Jump to content
Club-Monadire.Ge

სტუმრად ზურა მოდებაძესთან.


Recommended Posts

გუშინწინ ზურა დათო მორალიშვილის მამის დაკრძალვაზე იყო ქუთაისში და იმ დღეს ჩემთან დარჩა.შუაღამემდე ვიჭუკჭუკეთ ისე რომ ღვინის მინიმალურ რაოდენობას დავჯერდით :e025: დილიდან დამიწყო ხვეწნა რომ წავყოლოდი მასთან სახლში მაგრამ ვერ შევძელი გადაუდებელი საქმის გამო.

გავაცილე გულდაწყვეტილი ზურა სახლისაკენ მარა თავს ვერ ვპატიობდი იმ უარის თქმას. გუშინ უცბად მოვაგვარე ჩემი საქმეები და გაუფრთხილებლად დავადექი ზურას სახლში. მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა.

მდინარე კაცხურა დავათვალიერეთ ,ულამაზეს ხეობაში გარეულმა ქათამმაც კი მოგვესალმა.

შემდეგ თბილ ფეჩთან უთბილეს გარემოში გავიცანი ქაბატონი ეკატერინე (კატია ზურას დედა) და ანია ზურას მეუღლე. იმერლების ,განსაკუთრებით ჭიათურლების თბილ სტუმართმოყვარეობაზე ბევრის თქმა შემეძლო მაგრამ კატია დეიდას მოქმედებებმა ნამდვილად დამარწმუნა იმაში რო საქართველო ყველაზე ლამაზი ქვეყანაა ამ დედამიწაზე. ჯერ იყოდა ისეთი სუფრა გაშალა ჩიტის რძე არ აკლდა ,მერე თავისი დაყენებული ღვინო (სახელად ,,კანკრუშა,,მისი დარქმეული :nyam: )ჩამოასხმევინა ზურას და სუფრაზე შემოგვიერთდა.

ერთი კვირაც არაა გასული რაც ამ ქალბატონმა მეუღლე დაასაფლავა და ამ დიდი ტკივილის ფონზე მან ისე შეძლო ჩვენთან ყოფნა რომ ბევრი სახალისო ამბავთან ერთად ბევრი ლამაზი სადღეგრძელოც მოგვასმენინა.

წარმომიდგენია როგორი თბილი და მხიარული ადამიანი იყო რამოდენიმე კვირის წინ კატია დეიდა.

მადლობას ვუხდი მას და მის ულამაზეს ოჯახს ასეთი ლამაზი დღისათვის .

ზურამ მისი ახლო მეგობარი კახა გაგვაცნო,მე ჩემი მეგობარი ნიკა მახლდა.

ანია სურათებს გვიღებდა და ეგრევე ქსელში აგზავნიდა,იქედან ლანდერა გამოგვეხმაურა. B)

 

მერე დააძრო ზურამ თავის არსენალი და უხვად დაგვასაჩუქრა სასპინინგე სატყუარებით.ამ ყუთებში ჩამძვრალებს ქალები დაგვცინოდნენ აი ნახეს ბავშვებმა სათამაშოები და რა დღეში არიანო :e025:

 

რაც მე გუშინ ზურას ოჯახმა სითბო და სიყვარული დამანახა ამას ერთი კვირა რომ ვწერო ვერ გადმოგცემთ მაინც. გეხუტე ზური გულში შენ და შეს ულამაზეს ოჯახს. :*

Link to post
Share on other sites

აი სწორედ ეს სიყვარული,ურთიერთობა და მეგობრობაა ამ ფორუმზე რო მაჩერებს და მაყვარებს აქაურობა, ფაქტიურად აქ თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში,ძააან კარგია შესანიშნავია ესეთი მეგობრობა და ურთიერთობები

Link to post
Share on other sites

ყოჩაღ ავთია, წარმომიდგენია როგორ გაუხარდებოდა ზურას.

 

ისე,, კაი ჩაპუტკუნებული ყოფილა ჩვენი ზურიკელა ბავშვობაში. :e025:

Link to post
Share on other sites

გუშინწინ ზურა დათო მორალიშვილის მამის დაკრძალვაზე იყო ქუთაისში და იმ დღეს ჩემთან დარჩა.შუაღამემდე ვიჭუკჭუკეთ ისე რომ ღვინის მინიმალურ რაოდენობას დავჯერდით :e025: დილიდან დამიწყო ხვეწნა რომ წავყოლოდი მასთან სახლში მაგრამ ვერ შევძელი გადაუდებელი საქმის გამო.

გავაცილე გულდაწყვეტილი ზურა სახლისაკენ მარა თავს ვერ ვპატიობდი იმ უარის თქმას. გუშინ უცბად მოვაგვარე ჩემი საქმეები და გაუფრთხილებლად დავადექი ზურას სახლში. მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა.

მდინარე კაცხურა დავათვალიერეთ ,ულამაზეს ხეობაში გარეულმა ქათამმაც კი მოგვესალმა.

შემდეგ თბილ ფეჩთან უთბილეს გარემოში გავიცანი ქაბატონი ეკატერინე (კატია ზურას დედა) და ანია ზურას მეუღლე. იმერლების ,განსაკუთრებით ჭიათურლების თბილ სტუმართმოყვარეობაზე ბევრის თქმა შემეძლო მაგრამ კატია დეიდას მოქმედებებმა ნამდვილად დამარწმუნა იმაში რო საქართველო ყველაზე ლამაზი ქვეყანაა ამ დედამიწაზე. ჯერ იყოდა ისეთი სუფრა გაშალა ჩიტის რძე არ აკლდა ,მერე თავისი დაყენებული ღვინო (სახელად ,,კანკრუშა,,მისი დარქმეული :nyam: )ჩამოასხმევინა ზურას და სუფრაზე შემოგვიერთდა.

ერთი კვირაც არაა გასული რაც ამ ქალბატონმა მეუღლე დაასაფლავა და ამ დიდი ტკივილის ფონზე მან ისე შეძლო ჩვენთან ყოფნა რომ ბევრი სახალისო ამბავთან ერთად ბევრი ლამაზი სადღეგრძელოც მოგვასმენინა.

წარმომიდგენია როგორი თბილი და მხიარული ადამიანი იყო რამოდენიმე კვირის წინ კატია დეიდა.

მადლობას ვუხდი მას და მის ულამაზეს ოჯახს ასეთი ლამაზი დღისათვის .

ზურამ მისი ახლო მეგობარი კახა გაგვაცნო,მე ჩემი მეგობარი ნიკა მახლდა.

ანია სურათებს გვიღებდა და ეგრევე ქსელში აგზავნიდა,იქედან ლანდერა გამოგვეხმაურა. B)

 

მერე დააძრო ზურამ თავის არსენალი და უხვად დაგვასაჩუქრა სასპინინგე სატყუარებით.ამ ყუთებში ჩამძვრალებს ქალები დაგვცინოდნენ აი ნახეს ბავშვებმა სათამაშოები და რა დღეში არიანო :e025:

 

რაც მე გუშინ ზურას ოჯახმა სითბო და სიყვარული დამანახა ამას ერთი კვირა რომ ვწერო ვერ გადმოგცემთ მაინც. გეხუტე ზური გულში შენ და შეს ულამაზეს ოჯახს. :*

რამხელა სითბო და სიყვარულია :*

Link to post
Share on other sites

თქვენ გენაცვალეთ ძმებო ! კი იცით რა უბედურებამაც ჩამომიყვანა საქართველოში ამ ჟამად მაგრამ თქვენმა ნახვამ ძალიან გამახარა და მომენტში ცოტათი დამავიწყა ჩემი გულის ტკივილი....ღმერთო !!! არასოდეს გაგვეგოს ცუდი ამბავი და ერთმანეთს სულ ლხინში და სიხარულში შევხვედროდეთ !....გეხუტეთ ყველას ,ძალიან მიყვარხართ :*

 

e1322a45f899.jpg

Link to post
Share on other sites

მერე ზურა თბილისში ჩამოვიდა და სანამ მოსკოვში გაფრინდებოდა ერთი საღამო ზურამ და მისმა მეუღლემ ჩვენც დაგვითმო.მშვენიერი საღამო იყო :)

 

ed685cf204d5.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...