levani 71 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 გარეული იხვი (Anas platyrhynchos) პატარა წერილში იხვზე ნადირობის სრულყოფილად გადმოცემა შეუძლებელია. შევჩერდებით მხოლოდ იმ ზოგიერთ თავისებურებაზე, რის ცოდნაც აუცილებელია დამწყები მონადირისათვის. უპირველეს ყოვლისა ისმის კითხვა: რომელი საფანტი ვესროლოთ იხვს? არსებობს იხვის მრავალი სახეობა. გასათვალისწინებელია ტანის სიდიდე და ჭრილობისადმი მისი საფარის (ბუმბულის) მდგრადობა (უნდა გვახსოვდეს, რომ სანადირო ფრინველთა შორის ბატი და იხვი უფრო ფრთხილია და ჭრილობისადმი მდგრადი საფარის მქონეც). აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი და იგივე სახეობის იხვს 10-15 გრადუს სიცივეში უნდა ვესროლოთ უფრო მსხვილი საფანტი. ამ და ზოგიერთ სხვა გარემოებათა გამო იხვზე ნადირობისას შეიძლება გამოვიყენოთ 3.4.5.6. ნომერი საფანტი. კარგმა მონადირემ იცის, რა მანძილზე ეროლოს ამა თუ იმ ნადირ-ფრინველს. ნადირობის ეთიკას მოკლებული ზოგიერთი პიროვნება შუაგულ ტბაში მსხდომ იხვებს 100-150 მეტრით დაშორებული ნაპირიდან ესვრის. ეს არ შეიძლება. უშედეგოდ რატომ უნდა დავარღვიოთ მყუდროება? შეიძლება ზოგიერთმა განაცხადოს, რომ თვითონ 100 მეტრის სიმაღლიდან მოხსნა იხვი. ცხადია ასეთი მონადირის მიერ იხვის ფრენის სიმაღლის განსაზღვრა მეტისმეტად სუბიექტურია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება 60-70 მეტრ სიმაღლეზე იხვი შემთხვევით სასიკვდილოდ დაიჭრას და იგი მონადირის ნადავლი გახდეს. ეს მაშინ, როცა ძლიერი ჩოკის მქონე თოფის ლულიდან გასროლილი ზოგიერთი მსხვილი საფანტი (მაგ. 3 ნომერი) 70 მეტრზე ინარჩუნებს 150 მწ სიჩქარეს. ასეთი საფანტი შეიძლება შემთხვევით მოხვდეს იხვს თავში. მაგრამ თუ ამავე მანძილზე სხეულში მოხვდა, იხვი მსუბუქად დაიჭრება, თანდათან დასუსტდება, ბოლოს კი მატაცებელ ნადირ-ფრინველთა ლუკმა გახდება. ამიტონ ფრინველზე ნადირობის დროს 50 მეტრზე უფრო შორს საფანტის სროლა არ შეიძლება. სროლის საუკეთესო მანძილად ითვლება 30-45 მეტრი. ამ სიმაღლეზე საფანტის კონის სიფართე, განლაგების თანაზომიერება და სიმკვეთრე ოპტიმალურია და დამიზნებაში დაშვებული მცირეოდენი შეცდომა არსებით გავლენას არ ახდენს სროლის შედეგზე. იხვზე ნადირობისას სხვადასხვანაირად ზუსტი სროლა იმიტომ არის საჭირო, რომ მონადირე ყოველთვის ერთ მდგომარეობაში არ არის. თუ იხვი წყალში ცურავს, საჭიროა თოფი დავუმიზნოთ ისე, რომ თამასის შუა ნაწილსა და სამიზნეზე გავლებული წარმოსახვითი სწორი ხაზი კვეთდეს ფრინველის წყალზე მუცლით შეხების ადგილს. ზუსტად დამიზნების შემთხვევაში 45-50 მეტრზე დამჯდარი იხვის მოკვლა უფრო ძნელია, ვიდრე გაფრენილისა. თუ მაქსიმალურ მანძილზე შეფარდებით მსხვილ(მაგ. იხვზე ნადირობისას 3-4 ნომერ) საფანტს ვესვრით, მაშინ შეიძლება მიტანის სიჯგუფე საკმარისი არ აღმოჩნდეს და სანადირო ობიექტი საფანტებს შორის მოექცეს. დამჯდარი იხვის სხეულის საფარი ჭრილობისადმი უფრო მდგრადია, ვიდრე აფრენილისა. ჰაერში იხვის სისწრაფე და ფრთების მოძრაობა ზრდის სროლის მომაკვდინებელ არეს. ჩასაფრებით იხვზე ნადირობისას უკეთესია ვესროლოთ შემხვედრი მიმართულებით მფრინავს. ასეთ შემთხვევაში წარმატებით ნადირობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვემზადებით სასროლად. შემხვედრი მიმართულებით მფრინავი იხვი, როგორც კი საფარს დაუახლოვდება 25-30 მეტრზე, თოფმომარჯვებული მონადირე სწრაფად უნდა წამოდგეს. იხვი მაშინვე შეიცვლის მიმართულებას (მარჯვნივ ან ზევით) დაკარგავს სიჩქარეს და მკერდითა და მუცლით მონადირესკენ მოექცევა. ამ დროს იხვს ოდნავ წინ დავუმიზნებთ და ლულებს ფრენის მიმართულებით თანაბარზომიერად ვამოძრავებთ, ისე, რომ სასხლეტზე თითის დაწოლის დროს მას არ გავაჩერებთ. საფანტი იხვს მოხვდება და უეჭველად ჩამოვარდება. ტბებსა და მდინარეებზე ნავით ნადირობისას სასროლად წამოდგომა დაუშვებელია, რადგან იგი უმრავლეს შემთხვევაში მარცხით მთავრდება. ასეთ დროს უნდა დავჯდეთ ან დავიჩოქოთ და ისე ვესროლოთ. როცა შემხვედრი მიმართულებით მფრინავი იხვი 45-50 მეტრზე მოგვიახლოვდება, თოფი უნდა დავუმიზნოთ ნისკარტში. ლულებით უნდა დავფაროთ იხვი და დავაწვეთ სასხლეტს. თუ ლულებით იხვის დაფარვა ზედმეტი მოგვივიდა და საფანტის კონამ იხვის წინ გაიარა, იგი თითქმის იმავე მდგომარეობაში ჩერდება როგორც ზემოთ იყო აღწერილი. ესე იგი , იცვლის ფრენის მიმართულებას, რის გამოც მიზნის მიღწევა უფრო ადვილდება მეორე ლულიდან გასროლით. როცა იხვი უკნიდან წინ გადაგვიფრენს, მას თოფი ისე უნდა დავუმიზნოთ, რომ "დამიზნების ხაზმა" გაიაროს იხვის ნისკარტის ცოტა წინ. დამიზნების ეს მდგომარეობა თოფის ლულების თანაბარზომიერი მოძრაობით შენარჩუნებული იქნება სასხლეტზე თითის დაწოლამდე. ზოგიერთი მონადირე დამიზნების შემდეგ თოფის ლულების მოძრაობას წყვეტს და ისე აწვება სასხლეტს. ამ შემთხვევაში საჭიროა თოფი დავუმიზნოთ უფრო წინ. თუ გასროლის შემდეგ იხვმა რამდენადმე მაღლა აიწია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ზედმეტად წინ მოგვიწია სროლა (საფანტმა ქვევით გაიარა) ჩვენგან მარჯვნივ ან მარცხნივ, ან პირიქით მფრინავ იხვს ერთნაერად უნდა ვესროლოთ. პირველსა თუ მეორე შემთხვევაში თოფი ჯერ უნდა დავუმიზნოთ და შემდეგ ლულების თანაბარ ზომიერი მოძრაობით დამიზნების ხაზი დაახლოებით ნახევარი მეტრით გადავიტანოთ იხვის წინ, თანაც სასხლეტს დავაწვეთ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 თავს მონადირედ იმიტომ ვთვლი, რომ ვიცი, რას და როდის ვესროლო. ერთი სიამოვნებაა ამათი ყურება. დღეს ვთევზაობდი მდინარეზე და მომიგურგურდნენ ფეხებთან. როგორ მენდობიან ნახეთ, ამათი მოკვლა ჩემი ხელიდან არ იქნება. დედალი გარეული იხვი რომ ასე განდობს თავის ჭუჭულებს, როგორ გინდა ლულა გაუსწორო მაგათ? დავხეთქე ჭამაში, წაღებული მქონდა თეთრი პური სპეციალურად მაგათთვის და დავბერე ბოლომდე. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 ჰეჰეეეეეეეეეე რა მაგარია!!! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 ეჰ ჩემო გიორგი,მე და გელას მაგენი თეთრი პური კი არა ხაჭაპური რომ მივუტანოთ მაინც არ გვენდობიან,ძაან ცუდი რეპუტაცია გვაქვს იხვთა სამყაროში!!!! :haha: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 შინაური ბჟიტი შემოვიდა იმერეთში? რა მიყვარს შემწვარს რომ ტკეცავ ახალ ტყემალში...ღომთან ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 ბჟიტი რა არის ვახო?? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 შემოსულია ვახო ,კინაღამ ილევა უკვე . ბჟიტი იხვის ჭუკია ჯაბა. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 ბჟიტია რაცაა ჯაბა პატარი იხვის ბჟიტები მაგარია ახალ ტყემალში სწორს ამბობს ვახო უხდება მაგ ამბავს სუფთა წვენი და ჭუკჭუკი ...ოხ ბოდიში გრიალი ყანწებით,ფიალებით, როდინებით, ცომის საზელი გობებით და თუნდაც ლობიოს დიდი ქოთნებით ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted May 5, 2013 Report Share Posted May 5, 2013 ა ძმაო სამოთხე ! :blink: :blink: http://www.youtube.com/watch?v=ARtRoz6pQMI ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 5, 2013 Report Share Posted May 5, 2013 ეეჰ ჩემო გივიკო,მაგ სამოთხეში ელექტრო ,,მანოკით,, უნადირიათ ქართველ ადამს და ევას,ჰოდა გამოგვაძევეს სამოთხიდან,მას შემდეგ დავეხეტებით ქარში და წვიმაში,თოვლსა და ქარაშოტში,ღამესა და უკუნში,პერელიოტიდან პერელიოტამდე და ვიტანჯებით,ვსველდებით და ვიყინებით, მაგრამ საადღაა აღთქმული იხვების ქვეყანა,უღრუბლო პერელიოტის წმინდა მიწა,აღარაა ფაფუ!!!!!! :( ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 5, 2013 Report Share Posted May 5, 2013 ტიპები "იმენნა" დაიღალნენ და აღარ ესროდნენ. მაგდენი მალარდი არ მინახავს ერთად, კანადური ბატებით გაშავებული ცა ბევრჯერ ვნახე. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted May 5, 2013 Report Share Posted May 5, 2013 ქუთათური ა ძმაო "ზასადა" ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted May 6, 2013 Report Share Posted May 6, 2013 მაგარია ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted May 6, 2013 Report Share Posted May 6, 2013 ეეჰ ჩემო გივიკო,მაგ სამოთხეში ელექტრო ,,მანოკით,, უნადირიათ ქართველ ადამს და ევას,ჰოდა გამოგვაძევეს სამოთხიდან,მას შემდეგ დავეხეტებით ქარში და წვიმაში,თოვლსა და ქარაშოტში,ღამესა და უკუნში,პერელიოტიდან პერელიოტამდე და ვიტანჯებით,ვსველდებით და ვიყინებით, მაგრამ საადღაა აღთქმული იხვების ქვეყანა,უღრუბლო პერელიოტის წმინდა მიწა,აღარაა ფაფუ!!!!!! :( უნდა ზილო ეხლა ჭალადიდის ტალახი,ერთი კვირა თოხზე რო იმუშაი ისე ვერ დაიღლები მანდ ერთი საათის სავალზე რო შეხვიდე ტყეში,დალპები დასველდები,ჩურჩხელასავით ხარ ამოვლებული ტალახში,სახლში მიხვალ და ცოლიდან დაწყებული სარეცხი მანქანით დამთავრებული გწყევლის ყველა,შედეგი რა არაფერი,ყოველშემთხვევაში წელს ვერაფერი დიდი შვილი,ერთი იხვი ვიმსხვერპლე მხოლოდ,არა ძმაო მე მანდ აღარ ვარ შემსვლელი,ყოველ გამოსვლაზე ამას ვფიქრომ,მაგრამ რათ ქინდა ეს ყველაფერი იმას გავს ქალს რო მშობიარობა კლავდეს "-" იმისკენ რავა გეიხედავს მეორეთო,ჰმმ მაინც როდის მოვა იხვზე ნადირობის სეზონი ერთი სული მაქვს,უკვე მომენატრა ის დასველებაც ტალახში ამოვლებაც და ის სასიამოვნო დაცილებაც შენ თავს რო დასცინი მერე ! :* ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted May 6, 2013 Report Share Posted May 6, 2013 ეს ვიდეო ეძღვნება მამუკა გრიგოლიას ! http://www.youtube.com/watch?v=Aennx-Acr-4&NR=1&feature=endscreen ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 6, 2013 Report Share Posted May 6, 2013 გეიხარე გივიკო!!!!!ამიდუღდა სისხლი!!!! ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted May 6, 2013 Report Share Posted May 6, 2013 (edited) იცოცხლე მამუკა ! ეხლა შენ ჩემი თქვი,თამაში მაქ კომპიუტერში იხვებზე ნადირობა და ვბომბავ ყოველ საღამოს პერელიოტზე,გულს ვაყოლებ! უუფ როდის მოვა რა ეს დალოცვილი სეზონი,მწყერზეც მაგარია ნადირობა მაგრამ ჭაობის ფრინველებს ვერ შევადარებ,ადრენალინი და ექსტერმი მიყვარს ! Edited May 6, 2013 by ქუთათური ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted May 16, 2013 Report Share Posted May 16, 2013 (edited) ნნეტა ოდესმე თუ მეღირსება ამ ბუნდღა დამწვარზე ასეთი ნადირობა ! http://www.youtube.com/watch?v=jnLhS3GtTNI&feature=player_embedded#! Edited May 16, 2013 by ქუთათური ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted May 17, 2013 Report Share Posted May 17, 2013 ადილი მაგარია მაგრამ მსროლელი სერიოზული მაზილაა ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted May 17, 2013 Report Share Posted May 17, 2013 ჯაბა ხუმროოობ ? რა მაზილა გაავსო იხვით იქაურობა ! ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted May 17, 2013 Report Share Posted May 17, 2013 ჯაბა ხუმროოობ ? რა მაზილა გაავსო იხვით იქაურობა ! ე ბიჯო მანდ იმდენი იხვი მოდის გაავსებს აბა რა იქნება.აბა დააკვირდი ყოველ მეორე მესამე ტყვიას აცილებს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 22, 2013 Report Share Posted May 22, 2013 ამ თემაშიც იყვეს ეს ვიდეო. ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted May 26, 2013 Report Share Posted May 26, 2013 ჩვენთან ისე არიან დაშინებულები რო ლამის გადაახტნენ ხოლმე საქართველოს. მანდ კიდევ ფეხებში გებლანდებიან. მმაგარია ოოოო. (კახური კილოთი ) ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 8, 2013 Report Share Posted August 8, 2013 ვინ ესვრის ამათ? ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 8, 2013 Report Share Posted August 8, 2013 ვესვრი კი არა მივასხმევიებ ერთმანეთზე ტვინს !!! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.