avto 106 Posted December 4, 2015 Report Share Posted December 4, 2015 გუშინწინ ზურა დათო მორალიშვილის მამის დაკრძალვაზე იყო ქუთაისში და იმ დღეს ჩემთან დარჩა.შუაღამემდე ვიჭუკჭუკეთ ისე რომ ღვინის მინიმალურ რაოდენობას დავჯერდით დილიდან დამიწყო ხვეწნა რომ წავყოლოდი მასთან სახლში მაგრამ ვერ შევძელი გადაუდებელი საქმის გამო. გავაცილე გულდაწყვეტილი ზურა სახლისაკენ მარა თავს ვერ ვპატიობდი იმ უარის თქმას. გუშინ უცბად მოვაგვარე ჩემი საქმეები და გაუფრთხილებლად დავადექი ზურას სახლში. მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა. მდინარე კაცხურა დავათვალიერეთ ,ულამაზეს ხეობაში გარეულმა ქათამმაც კი მოგვესალმა. შემდეგ თბილ ფეჩთან უთბილეს გარემოში გავიცანი ქაბატონი ეკატერინე (კატია ზურას დედა) და ანია ზურას მეუღლე. იმერლების ,განსაკუთრებით ჭიათურლების თბილ სტუმართმოყვარეობაზე ბევრის თქმა შემეძლო მაგრამ კატია დეიდას მოქმედებებმა ნამდვილად დამარწმუნა იმაში რო საქართველო ყველაზე ლამაზი ქვეყანაა ამ დედამიწაზე. ჯერ იყოდა ისეთი სუფრა გაშალა ჩიტის რძე არ აკლდა ,მერე თავისი დაყენებული ღვინო (სახელად ,,კანკრუშა,,მისი დარქმეული )ჩამოასხმევინა ზურას და სუფრაზე შემოგვიერთდა. ერთი კვირაც არაა გასული რაც ამ ქალბატონმა მეუღლე დაასაფლავა და ამ დიდი ტკივილის ფონზე მან ისე შეძლო ჩვენთან ყოფნა რომ ბევრი სახალისო ამბავთან ერთად ბევრი ლამაზი სადღეგრძელოც მოგვასმენინა. წარმომიდგენია როგორი თბილი და მხიარული ადამიანი იყო რამოდენიმე კვირის წინ კატია დეიდა. მადლობას ვუხდი მას და მის ულამაზეს ოჯახს ასეთი ლამაზი დღისათვის . ზურამ მისი ახლო მეგობარი კახა გაგვაცნო,მე ჩემი მეგობარი ნიკა მახლდა. ანია სურათებს გვიღებდა და ეგრევე ქსელში აგზავნიდა,იქედან ლანდერა გამოგვეხმაურა. B) მერე დააძრო ზურამ თავის არსენალი და უხვად დაგვასაჩუქრა სასპინინგე სატყუარებით.ამ ყუთებში ჩამძვრალებს ქალები დაგვცინოდნენ აი ნახეს ბავშვებმა სათამაშოები და რა დღეში არიანო რაც მე გუშინ ზურას ოჯახმა სითბო და სიყვარული დამანახა ამას ერთი კვირა რომ ვწერო ვერ გადმოგცემთ მაინც. გეხუტე ზური გულში შენ და შეს ულამაზეს ოჯახს. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 4, 2015 Author Report Share Posted December 4, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 4, 2015 Author Report Share Posted December 4, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 4, 2015 Author Report Share Posted December 4, 2015 (edited) პატარა ზურა. Edited December 4, 2015 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 4, 2015 Report Share Posted December 4, 2015 თქვენ გაიხარეთ ლომებო! გენაცვალეთ! :* ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted December 4, 2015 Report Share Posted December 4, 2015 თქვენ გენაცვალეთ და შემოგევლეთ ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 4, 2015 Report Share Posted December 4, 2015 აი სწორედ ეს სიყვარული,ურთიერთობა და მეგობრობაა ამ ფორუმზე რო მაჩერებს და მაყვარებს აქაურობა, ფაქტიურად აქ თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში,ძააან კარგია შესანიშნავია ესეთი მეგობრობა და ურთიერთობები ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 4, 2015 Report Share Posted December 4, 2015 კაი გიქნია ავთია რო წასულხარ,ზურას ოჯახს სიკეთე არ მოშლოდეს,გეხუტეთ ყველას გულში!!! :* ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 4, 2015 Report Share Posted December 4, 2015 ყოჩაღ ავთია, წარმომიდგენია როგორ გაუხარდებოდა ზურას. ისე,, კაი ჩაპუტკუნებული ყოფილა ჩვენი ზურიკელა ბავშვობაში. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted December 5, 2015 Report Share Posted December 5, 2015 გუშინწინ ზურა დათო მორალიშვილის მამის დაკრძალვაზე იყო ქუთაისში და იმ დღეს ჩემთან დარჩა.შუაღამემდე ვიჭუკჭუკეთ ისე რომ ღვინის მინიმალურ რაოდენობას დავჯერდით დილიდან დამიწყო ხვეწნა რომ წავყოლოდი მასთან სახლში მაგრამ ვერ შევძელი გადაუდებელი საქმის გამო. გავაცილე გულდაწყვეტილი ზურა სახლისაკენ მარა თავს ვერ ვპატიობდი იმ უარის თქმას. გუშინ უცბად მოვაგვარე ჩემი საქმეები და გაუფრთხილებლად დავადექი ზურას სახლში. მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა. მდინარე კაცხურა დავათვალიერეთ ,ულამაზეს ხეობაში გარეულმა ქათამმაც კი მოგვესალმა. შემდეგ თბილ ფეჩთან უთბილეს გარემოში გავიცანი ქაბატონი ეკატერინე (კატია ზურას დედა) და ანია ზურას მეუღლე. იმერლების ,განსაკუთრებით ჭიათურლების თბილ სტუმართმოყვარეობაზე ბევრის თქმა შემეძლო მაგრამ კატია დეიდას მოქმედებებმა ნამდვილად დამარწმუნა იმაში რო საქართველო ყველაზე ლამაზი ქვეყანაა ამ დედამიწაზე. ჯერ იყოდა ისეთი სუფრა გაშალა ჩიტის რძე არ აკლდა ,მერე თავისი დაყენებული ღვინო (სახელად ,,კანკრუშა,,მისი დარქმეული )ჩამოასხმევინა ზურას და სუფრაზე შემოგვიერთდა. ერთი კვირაც არაა გასული რაც ამ ქალბატონმა მეუღლე დაასაფლავა და ამ დიდი ტკივილის ფონზე მან ისე შეძლო ჩვენთან ყოფნა რომ ბევრი სახალისო ამბავთან ერთად ბევრი ლამაზი სადღეგრძელოც მოგვასმენინა. წარმომიდგენია როგორი თბილი და მხიარული ადამიანი იყო რამოდენიმე კვირის წინ კატია დეიდა. მადლობას ვუხდი მას და მის ულამაზეს ოჯახს ასეთი ლამაზი დღისათვის . ზურამ მისი ახლო მეგობარი კახა გაგვაცნო,მე ჩემი მეგობარი ნიკა მახლდა. ანია სურათებს გვიღებდა და ეგრევე ქსელში აგზავნიდა,იქედან ლანდერა გამოგვეხმაურა. B) მერე დააძრო ზურამ თავის არსენალი და უხვად დაგვასაჩუქრა სასპინინგე სატყუარებით.ამ ყუთებში ჩამძვრალებს ქალები დაგვცინოდნენ აი ნახეს ბავშვებმა სათამაშოები და რა დღეში არიანო რაც მე გუშინ ზურას ოჯახმა სითბო და სიყვარული დამანახა ამას ერთი კვირა რომ ვწერო ვერ გადმოგცემთ მაინც. გეხუტე ზური გულში შენ და შეს ულამაზეს ოჯახს. რამხელა სითბო და სიყვარულია ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 10, 2015 Report Share Posted December 10, 2015 თქვენ გენაცვალეთ ძმებო ! კი იცით რა უბედურებამაც ჩამომიყვანა საქართველოში ამ ჟამად მაგრამ თქვენმა ნახვამ ძალიან გამახარა და მომენტში ცოტათი დამავიწყა ჩემი გულის ტკივილი....ღმერთო !!! არასოდეს გაგვეგოს ცუდი ამბავი და ერთმანეთს სულ ლხინში და სიხარულში შევხვედროდეთ !....გეხუტეთ ყველას ,ძალიან მიყვარხართ ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted December 11, 2015 Report Share Posted December 11, 2015 მერე ზურა თბილისში ჩამოვიდა და სანამ მოსკოვში გაფრინდებოდა ერთი საღამო ზურამ და მისმა მეუღლემ ჩვენც დაგვითმო.მშვენიერი საღამო იყო ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 11, 2015 Author Report Share Posted December 11, 2015 ზურას ძმები ჩვენი ძმებია ! გეხუტეთ ! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 23, 2015 Report Share Posted December 23, 2015 (edited) აი კიდო ))) პლანშეტზე ვიპოვე )) Edited December 23, 2015 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.