ebaneba 3 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 ალაზანი მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 98 კუბ.მ/წმ. საზრდოობა შერეულია, გამოიყენება სარწყავად. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის მუნიციპალიტეტია. სათავე აქვს კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ კალთაზე. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). წყალსაცავის აგებამდე ალაზანი პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა. ალაზანი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლისა - 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა - შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, ზაფხულზე - 29,1%, შემოდგომაზე - 20,3%, ზამთარში - 12,3%. არ იყინება. ალაზნის მარცხენა შენაკადებია: სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი (აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა — ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი, და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი. იყენებენ სარწყავად. 1 ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted June 8, 2015 Report Share Posted June 8, 2015 (edited) სალამი მეგობრებო. ალაზანს არ წყალობთ თუ რაია 2012ის მერე რო არ შეხმიანებიხართ ამ თემას. ცოტას გავამდიდრებ ალაზნის თემას. Edited June 12, 2015 by salamandra 1 ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted June 8, 2015 Report Share Posted June 8, 2015 ორი სხვადასხვა დღე პირველზე მხოლოდ 1 ჭანარი რომელიც პირველ სურათზეა და მეორე დღეს 2 ლოქო 2.5 კგ და ჭანარი 3.100 კგ ეს მხოლოდ ჩემი შედეგი ჯამში 3 ლოქო და 9 ჭანარი მეორე გასვლაზე. პირველზე მარტო ის ერთი ჭანარი. ვთევზაობდით ბალოტის ჭიით მწვანე მყრალი ჭიაა ლოქოც დაჯდა მაგაზე მეორე ქათმის გაყინულ კუჭზე. ადგილი თავიდან წნორი ლაგოდეხის ხიდთან და მერე გადავინაცვლეთ გურჯაანი ლაგოდეხის ხიდთან. ციტირება Link to post Share on other sites
vasili1984 0 Posted June 8, 2015 Report Share Posted June 8, 2015 (edited) მეგობარო რით ითევზავე? ფიდერით? სპინინგით? თუ ტივტივათი, გატარებით? როგორი მონტაჟით? Edited June 8, 2015 by mtiuli777 ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted June 8, 2015 Report Share Posted June 8, 2015 ჩვეულებრივი ფსკერული მეთოდით (ლიოგკი დონკას) ეძახიან მოძრავი სიმძიმე კარაბინი და სადავე მეტი არაფერი ციტირება Link to post Share on other sites
vasili1984 0 Posted June 8, 2015 Report Share Posted June 8, 2015 მადლობა. გაიხარე. მეც ვაპირებ კახეთისკენ გასვლას, ვნახოთ თუ მოვახერხე ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 8, 2015 Report Share Posted June 8, 2015 ლომებო ჩემმა სწავლებამ ჯვარი დაგწეროთ თევზაობის თემაში, მაგრამ უხვ სათევზაო ადგილებს ნუ დაწერთ "ღია ეთერში" რადგან ბრაკებიც კითხულობენ აქაურობას. ადვილი შესაძლებელია ხვალ-ზეგ დაადუღონ ეგ ადგილი. ისარგებლეთ პიემებით. ციტირება Link to post Share on other sites
shota merkviladze 1 Posted June 8, 2015 Report Share Posted June 8, 2015 სწორი შენიშვნაა გურულოს ვენაცვალე. სხვათაშორის 3ჯერ ჩამომიარეს ბრაკებმა ნავით დილით 9ზე 3ზე და 6ზე კურიერის დროზე არიან ეს დედაძაღლები. გადავუღე დავრეკე გარემოს დაცვის ფბ გვერდზეც დავდე მარა გამოხმაურება 0 ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted June 9, 2015 Report Share Posted June 9, 2015 bubamara ბრაო მეგობარო,კარგად გითევზავია და შედეგიც სესანიშნავი გაქვს ! ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted June 9, 2015 Report Share Posted June 9, 2015 bubamara კაი ნადავლია შოთა. მაგარი დრო გაგიტარებია ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 4, 2015 Report Share Posted July 4, 2015 (edited) შემოვიდა შამაია ! Edited July 4, 2015 by ქევხო ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted July 4, 2015 Report Share Posted July 4, 2015 შემოვიდა შამაია ! ვააააა,მაგარია !!! ნეტა ჭერეხი არ შემოჰყვება ?... ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 4, 2015 Report Share Posted July 4, 2015 salamandra არა ზური, ლოქო კი, მარა ჯერეხი დეკემბერში ამოდის ციტირება Link to post Share on other sites
travisryan 0 Posted January 13, 2016 Report Share Posted January 13, 2016 გამარჯობათ, გთხოვთ მითხარით ალაზანზე როგორი თევზაობა არის გამართლებული რამდენი დიამეტრის ძუა არის კარგი? და რამდენი დიამეტრის პავადოკები? ასევე რამდენ გრამიანი ტყვია და როგორი ნემსკავი? და იქნებ სატყუარაზეც დაწეროთ ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted January 14, 2016 Report Share Posted January 14, 2016 გამოიყენება ყველანაირი ძუა, ნემსკავი და სიმძიმე. გააჩნია სად თევზაობ, ალაზანი დიდია ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted April 26, 2016 Report Share Posted April 26, 2016 მოკლეთ ასეთ რამეს წვაწყდი და სადაა ეს ადგილები, მე მგონი გადასარევი სათევზაოა. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 27, 2016 Report Share Posted April 27, 2016 levani დიდი ალბათობით ლაგოდეხის მხარეა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 27, 2016 Report Share Posted April 27, 2016 "თოკებით" თევზაობენ. ჩემთვის მიუღებელია მსგავსი თევზაობა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 27, 2016 Report Share Posted April 27, 2016 ლარებით თევზაობენ. მეც ვთევზაობ ლარებით. აკრძალულია ნეტავ? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 27, 2016 Report Share Posted April 27, 2016 ისე კაი ადგილებია. ჰა, ხომ არ გავუკეთოთ ორგანიზება? ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted April 27, 2016 Report Share Posted April 27, 2016 BROWNING მოსულა ვახო ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 28, 2016 Report Share Posted April 28, 2016 ვახო რასაც კრძალავენ თვითონაც ვერ ერკვევიან რატომ. ერთი ჯოხით მანდ ჩასვლა ჩემთვის უაზრობაა და ლარებითაც ვითევზავებ. აი როცა მოისპობა დენი, მაშინ კიდევ შეიძლება. სპინინგით შამაიის მეტი საეჭვოა რამე დაიჭირო. წყალი კი აგვისტომდე არ წმინდავდება. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 28, 2016 Report Share Posted April 28, 2016 ვაშლოვანი არაა ? გავს მაგრად.მაგარი ადგილებია.ოცნებად ნაქვს მანდ თევზაობა ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted April 28, 2016 Report Share Posted April 28, 2016 ბავშვობაში ალაზანზე თევზი მილიმეტრიან ძუებს გლეჯავდა სადღაა ახლა მასეთი სიამოვნება ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted August 26, 2016 Report Share Posted August 26, 2016 მოვახერხე და გავძვერი ორჯერ სათევზაოდ. ფიდერით. შამაია პირველ გასვლაზე დაკორმილ ადგილზე ისე იჭირებოდა მეორე ჯოხი მივაგდე გვერდზე მეორე დღეს ნავმა ჩაიარა დენით და შედეგსაც დაეტყო, სამაგიეროდ ჭანარი აქტიურობდა, დიდები ყველა გამეცა შამაიის მონტაჟზე. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.