Jump to content
Club-Monadire.Ge

ცხოველთა ნაკვალევის აღწერა .


Recommended Posts

არსებობს ასეთი ცხოველი, რომელსაც თახვი ჰქვია, ზუსტად მასე ფქვავს ხეს.

 

პ.ს. მაგ ხიდან მინიმუმ 50-აათ მეტრში მდინარე იქნება. :old:

 

1000% - თახვია

Link to post
Share on other sites
  • Replies 78
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მარტო ნაფოტების სურათი რომ დაეDო თორნიკეს, კაცი იტყოდა , შეიძლება კოდალის ნამუშევარი იყოსო. ასეთი რაღაცა კი მხოლოდ ორი "სულიერის ნასიკეთვარია" შეიძლება იყოს - თახვის და ....ადამიანის (ნაჯახით ხელში). კაცის გაკეთებული რომ ყოფილიყო უფრო სწორი კუთხეები ექნებოდა ცამოწრილს და ალბათ ბოლომდეც მიიყვანდა საქმეს (რახან დაიწყო ხის მოჭრა).

 

ასე რომ, ჩემი აზრით, არის რაჭაში თახვი. საბუდარს მაგენი სადაც გინდა იქ შექმნიან, მაგალითად, პატარა ღელეში. ასეთ ადგილას მაგენი ადვილად აშენებენ "კაშხალს", გუბავენ წყალს და იკეთებენ ე.წ. "ხატას". სურათზე ნაჩვენები რელიეფი ასეთი მიზნებისათვის იდეალურია. ორ ასეთ ფერდობს შორის ჩამდინარ მდინარის გადაკეტვას ბევრი ჩალიჩი არ უნდა. საკმარისია ერთი ასეთი ხე ჩააწვინო შიგ (როგორც სურათშია) და შემდეგ ნელ-ნელა პატარა ტოტები და სხვა მასალა დაუმატო (თახვები დიდოსტატები არიან ასეთ რაღაცეებში). ერთ კვირაში ისე გადაკეტავენ და ისეთ სიმაღლეზე აწევენ წყლის დონეს, რომ, დააჭაობებენ იქაურობას.

Link to post
Share on other sites

თოვლია და ადამიანის ნაფეხურებით უნდა იყოს მოჯეგილი იქაურობა მაშინ, 2 მეტრიანი ტარი არ ექნებოდა ნაჯახს კიდე "რასტაიანიდან" რომ მოეჭრა :haha:

Link to post
Share on other sites

თოვლია და ადამიანის ნაფეხურებით უნდა იყოს მოჯეგილი იქაურობა მაშინ, 2 მეტრიანი ტარი არ ექნებოდა ნაჯახს კიდე "რასტაიანიიდან" რომ მოეჭრა :haha: ნაჯახით ნამუშევარს არ ჰგვავს, ნახერხივით ნაფოტია.

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

არავინ არ ამბობს ნაჯახით არის ნამუშევარიო. არც ხერხით არის - ნაფოტები დიდია ხერხისთვის, თანაც ასე დაქანებულად (ზევიდან ქვევით) არავინ დახერხავდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის ნაფეხურები ფაქტიურად არაა (ის ერთი ალბათ ფოტოგრაფის ნაფეხურია), რჩება მხოლოდ ცხოველი. ცხოველებიდან კი თახვის მეტი ასეთს ვერავინ ვერ იზამს.

Link to post
Share on other sites

რაჭა, მიმდინარე ზამთარი. რა სულიერის ნასიკეთვარია? :scratchchin:

 

რა უცნაური რამეა, ადამანის კვალი რომ იყოს ვიფიქრებდი ხიდან კუჟრი გამოიღეს მეთქი, სხვა ვერ ვფიქრობ რა ცხოველი უნდა იყოს, ან რატომ უნდა გამოეთხარა

Link to post
Share on other sites

ერთი იმ ჯიშის კოდალა მაჩვენეთ, რომელიც კუნძიდან იწყებს კი მიკოდალებას.

 

გითხარით წინა წერილშიც, ეგ არის თახვის ნამოქმედარი.

 

რაც არ უნდა დასწეროთ, ვერავინ შემაცვლევინებთ აზრს.

 

ბოლობოლო ამ შტატს "თახვების" შტატი ჰქვია, ეგეთი მრავალი ხე მინახავს ტყეში ყეტიალისას, ოღონდ მდინარესთან ახლოს, ამიტომ მივანიშნე წინა წერილშიც.

 

ბევრად არ განსხვავდება აქაური ლანდშაფტი ჩვენი რაჭისაგან, უფრო ბორჯომი-ბაკურიანისას ჰგავს, აქაც ბლომად არის ჩქარი მთის მდინარეები, ამ მდინარეებს აქვთ "შესასვენებელი" ადგილები, ჰოდა როგორც ბატონმა თოდუამ აღნიშნა, მანდ არიან ჩასაფრებული ეს ყველაზე დიდი ზომის მღრღნელები.

 

თახვს იმხელა დამბის აშენება შეუძლია 24 საათში, გალეწავს მდინარე მაინც და ბევრ პრობლემას შეუქმნის ცალკე ბუნებრივ რესურსებს, შემდეგ ადამიანს.

 

აქაური გარემოს დაცვა მდინარეებზე კონტროლს აკეთებს, გადიან კატერებით და სადაც ჩახერგილია დინება, "დრუჟბა" ხერხებით ათავისუფლებენ არემარეს, ეს სისტემატურად ხდება.

 

მიუხედავად იმისა, ეს ცხოველი ორეგონის შტატის სიმბოლიკის ერთერთი ელემენტია/ყველა შტატს თავის ცხოველი, ფრინველი და მცენარე აქვს არჩეული./ მასზე ნადირობა დაშვებულია ულიმიტოდ, რადგან ძალიან მომრავლებულია.

Link to post
Share on other sites

ერთ წიგნს ჩავხედე სადაც წერია რომ წარსულში იყო გავრცელებული სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის რაჭაშიც. ახლა მხოლოდ ერთგან იყო პლიუსით აღნიშნული, შიდა ქართლი. მეტი ზუსტად ვერაფერს გეტყვით.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
  • 1 month later...

სიასამური და ცხენირემის ''კვალი''.

 

ვახო, ცხენირემის გასაგებია, მაგრამ, ჩემი აზრით აქ სიასამურის "კვალი" არ უნდა იყოს. უფრო ფრინველის "ნაკვალევია", ძალიან გავს ყრუალას "კვალს".

თუმცა შეიძლება ვცდებოდე. სიასამურს რა ქვია რუსულად?

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

მადლობა მამუკა!

მაშინ, ზუსტად არ იქნება სიასამურის. სიასამური. როგორც ყველა მტაცებელი ცხოველი უმთავრესად ცხოველური საკვებით იკვებება (ფრინველები, ტაგვები, კვერცხები და ა.შ.). განავალიც ძაან მიუგავს მაგალითად მელიის განავალს - წაგრძელებულია და დაგრეხილივით.

სურათზე ნაღდად ფრინველის განავალია. თუ თვითონ სურათი არ ცვლის რეალურ ზომას, მე ვიტყოდი რომ ყრუალასია (დიდად მეჩვენება). ძან მსგავსი განავალი აქვს როჭოს და "рябчик"-ს (დამავიწყდა ისევ სახელი ქართულად), ოღონდ უფრო პატარა ზომის.

Link to post
Share on other sites

კიდევ ერთ არგუმენტს დავუმატებდი - ძნელი წარმოსადგენია რომ ისეთი პატარა ცხოველი, როგორიც სიასამურია, ერთ ადგილზე ტოვებდეს ამდენ განავალს. იმ ფრინველებს კი, რომელიც მე ჩამოვთვალე, ასეთი რამე ჩვევიათ, რადგანაც ერთ და იგივე ხის ტოტზე დიდხანს ათევენ ღამეს. განავალსაც ეტყობა რომ ერთი დღის არაა.

Link to post
Share on other sites

კობა მართალი ხარ. მაგ ჟრუნის ან როჭოს ნახელავია. სიასამურის ბლომად შემხვედრია, დავდებ მის სურათსაც.

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

salamandra

თახვი ცხოვრობდა საქართველოში, სულ ბოლოს აფხაზეთში იყო შემორჩენილი, მე-19 საუკუნის ბოლოსკენ სულ დახოცეს. როგორც ამბობენ თახვის კბილებს ცხენის ნალის ყაირად (ლურსმანი) იყენებდნენო.

 

მტაცებელი ცხოველების კვალის და თვითონ ცხოველების ამოსაცნობად ყველაზე ტანამედროვე და კარგი წიგნია: http://www.amazon.com/gp/product/0691152284/ref=oh_aui_detailpage_o00_s00?ie=UTF8&psc=1

Edited by caucasica
Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 5 months later...
  • 2 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...