Gurulo 154 Posted May 9, 2012 Author Report Share Posted May 9, 2012 გაიხარეთ. ისე მემგონი მწყერზე მისწრება უნდა იყოს, 20 გრამიც რო ჩაყარო რეალურად საფანტის რაოდენობა ვაზნაში ბევრით გაიზრდეა და მოკლე დისტანციებზე თუ ჩავაყოლებთ ქაღალდის დისპერსანტს ჩემის აზრით კარგი ეფექტი ექნება. ირაკლი, როგორც ზემოთ მოგახსენე ფოლადის საფანტზე ექსპერიმენტები არასოდეს ჩამიტარებია. მაგრამ თეორიულად შესაძლებელია მაგ მოსაზრებაში გარკვეულწულად ეჭვის შეტანა: კონტეინერის უპირველესი დანიშნულება(გარდა ლულის დაცვისა) სუბურჯღლის ამაღლებაა. ფოლადის მცირე კუთრი წონის გამო კონტეინერი ლულიდან გამოსვლის შემდეგ უფრო გვიან ჩამოშორდება ჭურვს, ვიდრე ტყვიის საფანტის შემთხვევისას, ამიტომ მწყერზე საჭირო დიდი გაშლა მეეჭვება მიიღო. გარდა ამისა, ფოლადის საფანტის სვეტის კონტეინერში სრულად ჩასატევად მივდივართ აუცილებლობამდე, რომ შევამციროთ ჭურვის წონა, რაც ნორმალური დენთის წონის პირობებში გასროლისას საფანტში ფანჯრების ზომებს გაზრდის, რაც ობიექტის დაუზიანებლად გასვლის ალბათობას ზრდის; თუ ფოლადის შემცირებული წონის პირობებში შესაბამისად შევამცირებთ დენთის დოზას, ამ შემთხვევაში თოფის წონის მიხედვით ოპტიმალურ დოზას ავცდებით... სუბიექტური ხედვა: ფოლადის საფანტის გამოყენება ტყვიაზე გათვლილ თოფებში კონტეინერის გამოყენების პირობებშიც კი ნაკლებეფექტური იქნება ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted May 9, 2012 Report Share Posted May 9, 2012 ისე თუ ვინმეს გინახავთ თბილისში სადმე იყიდებოდეს ფოლადის საფანტი მითხარით სად იყიდება, მემგონი ღირს ამითი ექსპერიმენტების ჩატარება. მართალი ხარ გურულო ჭურვისა და დენთის წონის შემცირებით ოპტიმალურ წონებს ავცდებით. თუ გამოჩნდა ფოლადის საფანტი სადმე აუცილებლად დავტესტავ სიბურჯღლესა და ჭრაზე, ასევე დავტესტავ 70მმ-იანსაც და 76-იანსაც,ჩემი თოფი იძლევა ამის საშუალებას მაგნუმის ლულებია და ჩოკები გათვლილია ფოლადზე. მაინტერესებს მაქსიმალური წონები 70-იანში და 76-იანში რამდენი შეიძლება რო ჩაეტიოს, არარის გამორიცხული ოპტიმალურ წონებთან მივიდე ახლოს 76-იანი გილზის შემთხვევაში. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 9, 2012 Report Share Posted May 9, 2012 გიორგი (ელჩი), მაინტერესებს თქვენთან, არის თუ არა საჭირო შესაბამისი იარაღის ფლობის საბუთი, ანდა რაიმე სხვა ნებართვა ხრახნილულიანი იარაღის ვაზნების შესაძენად? ეხლა გადავათვალიერე ეს თემა და დაგვიანებულ პასუხზე უნდა მაპატიო ზაზა. არავითარი ნებართვა და არავითარი საბუთი ნებისმიერ ცეცხლსასროლზე. მოხდება უბედური შემთხვევა და მერე მიდის ძიება, ვინ იყიდა პირველად ის "დამნაშავე" იარაღი ამა თუ იმ მაღაზიაში და წავიდააააააააააააააა. აი, ვიცი რაც ხდება ჩვენთან საქართველოში და ვერ დავწერ იმდენს, რაც აქ ხდება და როგორც არის. უამრავ ოჯახს, დასაშვები მესამე ომისთვის, საკმარისი არსენალი უწყვიათ "გარაჟებში". ამ ქვეყანას, "უშნოდ" არავინ გაეხუმროს. პ.ს. რეები მააქ ნანახი პირადად მე, მაგას ვერ ვიტყვი საჯაროდ. ციტირება Link to post Share on other sites
kele 0 Posted July 11, 2012 Report Share Posted July 11, 2012 გამარჯობათ.ნადირობის სეზონი ახლოვდება და მეც დავიწყე მზადება.დენთის ყიდვა მინდა და რას მირჩევთ?მე რექსს ვფიქრობ რადგან გურულოს ყველაფერი ისე აქ ჩამოყალიბებული რომ მხოლოდ დამზადება უნდა ვაზნებს(მადლობა მას).მაგრამ სხვა რამე უკეთესი ხომ არ აღმოგიჩენიათ ვინმეს მას შემდეგ?მე აქამდე მამაჩემის მომარაგებულ სოკოლს ვხმარობდი და მის მეტ დენთთან არ მქონია შეხება. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 11, 2012 Report Share Posted July 11, 2012 ნორმალური წამალია რექსი. სეზონის გახსნამდე შეეცადე შენს თოფს მოარგო დოზა. დატენე რამოდენიმე ვაზნა და გააკეთე მისროლა. სოკოლიც იშოვება მაგრამ კოლოფზე მითითებული დოზირება გაითვალისწინე. ციტირება Link to post Share on other sites
kele 0 Posted July 11, 2012 Report Share Posted July 11, 2012 მადლობთ.ახალ სოკოლზე გამიგია რომ ისეთი ვერ არის როგორც ძველიო.თქვენ რომელს ხმარობთ? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 11, 2012 Report Share Posted July 11, 2012 მადლობთ.ახალ სოკოლზე გამიგია რომ ისეთი ვერ არის როგორც ძველიო.თქვენ რომელს ხმარობთ? ახალი სოკოლი ძირითადათ უკრაინიდან შემოდის და ძველზე მძიმეა. რუსული ისევ ისეთივეა მაგრამ ჩვენთან მასიურად არ იშოვება.მე პირადათ მაინც სოკოლის ერთგული ვრჩები მიუხედავათ იმისა რომ ბევრი უკეთესი დენთი შემოვიდა. ციტირება Link to post Share on other sites
amiran 0 Posted September 15, 2012 Report Share Posted September 15, 2012 რას იტყვით ესპანურ დენთზე? პლასმასის ჭიქებში რომ იყიდება, მე გამოვცადე სოკოლზე და რექსზე კარგი შედეგი მომცა 35 დან 55 მეტრამდე, სოკოლი სულ მაგ დენთით ვტენიდი ვაზნებს მარა ესპანურმა შორს უკეთესი შედეგი აჩვენა ,რექზე ვერაფერს გეტყვით კარგს მწყერზე იმუშავა არაუშავს მარა იხვზე შედეგი 0 ჰქონდა ამბობენ რექსი ზამთარში არ ვარგაო. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted September 15, 2012 Report Share Posted September 15, 2012 რექსზე მეც იგივე შემიძლია ვთქვა ციტირება Link to post Share on other sites
amiran 0 Posted September 15, 2012 Report Share Posted September 15, 2012 http://www.gun.ru/oxota0403.htm თუ გსმენიათ ამის შესახებ? ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted October 6, 2012 Report Share Posted October 6, 2012 მოკლედ ვიყიდე ბაიკალის მრ-18მ-მ, ცალპირა, 12 კალიბრი, მაგნიუმია, 2.8კგ, ლულა 1080 გრ. რა დოზით ვუყო დენთი და რა დიზით საფანტი. თუ არ დაგეზარებათ დამაკვალიანეთ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 15, 2012 Author Report Share Posted October 15, 2012 согласованая дробь თარგმანში ალბათ არის ,,შეთანხმებული(შეწონასწორებული) საფანტი" მცირე განმარტებას გავაკეთებ იმ ფორუმელებისათვის, ვინც დაინტერესდა ამ თემით. ჩემს ჯეელობაში ლულის საფანტთან ,,შეთანხმებას" შემდეგნაირად ზომავდნენ. ლულის ტუჩში რამდენიმე მილიმეტრ სიღრმეში(გააჩნია საფანტის ზომას; მაქს. 1-2 სმ) ჩადებდნენ საშუალო სისქის საფენს(პიჟს). საფენს ლულაში უნდა ქონოდა მკაცრად ჰორიზონტალური მდებარეობა. შემდგომ ამ საფენზე დაყრიდნენ საფანტს ისე, რომ მარცვლებს შეედგინათ მხოლოდ ერთი ფენა(მეორე ფენაზე დაცვენილ საფანტს პინცეტით ამოვიღებდით ხოლმე). იმ ნომრის საფანტი, რომელიც მაქსიმალურად მჭიდროდ განლაგდებოდა ერთ ფენად(ანუ თანაბრად, ისე რომ მარცვლებს ერთმანეთში მოძრაობის საშუალება არ ექნებოდათ) იყო საუკეთესოდ შეთანხმებული ამ კონკრეტულ ლულასთან. ლულასთან შეთანხმებული საფანტის სროლისას უმჯობესდება დაჯგუფება და სიბურჯღლე, ტოვებს მაქსიმალურად ნაკლებ ,,ფანჯრებს", იკლებს საფანტის დეფორმაცია, ლულაზე ნაგლესი და ა.შ. მოკლედ, კაი რამეა... ჩემს თოფებზე ანალოგიური ექსპერიმენტები მიტარებია და დადგენილი მქონდა, რომ ყველაზე კარგად ჩემი თოფები თანხმდებოდნენ 0, 2, 3 და 7 ნომერ საფანტთან(საუკეთესოდ N2 თან). ააა რამხელა მნიშვნელობა აქვს ,,შეთანხმებულ საფანტს"_გასაკვირია ხომ იჟ-27-მა ბრაუნინგს აჯობოს?! http://video.yandex.ru/users/ribolov-ohotnik/view/85 ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 15, 2012 Report Share Posted October 15, 2012 ხოდა აწი აღარ ამოიღოთ ხმა იჟ-27-ზე. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 28, 2013 Author Report Share Posted November 28, 2013 მინდა მოგიყვეთ სავარჯიშო ვაზნის დამზადების ერთ საინტერესო მეთოდზე. ეს სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში Охота и охотничье хозяйство N6, 1963წ. ავტორია გ. ნიკოლაევი. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ასეთი ვაზნები ჯერ არ დამიმზადებია ბოლიანი დენთის უქონლობის გამო(თუ ვინმე მიწილადებს ან მომყიდის დიდად დამავალებს). ტრასერი გლუვლულიანი თოფისათვის სტენდზე სროლის ტექნიკის დაუფლებისას იხარჯება დიდი რაოდენობით ვაზნა. სამიზნეზე წინსწრების დისტანციის სწორი შერჩევა მხოლოდ ხშირი ვარჯიშებით მიიღწევა. წინსწრება მსროლელის მიერ ავტომატიზმამდე უნდა იქნეს მიყვანილი, რასაც ართულებს ის გარემოება, რომ სპორცმენი ხედავს მხოლოდ მფრინავ თევშს(სამიზნეს) და ვერ აფიქსირებს იმას, თუ სად გაიარა საფანტის ჯგუფმა. აღნიშნული ხელს უშლის მსროლელს სწორად გააანალიზოს შეცდომები და აღმოფხვრას ისინი, გააკეთოს სათანადო დასკვნები. მხოლოდ დიდი ხნის ვარჯიშისა და შედეგიანი სროლების შემდეგ მსროლელი მხედველობითი მახსოვრობით აფიქსირებს თოფის მდებარეობას სამიზნის მიმართ და იწყებს მის სწორად მართვას. თუკი მსროლელი დაინახავს სად გაიარა საფანტის ჯგუფმა სამიზნის მიმართ, ამ შემთხვევაში აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტა საგრძნობლად ადვილდება. ადვილდება დამიზნებისა და წინსწრების კორექტირებაც, რაც შესაბამისად ამსუბუქებს მწვრთნელის შრომასაც. სტატიის ავტორი გვთავაზობს(სტენდავიკებთან ერთად მონადირეებსაც) დავამზადოთ ტარასერი ვაზნები, რომლებიც ჩვეულებრივი ვაზნისაგან განსხვავდება იმით, რომ ტოვებს კვალს ჰაერში მოძრაობის მთელ დისტანციაზე. 1. მუყაოს საფენი(დენთის); 2. ქეჩის(ნაბდის) საფენები; 3. მუყაოს საფენი(საფანტის); 4. ტყვიის ცილინდრი; 5. დაპრესილი შავი დენთი(ბოლიანი);6. მცირეკალიბრიანი ვაზნის მასრა(გამსკდარი კაფსულით). ქეჩის საფენებში დენთის საფენთან ერთად, რომლებშიც მცირეკელიბრიანი მასრის დიამეტრის შესაბამისი ნახვრეტია წინასწარ გაკეთებული, ჩასმულია ტრასერი. ტრასერი შედგება მცირეკალიბრიანი მასრის კორპუსისაგან(6), ტყვიის პატარა ცილინდრისა(4) და დაპრესილი ბოლიანი დენთისაგან(5). ტყვიის ცილინდრის წონა შეადგენს 1 გრამს და პატარა მასრაში იტენება ისევე, როგორც ჩვეულებრივი ვაზნის დამზადებისას(პატარა სატენით). ტრასერი ქეჩის საფენებში თავსდება ცენტრში, ძირით ზემოთ(უბოლო დენთთან ღია ზედაპირით) ისე, რომ ძირითადი დენთის აფეთქებამ გამოიწვიოს ბოლიანი დენთის წვა. ტყვიის პატარა ცილინდრი უზრუნველყოფს ფრენის მომენტში ტრასერის განთავსებას საფანტის ჯგუფის ცენტრში და სწორი ტრაექტორიით გადაადგილებას საფენებისა გადახრების გარეშე, ხოლო შავი(ბოლიანი) დენთის წვა განაპირობებს ფრენის ტრაექტორიის თვალნათლივ დანახვას 50 მეტრამდე დისტანციაზე. კომპანია ვინჩესტერმა გამოუშვა ახალი სისტემის ტრასერი, რომელის პრინციპიც პიჟკონტეინერის კარგად დანახვადობაზეა დაფუძნებული. ვაზნა TrAAcker-ს აქვს შავი ან ნარინჯისფერი კონტეინერი(შავი დღის სინათლის და ნარინჯისფერი სიბნელის დროს(იგულისხმება არასრული სიბნელე)). ჭურვის სიჩქარე 350მ/წმ-ა, ჭურვის წონა 32 გრამი, საიდანაც 4 გრამი საფანტი კონტეინერშივე რჩება, ამ უკანასკნელისათვის საჭირო სიჩქარის მისანიჭებლად. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 10, 2014 Author Report Share Posted February 10, 2014 (edited) რატომღაც მომინდა დავდო პოსტი შემდეგი სათაურით რა არ შეიძლება ვაზნის დამზადება-ექსპლოატაციისას _დასაშვები დოზირების გადაჭარბება; _ ვაზნის გამოყენება, რომელიც ქმნის კონკრეტული თოფისათვის დასაშვებზე მეტ წნევას; _ ლულაში უცხო სხეულის არსებობა; _დეფექტური ლულიდან ვაზნის გასროლა; _დეფექტური კალაპოტის მქონე თოფიდან ვაზნის გასროლა; დანგრეული იჟ-27, რომელშიც ვაზნა მაგნუმი გაისროლეს(მასრის სიგრძე 76მმ)_იარაღს 70მმ-იანი სავაზნე ქონდა. მრ-153-ის გაფუჭებული კალაპოტი და კონდახი არის შედეგი ზედმეტი წნევისა(ზედმეტი დენთ-საფანტის გამო). ამ ლულის გაფუჭების მიზეზი მასში უცხო სხეულის არსებობაა Edited February 10, 2014 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 10, 2014 Author Report Share Posted February 10, 2014 გაგრძელება ამ იჟის ლულა გასკდა მასში ფოლადის ბურთულას სროლის გამო ამ მურკის კალაპოტი გასკდა მისი არასწორი აწყობის გამო ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 11, 2014 Author Report Share Posted February 11, 2014 მსუბუქი ვაზნა არა მაქვს პრეტენზია ქვემოთ მოტანილი მოსაზრება აქსიომად მიიღოს ვინმემ, თუმცა მრავალწლიანმა პრაქტიკამ ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი შეხედულება გამიმყარა. თქვენი მონა-მორჩილი დაახლოებით 25-26 წელია საკუთარი წარმოების ვაზნას გამოიყენებს... ბოლო პერიოდში სულ უფრო ძნელი ხდება საფანტისათვის საჭირო მასალის_ტყვიის შოვნა(ნეტა იმ დროს ყველა ,,გარაჟის" უკან ვადაგასული აკუმულატორები რომ ეყარა ). წელიწადში საშუალოდ 1000 ვაზნას გამოვიყენებ. თუ ვაზნის თვითღირებულებას გავაანალიზებთ მასში საფანტის წილი საკმაოდ სოლიდურ თანხას უტოლდება. რომ შევამციროთ ვაზნაში საფანტის წონა? იმუშავებს ასეთი შემსუბუქებული ვაზნა 12 ყალიბში? ეს ხომ ფაქტიურად ქვედა ყალიბის წონაა. მოგახსენებთ, რომ ამაში სიახლე არაფერია. ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია. გავიხსენოთ წლები, რომლებიც ინგლისელებს კლასიკური ნადირობის პერიოდად აქვთ აღიარებული. ინგლისში წლების წინ კლასიკურ ნადირობებში მუშაობდა მსუბუქი 12 ყალიბის თოფები, რომელთა წონა 2,5კგ-ს უდრიდა, მათი სავაზნის სიგრძე 2 დიუმი გახლდათ(51სმ). ასევე მოქმედებაში გახლდათ 12 ყალიბის იარაღი 2,7კგ წონით 57სმ-იანი სავაზნით. თუ არა ინგლისელებმა, აბა სხვამ ვინ უწყოდა, რომ თოფის წონასა და ვაზნის სიმძლავრეს შორის პირდაპირპროპორციული კავშირია. ამ თოფებში ამუშავებდნენ ვაზნებს 24 და 28 გრამი საფანტის წონით. საფანტის წონის შემცირებით საგრძნობლად მცირდება უკუცემა. მაგალითად, 24 გრამიანი ვაზნის გასროლისას უკუცემის ძალა 44%-ით მცირდება ვიდრე 28 გრამის გამოყენებისას(სხვა თანაბარ პირობებში). ამასთან საფანტის საწყისი სიჩქარე ორთავე შემთხვევაში თანაბარია(!!!). ამავე პირობებში საფანტის წონის 21 გრამამდე შემცირება საფანტის საწყის სიჩქარეს 400მ/წმ-დან ამცირებს 360მ/წმ-მდე. ჭურვის მცირე წონისას საფანტის სვეტი ნაკლები სიმაღლისაა, შესაბამისად მისი დეფორმირება ლულის არხში მოძრაობისას ნაკლებია_შედეგი: ნაკლებად დეფორმირებული ჭურვი, მეტი სიზუსტე, უმჯობესი სიბურჯღლე. არ მინდა მკითხველმა გამიგოს ისე, რომ თითქოს მაგნუმისა და სუპერმაგნუმის წინააღმდეგი ვიყო. თუმცა, სავაზნის ეს ზომები ძირითადად იმ პირობებშია საუკეთესო როცა ფოლადის საფანტს გამოვიყენებთ. ტენდენცია ტყვიის ფოლადით შეცვლისა მოწინავე ქვეყნებში უკვე კანონია. სწორედ ფოლადის საფანტის გამოყენებისასაა საჭირო საფანტის სვეტის მეტი სიმაღლე და შესაბამისად მაგნუმ-სუპერმაგნუმი. ხოლო ჩვენთან სანამ გვაქვს საშუალება ტყვიის საფანტი გამოვიყენოთ თამამად უჟაჯუნეთ ნადირ-ფრინველს შემსუბუქებული წონები არ მინდა დიდი კრიტიკა გამოვიწვიო ფორუმელთაგან_რამ დაგაგლახებინა წონებიო, ამიტომ ჩემი წლევანდელი სანადირო სეზონის მცირე სტატისტიკას შემოგთავაზებთ სტატიის ბოლოსკენ მწყერ-ქათამზე გამოვიყენებ 24 გრამ საფანტს(12 ყალიბის იჟ-27-ში)_ წლევანდელი შედეგი დახლოებით 400 ცალი მწყერი, 36 ცალი ქათამი; წყალმცურავებზე გამოვიყენებ 33 გრამ საფანტს(12 ყალიბის მც 21-12-ში)_წლევანდელი შედეგი 14 ცალი იხვი 2 ცალი ბატი(სეზონი ჯერ არ დამთავრებულა ). ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 11, 2014 Author Report Share Posted February 11, 2014 ვაგრძელებთ თემას რა არ შეიძლება ვაზნის დამზადება-ექსპლოატაციისას დენთ-საფანტის ზედმეტი დოზის შედეგი როცა დატენეს და გაისროლეს ვაზნა, რომლის ტყვია წინასწარ არ იყო შემოწმებული ჩოკში გასვლაზე ვაზნის არასწორი დატენვის შედეგი(ბუდიდან ამოწეული კაფსული_შედეგად ვაზნა კალაპოტში დეტონირდა) ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted February 11, 2014 Report Share Posted February 11, 2014 მეც ძალიან მაგრად ვინადირე გელა 28 გრამინანებით წელს.მწყერზე მაგრად ვისიამოვნე ციტირება Link to post Share on other sites
hunter1993 0 Posted May 21, 2014 Report Share Posted May 21, 2014 ბიჭებო ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან... MP 27 EM-M შევიძინე, ფიქსირებულ ჩოკებზეა, საფანტზე კმაყოფილი ვარ კარგად აჯგუფებს ორივე ლულა... ეხლა მინდა ჟაკანზე და კარტეჟზე შევამოწმო.... HEXOLIT 32 ის ჟაკანი შენიძინე 12/76, მგონი ამის გასროლა ნებისმიერი ჩოკიდან შეიძლება ხომ?(კონტეინერშია) ასევე მე თვითონ გავტენე GULANDI ს ჟაკანი მაგნუმი 40 გრამიანი, 2,6 გრ სოკოლით (დენთის დოზა შევარჩიე პრპორციულად ანუ 2,3გ-35გ-ზე.. 40გ-ზე 2,6) ჩოკში შევამოწმე და რომ გაიჭედა 0,5 მმ იანში ცოტა გავქლიბე ტყვია ოგონ ფორმა არ შეცვლია და ეხლა ჩოკში თავისუფლად გადის...კარტეჟი რომელი ლულიდან ვისროლი (F 1მმ) თუ (M 0.5მმ)... არ მინდა ახალი თოფი დავაზიანო და თუ რაიმე არასპრავიდლივათ მაქ გაკეთებული შემისწორეთ წინასწარ მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 21, 2014 Report Share Posted May 21, 2014 მეგობარო,ჟაკანის სროლა ცილინდრით,გაუმჯობესებული ცილინდრით,ან მაქსიმუმ 0,5 ჩოკით ჯობია,1,0 ჩოკით არ გირჩევ,თუ აუცილებლად უნდა ისროლო,მაშინ 16 კალიბრის ტყვიით დატენე გილზი,საერთოდ მოერიდე მძიმე გილზების სროლას,თოფსაც დაარყევ,და სროლის დროსაც არასასიამოვნო უკუცემას იძლევა,ერთიც კიდევ მაგ პროპორციით დენთის გამოთვლა არ მგონია სწორი!!! ციტირება Link to post Share on other sites
hunter1993 0 Posted May 21, 2014 Report Share Posted May 21, 2014 მადლობა... HEXOLIთ 32ს აწერია რომ საუკეთესო შედეგს იძლევა 1 მმ ჩოკიდან... და ისე არამგონია ავნოს რამე ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 3, 2014 Author Report Share Posted October 3, 2014 (edited) წარმოგიდგენთ მცირე ინფოს ჩვენს ბაზარზე ახალშემოსული დენთის MAXAM-ის შესახებ. ამ დენთის წარმოება საუკუნეზე მეტს ითვლის, კერძოდ, 1896 წელს ერთ-ერთმა კომპანიამ(რომელმაც შემდგომ დაარსა ფირმა MAXAM) დაიწყო სამხედრო დანიშნულების დენთის წარმოება ესპანეთის ჯარისათვის. ამ პერიოდიდან მოყოლებული ფირმა ამ საწარმოო პროფილის ავანგარდში დგას. დღეისათვის ,,მაქსამის" დენთი მოწინავე და პრესტიჟული სპორტული ვაზნების მთავარი კომპონენტია. საწარმო განლაგებულია ბასკების მიწაზე და აღჭურვილია ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებითა და წარმოების საშუალებებით. წარმოება სრულადაა ავტომატიზირებული, რაც მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას განაპირობებს. კომპანიას წარმოდგენილი აქვს უბოლო დენთის 2 ტიპი CSB და PSB. ყოველი პარტიის გაყიდვის წინ საქონელი მკაცრ კონტროლსა და ტესტირებას გადის ფიზიკურ, ქიმიურ და ბალისტუკურ მაჩვენებლებზე. 12 ყალიბი ------------- თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 26გ-დან 30გ-მდე; ,,მაქსამი” 1,25გ-დან 1,4გ-მდე. თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 27გ-დან 31გ-მდე; ,,მაქსამი” 1,3გ-დან 1,45გ-მდე. თოფის წონა= 3,1 კგ_საფანტი 28გ-დან 32გ-მდე; ,,მაქსამი” 1,3გ-დან 1,5გ-მდე. თოფის წონა= 3,2 კგ_საფანტი 29გ-დან 33გ-მდე; ,,მაქსამი” 1,35გ-დან 1,6გ-მდე. თოფის წონა= 3,3 კგ_საფანტი 30გ-დან 34გ-მდე; ,,მაქსამი”1,4გ-დან 1,65გ-მდე. თოფის წონა= 3,4 კგ_საფანტი 31გ-დან 35გ-მდე; ,,მაქსამი” 1,6გ-დან 1,7გ-მდე. თოფის წონა= 3,5 კგ_საფანტი 32გ-დან 36გ-მდე; ,,მაქსამი” 1,65გ-დან 1,85გ-მდე. თოფის წონა= 3,6 კგ_საფანტი 33გ-დან 37გ-მდე; ,,მაქსამი” 1,7გ-დან 1,9გ-მდე. 16 ყალიბი ------------ თოფის წონა= 2,7 კგ_საფანტი 23გ-დან 27გ-მდე; ,,მაქსამი” 1,15გ-დან 1,2გ-მდე. თოფის წონა= 2,8 კგ_საფანტი 24გ-დან 28გ-მდე; ,,მაქსამი”1,2გ-დან 1,25გ-მდე. თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 25გ-დან 29გ-მდე; ,,მაქსამი” 1,2გ-დან 1,3გ-მდე. თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 26გ-დან 30გ-მდე; ,,მაქსამი” 1,27გ-დან 1,35გ-მდე. თოფის წონა= 3,1 კგ_საფანტი 27გ-დან 31გ-მდე; ,,მაქსამი” 1,3გ-დან 1,4გ-მდე. თოფის წონა= 3,2 კგ_საფანტი 28გ-დან 32გ-მდე; ,,მაქსამი” 1,35გ-დან 1,5გ-მდე. 20 ყალიბი --------------- თოფის წონა= 2,5 კგ_საფანტი 19გ-დან 23გ-მდე; ,,მაქსამი” 0,9გ-დან 0,95გ-მდე. თოფის წონა= 2,6 კგ_საფანტი 20გ-დან 24გ-მდე; ,,მაქსამი” 0,95გ-დან 1,0გ-მდე. თოფის წონა= 2,7 კგ_საფანტი 21გ-დან 25გ-მდე; ,,მაქსამი” 1,0გ-დან 1,1გ-მდე. თოფის წონა= 2,8 კგ_საფანტი 22გ-დან 26გ-მდე; ,,მაქსამი” 1,05გ-დან 1,15გ-მდე. თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 23გ-დან 27გ-მდე; ,,მაქსამი” 1,15გ-დან 1,2გ-მდე. თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 24გ-დან 28გ-მდე; ,,მაქსამი” 1,2გ-დან 1,3გ-მდე. გისურვებთ წარმატებულ ნადირობებს! Edited October 3, 2014 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
basri556 0 Posted May 13, 2015 Report Share Posted May 13, 2015 შორს სასროლად ვიყენებდი 16 კალიბრში,თითბერის ვაზნაში 12კ-ის პიჟ კონტეინერს,ცოტა შემოქლიბის შემდეგ ძალიან მჭიდროდ თავსდება ვაზნაში,თუ ძველი რუსული სოკოლიც გაქ... ძალიან შორიდან იწყებდა გაშლას. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 13, 2015 Author Report Share Posted May 13, 2015 (edited) შორს სასროლად ვიყენებდი 16 კალიბრში,თითბერის ვაზნაში 12კ-ის პიჟ კონტეინერს,ცოტა შემოქლიბის შემდეგ ძალიან მჭიდროდ თავსდება ვაზნაში,თუ ძველი რუსული სოკოლიც გაქ... ძალიან შორიდან იწყებდა გაშლას. ჩემის მოკლე ჭკუით, ეგ საქციელი არაა რეკომენდირებული: 12 ყალიბის პიჟ-კონტეინერი განკუთვნილია ამავე ყალიბის პლასტიკატის ან მუყაოს ვაზნისათვის(ასეთ ვაზნებში ჩადის მჭიდროდ). ქვედა ანუ 16 ყალიბის თითბერის ვაზნა დიამეტრით თითქმის იმხელაა რაც 12 ყალიბის პლასტიკატისა. სულ მცირედი შემოქლიბვით მჭიდროდ ჩადის 12-იანი კონტეინერი, მაგრამ რას უშვებით 16 ყალიბის ლულის არხის დიამეტრს??!! ხომ მეთანხმებით, რომ ეს დიამეტრი უცვლელია მუყაოს ვაზნის გამოყენებისას და ლატუნის გამოყენებისას!!! ვაზნის მასეთი დამზადების პირობებში თქვენს 16 ყალიბიან თოფს ზედმეტი დატვირთისათვის იმეტებთ!!! არაა გამორიცხული, რომ თუ ლულას მაღალი ჩოკური შევიწროება აქვს 12-ის პიჟ-ნონტეინერმა შესაძლებელია გაბეროს ან გახეთქოს 16-იანის ლულა!!! ღმერთმა მშვიდობიანად განადიროთ, თუმცა ვაზნის დამზადებისას ნუ გამოიყენებთ ზედა ყალიბის შემადგენელ ელემენტებს!!! Edited May 13, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.