Jump to content
Club-Monadire.Ge

წალკის წყალსაცავი


Recommended Posts

წალკის წყალსაცავი

 

 

 

 

მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე. შეიქმნა 1946 წელს ენერგეტიკული მიზნებისათვის. მის წყალს იყენებს ხრამჰესი. წყალსაცავის მაქსიმალური სიღრმე 25 მეტრია, ფართობი - 33.7 კმ². იგი უდიდესი წყალსაცავია საქართველოში.

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...
  • Replies 105
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

კარგი ადგილია , უბრალოდ ცოტა შორია კარასისთვის, თუმცა უგემრიელესი კარასია, კარასთა შორის :)

 

 

140ba3938109.jpg

79487979da47.jpg

3c435813b367.jpg

 

1000 გრამზე მეტი კარჩხანა,

e41e9e7b7f47.jpg

Link to post
Share on other sites

წალკის წყალსაცავი კარჩხანაზე სათევზაოდ ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ისე კარწახსაც აქებენ.

Link to post
Share on other sites

დღეს ვიყავით(მე და მეზობელი ფორუმელი ოთო) წალკაში.ულამაზესი ადგილი ყოფილა,რა ბუნება??რა ჰაერი?თან გაგვიმართლა რომ მთელი დღე ძალიან მაგარი ამინდი იყო.

HgaRg3nl.jpg

დილით ცუდად მოდიოდა,12-ისთვის ქარი ამოვარდა და დაიწყო წალკური კარჩხანის მოსვლა

yh4ppVZX.jpg

ქარი და ძროხები ერთად მოვიდნენ :):):)

y5cz67oC.jpg

7 საათზე უკვე წამოვედით.ორმა დავიჭირეთ 10კ კარჩხანა.ხრამული მხოლოდ 2 მოვიდა.ვთევზაობდით კოპტონზე და ფიდერით:მეთოდფიდერი.

წითელი და თეთრი ჭია

o41RdPUU.jpg

JV7d0tUe.jpg

6SV0XaGS.jpg

ხოო-თევზი სავსე იყო ქვირითით

Link to post
Share on other sites

ქევხო

გლდანი-წალკა-გლდანი(ჩერეზ საბურთალო) 220კმ გამოვიდა,აქედან კოჯრით წავედი,იქედან წყნეთზე ჩამოვედი.

 

o.cho

ვააა იზნინიაიუს---ყველგან შენ რომ ხარ დამავიწყდა:):);) .

Link to post
Share on other sites

მალადეც მახო! ზუსტად ის ადგილია მე ჩუბინი და გია რო ვიყავით ამასწინათ, ბეთქაშენიდან ზემოთ ტყის გასწვრივ გზა გადის და კიდე ზემოთ მგონი ეკლესიაცაა... ჩვენ დროს ძალიან დაწეული იყო ტბა, და თავსხმა წვიმაში მოვყევით, თევზაობაც ჩაგვეშალა. ბუნება მაქეთ ძალიან მომხიბვლელია, მარტო მაგის სანახავად ღირს წასვლა ხალხო! ;)

Link to post
Share on other sites

Supernatural

ბევრგან ვყოფილვარ ჩვენს დალოცვილ სამშობლოში,მაგრამ აქაურობამ მომწამლა:) ,ალბათ ამ სეზონზე კიდე ბევრჯერ ავალ.რაღაცნაირი მკაცრი,თუმცა მიმზიდველი ბუნებაა.

ზუსტად მაგ ტყის გზიდან ჩავედი ფორდ-ფიესტათი წყლამდე უპრობლემოდ.წყალი აწეულია,მაგრამ როგორც თქვეს--ამ დროის გრაფიკს ჩამორჩებაო.მარტ-აპრილში არასაკმარისი ნალექის გამო და თუ კიდე არ იწვიმა ალბათ კლებაში წავაო.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გუშინ მე ოჩო და გოხნარი ვიყავით წალკაში,დავდექით მდინარე ქციაზე წინწყაროსთან სადაც ის უერთდება წალკის წყალსაცავს,თითქმის შესართავთან.წინა დღეებში მაგრად მოდიოდა ხრამული,რო ჩავედით ნაწვიმარი დაგვხდა,დინება მომატებული და ამღვრეული,შესაბამისად ცუდად მოდიოდა თევზი,ვთევზაობდით ფიდერით-პირველ საათამდე საერთოდ არც კი ყოფილა ჩაკვრა,მერე ნელ-ნელა მოვიდა მაგრამ არა ისე როგორც წინადღეებში,საერთოჯამში დავიჭირეთ 6 კილომდე ხრამული.ერთიანი სურათი ვეღარ გადავუღე თევზს--ნაწილ ნაწილ სურათებია.

eab707a76cb8.jpgლამაზი ადგილია,მაგრად მომეწონა

040184da50e7.jpg

043338a77c9a.jpg

a8f4953f1fa6.jpg

da4dd0ab4020.jpg

Edited by maxo06
Link to post
Share on other sites

მშვენიერი ზომის ხრამულები დაგიჭერიათ. :yes:

 

მეც მაინტერესებს, თუ რა სატყუარები გამოიყენეთ.

Link to post
Share on other sites

drakoni

 

ვითევზავე ფიდერით,თეთრ ჭიაზე მხოლოდ.

დამატებით საკვებად გამოვიყენე შემდეგი:

1.სალიაპინის ფაფა-http://www.youtube.com/watch?v=V7sIlDc63s4

2.მოხალული და დაფქული მზესუმზირა+დაფქული სუხარი+დაფქული ორცხობილა(პეჩენია)

3.ჰერკულესი

4.რძის ფხვნილი

5.აკვარიუმის თევზების საკვები__ფერადი ფირფიტების სახით.

6.2 კოვზი კორიცა

7.დაკემსილი ჭიაყელა

დიდი სიამოვნება იყო ფიდერით ამ თევზთან ჭიდილი,საკმაოდ მებრძოლი და აქტიური თევზია როგორც მოგეხსენებათ.ფიდერის ჯოხით კი ეს ყველაფერი კაიფის დონეზე ადის :) :) :)

B)

Edited by maxo06
Link to post
Share on other sites

კარგი შედეგებია. ხრამულისჭერის მოყვარულებს ვეპატიჟები იმერეთში მიგიყვანთ ადგილზე სადაც ხრამული ,,ნაცარივით ყრია,, ხოდა დაიჭირეთ და მეც მასწავლეთ როგორ დავიჭირო.ჩანგლით ვსდიე მარა ფსკერი შლამიანია და 100 დან 2-ს ვიჭერ.ქვიანი რომ იყოს სადმე შეიმალებოდა და ჩანგლის მსხვერპლი გახდებოდა. არ ვამეტებ მართლა უამრავია სადაც მიგიყვანთ. :old:

Link to post
Share on other sites

maxo06

რაც სურათებზეა ისეთი ზომისანი არიან ხოლმე იმ ადგილზე მაგრამ წყალQვეშ ნადირობისას მინახავს დიდი ზომებიც. ბევრი არა მაგრამ რაც ჩემი თვალით დამინახია მინიმუმ 2-2,500 კილოიანები მაინც იქნებოდა. ერთს მოვუქნიე კიდეც მარა შორს დაცანცარებდა და ვერ მოვახვედრე,ლამის ჩანგალი დავკბიჩე სიბრაზისგან! ჩემი ბრალი იყო,დიდი რომ იყო დავეფეთე და ვიჩქარე. :( მერე თავი დავიმშვიდე ,აბა სადედე თევზს ხომ არ მოვკლავდითქო :e025:

Link to post
Share on other sites

drakoni

 

ვითევზავე ფიდერით,თეთრ ჭიაზე მხოლოდ.

დამატებით საკვებად გამოვიყენე შემდეგი:

1.სალიაპინის ფაფა-http://www.youtube.com/watch?v=V7sIlDc63s4

2.მოხალული და დაფქული მზესუმზირა+დაფქული სუხარი+დაფქული ორცხობილა(პეჩენია)

3.ჰერკულესი

4.რძის ფხვნილი

5.აკვარიუმის თევზების საკვები__ფერადი ფირფიტების სახით.

6.2 კოვზი კორიცა

7.დაკემსილი ჭიაყელა

დიდი სიამოვნება იყო ფიდერით ამ თევზთან ჭიდილი,საკმაოდ მებრძოლი და აქტიური თევზია როგორც მოგეხსენებათ.ფიდერის ჯოხით კი ეს ყველაფერი კაიფის დონეზე ადის :) :) :)

B)

 

მახო ძმაო, შენ იმისთანა პურმარილით ასულხარ წალკაზე, დამკვრელებიც რომ წაგეყვანა, ნამუსიანი ხრამულები ნაპირზე ამოვიდოდნენ შალახოს საცეკვაოდ. :d030:

 

 

ეს ხუმრობა, მაგრამ თევზის საკვების მართლაც საინტერესო სინთეზი გქონია.

 

უმაგისოდ, თითქმის გამორიცხულია სერიოზული თევზაობა, ჰაა-ჰა რამოდენიმე შტერი წამოედოს მთელ დღეს, თუ მომზადებული არ არის მეთევზე.

 

მადლობა ინფოსთვის. :hi:

Link to post
Share on other sites

მახო ძმაო, შენ იმისთანა პურმარილით ასულხარ წალკაზე, დამკვრელებიც რომ წაგეყვანა, ნამუსიანი ხრამულები ნაპირზე ამოვიდოდნენ შალახოს საცეკვაოდ. :d030:

:d030:

Link to post
Share on other sites

ელჩი

დამკვრელები საღამოს ამოიყვანეს:)_ ჩვენ რომ მოვდიოდით მაშინ მოადგნენ,ნაპირთან რაც შეიძლება ახლოს მიაყენეს მანქანა და ჩაურთეს თევზებს ბოლო ხმაზე გაურკვეველი მიმდინარეობის ბუზიკები :) :) :)

 

სხვა რა გზაა----თევზი ისედაც ცოტაღაა საქართველოში,თუ არ მოიზიდე არ მოვა.ჩვენც ხან რას მოვიფიქრებთ ხან რას :)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...