კომანჩე 2 Posted May 4, 2015 Author Report Share Posted May 4, 2015 რამდენიმე დღეა ვერ ვხსნიდი საიტს. ჩემი ნეტი უბლოკავს. ეხლა რაღაც ფარული საიტი მასწავლეს და ძლივს შემოვედი მობილურით. არადა დამიგროვდა საინტერესო ამბები და თევზები. მოგიყვებით ნელნელა ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 4, 2015 Author Report Share Posted May 4, 2015 იმ ღამეს სპინინგი ლიდერობდა. ხუთიდან მარტო მე ვიყავი სპინინგით. დავიჭირე ორი სტავრიდა და ერთი წითელი ზღვის კარჩხანა (მგონი ასე ქვია) დანარჩენებიდან ერთმა დაიჭირა მარტო ერთი ცალი კაი მოზრდილი. არ ვიცი რა თევზია. ხმელეთზე ამოყვანისას სლოკინისმაგვარ ხმას გამოსცემს. ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 4, 2015 Author Report Share Posted May 4, 2015 ამას თუ იცნობთ? შარშანდელი ფოტოა. შარშან ზაფხულს ბლომად ვიჭერდით კრევეტებით. წელს ჯერ არ შეგვხვედრია. ესპანურად კონგრიო ქვია. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 4, 2015 Report Share Posted May 4, 2015 ამბობენ მაგარი გემრიელიაო. ამას თუ იცნობთ? შარშანდელი ფოტოა. შარშან ზაფხულს ბლომად ვიჭერდით კრევეტებით. წელს ჯერ არ შეგვხვედრია. ესპანურად კონგრიო ქვია. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 4, 2015 Report Share Posted May 4, 2015 ამას თუ იცნობთ? შარშანდელი ფოტოა. შარშან ზაფხულს ბლომად ვიჭერდით კრევეტებით. წელს ჯერ არ შეგვხვედრია. ესპანურად კონგრიო ქვია. კონგრიოს ქვესახეობა შავ ზღვაშიდაც არის (Ophidion rochei) ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 4, 2015 Author Report Share Posted May 4, 2015 ორი დღის უკან ზღვის ვარსკვლავი გამოედო ჩემს ხელნაკეთ ვობლერს და დავაბრუნე მშობლიურ წყალში ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 4, 2015 Author Report Share Posted May 4, 2015 ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ადვილად დასაჭერი თევზი - სკორპენა. ვიჭერთ და ვუშვებთ. ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 4, 2015 Author Report Share Posted May 4, 2015 სმესის ერთი კაი რეცეპტი გავიგე ზღვის კარჩხანასთვის (sargo) და ვაპირებ ცოტა ხანი სპინინგი გადავდო და ასაქნევ ჯოხს მოვკიდო ხელი. ჩემი მეგობრები ყველა ასაქნევით თევზაობს და კარგადაც იჭერდნენ შარშან. რეცეპტი ასეთია დაკონსერვებულ სარდინას თავის ზეთიანად ავზილავთ დამბალ პურში, პური დასალბობად უმჯობესია ავარჩიოჰ ხმელი. მერე ამ ნაზავს შევაზილავთ პურის ფქვილში და ვზელთ სანამ პლასტელინივით არ გახდება. სარგოზე სათევზაოდ იდეალურია 2 ნომერი ნემსკავა. ვაგებთ მოზრდილ ბურთულას, რადგან დიდი სარგო საკმაოდ ეჭვიანი და მშიშარაა, ჯერ პატარა თევზები დაიწყენ ჭამას და რო ნახავს დიდი საფრთხე არაა ეტაკება ნემსკავს. ვნახოთ აბა რა გამოვა... ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted May 4, 2015 Report Share Posted May 4, 2015 კომანჩე ის გველთევზა თუ რაცაა მე მყავს 3 4 ცალი ჩემ მდინარეში დანაჭერი არვიცი ერთი და იგივე თუა მარა საზიზღარი არსებაა სახში მიტანამდე წყალი რაშიც მყავდა ჟელესავით იყო ქცეული ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 4, 2015 Author Report Share Posted May 4, 2015 ჟელესავით? ჩემი დაჭერილები სახლშიც ფართხალებდნენ :D ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted May 4, 2015 Report Share Posted May 4, 2015 არა გითხრა ბავშვს უყვარს და რა თევზის ნახვა და მეთქი უცხოა წავიყვანე სახლში ჯერ სანამ კავს გამოვუღებდი დამტანჯა ისე სრიალებდა ხელთათმანი რო არ მცმობა ალბათ მივაჭრიდი ძუას იქვე ისე საზიზღარი რამეა მერე ხო ცავიღე სახშ და ჟელესავით იყო წყალი იმდელი ლორწო ქონდა გამოშვებული თუ ჩორტიოზნაეტ მერე მთელი ღამე უწყლოდ ეგდო მიჟარაში და დილას სიედრი შემიშინა კიდე ცოცხალი იყო თან კანი გამხმარი ქონდა მაგის მერე 2ჯერ დავიჭრე და ორივეჯერ თავის გაჩეჩქვით და გადაგდებით დასრულდა მაგათი სიცოცხლე ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 4, 2015 Author Report Share Posted May 4, 2015 ქვებში ცხოვრობენ და იმიტომ აქვთ სრიალა, ლორწოვანი კანი. ისე მართლა არასასიამოვნო თევზია, გეთანხმები. თან ძააალიან დიდი და მსხვილი იზრდება ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 4, 2015 Report Share Posted May 4, 2015 ეგ თებზი ხმელეთზე გადაადგილდება უპრობლემოდ. საინტერესო ცხოვრების წესი აქვს, მიგრაციის მხრივ. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted May 4, 2015 Report Share Posted May 4, 2015 კომანჩე მე რო დავიჭრე იმას უხერხული სიმსხო ქონდა :D :D :D ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 6, 2015 Author Report Share Posted May 6, 2015 ეს შარშან დაიჭირეს ჩემმა მეგობრებმა ასაქნევი ჯოხებით, კრევეტებზე. ქალაქგარეთ იყვნენ, კაი ადგილას. მე არ ვყოფილვარ მაშინ.. ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 6, 2015 Author Report Share Posted May 6, 2015 მეზობელმა გამოიწერა იაპონიიდან და დღეს ჩამოუვიდა. ზღვაზე წესით უნდა იმუშაოს კარგად. გავტესტავთ მალე ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 8, 2015 Author Report Share Posted May 8, 2015 ერთი კვირაა იწვის ყველაფერი ისეთი სიცხეა და დღეს, როცა გადავწყვიტე სათევზაოდ წასვლა ქარი ამოვარდა. მეთევზეებს გვებრძვიან... :( ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted May 8, 2015 Report Share Posted May 8, 2015 კომანჩე ესეთი მაქ მარა სურათზე უფრო დიდია ვიდრე რეალობაშI ისე კარგი სილიკონებია და ის შავთავა ჯიგები კარგად ჟდება რვაფეხასნაირ სილიკონში ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 9, 2015 Author Report Share Posted May 9, 2015 ერთ საათში გავდივარ. შედეგებს დილას დავდებ ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 10, 2015 Author Report Share Posted May 10, 2015 გავედით ღამის თერთმეტზე. წყალი იყო უმოძრაო, ძალიან წყნარი. დიდი შედეგი არ გვქონია, მარტო ერთი ბარაკუდა დავიჭირე, სპინინგით... ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 10, 2015 Report Share Posted May 10, 2015 გემოზე როგორია ბარაკუდა? ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 10, 2015 Author Report Share Posted May 10, 2015 ჯერ არ მიჭამია. ისე იძახიან მკვრივი ხორცი აქვსო. ერთგან საერთოდ ეწერა შხამიანია და სპეციალური მომზადება უნდაო. შევჭამ და თუ გადავრჩი დავწერ როგორია ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 10, 2015 Report Share Posted May 10, 2015 კომანჩე ასეთი რამე ჰქენი. მაქსიმალურად შეეცადე ფილეებად გააკეთო, ფხები გამოაცალე და კანი გააძვრე აუცილებლად. გეთანხმები ნათქვამზე, რომ მიზანშეწონილი არ არის მისი "პირდაპირი მოხმარება", ანუ დაჭრა და ან შეწვა, ან მოხარშო. ერთი ღამით მარინადში ჩადე ფილეები და მეორე დღეს შებოლე. უმაგრესი რამე გამოგივა. ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted May 10, 2015 Author Report Share Posted May 10, 2015 ელჩი მადლობა რჩევისთვის. არ ვიცოდი თუ ასეთი საშიში იყო. მეზობელს მივეცი, მე ვიცი მომზადებაო და ვნახოთ, თუ გადარჩა შემდეგზე მეც შევჭამ :D ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted May 10, 2015 Report Share Posted May 10, 2015 კომანჩე გყვარებია შენი თავი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.