Jump to content
Club-Monadire.Ge

სიბურჯღლე, ჭრა, დაჯგუფება, საფანტის და ფინდიხის ნომერაცია, ვაზნის დამზადება


Recommended Posts

სიბურჯღლე, ჭრა, დაჯგუფება, საფანტის და ფინდიხის ნომერაცია, ვაზნის დამზადება

 

 

 

ხშირად მონადირე, რომელიც თავადაა დაკავებული საფანტის ჩამოსხმით, დგება კითხვის წინაშე: რა ნომერს შეესაბამება მის მიერ ჩამოსხმული პროდუქტი?

 

ძირითადად გამოყოფენ 15 ნომრის საფანტს: 11, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, 0, 00, 000, 0000.

 

ყველაზე პატარა ზომის 11 ნომერი საფანტის დიამეტრია 1,5მმ და ამის მერე ყოველ შემდგომ ნომერს აქვს დიამეტრი +0,25მმ და აღწევს 5მმ-ს 0000-ის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ადვილია განისაზღვროს თითოეული ნომრის საფანტის დიამეტრი:

№11_1,5მმ; №10_1,75მმ; №9_2,0მმ; №8_2,25მმ; №7_2,5მმ; №6_2,75მმ; №5_3,0მმ; №4_3,25მმ; №3_3,5მმ; №2_3,75მმ; №1_4,0მმ; №0_4,25მმ; №00_4,5მმ; №000_4,75მმ; №0000_5,0მმ.

გამოყოფენ ფინდიხის 7 ზომას, ესენია: №1-9მმ; №2- 8,5მმ; №3-8მმ; №4-7,5მმ; №4ა-7მმ; №5- 6,5მმ და №5ა-6,2მმ.

 

 

ამერიკული საფანტის ზომები ორით მეტია ჩვენებურთან შედარებით, კერძოდ, გარდა ჩვენთვის ცნობილი საფანტის ნომრებისა, ამერიკაში გამოდის საფანტი ნომრით 7,5 და 8,5. მათი ზომებიც შესაბამისად 2,375მმ და 2,125მმ-ია. რაში ჭირდებათ ასეთი აბსოლიტრური ზომები ვერ გეტყვით , თუმცა ფაქტია რომ ამზადებენ

გარდა ამისა 5/0-ს აღნიშნავენ F-ით; 4/0-ს T-ით 3/0-ს BBB-ით 2/0-ს BB-ით 0-ს კი B-ით.

განსხვავებულია ფინდიხის აღნიშვნებიც:

9მმ-იანი აღინიშნება N000-ით(ჩვენთან N1); 8,5მმ-იანი N00-ით(ჩვენთანაც N2); 8მმ-იანი N0-ით(ჩვენთან N3); 7,5მმ-იანი N1-ით(ჩვენთან N4); 7მმ-იანი N2-ით(ჩვენთან N4ა); 6,5მმ-იანი N3-ით(ჩვენთან N5) და 6,2მმ-იანი N4-ით(ჩვენთან N5ა)

 

საფანტის დახარისხების ავკარგიანობის განსაზღვრის მარტივი წესი ამგვარია: 10 გრამს უნდა იწონიდეს კარგი(ზომიერი) სიმაგრის 26 ცალი პირველი ნომრის საფანტი, №3_38 ცალი, №6_ 80ცალი, №7_104ცალი.

ამ მაჩვენებლიდან მკვეთრი გადახრა შეიძლება გამოწვეული იყოს საფანტის ზედმეტი სიმაგრით ან სირბილით, ანდა საფანტის ცუდად დახარისხებით(სხვადასხვა დიამეტრი). აქვე აღსანიშნავია, რომ გარედან სპილენძით ან ნიკელით დაფარული საფანტის ეს მაჩვენებელი სავსებით განსხვავებულია.

რაც უფრო სწორი ბურთულის ფორმისა და თანაბარი დიამეტრისაა თითოეული საფანტი, რამდენადაც ნაკლებ დეფორმაციას განიცდის იგი თოფის ლულაში გავლისას, იმდენად სრულფასოვანი იქნება თოფის მიტანა. მაგალითად, თანაბარ პირობებში სუფთა ტყვიისაგან დამზადებული საფანტის მიტანის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე მაგარი საფანტისა. თუმცა ზედმეტად მაგარი საფანტიც არასრულფასოვანია. ლულიდან გამოტყორცნის შემდეგ ყველა საფანტი (ისე, როგორც ლულაში) ფრონტალურ სიბრტყეში ერთდროულად კი არ მოძრაობს, არამედ ყოველ ცალკეულ მომენტში ისინი ჰაერში განლაგებული არიან გარკვეული სიგრძითა და სიგანით. საფანტის ამ განლაგების ფორმას `საფანტის კონა~ ეწოდება. თავიდან საფანტებს შორის მანძილი მცირეა, ხოლო შემდეგ იგი თანდათან იზრდება და `საფანტის კონის~ მოცულობაც ანალოგიურად იცვლება, ე.ი დასაწყისში მცირეა, შემდეგ კი ნელ-ნელა იზრდება. `საფანტის კონის~ თავის წინა ნაწილში, 1-1,5 მ-ის სიგრძეზე, მოქცეულია ყოველი ცალკეული მომენტისათვის ჰაერში მოძრავ საფანტთა 80%, ხოლო კუდის ნაწილში, 2-2,5 მ-ის სიგრძეზე _ 20%.

საფანტის ჭურვის საწყის სიჩქარეზე (რომელიც ყველაზე მაღალია ლულის ტუჩის ჭრილიდან მცირე მანძილის გავლის შემდეგ) დამოკიდებულია თოფის მიტანის სიმკვეთრე და მუდმივობა. მიტანის სიმკვეთრის ცნებაში იგულისხმება საფანტის სამიზნის სიღრმეში შეჭრა, იმისგან დამოუკიდებლად, მიიღწევა იგი თითოეული საფანტის შედარებით დიდი მასით თუ მისი მოძრაობის მაღალი სიჩქარით. რაც უფრო მეტია საფანტის მასისა და განივი ჭრილის შეფარდების მაჩვენებელი, მით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს იგი ჰაერის წინააღმდეგობის დასაძლევად. ამის შედეგია ის, რომ მსხვილი საფანტი უფრო დიდ მანძილზე ინარჩუნებს შედარებით მაღალ სიჩქარეს, ვიდრე წვრილი საფანტი.

 

 

 

 

სიბურჯღლე, ჭრა, დაჯგუფება

 

 

 

 

ab4d3f09e80a.jpg

 

 

ლულის სიბურჯღლის განსაზღვრისთვის უნდა ავიღოთ 100X100სმ ზომის ქაღალდი და დავხაზოთ მასზე ორი წრე _ A 750მმ და B 250მმ დიამეტრისა (როგორც ნახაზზეა ნაჩვენები). შემდეგ ამ პირობით სამიზნეს ვაკრავთ მშრალი ფიჭვის ფიცარზე (რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ). სამიზნიდან 35 მეტრის მანძილიდან ვისვრით პირობით სამიზნეზე (გასათვალისწინებელია, რომ მართებული შედეგის მისაღწევად ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურაა +15 გრადუსი, უნდა შეირჩეს უქარო და უნალექო ამინდი). შემდეგ ვითვლით დიდ წრეში მოხვედრილი საფანტის რაოდენობას და ვყოფთ ვაზნაში არსებული საფანტის რაოდენობაზე, ვამრავლებთ 100-ზე, რაც შესაბამისად _ შეადგენს ამ ლულის სიბურჯღლის მაჩვენებელს. მაგალითად, გასროლამდე ვაზნაში იყო 550 ცალი საფანტი, გასროლის შემდეგ დიდ წრეში მოთავსდა 250 ცალი, ამ შემთხვევაში ლულის სიბურჯღლე შეადგენს 250/550X100=45%-ს.

ასევე შეიძლება განისაზღვროს ლულის ჭრა, ანუ მოხვედრის სიმკვეთრე. იგი იზომება ჭრილობის სიღრმით (სწორედ აქ გამოდგება ზემონახსენები ფიცარი). თუ საფანტის მიერ ფიცარში გაკეთებულ ნახვრეტში (ჭრილობაში) თავსდება კიდევ ერთი იმავე ზომის საფანტი, მაშინ ჭრა დამაკმაყოფილებელია. თუ ორი მოთავსდა, მაშინ _ კარგი, ხოლო თუ ნახვრეტში თავსდება სამი ან მეტი საფანტის ბურთულა, მაშინ ჭრა საუკეთესოა.

განისაზღვრება საფანტის დაჯგუფებაც, ანუ ცენტრში კონცენტრაცია (ცდა ტარდება 7 ნომერი საფანტით). აღნიშნული მაჩვენებელი განისაზღვრება ფორმულით d =bX2,5\a, სადაც d დაჯგუფების მაჩვენებელია, b- პატარა წრეში მოთავსებული საფანტის რაოდენობა a_ დიდ წრეში მოთავსებული საფანტის რაოდენობა ;

 

 

 

 

 

ვაზნის დამზადება

 

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოზები გაანგარიშებულია სტანდარტული ორლულიანი თოფებისათვის და არა მაგნუმისათვის.

 

ერთ-ერთი ძირითადი ორიენტირი საჭირო საფანტის წონისათვის არის თოფის წონა. აღსანიშნავია, რომ თოფი აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წონა არაა ზუსტი.

კონკრეტული თოფის ვაზნისათვის საფანტის დასაშვები წონის მაქსიმუმი 12 ყალიბში არის მისი წონის 1/ 96, 16 ყალიბში მისი წონის 1/100, 20 ყალიბში მისი წონის 1/112, 28 ყალიბში მისი წონის 1/136 და 32 ყალიბში მისი წონის 1/148. ამის შემდეგ ვირჩევთ ამ მეთოდით განსაზღვრული მასის ქვემოთ 4 პუნქტს. მაგ. 3 კგ-იანი 12 ყალიბის ორლულიანი თოფის ვაზნისათვის საფანტის ოპტიმალური წონა მოქცეულია 27-დან 31-მდე გრამში(3000გ/ 96= 31; შემდეგი 4 ქვედა წონაა 30, 29, 28 და 27).

ამის შემდეგ შეფარდებითი კოეფიციენტის გამოყენებით ვირჩევთ დენთის დასაშვებ ზღვრებს. შეფარდებითი კოეფიციენტი წარმოადგენს საფანტის მასის შეფარდებას დენთის მასასთან. აღნიშნული კოეფიციენტი მოცემულია ნებისმიერი დენთის ტექნიკურ პარამეტრებში. მაგ ,,სოკოლის” შეფარდებითი კოეფიციენტი 12 ყალიბისათვის არის 15-დან 16-მდე, 16 ყალიბისათვის 15,5-დან 17-მდე და 20 ყალიბისათვის 17-დან 19-მდე.

დენთი ,,რექსისათვის” შეფარდებითი კოეფიციენტი არის 12 ყალიბში 20-დან 20,7-მდე, 16 ყალიბში 20-დან 21,8-მდე და 20 ყალიბში 21-დან 24,2-მდე.

 

 

a34bf03e7484.jpg

 

 

დენთი ,,რექსი"

 

აქ მოვიტან უკვე გაანგარიშებულ დოზებს:

12 ყალიბი

--------------

თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 26გ-დან 30გ-მდე; ,,რექსი” 1,3გ-დან 1,45გ-მდე.

თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 27გ-დან 31გ-მდე; ,,რექსი” 1,35გ-დან 1,5გ-მდე.

თოფის წონა= 3,1 კგ_საფანტი 28გ-დან 32გ-მდე; ,,რექსი” 1,4გ-დან 1,55გ-მდე.

თოფის წონა= 3,2 კგ_საფანტი 29გ-დან 33გ-მდე; ,,რექსი” 1,44გ-დან 1,6გ-მდე.

თოფის წონა= 3,3 კგ_საფანტი 30გ-დან 34გ-მდე; ,,რექსი” 1,48გ-დან 1,65გ-მდე.

თოფის წონა= 3,4 კგ_საფანტი 31გ-დან 35გ-მდე; ,,რექსი” 1,53გ-დან 1,7გ-მდე.

თოფის წონა= 3,5 კგ_საფანტი 32გ-დან 36გ-მდე; ,,რექსი” 1,57გ-დან 1,75გ-მდე.

თოფის წონა= 3,6 კგ_საფანტი 33გ-დან 37გ-მდე; ,,რექსი” 1,62გ-დან 1,8გ-მდე.

 

16 ყალიბი

------------

თოფის წონა= 2,7 კგ_საფანტი 23გ-დან 27გ-მდე; ,,რექსი” 1,15გ-დან 1,24გ-მდე.

თოფის წონა= 2,8 კგ_საფანტი 24გ-დან 28გ-მდე; ,,რექსი” 1,2გ-დან 1,28გ-მდე.

თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 25გ-დან 29გ-მდე; ,,რექსი” 1,25გ-დან 1,33გ-მდე.

თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 26გ-დან 30გ-მდე; ,,რექსი” 1,3გ-დან 1,38გ-მდე.

თოფის წონა= 3,1 კგ_საფანტი 27გ-დან 31გ-მდე; ,,რექსი” 1,35გ-დან 1,42გ-მდე.

თოფის წონა= 3,2 კგ_საფანტი 28გ-დან 32გ-მდე; ,,რექსი” 1,4გ-დან 1,47გ-მდე.

 

20 ყალიბი

---------------

 

თოფის წონა= 2,5 კგ_საფანტი 19გ-დან 23გ-მდე; ,,რექსი” 0,9გ-დან 0,95გ-მდე.

თოფის წონა= 2,6 კგ_საფანტი 20გ-დან 24გ-მდე; ,,რექსი” 0,95გ-დან 1,0გ-მდე.

თოფის წონა= 2,7 კგ_საფანტი 21გ-დან 25გ-მდე; ,,რექსი” 1,0გ-დან 1,05გ-მდე.

თოფის წონა= 2,8 კგ_საფანტი 22გ-დან 26გ-მდე; ,,რექსი” 1,05გ-დან 1,1გ-მდე.

თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 23გ-დან 27გ-მდე; ,,რექსი” 1,1გ-დან 1,15გ-მდე.

თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 24გ-დან 28გ-მდე; ,,რექსი” 1,15გ-დან 1,2გ-მდე.

 

არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ წონის მიხედვით მოცემულ მაქსიმალურ დოზებს!!!

 

ამის შემდეგ ვამზადებთ თოფის შესაბამისი წონის მიხედვით საკონტროლო ვაზნების 4 სერიას.

სულ მზადდება 20 ცალი ვაზნა. მაგ 3,3 კგ წონის 12 ყალიბის თოფის მისროლა უნდა გაკეთდეს 1,48გ დენთიანი 30, 31, 32, 33 და 34 გ საფანტით. შემდეგ 1,53გ-იანი(საფანტი მეორდება რათქმაუნდა), შემდეგ 1,6გ-იანი და ბოლოს 1,65გ-იანი ვაზნებით.

 

მისროლის შედეგების მიხედვით ვირჩევთ საუკეთესო დოზირებას.

ბოლოს ცოტას განვმარტავ: თუ მისროლისას ორმა სერიამ აჩვენა დაახლოებით ერთნაირი სიბურჯღლე და დაჯგუფება. მაშინ უმჯობესია არჩეულ იქნას ვაზნების ის ჯგუფი, რომელსაც აქვს ნაკლები შეფარდებითი კოეფიციენტი, რადგან ასეთ ვაზნას აქვს უფრო დიდი ჭრა.

 

 

დენთი ,,სოკოლი"

 

შეგახსენებთ,რომ ეს წესი მოქმედებს სტანდარტულ(სერიულ) ორლულიან თობებზე დენთისთვის ს ო კ ო ლ ი

 

1.საფანტის წონა= ლულების წონა/48

2.დენთის წონა= ლულების წონა/48X0.06

მაგალითად:თუ ლულა იწონის 1600 გრამს, მისი ვაზნისთვის საფანტის ოპტიმალური წონა=1600/ 48=33გ.

დენთის ოპტიმალური წონა=1600/48X0.06=2გ.

კიდევ ერთი შენიშვნა:

ჰაერის +10-ზე დაბალი ტემპერატურის დროს მსუბუქი თოფებისათვის(საერთო წონით 3 კგ-მდე) დენთის რაოდენობა უნდა გაიზარდოს 5%-ით,ხოლო უფრო მძიმე თოფებისათვის(საერთო წონით 3 კგ-ზე მეტი) 10%-ით.

Link to post
Share on other sites
  • Replies 69
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

საფანტის მარცვლების რაოდენობა სტანდარტულ(32გ), ,,მალიუტკა,,(40გ), მაგნუმის(50გ) და სუპერმაგნუმის(60გ) ვაზნაში:

 

ცალობა წერია იმავე რიგითობით

N 5/0 38ცალი, 48 ცალი, 60 ცალი, 72 ცალი;

N4/0 43 ცალი, 54 ცალი, 67 ცალი, 81 ცალი;

N3/0 50 ცალი, 62 ცალი, 77 ცალი, 93 ცალი;

N2/0 58 ცალი, 77 ცალი, 96 ცალი, 115 ცალი;

N0 67 ცალი, 84 ცალი, 105 ცალი, 126 ცალი;

N1 78 ცალი, 104 ცალი, 130 ცალი, 156 ცალი;

N2 94 ცალი, 125 ცალი, 156 ცალი,188 ცალი;

N3 115 ცალი, 153 ცალი, 191 ცალი, 230 ცალი;

N4 146 ცალი, 194 ცალი, 243 ცალი, 291 ცალი;

N5 184 ცალი, 245 ცალი, 306 ცალი, 368 ცალი;

N6 240 ცალი, 320 ცალი, 400 ცალი, 480 ცალი;

N7 314 ცალი, 418 ცალი, 523 ცალი, 627 ცალი;

N8 450 ცალი, 600 ცალი, 750 ცალი, 900 ცალი;

N9 603 ცალი, 804 ცალი, 1005 ცალი, 1206 ცალი;

N10 1015 ცალი, 1268 ცალი, 1585 ცალი, 1902 ცალი.

Link to post
Share on other sites

მინდა მოგიყვეთ სავარჯიშო ვაზნის დამზადების ერთ საინტერესო მეთოდზე. ეს სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში Охота и охотничье хозяйство N6, 1963წ. ავტორია გ. ნიკოლაევი.

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ასეთი ვაზნები ჯერ არ დამიმზადებია ბოლიანი დენთის უქონლობის გამო(თუ ვინმე მიწილადებს ან მომყიდის დიდად დამავალებს).

 

 

 

ტრასერი გლუვლულიანი თოფისათვის

 

 

სტენდზე სროლის ტექნიკის დაუფლებისას იხარჯება დიდი რაოდენობით ვაზნა. სამიზნეზე წინსწრების დისტანციის სწორი შერჩევა მხოლოდ ხშირი ვარჯიშებით მიიღწევა. წინსწრება მსროლელის მიერ ავტომატიზმამდე უნდა იქნეს მიყვანილი, რასაც ართულებს ის გარემოება, რომ სპორცმენი ხედავს მხოლოდ მფრინავ თევშს(სამიზნეს) და ვერ აფიქსირებს იმას, თუ სად გაიარა საფანტის ჯგუფმა. აღნიშნული ხელს უშლის მსროლელს სწორად გააანალიზოს შეცდომები და აღმოფხვრას ისინი, გააკეთოს სათანადო დასკვნები. მხოლოდ დიდი ხნის ვარჯიშისა და შედეგიანი სროლების შემდეგ მსროლელი მხედველობითი მახსოვრობით აფიქსირებს თოფის მდებარეობას სამიზნის მიმართ და იწყებს მის სწორად მართვას.

თუკი მსროლელი დაინახავს სად გაიარა საფანტის ჯგუფმა სამიზნის მიმართ, ამ შემთხვევაში აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტა საგრძნობლად ადვილდება. ადვილდება დამიზნებისა და წინსწრების კორექტირებაც, რაც შესაბამისად ამსუბუქებს მწვრთნელის შრომასაც.

სტატიის ავტორი გვთავაზობს(სტენდავიკებთან ერთად მონადირეებსაც) დავამზადოთ ტარასერი ვაზნები, რომლებიც ჩვეულებრივი ვაზნისაგან განსხვავდება იმით, რომ ტოვებს კვალს ჰაერში მოძრაობის მთელ დისტანციაზე.

 

 

a33153a9b8d2.jpg

 

1. მუყაოს საფენი(დენთის); 2. ქეჩის(ნაბდის) საფენები; 3. მუყაოს საფენი(საფანტის); 4. ტყვიის ცილინდრი; 5. დაპრესილი შავი დენთი(ბოლიანი);6. მცირეკალიბრიანი ვაზნის მასრა(გამსკდარი კაფსულით).

 

 

 

ქეჩის საფენებში დენთის საფენთან ერთად, რომლებშიც მცირეკელიბრიანი მასრის დიამეტრის შესაბამისი ნახვრეტია წინასწარ გაკეთებული, ჩასმულია ტრასერი. ტრასერი შედგება მცირეკალიბრიანი მასრის კორპუსისაგან(6), ტყვიის პატარა ცილინდრისა(4) და დაპრესილი ბოლიანი დენთისაგან(5). ტყვიის ცილინდრის წონა შეადგენს 1 გრამს და პატარა მასრაში იტენება ისევე, როგორც ჩვეულებრივი ვაზნის დამზადებისას(პატარა სატენით). ტრასერი ქეჩის საფენებში თავსდება ცენტრში, ძირით ზემოთ(უბოლო დენთთან ღია ზედაპირით) ისე, რომ ძირითადი დენთის აფეთქებამ გამოიწვიოს ბოლიანი დენთის წვა.

ტყვიის პატარა ცილინდრი უზრუნველყოფს ფრენის მომენტში ტრასერის განთავსებას საფანტის ჯგუფის ცენტრში და სწორი ტრაექტორიით გადაადგილებას საფენებისა გადახრების გარეშე, ხოლო შავი(ბოლიანი) დენთის წვა განაპირობებს ფრენის ტრაექტორიის თვალნათლივ დანახვას 50 მეტრამდე დისტანციაზე.

Link to post
Share on other sites

დისპერსანტი

 

როგორც მოგეხსენებათ, საფანტის გაშლის(დიამეტრის) ზრდისათვის მოკლე დისტანციებზე საფანტს ყოფენ რამდენიმე ტოლ ნაწილად, თხელი საფენებით. გამყოფ საფენებს(სეპარატორებს) ათვსებენ ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად(ჯვარედინად) და ა.შ.

გარდა ამ მეთოდებისა გამოიყენებენ დისპერსანტ-კონტეინერებს, რომელთა გამოყენება აადვილებს ვაზნის დატენას, კერძოდ, დისპერსანტის გამოყენებისას არაა საჭირო თითო წილი საფანტის აწონვა. წინასწარ გადაწონილი საფანტის მთლიანი დოზა(მაგ. 32 გრამი) იყრება ამ კონტეინერში და უბრალოდ მოუსწორებთ ზედაპირს.

 

 

 

6a6bbc2dedc1.gif

 

ეს დისპერსანტი საფანტს ყოფს 5 ტოლ ნაწილად

 

 

 

 

 

დისპერსანტ-კონტეინერის გამოყენების შემთხვევაში არ შეიძლება რბილი საფანტის გამოყენება, რათა ავიცილოთ თავიდან ლულაში საფანტის ნაგლესის წარმოშობა. თუმცა რბილი საფანტის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში არაა სახარბიელო

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ტყვია-წამლის შენახვა

 

 

 

უბოლო დენთის შენახვის ვადა გამოშვების თარიღიდან 5 წელია, ხოლო კაპსულებისა და ფისტონების 3 წელი.

შესაძლებელია ამ ვადების გაორმაგება, თუ შესაბამისი პირობების დაცვით იქნება შენახული ერთიცა და მეორეც. კერძოდ, ლითონის ქილიდან დენთი უნდა გადავყაროთ მუქი შეფერილობის შუშის ქილაში, რომელსაც საცობს დავახურავთ და ამ უკანასკნელს დავასხამთ გამდნარ პარაფინს. აღნიშნული შუშის ქილა უნდა შევინახოთ ბნელ და მშრალ ადგილზე. ასეთივე მეთოდით ინახება კაფსულა და ფისტონი. ამ პირობებში შენახული უბოლო დენთი ვარგისია 10 წელიწადს, ხოლო კაფსულა და ფისტონი კი 6 წელიწადს.

ზოგჯერ მონადირის წინაშე ისმება კითხვა: ვარგისია თუ არა მის ხელთ არსებული დენთი?

ასეთ შემთხვევაში ვიღებთ წინასწარ გადაწონილი დენთის 0,25 გრამს და დავყრით სიგრძით ქაღალდზე. აღნიშნული დენთი დაიყრება 50მმ სიგრძეზე თანაბრად და ერთნაირ სიმაღლეზე. ამის მერე ერთი ბოლოდან წავუკიდებთ ასანთით ცეცხლს(ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვა სავალდებულოა ) და ელექტრონული წამზომით აღვრიცხავთ წვის სიჩქარეს.

თუ აღნშნული რაოდენობის დენთი დაიწვა 1,8-დან 2,2 წამამდე დროში, მაშინ დენთი ვარგისია; თუ დაიწვა 1,7-1,6 წამის შუალედში, მაშინ დენთი საშიშია და არ ვარგა; ხოლო თუ დენთი დაიწვა 2,3-დან 2,4 წამსა და მეტ დროში, მაშინ დენთი დასუსტებულია, თუმცა საშიში არაა. ასეთი დენთის გამოყენებისას ერთ ვაზნაში საჭირო დოზა უნდა გაიზარდოს 0,05-0,1 გრამით.

--------------

 

პოლიეთილენის ან მუყაოს(ლატუნშიც მასეა, მარა ვინ იცავს მაგ წესს?!) უხმარ მასრაში დატენილი ვაზნის შენახვის ვადა( შენახვის რეჟიმის დაცვით) 3 წელია; ხოლო თუ ვაზნა დატენილია უკვე ერთჯერ გამონაყენებ მასრაში, მაშინ შენახვის ვადა მცირდება 4-6 თვემდე. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ გასროლის მერე გაწმენდა ჭირდება ჰილზას, თუ არ გაიწმინდა მასში დარჩენილი ნივთიერება შედის რეაქციაში წამალთან და მის ხარისხს აქვეითებს.

Link to post
Share on other sites

ვისაც აინტერესებს რა განსხვავებაა ვაზნის სტანდარტულ და ვარსკვლავა მოხუფვას შორის(იგულისხმება ბალისტიკა)

 

 

 

კარგად დააკვირდეს ამ სურათებს და მიხვდება რომელი ჯობია შორს სასროლი ვაზნებისათვის. შეგახსენებთ, რომ ორთავე შემთხვევაში გამოყენებულია პიჟკონტეინერი სიბურჯღლის ასამაღლებლად.

სურათები გადაღებულია სპეციალური აპარატურით.

 

 

 

სტანდარტული მოხუფვით დატენილი ვაზნის გასროლა

 

9f2f7bbe87d8.jpg

 

 

 

 

ვარსკვლავა მოხუფვით დატენილი ვაზნის გასროლა

 

e2d119fc4e8e.jpg

Link to post
Share on other sites

согласованая дробь თარგმანში ალბათ არის ,,შეთანხმებული(შეწონასწორებული) საფანტი"

 

მცირე განმარტებას გავაკეთებ იმ ფორუმელებისათვის, ვინც დაინტერესდა ამ თემით.

 

ჩემს ჯეელობაში ლულის საფანტთან ,,შეთანხმებას" შემდეგნაირად ზომავდნენ. ლულის ტუჩში რამდენიმე მილიმეტრ სიღრმეში(გააჩნია საფანტის ზომას; მაქს. 1-2 სმ) ჩადებდნენ საშუალო სისქის საფენს(პიჟს). საფენს ლულაში უნდა ქონოდა მკაცრად ჰორიზონტალური მდებარეობა. შემდგომ ამ საფენზე დაყრიდნენ საფანტს ისე, რომ მარცვლებს შეედგინათ მხოლოდ ერთი ფენა(მეორე ფენაზე დაცვენილ საფანტს პინცეტით ამოვიღებდით ხოლმე).

 

82e95e7ba055.jpg

 

 

იმ ნომრის საფანტი, რომელიც მაქსიმალურად მჭიდროდ განლაგდებოდა ერთ ფენად(ანუ თანაბრად, ისე რომ მარცვლებს ერთმანეთში მოძრაობის საშუალება არ ექნებოდათ) იყო საუკეთესოდ შეთანხმებული ამ კონკრეტულ ლულასთან.

ლულასთან შეთანხმებული საფანტის სროლისას უმჯობესდება დაჯგუფება და სიბურჯღლე, ტოვებს მაქსიმალურად ნაკლებ ,,ფანჯრებს", იკლებს საფანტის დეფორმაცია, ლულაზე ნაგლესი და ა.შ. მოკლედ, კაი რამეა...

 

ჩემს თოფებზე ანალოგიური ექსპერიმენტები მიტარებია და დადგენილი მქონდა, რომ ყველაზე კარგად ჩემი თოფები თანხმდებოდნენ 0, 2, 3 და 7 ნომერ საფანტთან(საუკეთესოდ N2 თან).

Link to post
Share on other sites

ჩვენთან ყველაზე მეტად(სავაჭრო ქსელი იგულისხმება) გავრცელებულია რექსი II, რომელიც მოთავსებულია ყვითელ ქილაში.

საერთოდ კი რექსი 0 ცისფერ ქილაშია,

რექსი I წითელში,

რექსი III კი მწვანეში.

 

შესაფუთი ტარის სხვადასხვა ფერი განპირობებულია რექსების(0,I, II და III) სხვადასხვა სიძლიერით.

რექსი II და რექსი III(ყვითელ და მწვანე ქილაში) შედარებით სუსტი დენთია, ხოლო რექსი 0 და რექსი I კი ძლიერი. პირადად მე რექსი 0 და რექსი I არც მინახია სადმე გასაყიდი.

 

 

--------------------------------

 

 

ჩემი პირადი, სუბიექტური აზრი: რექსი(თუ დოზას ზუსტად შეურჩევთ) არაფრით ჩამოუვარდება ძველებურ სოკოლს( ახლანდელს მითუმეტეს).

ა)რექსი დაუწვავი არ რჩება ლულაში(ფისტონის გამოყენების დროსაც კი);

ბ) იმდენად, რამდენადაც სოკოლთან შედარებით მოცულობით(წონითაც) ნაკლები სჭირდება შესაბამისი ყალიბის ვაზნას, მეტ ადგილს ტოვებს საფანტისა და კონტეინერისათვის(ზოგჯერ ძალიან საჭირო ნიუანსია!);

გ) ნაკლებად შეიცავს აგრესიულ ნივთიერებებს, რომლებიც აზიანებენ ლულასა და ლატუნის ვაზნებს;

დ) შენახვისას სოკოლთან შედარებით უფრო ნაკლებად ნესტიანდება(ამას განსაკუთრებით დასავლეთელები ვიგრძნობთ);

ე) ღირს უფრო იაფი ვიდრე სოკოლი, ერთ ვაზნაზე გადაანგარიშებით.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

6) პოლიეთილენის ან მუყაოს(ლატუნშიც მასეა, მარა ვინ იცავს მაგ წესს?!) უხმარ მასრაში დატენილი ვაზნის შენახვის ვადა( შენახვის რეჟიმის დაცვით) 3 წელია; ხოლო თუ ვაზნა დატენილია უკვე ერთჯერ გამონაყენებ მასრაში, მაშინ შენახვის ვადა მცირდება 4-6 თვემდე. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ გასროლის მერე გაწმენდა ჭირდება ჰილზას, თუ არ გაიწმინდა მასში დარჩენილი ნივთიერება შედის რეაქციაში წამალთან და მის ხარისხს აქვეითებს.

 

 

 

ეს არ ვიცოდი. :haha:

 

მომიწევს აბა სტენდზე სიარული, ნაურუს მაინც ვერ ვუკეთებ ოკუპაციას კატერის გარეშე. :)

 

 

ხრახნულების ტყვიებზე რა ხდება გურულო?

Link to post
Share on other sites

 

 

 

ხრახნულების ტყვიებზე რა ხდება გურულო?

 

სრულყოფილი ინფო არა მაქვს, მაგრამ ცოტა რამეს მოგახსენებ. :haha:

 

ხრახნილის ტყვიებს ხომ სახლში არ ვტენით?! აკრძალულიცაა მგონი კანონით...

 

იმის მიხედვით, რა მასალაა მასში გამოყენებული, შენახვის ვადა განსხვავებული იქნება. ალბათ მწარმოებელი დაატანს შესაფუთ მასალაზე წარწერას შენახვის პირობებისა და დროის შესახებ...

 

გიო, აბა გაიხსენე ,,რუსის ჯარში" უტილიზაცია რომ ხდებოდა ძველი ტყვია წამლისა. ეს ვადაგასული ტყვიების უცილობელი წერა იყო...

Link to post
Share on other sites

აქ, ამ შტატში არ არის აკრძალული, 100%-იანი ვიცი. იყიდება სამაგისოთ ყველაფერი ჩვეულებრივ თოფების მაღაზიაში.

 

ჯარში კიდევ, ნახევარი საუკუნე ეყარათ ხოლმე ნზეზე, კგბ-ეს, სასაზღვოსი ან BB-სი თუ არ იყო, დანარჩენში როდის რას ცვლიდნენ ვინ იცის.

 

შეფუთვებზე ეხლავე ვნახავ და აქვე ჩავამატებ პასუხს.

 

პ.ს. აქ დავდებ დაწვრილებით ინფოს სხვადასხვა ფირმების ვაზნებზე.

ყუთებზე არცერთს არ აწერია მსგავსი ინფო, მხოლოდ მითითებულია მათი საითები, სადაც დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება.

 

ეხლა ნამდვილად არ მაქვს მაგის დრო, მოვნახავ თემას და აქ დავუშვებ მერე.

Link to post
Share on other sites

ხრახნულების ტყვიებზე რა ხდება გურულო?

 

თუ შენახვის პირობები დაცულია 12-15 წელი უპრობლემოდ გაძლებს.

მისვრია 35 წლის წინანდელი ვაზნებიც "ცინკში" შენახული. არანაირი პრობლემა

Link to post
Share on other sites

გიორგი (ელჩი), მაინტერესებს თქვენთან, არის თუ არა საჭირო შესაბამისი იარაღის ფლობის საბუთი, ანდა რაიმე სხვა ნებართვა ხრახნილულიანი იარაღის ვაზნების შესაძენად?

Link to post
Share on other sites

აქ ვიკიტხავ ბარემ... კარტეჩი რა შევიწროვების ლულიდან უნდა ვისროლო? რომელია ყველა ოპტიმალური?

 

0.0/0.25 ესენი ამუშავებს ძალიან კარგად.

ჩოკი ძაან ფანტავს. 0.5-საც არაუშავს.

Link to post
Share on other sites

აქ ვიკიტხავ ბარემ... კარტეჩი რა შევიწროვების ლულიდან უნდა ვისროლო? რომელია ყველა ოპტიმალური?

 

ვეფხიას პასუხს ცოტას დავამატებ:

 

ფინდიხის შემთხვევაშიც(იხილე ,,შეთანხმებული საფანტი" ზემოთ), მნიშვნელობა აქვს ლულასთან ,,შეთანხმებულ ფინდიხს". ,,შეწონასწორებული" ფინდიხის სიბურჯღლე სხვა თანაბარ პირობებში უფრო მაღალია. გარდა ამისა ლულის არხის დიამეტრსა და გაბურღვაზეც არის დამოკიდებული...

243f60d1e049.jpg

საზოგადოდ ახლა ბაზარზე გვხვდება ფინდიხით დატენილი ვაზნები, რომლებიც სპეციალურ კონტეინერშია მოთავსებული, კონტეინერი კი მასრაში. აღნიშნულიც კარგ შედეგს იძლევა...

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

გამარჯობათ ყველას! შეკითხვა მაქვს პროფებთან, არავის არ ეწყინება მარა ყველაზე კომპეტენტურ პასუხს მემგონი გურულო მომცემს. მოკლედ ძმობილო ასეთი შეკითხვა მაქვს რკინის საფანტთან დაკავშირებით. ვაზნის დატენვისას თუ რკინის საფანტს მოვათავსებთ ისეთ კონტეინერში რომელიც გასროლის დროს ლულის სიგრძეზე არ შეეხება ლულას, მაინც შეიძლება რაიმე ზიანი მიაყენოს ლულებს? თითქოს ლოგიკურია რომ თუ ლულებს არ შეეხება შესაბამისად საფრთხეც არარის მაგრამ ხომ არაარის ისეთი ნიუანსი რაც ცუდ შედეგებს გამოიწვევს?

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ ყველას! შეკითხვა მაქვს პროფებთან, არავის არ ეწყინება მარა ყველაზე კომპეტენტურ პასუხს მემგონი გურულო მომცემს. მოკლედ ძმობილო ასეთი შეკითხვა მაქვს რკინის საფანტთან დაკავშირებით. ვაზნის დატენვისას თუ რკინის საფანტს მოვათავსებთ ისეთ კონტეინერში რომელიც გასროლის დროს ლულის სიგრძეზე არ შეეხება ლულას, მაინც შეიძლება რაიმე ზიანი მიაყენოს ლულებს? თითქოს ლოგიკურია რომ თუ ლულებს არ შეეხება შესაბამისად საფრთხეც არარის მაგრამ ხომ არაარის ისეთი ნიუანსი რაც ცუდ შედეგებს გამოიწვევს?

ირაკლი მე როგორც ვიცი რკინის საფანტის სროლა ჩვეულებრივი(ანუ არა მაგნუმი)ლულიდან დაუშვებელია

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ ყველას! შეკითხვა მაქვს პროფებთან, არავის არ ეწყინება მარა ყველაზე კომპეტენტურ პასუხს მემგონი გურულო მომცემს. მოკლედ ძმობილო ასეთი შეკითხვა მაქვს რკინის საფანტთან დაკავშირებით. ვაზნის დატენვისას თუ რკინის საფანტს მოვათავსებთ ისეთ კონტეინერში რომელიც გასროლის დროს ლულის სიგრძეზე არ შეეხება ლულას, მაინც შეიძლება რაიმე ზიანი მიაყენოს ლულებს? თითქოს ლოგიკურია რომ თუ ლულებს არ შეეხება შესაბამისად საფრთხეც არარის მაგრამ ხომ არაარის ისეთი ნიუანსი რაც ცუდ შედეგებს გამოიწვევს?

 

 

საზოგადოდ თოფზე აწერენ და დამღავენ თუ იქედან ფოლადის სროლა შეიძლება. მწარმოებელი ვერ გაითვალისწინებს ასეთი თოფიდან კონტეინერით ისვრის მომხმარებელი თუ უკონტეინეროდ. ამიტომ თუ თოფს შესაბამისი აღნიშვნა არა აქვს(წარწერა და(ან) დამღა) იქედან ფოლადს არ ისვრიან!!!

პირადად მე ჩემი თოფებიდან(ტყვიაზეა გათვლილი ყველა) ფოლადის საფანტი არასოდეს არ მისვრია, მაგრამ თუ კონტეინერში მოვათავსებთ და ისე გავისვრით თეორიაში ლულას არაფერი მოუვა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საფანტის ,,სვეტი" მთლიანად უნდა იყოს კონტეინერში მოთავსებული და შანსი არ ქონდეს გასროლის მომენტში რაიმენაირად გაეხახუნოს ლულის კედელს(როგორც მოგეხსენებათ მაღალწონიანი ვაზნის პირობებში საფანტი სრულად ვერ თავსდება კონტეინერში და მისი ნაწილი ამ ჭურჭლის ზევით ამოდის).

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფოლადის კუთრი წონა ტყვიასთან შედარებით ნაკლებია, ამიტომ მისი ,,საფანტის სვეტი" უფრო მაღალია, ვიდრე იგივე წონის ტყვიის ,,საფანტის სვეტი" ამიტომ, მაგალითად 34-35 გრამ ფოლადს კონტეინერში ვერანაირად ვერ მოვათავსებთ... დაბალწონიანი ვაზნის პირობებში კი კარგ ბალისტიკას არ უნდა ველოდეთ(ჭრაც ნაკლები აქვს ფოლადს)...

 

ამ მიზეზთა გამოა რომ სავაზნე 76მმ-იანი უნდა იყოს და თან ლულა ფოლადის საფანტზე გათვლილი უნდა გახლდეთ :hi3:

Link to post
Share on other sites

არ არა შეკითხვა ვერ გამიგეთ ეტყობა. მე ეს ვიკითხე

ვაზნის დატენვისას თუ რკინის საფანტს მოვათავსებთ ისეთ კონტეინერში რომელიც გასროლის დროს ლულის სიგრძეზე არ შეეხება ლულას, მაინც შეიძლება რაიმე ზიანი მიაყენოს ლულებს?

 

შეკითხვა იმის არგუმენტირებას არ მოითხოვს რო ეს ყველაფერი ტყვიაზეა გათვლილი, კითხვის დედააზრი იყო რო

ვაზნის დატენვისას თუ რკინის საფანტს მოვათავსებთ ისეთ კონტეინერში რომელიც გასროლის დროს ლულის სიგრძეზე არ შეეხება ლულას, მაინც შეიძლება რაიმე ზიანი მიაყენოს ლულებს?

მემგონი რო მთავარია საფანტი არ უნდა შეეხოს ლულის შიგნითა ზედაპირს, ანუ თუ სათანადო კონტეინერში მოვათავსებთ პრობლემას არცერთ თოფს არ შეუქმნის. შეიძლება 70-იან ვაზნაში 36-გრამიანი ვერ დატენო მარა 28-32 თავისუფლად შეიძლება. ამიტომაც მე მაინტერესებს იმ არგუმენტების გარდა რაც ჩამოთვალე კიდევ რისი რისკი არსებობს რო გაფუჭდება ლულები?

Link to post
Share on other sites

ირაკლი თუ ვაზნას ტყვიაზე გათვლილი კონტეინერით დატენი იქ საჭირო წონის ფოლადის საფანტი ვერ ჩაეტევა.ბუნებრივია გასროლისას საფანტს ლულასთან პირდაპირი კონტაქტი ექნება,ეს კი ტყვიაზე გათვლილ თოფში გამოიწვევს ლულის დახაზვას,ეს თავიდან ! დიდი ხნის მანძილზე კი საგრძნობლად მოიმატებს დაზიანების ხარისხი.

თუ წონას დააკლებ მოხვედრის და დაზიანების ალბათობა თითქმის ორჯერ შემცირდება,სამაგიეროდ თოფი არ დაზიანდება და თოფის ხმას მიეჩვევი :e025: (ეს ბოლო გაგეხუმრე გეხუტე არ მიწყინო :* )

Link to post
Share on other sites

არ არა შეკითხვა ვერ გამიგეთ ეტყობა. მე ეს ვიკითხე

 

 

შეკითხვა იმის არგუმენტირებას არ მოითხოვს რო ეს ყველაფერი ტყვიაზეა გათვლილი, კითხვის დედააზრი იყო რო

 

მემგონი რო მთავარია საფანტი არ უნდა შეეხოს ლულის შიგნითა ზედაპირს, ანუ თუ სათანადო კონტეინერში მოვათავსებთ პრობლემას არცერთ თოფს არ შეუქმნის. შეიძლება 70-იან ვაზნაში 36-გრამიანი ვერ დატენო მარა 28-32 თავისუფლად შეიძლება. ამიტომაც მე მაინტერესებს იმ არგუმენტების გარდა რაც ჩამოთვალე კიდევ რისი რისკი არსებობს რო გაფუჭდება ლულები?

 

 

ფოლადის საფანტს კონტეინერში თუ მოვათავსებთ და ისე გავისვრით ლულას არაფერი მოუვა... :hi3:

 

რისკი იმის არსებობს, რომ სანადირო ობიექტი მშვიდად განაგრძობს სირბილს ან ფრენას და არ დაზიანდება :alfons:

Link to post
Share on other sites
რისკი იმის არსებობს, რომ სანადირო ობიექტი მშვიდად განაგრძობს სირბილს ან ფრენას და არ დაზიანდება
:haha: გაიხარეთ.

 

ისე მემგონი მწყერზე მისწრება უნდა იყოს, 20 გრამიც რო ჩაყარო რეალურად საფანტის რაოდენობა ვაზნაში ბევრით გაიზრდეა და მოკლე დისტანციებზე თუ ჩავაყოლებთ ქაღალდის დისპერსანტს ჩემის აზრით კარგი ეფექტი ექნება. გასათვალისწინებელია ერთი რამ, კონტეინერები რომელიც იყიდება კლასიკური ტყვიის საფანტისთვის არ გამოდგება რადგან ჩვეულებრივ ამ კონტეინერის კედლები წარმოდგენილია ოთხი დამოუკიდებელი ფრთით რომლებიც კონტეინერის დასამუხრუჭებლად არის გათვალისწინებული,

45a22d1acd6d.jpg

სწორედ ამ ჭრილებიდან რკინის საფანტი აუცილებლად შეეხება ლულას და გააფუჭებს მას, ამიტომ საჭირო იქნება ამ კონტეინერის კედლებს შიგნიდან დავუმატოთ დამცავი ფენა. ყველაზე კარგი იქნება ტეტრაპაკის მასალისგან (ადრე რუსულ რესურსზე მაქვს ნანახი თვითნაკეთი კონტეინერი) დაამზადო იმსიგრძე კონტეინერი რასაც მოითხოვს საფანტის სვეტი და ფრთები უნდა დაუტოვო უფრო განიერი ვიდრე გილზის დიამეტრია, ასეთ შემთხვევაში ფრთები ერთმანეთს გადაფარავენ და არ დარჩება კედლებზე ღიობები. მე ასეთი კონტეინერები გავაკეთე შარშან, (ჩვეულებრივი ტყვიის საფანტისთვის. ფოლადი არც მომსვლია ტავში აზრად და არც შემხვედრია რო ცალკე იყიდებოდეს) ვაბათქუნე და შედეგად მივიღე ის, რომ თოფის წმენდა გახდა ძალიან იოლი რადგან "ასვინცოვკები" ლულებს საერთოდ არ ქონდათ, იმის მტკიცებულება რო კონტეინერის კედლები გასროლით არ ზიანდებოდა იყო ის, რომ დავათვალიერე რამდენიმე გასროლილი კონტეინერი და მთლიანობა არცერთს არ ქონდა დარღვეული.

 

P.S. იმის თქმას ნამდვილად არ ვაპირებ რო ფოლადი ჯობია ტყვიას, უბრალოდ მაინტერესებს. ერთერთი ექსპერიმენტატორი გახლავართ :old: უკვე ბევრი ექსპერიმენტები ჩავატარე, მიყვარს ასეთი რაღაცეები და ეს პროცესები სიამოვნებას მანიჭებს.

ახალბედა მონადირეების საყურადღებოდ!!! ნუ ჩაატარებთ ასეთ ექსპერიმენტებს! მე სანამ ამას გავაკეთებ უამრავს ვკითხულობ ლიტერატურას, ფორუმებს და ბოლოს ათასგზის გადამოწმებულზე შეიძლება გავბედო.

 

ამ რესურსზეც საინტერესოდ არის აღწერილი ფოლადის საფანტზე.

http://www.gun.ru/oxota04102.htm

მოკლედ თუ ტყვია დაილია დუნიაზე ალტერნატივა არსებობს :dato:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...