Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ალაზანი

 

 

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 98 კუბ.მ/წმ. საზრდოობა შერეულია, გამოიყენება სარწყავად. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის მუნიციპალიტეტია. სათავე აქვს კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ კალთაზე. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). წყალსაცავის აგებამდე ალაზანი პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა.

ალაზანი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლისა - 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა - შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, ზაფხულზე - 29,1%, შემოდგომაზე - 20,3%, ზამთარში - 12,3%. არ იყინება.

ალაზნის მარცხენა შენაკადებია: სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი (აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა — ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი, და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი. იყენებენ სარწყავად.

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

სალამი მეგობრებო. ალაზანს არ წყალობთ თუ რაია 2012ის მერე რო არ შეხმიანებიხართ ამ თემას. ცოტას გავამდიდრებ ალაზნის თემას.

 

d9b2b2077aa5.jpg

 

58728a4b1aa5.jpg

 

64eac44540bd.jpg

 

07a388d89138.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ორი სხვადასხვა დღე პირველზე მხოლოდ 1 ჭანარი რომელიც პირველ სურათზეა და მეორე დღეს 2 ლოქო 2.5 კგ და ჭანარი 3.100 კგ ეს მხოლოდ ჩემი შედეგი ჯამში 3 ლოქო და 9 ჭანარი მეორე გასვლაზე. პირველზე მარტო ის ერთი ჭანარი. ვთევზაობდით ბალოტის ჭიით მწვანე მყრალი ჭიაა ლოქოც დაჯდა მაგაზე მეორე ქათმის გაყინულ კუჭზე. ადგილი თავიდან წნორი ლაგოდეხის ხიდთან და მერე გადავინაცვლეთ გურჯაანი ლაგოდეხის ხიდთან.

Link to post
Share on other sites

ჩვეულებრივი ფსკერული მეთოდით (ლიოგკი დონკას) ეძახიან მოძრავი სიმძიმე კარაბინი და სადავე მეტი არაფერი

Link to post
Share on other sites

ლომებო ჩემმა სწავლებამ ჯვარი დაგწეროთ თევზაობის თემაში, მაგრამ უხვ სათევზაო ადგილებს ნუ დაწერთ "ღია ეთერში" რადგან ბრაკებიც კითხულობენ აქაურობას. ადვილი შესაძლებელია ხვალ-ზეგ დაადუღონ ეგ ადგილი. ისარგებლეთ პიემებით.

Link to post
Share on other sites

სწორი შენიშვნაა გურულოს ვენაცვალე. სხვათაშორის 3ჯერ ჩამომიარეს ბრაკებმა ნავით დილით 9ზე 3ზე და 6ზე კურიერის დროზე არიან ეს დედაძაღლები. გადავუღე დავრეკე გარემოს დაცვის ფბ გვერდზეც დავდე მარა გამოხმაურება 0

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • 6 months later...

გამარჯობათ, გთხოვთ მითხარით ალაზანზე როგორი თევზაობა არის გამართლებული :) რამდენი დიამეტრის ძუა არის კარგი? და რამდენი დიამეტრის პავადოკები? ასევე რამდენ გრამიანი ტყვია და როგორი ნემსკავი? და იქნებ სატყუარაზეც დაწეროთ :):scratchchin:

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ვახო რასაც კრძალავენ თვითონაც ვერ ერკვევიან რატომ. ერთი ჯოხით მანდ ჩასვლა ჩემთვის უაზრობაა და ლარებითაც ვითევზავებ. აი როცა მოისპობა დენი, მაშინ კიდევ შეიძლება.

სპინინგით შამაიის მეტი საეჭვოა რამე დაიჭირო. წყალი კი აგვისტომდე არ წმინდავდება.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

მოვახერხე და გავძვერი ორჯერ სათევზაოდ. ფიდერით. შამაია პირველ გასვლაზე დაკორმილ ადგილზე ისე იჭირებოდა მეორე ჯოხი მივაგდე გვერდზე

 

post-8-0-23211700-1472209991_thumb.jpg

 

post-8-0-78852500-1472209999_thumb.jpg

 

მეორე დღეს ნავმა ჩაიარა დენით და შედეგსაც დაეტყო, სამაგიეროდ ჭანარი აქტიურობდა, დიდები ყველა გამეცა შამაიის მონტაჟზე.

 

post-8-0-26840600-1472210086_thumb.jpg

 

post-8-0-86310700-1472210095_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...