Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 53
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ქობულეთში წავედით სამეგობრო ერთად. რაც მოხდებოდა კი იცით, დავხოცეთ ერთმანეთი მდინარე კინტრიშის სათავესთან. მეორე დღეა და ერთმანეთს ვერა ვცნობთ. ბიჯო, დასვენების სეზონი არის და რესტორნები დაკეტილ

რა გაცინებთ? პირველი როცა დავინახე მაღაზიაში, ის იჯდა, სახე და მკერდი აქვს იდეალური, ბავშვების არმია მყავს შეყვანილი და აიღეთ რაც გინდათ მეთქი, ეს გოგო რომ დავინახე, დავინტერესდი რანაირი ტანფეხი

Posted Images

მაგარი შეხვედრა გამოვიდა!!! გენაცვალეთ თქვენ!

თითოეულ თქვენთაგანს დიდი მადლობა, ახლაც იმ შეხვედრების ემოციებში ვარ! :hi: :hi: :hi:

Link to post
Share on other sites

გაგიმარჯოთ ბიჭებო, როდის იქნება ის დღე, ყველა ერთად რომ შევიკრიბებით საქართველოში. ნამდვილად კარგი ტრადიცია დავამკვიდრეთ ამ შეხვედრებით.

Link to post
Share on other sites

თბილისში ვარ ბოლო დღეები.

ამას სიცხე არა ჰქვია,საშინელებაა, ვერა ვსუნთქავ.

კუკიის სასაფლაოზე ადგილი მოვნიშნე, ორი კვირა დამრჩა და როგორმე ცოცხალმა უნდა გავაღწიო აქედან.

კახეთის რეისი დამრჩა, ქევხოს ისევ ვნახავ, მერე რუისში დავგაზავ, დღეს ისევ "მოვკვდები". :d030: /მეუღლის ბიძა უნდა ვნახო/

ვინა ხართ თქვენ?

ორი კვირაა ჭიქა არ გამიშვია ხელიდან. :drunk::d030:

ჩავალ უკან და ყურძენს რასაც მოვკრიფავ, სულ ბადაგი უნდა გავაკეთო. :d030:

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

მოგესალმებით,

აი დასრულდა ელჩის 2017 წლის ვოიაჟი სამშობლოში,

გუშინ გიო,დავითა და მე შევხვდით და პატარა "ლუდის ფესტივალი" მოვაწყვეთ,

 

 

 

მშვიდობიანი მგზავრობა გიო,მაგარი კაცი ხარ.

post-317-0-58671500-1505734061_thumb.jpg

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites

ვრეკავდი და არ მიპასუხა. გუშინ დილით კი ქალბატონმა აიღო ტელეფონი დაგამთენიისას წავიდაო.

მშვიდობიანი მგზავრობა გიო !

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ძმებო ისე, როგორც თქვენმა ნახვამ, სიალალემ და კაცობამ გამახარა.

 

სულ რაღაც ერთი საათია, რაც სახლში შემოვედი.

 

მშვიდობიანად ვიმგზავრე სამი სხვადასხვა თვითმფრინავით, იაღლიში მაინც მოხდა, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ, ორი "ჩუმადანი" სანფრანცისკოში დარჩათ ამ ბოთეებს, ხვალ ან ზეგ მომიტანენ სახლში ორივეს.

 

დავწყნარდები ცოტას და მერე მოგიყვებით როგორი იყო ეს ერთი თვე ჩემთვის.

 

ვინც გნახეთ, უფრო სწორედ ვინც მნახეთ, ყველას დიდი პატივისცემა ჩემგან, მადლობას ვერ გეტყვით, რადგან ძმებში სიტყვა მადლობა არ მოსულა.

 

მაგრა გამახარა თითოეულმა თქვენთაგანმა, გენაცვალეთ ყველას ერთად. :drunk:

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ძმებო ისე, როგორც თქვენმა ნახვამ, სიალალემ და კაცობამ გამახარა.

 

სულ რაღაც ერთი საათია, რაც სახლში შემოვედი.

 

მშვიდობიანად ვიმგზავრე სამი სხვადასხვა თვითმფრინავით, იაღლიში მაინც მოხდა, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ, ორი "ჩუმადანი" სანფრანცისკოში დარჩათ ამ ბოთეებს, ხვალ ან ზეგ მომიტანენ სახლში ორივეს.

 

დავწყნარდები ცოტას და მერე მოგიყვებით როგორი იყო ეს ერთი თვე ჩემთვის.

 

ვინც გნახეთ, უფრო სწორედ ვინც მნახეთ, ყველას დიდი პატივისცემა ჩემგან, მადლობას ვერ გეტყვით, რადგან ძმებში სიტყვა მადლობა არ მოსულა.

 

მაგრა გამახარა თითოეულმა თქვენთაგანმა, გენაცვალეთ ყველას ერთად. :drunk:

:friends::*

Link to post
Share on other sites

მრავალ მარიამობას დეესწარით ყველა ! ჩვენ კინაღამ ვერ დევესწარით იმფერი ამბები დაატრიალა ამ ამერიკო-რუისელმა :d030:

ვნახეთ რავარც იქნა ეს კაცი ახლოდან ! ,,ზავადსკოი,, რუისელია ნაღდი! ძალიან გაგვახარა და ჩაგვიხუტა გულში. მადლობა გიო გეხუტე! არ მეგონა ამდენი წელი ამერიკაში ნაცხოვრები კაცი თუ დამათრობდა ,ძაან დარწმუნებული ვიყავი ჩემ თავში მარა დამადგდო გულაღმა მაინც. :drunk:

ამ ულამაზეს შეხვედრას ცხოვრებაში ვერ დავივიწყებ.მადლობა მინდა უთხრა ყველას ძმობისთვის სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის. გეხუტეთ ყველას !

უფრო ვრცლად მინდა დავწერო არ გამომდის საიდან დავიწყო აღარ ვიცი. დავისვენებ ცოტას და მოგიყვებით ყველაფერს. როგორ ნახა გელამ ნაცნობი ვირი ბახმაროს გზაზე,როგორ მოგვიწყო წვიმა გასაგრილებლად და ა.შ. :hi::e025:

 

კაი ახლა, შენი დათრობის შანსი არა ყოფილა ძმაო.

ზურგჩანთა მოვიკიდე და სხვა განსხვავებული რომ ვერ ნახე, კეცები გაარეცხინე და იმითი დავლიეთ ბოლოს.

დილით ვიღვიძებ ბუჯო და სად ვართქო?

ლევანა გიწევს გვერდში ორთქმავალივით რომ ხშინავს მთელი ღამე და ბათუმში ხარო.

ჩავიხედე სარკეში და ცხვირი და შუბლი ვერაა თლად კაი მდგომარეობაში, ეტყობა ხე არ გამეცალა. :d030:

კინტრიშის სათავესთან წოულხინეთ და როგორ მოვხვდი ლეოსთან და არჩილთან სახლში, ნამდვილად არ მახსოვს.

 

შენი დათრობისა რა გითხრა, მაგრამ მე მგონი გაგიძელი ბოლომდე.

 

ავდექი დილაადრიან და სველი ვარ სულ.

გამოვედი გარეთ და კაციშვილის ჭაჭანება არაა.

შევედი უკან და "პარაოზი" ისევ ოხრავს ძილში.

მის გაღვიძებას შევეშვი, მეთქი მთხლიშავს ამ უთენია ჩაის ჭიქით "თეთრ ჩაისთქო".

კიდევ კარგი ადრე მოხვედით, თორემ ვერ გადავურჩებოდი უფროს მესხიძეს.

 

პ.ს. უნდა გავჩერდე, მე მგონი დაკარგული ჩემოდნები მოიტანეს ამ ტარტაროზებმა, ზარი რეკავს.

მერე გავაგრძელებ.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

რა უქენით ამ ცივილიზებულ კაცს, ბოკალზე მყავდა მიჩვეული წრუპვას და დაიყვანეთ კეცებამდე?! :d030: ნეშოს ფოთოლი ხომ არ ჩაგყვა ელჩი? :alfons:

Link to post
Share on other sites

რა უქენით ამ ცივილიზებულ კაცს, ბოკალზე მყავდა მიჩვეული წრუპვას და დაიყვანეთ კეცებამდე?! :d030: ნეშოს ფოთოლი ხომ არ ჩაგყვა ელჩი? :alfons:

 

მარტო კეცი ვახო? ყანწი არ გაუშვა და რავი თუ რამე სასმისი იყო ყველაფერს ითხოვდა :alfons:

 

ისე ყოჩაღ მაგას,ავთოს რომ ბოლომდე გაყვები სმაში,კაი შეძლების უნდა იყო,და კი ყოფილა ეს რუისელ-ორეგონელი. :drinks:

Link to post
Share on other sites

მალადეც გიო, შენ თუ იქაურ ლომებს გაუძელი სმაში. გეტყობა ნელ-ნელა ვარჯიშობდი ამერიკაში.

 

ძაან მწყდება გული, რომ ვერ ჩამოვედი და ვერ შემოგიერთდით :( :karochera:

იმედია, კიდევ გვექნება საშუალება საქართველოში, ჩვენს ძმებთან ერთად ჩავეხუტოთ ერთმანეთს :friends:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ყველაფერი უკლებლივ მომიტანეს.

აკლია ჩემი სიდედრის სანათესაოს, სამი კილო ქონდარი გამოუტანებიათ, სხვა ბალახებზე აღარაფერს ვამბობ, ერთი "ჩუმადანის" დატოვებას ვაპირებდი და მაგათ გაავსეეს ერთი.

არ ჩავხედე რა მომქონდა, სხვისი ნივთების ჩხრეკვა არაა ჩემი საქმე.

რაც მქონდა ჩასაცმელი, ყველაფერი გავაჩუქე, მეთქი ჩავალ სახლში და ჩემი კახელი ქალი თავის ქალას ამხდის შეკითხვებისგან.

პირველი იქნება:-შე უბედურო, ისე დათვერი, ყველაფერი მოგპარესო. :d030:

გავედით მარკეტ-ბაზრობებზე და რას ვიყიდიდი?

მეორე "სუნდუკი" გასავსები მქონდა.

მივადექი და თუ რამე სცმია გერმანელ და ინგლისელ ფეხბურთელს შორტ-მაისურიანად ყველაფერი ვიყიდე, ზედ მივაყოლე ჩვენი გმირების უნიფორმაც, ჩვენი რაგბისტების ფორმაც შევიძინე.

 

ტვირთი დამიგვიანეს, მაგრამ მეორე დღეს მომიტანეს და არაფერი აკლდა, ყველაფერი იქ იყო, მაგრამ ერთმანეთში აზელილი.

გავშალე და მიყურებს მეუღლე:

-შენა ფეხბურთის გუნდის ჩამოყალიბებას აპირებ და მე რატომ არ ვიცი ამეების შესახებო?

-რა გინდა გოგო, ორი საწვიმარი ხომ წამოვიღე, ერთი ჩემმა ძმამ მაჩუქა, მეორე ძმაკაცმა მაყიდინა და ორივე დავითი არისთქო.

 

ოოო, ჩემზე მეტად უყვარს ჩემი ძმა, დავითი ჰქვია ჩემს სისხლს, მოისმინა და მერე გაჩუმდა.

 

 

 

პ.ს. ნელნელა მოვყვები ყველა დღეს.

Link to post
Share on other sites

ახლა დავწერ, ან რა დამავიწყებს.

ბიჭებო, უნდა იცოდეთ რომ საქართველოში საქონლისა და ღორის ხორცი არის შეუდარებელი, თონის პურზე ლაპარაკი აღარაა.

თუ ხორცის ცნობა იცი და ნაცნობისგან იყიდე, უმაგრეს ხაშლამას დააყრი უშობელისაგან და ბურვაკის უმზეურისგან ენით აღუწერელ მწვადს წალამზე დააშაშხანებ.

მიუხედავად იმისა, სულ მწვანეა აქაურობა მთელი წლის განმავლობაში და რამდენ კონტროლს გადის ხორცი სანამ დახლზე დაიდება, ვერა რაა, ჩვენსას ვერ შეედრება, ქონს და ცხიმს აჭრიან ეს ჩემის თვრამეტიანები, უმაგისოდ კიდევ უგემური გამოდის.

 

მერე მსაყვედურებენ რატომ ვნადირობ ცხოველზე, მოვიპოვებ და ის კიდევ სულ სხვა რამეა, იძულებულსა მხდიან კაცო. :d030:

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...
ქობულეთში წავედით სამეგობრო ერთად.
რაც მოხდებოდა კი იცით, დავხოცეთ ერთმანეთი მდინარე კინტრიშის სათავესთან.
მეორე დღეა და ერთმანეთს ვერა ვცნობთ.
ბიჯო, დასვენების სეზონი არის და რესტორნები დაკეტილია, ხაში გვინდა კაცო, ან რამე წვნიანი.
ჩვენნაირი გაჭირვებულები შეგვხვდნენ, ქუთათურები იყვნენ, ისინი ჩვენზე უარესად გაუბედურებულები.
ე ბიჯო, თუ სადმე რამეს ღიას იპოვით, აგერ ძამია ტელეფონის ნომერი და გადმოგვირეკეთ, ჩვენ ვიხდით ყველაფერსო.
ვიპოვეთ ერთი ახალი გახსნილი რესტორანი, გადაურეკეთ ჯიგრებს, მოვიდნენ ისინიც.
დავსხედით და გოგომ, მენიუში ხარჩო გვაქვს და წვნიანი ხაშლამაო.

ბჯოოო, მე არ მეგონა ხაშლამით ვინმე თუ გამაკვირვებდა, თანაც აჭარაში კაცო.
ამათ ყველამ ხარჩო შეუკვეთეს, მე კიდევ მაინტერესებდა წვნიანი ხაშლამა.
მოიტანა და რა მოიტანა ამ დალოცვილმა.
რამოდენიმე ნაჭერი გავსინჯე და ამ ქალბატონს ვეკითხები, ეს კერძი ვინ გააკეთათქო.
მე გავაკეთეო.
ამ დროს მეუღლე მირეკავს აშშ-დან, ცოცხალი ხარო?
მაგრა ვარ და სარწმუნოების შეცვლას ვაპირებ, ცოლები უნდა მოვიყვანო, ჯერ ერთი რომ ძალიან ლამაზია, მერეა და უმაგრესი საჭმელების კეთება სცოდნია.
ჰო, არ დამავიწყდეს, ჩვენი უბნის მარკეტში ერთი დახატული ქალია, ის უკვე თანახმაა ცოლად გამომყვესთქო, ამას ახლა დავითანხმებ და დაისვენებ ჩემგან ბოლობოლო.
მეყოლებით სამნი და სათითაოდ შეგაწუხებთ ხოლმე.


დედაააა, რამდენი მაგინა და მწყევლა, ცოცხალი როგორა ვარ მიკვირს.
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...