kaskada 0 Posted August 6, 2015 Report Share Posted August 6, 2015 duta ადგილები კარგია მანდ თან მაღალზეა მარა სიცხე იმხელაა მანდაც შეაწუხა ეტყობა ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted August 7, 2015 Report Share Posted August 7, 2015 7 დღე სეზონის გახნამდე უფრო და უფრო ნელა გადის დრო ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 8, 2015 Report Share Posted August 8, 2015 (edited) ბატონებო წელს 15 თებერვლამდეა სეზონი და აქედანვე გაითვალისწინეთ ! და კიდე , ეს რა ჩემი ფეხებია გამაგებინეთ ვინმემ? ,,წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე,, Edited August 8, 2015 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 9, 2015 Report Share Posted August 9, 2015 ავთო ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ნადირობა წყალმცურავებზე ნებადართულია 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე. ამ ზონაში წყალმცურავზე მითითებულ პერიოდში ინადირებ მხოლოდ, სხვა დანარჩენზე ჩვეულებრივად. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 9, 2015 Report Share Posted August 9, 2015 (edited) ავთო ამ წუთას ამოვიღე გარემოსდაცვის საიტიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2015 წლის 15 აგვისტოს იწყება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ: ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033. განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ. სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები გადამფრენი ფრინველების სახეობები, რომლებზედაც დაშვებულია ნადირობა, მოპოვების დღიური ლიმიტები და ნადირობის ვადები შემდეგია: ჩიბუხა (Gallinago gallinago) - 5 ცალი, მწყერი (Coturnix coturnix) - 20 ცალი, ქედანი (Columba palumbus) - 10 ცალი, გარეული მტრედი (Columba livia) - 10 ცალი, გულიო/გვიძინი (Columba oenas) - 10 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) - 10 ცალი; (ნადირობის ვადა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე); წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით რუხი ბატი (Anser anser) - 3 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 2 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 3 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) – 5 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) – 2 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) – 2 ცალი; მელოტა (Fulica atra) – 5 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) – 2 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) – 3 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) – 3 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) – 2 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) – 3 ცალი. წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით რუხი ბატი (Anser anser) - 5 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 3 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 5 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) – 6 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) – 3 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) – 3 ცალი; მელოტა (Fulica atra) – 6 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) – 3 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) – 6 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) – 5 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) – 3 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) – 5 ცალი. ტყის ქათამი (Scolopax rusticola) 3 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე); ნადირობა აკრძალულია: სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. ნადირობის აკრძალული მეთოდები: მცენარეული საფარის დაწვა; გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს. Edited August 9, 2015 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 9, 2015 Report Share Posted August 9, 2015 ანუ ამ სახეობების მოპოვება შეიძლება 15 თებერვლამდე: ჩიბუხა (Gallinago gallinago) - 5 ცალი, მწყერი (Coturnix coturnix) - 20 ცალი, ქედანი (Columba palumbus) - 10 ცალი, გარეული მტრედი (Columba livia) - 10 ცალი, გულიო/გვიძინი (Columba oenas) - 10 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) - 10 ცალი მცურავები ჩვეულებრივად 1 მარტამდე ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 9, 2015 Report Share Posted August 9, 2015 ეს უკვე დავდე მე 4 გვერდზე ჯაბა კაი ხანია. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 9, 2015 Report Share Posted August 9, 2015 ეგ კი ვნახ ავთო მარა,შენს შეკითხვას უპასუხე სეზონის ვადებთან დაკავშირებით ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 9, 2015 Report Share Posted August 9, 2015 ლამის შევღონდი... მომეშვა ახლა. იხვზე და ქათამზე ძველებურად პირველ მარტამდეო... კაი იქნებოდა 15 მარტამდე გადაწეულიყო. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 10, 2015 Report Share Posted August 10, 2015 მე რომ დღეში ვარ ბიძიკონა ახლა, ამას ქვია, მზადყოფნა N1 გამიჩნდა ნევროზი კვადრატში!!! პერებოი რომ გამესწორებინა ამისათვის მოვემზადე: ვაზნა დატენილი, თოფებში ცილინდრები ჩახრახნილი(ჩოკებს ვგულისხმობ), დოკუმენტაცია წესრიგში, ძაღლი აცრილი, სანადირო ამუნიცია საკიდზე გადაკეცილ მდგომარეობაში. ისეთი აქსესუარები, როგორიცაა სანადირო დანა, მათარა და ა.შ თვალთახედვის არეში. რამდენი საათი დარჩა ვინ მეტყვის?! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 10, 2015 Report Share Posted August 10, 2015 გელა სიგარეტის მოწევა არ დეიწყო ნერვიულობაზე,მოვა მაი სეზონი აბა სა წავააა,დეგესტუკება ძაღლი ამ სიცხეში!!!! ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted August 10, 2015 Report Share Posted August 10, 2015 სეზონი გახსნამდე დარჩა 4 დღე !!! :mad: მზად ვარ ყველანაირად, 14 ში საღამოს ჰერი-ჰერი წალკისკენ :vinsent: ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 10, 2015 Report Share Posted August 10, 2015 დეგესტუკება ძაღლი ამ სიცხეში!!!! გაგრილების სისტემა კაი აქ და თან ანტიფრიზზე მყავს. როგორც მოგეხსენება ანტიფრიზი გაგრილების გარდა სმაზკასაც აძლევს :d030: ციტირება Link to post Share on other sites
ikaika123456 1 Posted August 10, 2015 Report Share Posted August 10, 2015 მოგესალმებით ყველას მეგობრებო წინასწარ გილოცავთ სეზონის გახსნას ბედნიერათ და ბარაქით გენადიროთ!! მოკლეთ წელს პირველად ვახერხებ 1 თვით ყველანაირი საქმე და პრობლემა გადავდე და მთლიანად ნადირობას უთმობ 14ში საღამოს ჰერი-ჰერი მშობლიურ გურიაში. ესფოტო კი განწყობის ასამაღლებლად. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 10, 2015 Report Share Posted August 10, 2015 ჩვენც გილოცავთ იკა,იღბლიანი ნადირობები გქონოდეს,შეგვეხმიანე ხანდახან!!! ციტირება Link to post Share on other sites
ikaika123456 1 Posted August 10, 2015 Report Share Posted August 10, 2015 ჩვენც გილოცავთ იკა,იღბლიანი ნადირობები გქონოდეს,შეგვეხმიანე ხანდახან!!! გაიხარე მამუკა შენც იღბლიანად და ბარაქიანად გენადიროს. რაცშეხება შეხმიანებას აუცილებლად მამუკ გაცნობაც მინდა მეგობარო თქვენი ასერომ შევხმიანდეთ გურულოსაც შევეხმიანოთ სამცუხაროთ არცგურულოს ვიცნობ არადა ვინიცის რამდენჯერ გვინადირია გვერდიგვერდ სათიბში ჩალიანის ტერიტორიაზე. მოკლეთ მამუკ რაიმე კონტაქტი მომწერე მეგობარო რო შეგეხმიანო და 1 ლამაზი ნადირობა მოვაწყოთ ნატანებში ჩემთან. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 11, 2015 Report Share Posted August 11, 2015 გაიხარეთ ლომებო! მუდამ მზადა ვარ ჩემს საყვარელ მონადირე საძმოსთან ერთად სანადიროდ, სალოთაოდ და ყველა კარგი საქმისათვის! ციტირება Link to post Share on other sites
ikaika123456 1 Posted August 11, 2015 Report Share Posted August 11, 2015 Gurulo: გაიხარე მეგობარო აუცილებლად შევხვდეთ მამუკასაც უთხარი და ასევე შენც თქვენი საკონტაქტო ნომრები მომწერეთ რო შევხმიანდეთ ნადირობაც იქნება ლოთაობაც კაცობაც და ყველაფერი როგორც გვეკადრება გურულებს. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 11, 2015 Report Share Posted August 11, 2015 უჰ,გეიხარე ძამა,სამეგობროდ და სანადიროდ სულ მზად ვარ მე!!!!577721425 ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted August 11, 2015 Report Share Posted August 11, 2015 ლოთაობაც ეს რას ნიშნავს ამხანაგო? რატომ უწევთ ასე გაცხარებით ამ საშინელ სენს პროპაგანდას ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. ნუთუ ასე სასიამოვნოა ალკოჰოლური თრობით გამოწვეული გონებრივი აღგზნების ჰიპერბორიული ამპლიტუდა? ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted August 11, 2015 Report Share Posted August 11, 2015 სალოთაოდ თქვენც ბრუტუს!!!!!????? ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted August 11, 2015 Report Share Posted August 11, 2015 სანადიროდ ა ბიჯო ა!!!!!!!!!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 11, 2015 Report Share Posted August 11, 2015 ეს რას ნიშნავს ამხანაგო? რატომ უწევთ ასე გაცხარებით ამ საშინელ სენს პროპაგანდას ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. ნუთუ ასე სასიამოვნოა ალკოჰოლური თრობით გამოწვეული გონებრივი აღგზნების ჰიპერბორიული ამპლიტუდა? :d030: :d030: კარგია !!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 11, 2015 Report Share Posted August 11, 2015 levani გეხსომება ანდროპოვის დრო? აფსუს, რა მალე მოკვდა ის შობელძაღლი. აკრძალა ალკოჰოლი და დეემსგავსა ხალხი ადამიანებს. რას ვგავართ ახლა? ხარატს უდგია ტოკარნი სტანოკზე ფშენიჩნაია და იქვე სილიოტკა და ისე მუშაობს, ან კიდევ მაღალ წრეებში, გადაათხიპნიან შავ პურს კარაქთან ერთად ზუთხის ხიზილალას და გაყინულ გრეი გუსის არაყით იკლავენ თავებს. წახდა ეპოქა. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted August 11, 2015 Report Share Posted August 11, 2015 ელჩი ეჰ ნუღარ გამახსენებ გიო მაგას ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.