის კონტინენტამდე სულ რამდენიმე კილომეტრი მაშორებს. მალაგას ზოგიერთი სანაპიროდან მაროკოს მთებიც კი მოსჩანს. ოთხი წელია უკვე აქ ვცხოვრობ, მალაგაში. წელიწად ნახევარია, რაც აქტიური თევზაობა დავიწყე. ხმელთაშუა ზღვა ზოგადად მდიდარი სათევზაო ადგილია, მაგრამ მალაგაში თევზაობა განსაკუთრებით საინტერესოა. აქ გადის გიბრალტარი და ოკეანეში გამავალი ან შემომავალი თევზი ამ გზის გავლის გარეშე ვერსად წავა. ყოფილა შემთხვევა, როცა პლაჟიდან ოც მეტრში დელფინიც გვინახავს. ვთევზაობთ ყველაფერზე. მე სპინინგისტი ვარ, ჩემი მეგობრები კრევეტებით თევზაობენ. ძირითადად აქ ყველა კრევეტებით თევზაობს, თუმცა სპინინგისტებიც ბევრნი არიან.. ზაფხულში საბანაო სეზონია და საღამოს რვა საათამდე თევზაობა არ შეიძლება. ამიტომ ღამე ვთევზაობთ და თუ ვერაფერს ვიჭერთ ვსვავთ ლუდს და ვუცქერთ ვარსკვლავებს :D რამდენიმე ფოტო ჩვენი თევზაობებიდან... ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 28, 2015 Author Report Share Posted April 28, 2015 აქ ვთევზაობ ხოლმე. T ასოს რომ გავს. მთაზე ავედი და იქედან გადავუღე :D ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 28, 2015 Author Report Share Posted April 28, 2015 ჩემი თანამეთევზეები. მე ავტეხე თავიდან და ახლა იქეთ მეხვეწებიან სათევზაოდ წავიდეთო :D ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 28, 2015 Author Report Share Posted April 28, 2015 წარმატებული თევზაობის შემდეგ ვწვავთ თევზს და ზაფხულის გრილ ღამეს ერთად ვატარებთ მეზობლები საუბარში. რა სჯობს იმას, როცა შენ მეზობლებსაც უყვართ თევზაობა ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 28, 2015 Author Report Share Posted April 28, 2015 კიდევ ერთი: სპეციალური საშვის გარეშე თევზაობა აკრძალულია. საშვი 5 ევრო ღირს და სამი წელი აქვს მოქმედების ვადა მთელი ანდალუსიის მასშტაბით. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 კარგია. მაქაურ კანონებზეც გვითხარი ორი სიტყვა. როდის იხსნება სეზონი, რა ლიმიტებია. ლიცენზიას ყველა იღებს? ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 28, 2015 Author Report Share Posted April 28, 2015 ლიცენზია ყველას შეუძლია აიღოს. არასრულწლოვანსაც კი, მშობლის პირადობით. თუმცა მე რაც ვთევზაობ ჯერ არ მქონია შემთხვევა რომ ვინმე მოსულიყოს და საბუთი მოეთხოვოს. ახლა აპრილი-მაისში კალმარების სეზონია. თევზაობენ ასეთი სატყუარებით. ისვრი და გამოგაქ ნელნელა. ნემსკავი ედება კალმარს და გამოგყავს მკვდარი წონა. მარა მე არ ვთევზაობ, ჯერ ერთი უინტერესოა როცა თევზი არ გებრძვის, მეორეც თუ გიპოვეს ეს სატყუარა, თევზაობაზე არაა საუბარი, უბრალოდ ჩანთაში რომ გიპოვონ 300 თუ 500 ევროა ჯარიმა. თითოზე. რამდენსაც გიპოვნიან იმდენი 500 ევრო სად მაქვს ჯარიმის თავი. ეს მხოლოდ მალაგაშია ასე. სხვაგან არა. იგივე ითქმის რვაფეხაზეც, მის დაჭერაზეც ჯარიმაა და ისიც იგივენაირად იჭირება. მაისიდან უკვე მთელი ზაფხულის განმავლობაში სტავრიდა იღებს კარგად სილიკონის პატარა სატყუარებზე. კრევეტებზე ზღვის კარჩხანა მოდის. მიწის ჭიას მგონი არავინ ხმარობს,(მე არ შემხვედრია) ჭიაზე ვინც თევზაობს ზღვის ჭიას იყენებს. ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 28, 2015 Author Report Share Posted April 28, 2015 შარშან ზაფხულს ორი ბარაკუდაც დავიჭირეთ. პატარები იყო მარა გრძელი როა ისე ურტყავს, გეგონება ზვიგენი მოებაო ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 კომანჩე მაგარია. მეთევზეების საოცნებო ადგილზე ყოფილხარ ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 კეთილი იყოს შენი შემოსვლა ა ფორუმზე მეც ხმელთაშუა ზღვასთან ახლოს ვარ დამაინტერესა შენმა ზღვავე სპინინგობის ამბებვმა თან ეს ყველაფერი ხმელთაშუა ზღვაზე რო ხდება, ნეტა შემთანაცაა იმ სატყუარაზე ჯარიმები ? ზუსტად ეგეთი მაქ რაც ფოტოზეა. თანხას კიდე რაც შეეხება უიაფესია 5 ევტო სამი წელი აქ 35 უნდა 1 წელს მდინარეზე ზღვაზე ნამდვილად არ ვიცი.ერთი სიტყვით თუ არ დაგეზარება მეგობარო გვაჩვენე რა სატყუარებით იჭერ თევზს ზღვაზე ან რა ანკესი გაქ სიგრძე ტესტი და ა შ ... ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 28, 2015 Author Report Share Posted April 28, 2015 35 ევრო ერთი წელი ძვირია. აქ მთელი ანდალუსიის მასშტაბით გინდა ზღვაზე ითევზავე, გინდა მდინარეზე, სულ ერთია. სტავრიდას ვიჭერ სპეციალური მონტაჟით. იყიდება ხუთი ნემსკავი ერთმანეთზე აგებული. ბოლოში სიმძიმეს მოაბავ და ისვრი. ნემსკავებს ყუნწთან მწვანე ბურთულები და მწვანე ფერის პატარა ფრთა აქვს მობმული. ახლა არ მაქვს, ჩავწყვიტე, მერე განახებ ფოტოს. საღამოს, მზის ჩასვლისას კარგად მოდის მაგაზე სტავრიდა. ზაფხულში ყოველ გამოტანაზე ორი, სამი მაინც აბია ზედ. ამას წინ ასეთი სატყუარით დავიჭირე თევზი, კილომდე იყო. ესპანურად ლუბინა ქვია, ქართულად არ ვიცი რა თევზია. ქვიშიან ნაპირზე, ქვებთან ახლოს გამოტანისას ორ სამ მეტრში ჩაარტყა. raglou-ს ფირმის სატყუარაა, ოღონდ ჩემი თეთრი იყო, ეს ფოტოზე მოწითალოა. ჯოხი მაქვს 240 სმ. 10.30 ტესტით. 260 და ზევით უკეთEსად იჭირება, უფრო შორს ისვრი. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 კომანჩე კარგია ისე აქტიურად შემოდი და ასე გაგეგრძელებიოს მოღვაწეობა ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 კომანჩე კეთილი იყოს შენი აქ შემოსვლა ძალიან საინტერესო ადგილზე ცხოვრობ და საინტერესო ინფოს გვაწოდებ ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 28, 2015 Author Report Share Posted April 28, 2015 გუბე pescatore გაიხარეთ. აუცილებლად ვიაქტიურებ. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 კომანჩე მე და pescatoreიგივე არმენა იტალიას წარმოვადგენთ ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 30, 2015 Report Share Posted April 30, 2015 კომანჩე გაიხარე! მოგესალმები!!! სამწუხაროდ სახელი არ ვიცი. ძალიან გამეხარდა აქტიური მეთევზის აქ შემოსვლა. ყოჩაღ! ჩემი მეგობარი ცხოვრობდა ოჯახით თქვენს მხარეში, ანდალუზიაში, ქ. კორდობაში და ერთხელ ვიდეო გადმომიგზავნა ხიდიდან გადაღებული. უზარმაზარი წვერები დაცურავდნენ მდინარეში, შუა კორდობაში. ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 30, 2015 Author Report Share Posted April 30, 2015 გაიხარეთ თქვენც ასევე. მეც მოხარული ვარ რომ აქტიურ სათევზაო ფორუმს მოვაგენი. მალაგაშიც გვაქვს ერთი მდინარე, მაგრამ არავინ თევზაობს, მხოლოდ კიბორჩხალებს იჭერენ. არ ვიცი რატომ, არბათ არაა თევზი. თან საკმაოდ შორსაა და ვერ მოვახერხე ერთხელ რო წავიდე. მერე პორტისკენ რომ მოვხვდები გადავიღებ ვიდეოს და დავდებ, წყლის ზედაპირი როგორაა სავსე დიდი თევზებით, მარა არავინ იჭერს, იძახიან ბენზინით იკვებებიან და არ ვარგა საჭმელადო. რა ვიცი, რა ვიცი ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 30, 2015 Author Report Share Posted April 30, 2015 ზემოთ ნახსენები აკრძალული მეთოდით დაიჭირა ჩემმა ნაცნობმა ეს კალმარები რამდენიმე დღის წინ ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted May 1, 2015 Report Share Posted May 1, 2015 კომანჩე კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ფორუმზე! მშვენიერი ფოტო მასალა და კარგი ნადავლიც ეგრე გააგრძელე და გაგვახარე შენი ტროფეებით! ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 1, 2015 Author Report Share Posted May 1, 2015 გაიხარე, დიდი მადლობა. ამაღამ მივდივართ მეობლები, ვნახოთ როგორი ღამე იქნება ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted May 1, 2015 Report Share Posted May 1, 2015 კომანჩე წარმატებულ თებზაობას გისურვებ ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 1, 2015 Author Report Share Posted May 1, 2015 გუბე მადლობა. ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 1, 2015 Author Report Share Posted May 1, 2015 შარშან ოქტომბერში ერთი მეზობელი შემოგვიერთდა თევზაობაში და პირველივე კვირაში ეგრევე ეს ამოაგდო. იმის მერე სულ დაგვყვება მარა ვერაფერს იჭერს :D ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 2, 2015 Report Share Posted May 2, 2015 კომანჩე ასე დავიწყე მეც და ქე ავედი 50-ათ გვერდზე, ძველ ფორუმზე 40 იყო. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 2, 2015 Report Share Posted May 2, 2015 გაიხარე, დიდი მადლობა. ამაღამ მივდივართ მეობლები, ვნახოთ როგორი ღამე იქნება აბა ხეირი და ველით ფოტომასალას !! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.