Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მაგარი ცუდი სანადირო სეზონის შემდეგ, ნევროზის გასაქარწყლებლად კვლავ ანკესი ავიღე ხელში.

 

დღეს ამ სეზონზე პირველი გასვლა მქონდა(ორი კაცი ვთევზაობდით).

 

 

სატყუარა ჭიაყელა, დაკვებვა ქატო-ღერღილით. ვითევზავეთ დილის 10-დან დღის 4-მდე. საერთო რაოდენობა 10 კგ მათ შორის ჩემი მონაპოვარი 4 კგ.

 

ამოვიდა ძირითადად კარასი, რამდენიმე შამაია, რამდენიმე ჩოჩია და ასევე რამდენიმე კრასნაპიორკა(თევზების სახელები ქართულად არ ვიცი და ბოდიში... თუ არ ვცდები: კარჩხანა და ფარფლწითელა)

 

65b03ae98d23.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • Replies 119
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ექვს საათში 4კგ მშვენიერი შედეგია ძამა.

 

შენ მითხარი ჩოჩია რომელი თევზია და დანარჩენების ქართულ სახელებს მე გეტყვი.

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

:yes:

 

სუპერ სეზონის გახსნაა...

 

ტივტივით თუ ფსკერულით?

მე ტივტივათი ვთევზაობდი.

ჩემი მეგობარი ორივეთი მუშაობდა(ვგულისხმობ ფსკერულსაც და ტოვტივასაც). ამოყავდა 10\1-ზე ტივტივას სასარგებლოდ.

Link to post
Share on other sites

ამ დილით ნაცნობ ადგილს ვეწვიე. იგივე მეთოდით და სატყუარათი დავიწყე თევზაობა.

წინა გასვლასთან შედარებით, ამ ჯერზე განსხვავება გახლდათ ქარი, ალბათ ამის გამო თევზი არასდიდებით არ იღებდა. 14 საათისთვის დაჭერილი მყავდა ერდადერთი კარჩხანა.

მერე ქვისლს დავეკონტაქტე და პატარა "ფირმის საიდუმლო" მასწავლა, რომელიც ქარიან ამინდში თევზაობისას გამოიყენება და კიდევ სამი კარჩხანა ამოვიდა.

ამასობაში ქარი ჩადგა, საღამოს 4 საათს გადააბიჯა დრომ და დაკვრებმა მოიმატა, თუმცა კარჩხანაზე უფრო რაღაც თევზი აქტიურობდა, რომლის არც რუსული და არც ქართული სახელი არ ვიცი(სურათზე ქვედა იარუსზეა განლაგებული, კარჩხანებზე პატარებია ზომით).

ერთი ცალი ოკუნი(ბოდიში ქართული სახელი არ მახსოვს) გამოერია ნადავლში, ხოლო საერთო რაოდენობამ 2კგ-ზე ნაკლები შეადგინა. ვითევზავე დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე.

 

f1e9c688ff93.jpg

Link to post
Share on other sites

მშვენიერია! ის რაცხა თევზი ფარფლწითელაა ქვისლო.ოკუნი ქორჭილაა :yes: :yes:

 

ქვისლო, თევზაობაში ჩემი ფრაერობის ამბავი არახალია, ჰოდა წინა ჯერზე მე რომ ფარფლწითელა მეგონა, მაშინ ის არ ყოფილა ფარფლწითელა :alfons: ისინი უფრო მუცელა და დიდები იყვნენ. დღევანდელი ფარფლწითელები კი უფრო დახვეწილი ტანფეხით გამოირჩეოდნენ :e025:

 

ისე გინატრე არაერთჯერ დღეს!!! ქარი რომ ჩადგა, ქარიყლაპიები დასრიალებდნენ არხებშიიიიი იფ, იფ, იფ. რამდენჯერმე ზურგის პატარა ფრაგმენტი დავუნახე...

Link to post
Share on other sites

გელა, შენი არ ვიცი და შენი უმცროსი ვაჟკაცი რა იცი ერთ დღეს იქნებ ასეთებზეც კი გაიწიოს...საქართველოში. :hi:

post-3-0-39777200-1457473563_thumb.jpg

post-3-0-53204700-1457473565_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

გელა, შენი არ ვიცი და შენი უმცროსი ვაჟკაცი რა იცი ერთ დღეს იქნებ ასეთებზეც კი გაიწიოს...საქართველოში. :hi:

 

ღმერთმა გისმინოს ბრატანა! :hi:

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

გელა ძამა შენ ქეც აღარ ხუმრობ მე რავარც ვატყობ ! ხალხი პროფი ფიდერმენები არიან და ისისინი ვერ იჭერენ მაგდენს საქარტველოში.აი მალადეც შენ ! :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

ვაბანავეთ გუშინ ჭიები მარა შამაიას გარდა ვერაფერს მივწვდით . სამაგიეროდ იხვი იყო ბლომად :e025:

 

2b6cf2241efa.jpg

 

032cc677da30.jpg

 

7bd6be3eab19.jpg

 

a481a56a5652.jpg

 

40d5a83a17b0.jpg

 

2d3c3b236607.jpg

 

b9b179df375b.jpg

 

12c6034ba1f6.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

დღეს გახლდით სათევზაოდ ძველ ადგილზე. არაფერი შემიცვლია დაკვებვასა და თევზაობის მეთოდში. მეგობრების ნაჩუქარი ბუზის მატლიც მქონდა ჭიის გარდა, მაგრამ ამ სატყუარაზე ერთი დაკვრაც არ ყოფილა, სამაგიეროდ ჭიაზე გაგიჟდა თევზი.

ნადავლის 100% ფარფლწითელაა(სხვა თევზი ჯიუტად არ აკარებდა პირს არაფერს). საერთო რაოდენობა 4 კილოზე ცოტათი მეტი. ვითევზავე 9-დან 5-მდე.

 

c5ef1dc41df3.jpg

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

:yes: :yes: :yes:

 

 

მაგ ფარფლწითელას დავეძებთ სპინინგისტები და თუ შეგიძლია პმ-ში მაინც მომწერე სად დაიჭირე ამდენი?

 

"სამარე ვარ იცოდე" :e025:

Link to post
Share on other sites

დღეს გახლდით სათევზაოდ ძველ ადგილზე. არაფერი შემიცვლია დაკვებვასა და თევზაობის მეთოდში. მეგობრების ნაჩუქარი ბუზის მატლიც მქონდა ჭიის გარდა, მაგრამ ამ სატყუარაზე ერთი დაკვრაც არ ყოფილა, სამაგიეროდ ჭიაზე გაგიჟდა თევზი.

ნადავლის 100% ფარფლწითელაა(სხვა თევზი ჯიუტად არ აკარებდა პირს არაფერს). საერთო რაოდენობა 4 კილოზე ცოტათი მეტი. ვითევზავე 9-დან 5-მდე.

 

c5ef1dc41df3.jpg

გელა შენ მაგ იზოლაციანი ანკესით რომ მაგდენს იჭერ,ის მაგარი რიბაკები ფეშენ ანკესეით რას შვებიან მაგ დროს? ისვენებენ? :d030: საღოლ! მაგარი ისიამოვნებდი...

Link to post
Share on other sites

გელა შენ მაგ იზოლაციანი ანკესით რომ მაგდენს იჭერ,ის მაგარი რიბაკები ფეშენ ანკესეით რას შვებიან მაგ დროს? ისვენებენ? :d030: საღოლ! მაგარი ისიამოვნებდი...

თევზაობის ჩემს დონეს იზოლაციიანი ანკესი სრულად აკმაყოფილებს არმენ ბრატუხა, მარა მაგ თევზაობისას ფეშენ ანკესებით აღჭურვილ ჩემს მეგობრებს ვაჯობე საერთო რაოდენობით...

ეს ჩვენი ერთობლივი თევზაობის ორწლიან პრაქტიკაში პირველად მოხდა. B)

 

უკან გზაზე მანქანაში ვარჩევდით რამ გამოიწვია ჩემი ეს "შემთხვეჳითი" წარმატება:

პროფესიონალები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადგილი შემხვდა შემთხვევით კარგი :e025:

მე კი მგონია, რომ ჩემზე გამოცდილი და წარმატებული რიბაკებიდან სწავლა-მოსმენა შემიძლია(რასაც ამ ფორუმზე ვკითხულობ დაახლოებით 30-40 პროცენტზე მეტს ვერ ვხვდები, თუმცა ეს ჩემთვის საკმარისია). ;)

Link to post
Share on other sites

ჩემი ქვისლი უახლოეს მომავალში(პირველივე შეხვედრისას)მიიღებს გერმანულ სათევზაო ჯოხს ჩემგან .

აღარ ეკადრება ასეთ კვალიფიკაციას ,,იზოლიაციები,, :friends::*

Link to post
Share on other sites

ავთო მაგისკენ მიმყავდა საუბარი :e025: ,თუ მოვახერხე მეც ჩამოვიტან რამე გამოსადეგს...გელა მასე იბადებიან პროფესიონალები ის... :*

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...