Gurulo 154 Posted March 5, 2016 Report Share Posted March 5, 2016 (edited) მაგარი ცუდი სანადირო სეზონის შემდეგ, ნევროზის გასაქარწყლებლად კვლავ ანკესი ავიღე ხელში. დღეს ამ სეზონზე პირველი გასვლა მქონდა(ორი კაცი ვთევზაობდით). სატყუარა ჭიაყელა, დაკვებვა ქატო-ღერღილით. ვითევზავეთ დილის 10-დან დღის 4-მდე. საერთო რაოდენობა 10 კგ მათ შორის ჩემი მონაპოვარი 4 კგ. ამოვიდა ძირითადად კარასი, რამდენიმე შამაია, რამდენიმე ჩოჩია და ასევე რამდენიმე კრასნაპიორკა(თევზების სახელები ქართულად არ ვიცი და ბოდიში... თუ არ ვცდები: კარჩხანა და ფარფლწითელა) Edited March 5, 2016 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 5, 2016 Report Share Posted March 5, 2016 მაგარი ხარ ქვისლო! 4 კილო სახუმარო რეზულტატი არაა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 5, 2016 Report Share Posted March 5, 2016 ექვს საათში 4კგ მშვენიერი შედეგია ძამა. შენ მითხარი ჩოჩია რომელი თევზია და დანარჩენების ქართულ სახელებს მე გეტყვი. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 5, 2016 Report Share Posted March 5, 2016 გელა შენ აღარ ხუმრობ ხომ იცი ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 6, 2016 Report Share Posted March 6, 2016 Gurulo მალადეც გელა ! კაი რამე ნადავლია ძმო .აბა შენ იცი არ შეჩერდე მიღწეულზე ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted March 6, 2016 Report Share Posted March 6, 2016 Gurulo სუპერ სეზონის გახსნაა... ტივტივით თუ ფსკერულით? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 7, 2016 Author Report Share Posted March 7, 2016 Gurulo სუპერ სეზონის გახსნაა... ტივტივით თუ ფსკერულით? მე ტივტივათი ვთევზაობდი. ჩემი მეგობარი ორივეთი მუშაობდა(ვგულისხმობ ფსკერულსაც და ტოვტივასაც). ამოყავდა 10\1-ზე ტივტივას სასარგებლოდ. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted March 7, 2016 Report Share Posted March 7, 2016 ბრაოო გელა,მაგარიაა ! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 8, 2016 Author Report Share Posted March 8, 2016 ამ დილით ნაცნობ ადგილს ვეწვიე. იგივე მეთოდით და სატყუარათი დავიწყე თევზაობა. წინა გასვლასთან შედარებით, ამ ჯერზე განსხვავება გახლდათ ქარი, ალბათ ამის გამო თევზი არასდიდებით არ იღებდა. 14 საათისთვის დაჭერილი მყავდა ერდადერთი კარჩხანა. მერე ქვისლს დავეკონტაქტე და პატარა "ფირმის საიდუმლო" მასწავლა, რომელიც ქარიან ამინდში თევზაობისას გამოიყენება და კიდევ სამი კარჩხანა ამოვიდა. ამასობაში ქარი ჩადგა, საღამოს 4 საათს გადააბიჯა დრომ და დაკვრებმა მოიმატა, თუმცა კარჩხანაზე უფრო რაღაც თევზი აქტიურობდა, რომლის არც რუსული და არც ქართული სახელი არ ვიცი(სურათზე ქვედა იარუსზეა განლაგებული, კარჩხანებზე პატარებია ზომით). ერთი ცალი ოკუნი(ბოდიში ქართული სახელი არ მახსოვს) გამოერია ნადავლში, ხოლო საერთო რაოდენობამ 2კგ-ზე ნაკლები შეადგინა. ვითევზავე დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 8, 2016 Report Share Posted March 8, 2016 მშვენიერია! ის რაცხა თევზი ფარფლწითელაა ქვისლო.ოკუნი ქორჭილაა :yes: ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 8, 2016 Author Report Share Posted March 8, 2016 მშვენიერია! ის რაცხა თევზი ფარფლწითელაა ქვისლო.ოკუნი ქორჭილაა :yes: ქვისლო, თევზაობაში ჩემი ფრაერობის ამბავი არახალია, ჰოდა წინა ჯერზე მე რომ ფარფლწითელა მეგონა, მაშინ ის არ ყოფილა ფარფლწითელა ისინი უფრო მუცელა და დიდები იყვნენ. დღევანდელი ფარფლწითელები კი უფრო დახვეწილი ტანფეხით გამოირჩეოდნენ ისე გინატრე არაერთჯერ დღეს!!! ქარი რომ ჩადგა, ქარიყლაპიები დასრიალებდნენ არხებშიიიიი იფ, იფ, იფ. რამდენჯერმე ზურგის პატარა ფრაგმენტი დავუნახე... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 8, 2016 Report Share Posted March 8, 2016 გელა, შენი არ ვიცი და შენი უმცროსი ვაჟკაცი რა იცი ერთ დღეს იქნებ ასეთებზეც კი გაიწიოს...საქართველოში. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 9, 2016 Author Report Share Posted March 9, 2016 გელა, შენი არ ვიცი და შენი უმცროსი ვაჟკაცი რა იცი ერთ დღეს იქნებ ასეთებზეც კი გაიწიოს...საქართველოში. ღმერთმა გისმინოს ბრატანა! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 9, 2016 Report Share Posted March 9, 2016 Gurulo გელა ძამა შენ ქეც აღარ ხუმრობ მე რავარც ვატყობ ! ხალხი პროფი ფიდერმენები არიან და ისისინი ვერ იჭერენ მაგდენს საქარტველოში.აი მალადეც შენ ! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 10, 2016 Report Share Posted March 10, 2016 ვაბანავეთ გუშინ ჭიები მარა შამაიას გარდა ვერაფერს მივწვდით . სამაგიეროდ იხვი იყო ბლომად ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted March 29, 2016 Report Share Posted March 29, 2016 :hi: იხვი აბა ახლა უნდა იყოს აბა ზამთარში რა უნდა :e025: ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 2, 2016 Author Report Share Posted April 2, 2016 დღეს გახლდით სათევზაოდ ძველ ადგილზე. არაფერი შემიცვლია დაკვებვასა და თევზაობის მეთოდში. მეგობრების ნაჩუქარი ბუზის მატლიც მქონდა ჭიის გარდა, მაგრამ ამ სატყუარაზე ერთი დაკვრაც არ ყოფილა, სამაგიეროდ ჭიაზე გაგიჟდა თევზი. ნადავლის 100% ფარფლწითელაა(სხვა თევზი ჯიუტად არ აკარებდა პირს არაფერს). საერთო რაოდენობა 4 კილოზე ცოტათი მეტი. ვითევზავე 9-დან 5-მდე. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 3, 2016 Report Share Posted April 3, 2016 Gurulo აი მალადეც ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted April 3, 2016 Report Share Posted April 3, 2016 Gurulo :yes: მაგ ფარფლწითელას დავეძებთ სპინინგისტები და თუ შეგიძლია პმ-ში მაინც მომწერე სად დაიჭირე ამდენი? "სამარე ვარ იცოდე" ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 3, 2016 Report Share Posted April 3, 2016 იწევს ზემოთ ქვისლი ! ასეტი ნადავლი ბევრ პროფესიონალს შეშურდება. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 3, 2016 Report Share Posted April 3, 2016 დღეს გახლდით სათევზაოდ ძველ ადგილზე. არაფერი შემიცვლია დაკვებვასა და თევზაობის მეთოდში. მეგობრების ნაჩუქარი ბუზის მატლიც მქონდა ჭიის გარდა, მაგრამ ამ სატყუარაზე ერთი დაკვრაც არ ყოფილა, სამაგიეროდ ჭიაზე გაგიჟდა თევზი. ნადავლის 100% ფარფლწითელაა(სხვა თევზი ჯიუტად არ აკარებდა პირს არაფერს). საერთო რაოდენობა 4 კილოზე ცოტათი მეტი. ვითევზავე 9-დან 5-მდე. გელა შენ მაგ იზოლაციანი ანკესით რომ მაგდენს იჭერ,ის მაგარი რიბაკები ფეშენ ანკესეით რას შვებიან მაგ დროს? ისვენებენ? საღოლ! მაგარი ისიამოვნებდი... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 3, 2016 Author Report Share Posted April 3, 2016 გელა შენ მაგ იზოლაციანი ანკესით რომ მაგდენს იჭერ,ის მაგარი რიბაკები ფეშენ ანკესეით რას შვებიან მაგ დროს? ისვენებენ? საღოლ! მაგარი ისიამოვნებდი... თევზაობის ჩემს დონეს იზოლაციიანი ანკესი სრულად აკმაყოფილებს არმენ ბრატუხა, მარა მაგ თევზაობისას ფეშენ ანკესებით აღჭურვილ ჩემს მეგობრებს ვაჯობე საერთო რაოდენობით... ეს ჩვენი ერთობლივი თევზაობის ორწლიან პრაქტიკაში პირველად მოხდა. B) უკან გზაზე მანქანაში ვარჩევდით რამ გამოიწვია ჩემი ეს "შემთხვეჳითი" წარმატება: პროფესიონალები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადგილი შემხვდა შემთხვევით კარგი მე კი მგონია, რომ ჩემზე გამოცდილი და წარმატებული რიბაკებიდან სწავლა-მოსმენა შემიძლია(რასაც ამ ფორუმზე ვკითხულობ დაახლოებით 30-40 პროცენტზე მეტს ვერ ვხვდები, თუმცა ეს ჩემთვის საკმარისია). ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 3, 2016 Report Share Posted April 3, 2016 ჩემი ქვისლი უახლოეს მომავალში(პირველივე შეხვედრისას)მიიღებს გერმანულ სათევზაო ჯოხს ჩემგან . აღარ ეკადრება ასეთ კვალიფიკაციას ,,იზოლიაციები,, ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 3, 2016 Report Share Posted April 3, 2016 ავთო მაგისკენ მიმყავდა საუბარი ,თუ მოვახერხე მეც ჩამოვიტან რამე გამოსადეგს...გელა მასე იბადებიან პროფესიონალები ის... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 4, 2016 Author Report Share Posted April 4, 2016 გეხუტეთ გულში ძმებო!!! :* ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.