Jump to content
Club-Monadire.Ge

ცხოველთა ნაკვალევის აღწერა .


Recommended Posts

ცხოველთა ნაკვალევის აღწერა .

 

ბიჭებო აქ ცხოველთა კვალის შესახებ დავპოსტოთ-ვინაიდან ყველა ცხოველს თავისი დამახასიათებელი მოძრაობის სტილი, თათის მოყვანილობა და ზომა გააჩნია.

Link to post
Share on other sites
  • Replies 78
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ძაღლისებრთა ნაკვალევი კატისებრთა მოდგმის კვალისაგან პირველ რიგში ფორმით გამოირჩევა - პირველს უფრო მოგრძო ფორმა აქვს, თანაც დაკვირვებული თვალი იოლად შეამჩნევს ბრჭყალის არსებობას. ამ დროს, კატისებრთა ნაკვალევი - კატუნიდან ფოცხვერამდე, მრგვალი, უფრო სადა კიდეებიანი და უბრჭყალოა.

 

ბებერი ცხოველის კვალი ისე ლამაზად და თანაბრად,"მძივივით", აღარაა ასხმული - თათები უფრო შორი-შორსა აქვს ნადგამი, თანაც ემჩნევა ნაბიჯის არათანაბარი განაწილება.

ხშირად, მაკე ცხოველიც განიერ კვალსა სტოვებს, ამ დროს თითები (ჩლიქები) "გაფარჩხულად" აქვს გადგმული.

კვერნის კვალს იოლად იცნობთ ტყუპად ნახტომი თათების ფორმით. წავსაც კვერნისმაგვარი კვალი აქვს, ოღონდ უფრო დიდი და აქაც, თუ დააკვირდებით, თითებსშუა აპკის არსებობას იოლად შეამჩნევთ.

 

სასურველია, თუ მონადირე მარტო ძაღლის ყნოსვას არ ენდობა და თვითონ გადაწყვეტს - გაუშვას თუ არა ძაღლი კვალზე, რადგან ზოგი მდევარი, განსაკუთრებით გამოუცდელი, შეიძლება ძველ კვალზე დაედევნოს ნადირს. ამის თავიდან ასაცილებლად სულ ადვილად, თითით შეიძლება გაისინჯოს კვალის სიმაგრე. ძველი კვალი, თუ წინა საღამოსაა დატოვებული, უკვე თითის დაჭერისას აღარ დეფორმირდება.

 

ავტორი: ჯავახი

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ვაა, მაშინ მაგარი სიახლეა...დიდი ხანია არ გამოჩენილა. თუმცა ერტადერთი კვალი ვნახეთ. დათვის კვალი იცოცხლეთქო, ყველგან იყო. კაიხელა თოვლი იყო, მაგრამ მაინც არ ეძინა დეკემბრის ბოლოს

Link to post
Share on other sites

95 წლის მერე გაქრა, გაჟლიტეს რა. დღეს ითვლება რომ არ არის. ბორჯომ-ხარაგაულიდან თუ შემოუცდება ფეხი ხანდახან და ისიც ეგრვე დაფიქსირებულია საზღვრის გადმოკვეთისტანავე :friends:

 

ისე მახსოვს 70-80-იანებში ყუბანიდან შემოიყვანეს და მაგრად იხეირა. ბრაკონიერობამ მოსპო...

 

 

მანდ ღორი სულ იყო მეტ-ნაკლებად.

Link to post
Share on other sites

ბორჯომ-ხარაგაულიდან თუ შემოუცდება ფეხი ხანდახან და ისიც ეგრვე დაფიქსირებულია საზღვრის გადმოკვეთისტანავე :prais:

 

კი მაქედან ივსება

მე დიდი ეჭვი მაქვს რომ მანდ აბორიგენებიც დაძუნძულებენ ;)

Link to post
Share on other sites

ისე ზეგანში ზოლიანი გოჭები მყავს ნანახი ამ ხუთიოდე წლის წინ.

ტახი წაეპარა ტყეში გაშვებულ შინაურ სასუქ ღორს ;)

Link to post
Share on other sites

თეთრკუდა შველის ნაკვალევი./WHITE TALE DEER./

 

/სურათებს დავამატებ კიდევ, ჯერჯერობით ესენი ვიპოვე./

 

7155b01cfa59.jpg

 

44379c5bbd89.jpg

 

b13634f7e08f.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

მე ძაან შორს ვარ "სლედოპიტობიდან" თუმცა შევეცდები გამოვიცნო :e025:

პირველ ორ სურათზე მგელს გავს, ერთმანეთში ჩადგმული ნაფეხურია, ორი მიდიოდა, მგელი აკეთებს ეგრე, მაგრამ გზაზე უვლია, მგელს თავის ბილიკები აქვს და სხვაზე არ დადის, ეტყობა მგლის ბილიკია ეგ, ესეიგი მაგ ადგილზე ყოველთვის უნდა იყოს კვალი. ეგ ძველი კვალია, უკვე გაყინულს გავს

დანარჩენს ვერ ვხვდები სურათებიდან, ვერც სიდიდეს ვსაზღვრავ.

Link to post
Share on other sites

ვნახე "საქართველოს ბანაკის" თემაში ორიოდ სურათი, სადაც ნაკვალევები იყო სურათებზე.

 

მგელს, კოიოტს, მელას გამოვრიცხავ.

 

ღამით აქვს ნავალი, დღისით გაუყინა ნაკვალევი./მინიმუმ სამი დღის მაინც არის ნაკვალევი./

დააკვირდით რამხელა თოვლი გადათოვლეს კარავის სახურავიდან.

კვალზე ეტყობა სწრაფად არ გადაადგილდებოდა.

 

ღამით კიდევ კატისებრნი აქტიურობენ.

 

მოზრდილი ფოცხვერის ნაკვალევია, თან უკან აქვს გამოვლილი იგივე კვალზე.

 

ჰო, ენოტიც გამორიცხულია.

Link to post
Share on other sites

პირველი ორი ფოტო-ნაკვალევი აშკარად სხვაა მომდევნოებთან შედარებით.

 

 

 

ბოლოებს კურდღელის "ხტუნაობის" კვალი უჩანთ, მაგრამ ძველი ნაფეხურია/მინიმუმ 1 კვირისა/ და იმიტომაც არის წანამქრული ქარისგან.

Link to post
Share on other sites

გიორგი კატისებრნი უკან თავის კვალზე დადის? და თან წინა ორი თითის ბრჭალი ჩანს მეორე სურათზე

კურდღლის მანდ არცერთია

Link to post
Share on other sites

მეგობრებო ძალიან კარგი თემააა :e025:

გიო ყველა ნაკვალევი აშკარად 100%- ით ფოცხვერია.......ბოლო სურათები კი ძუნძულით ნასიარულებია და იმიტომ აქვს წაგრძელება კვალზე.......რაც შეეხება კურდღლის კვალს თოვლზე ამ კვალთან შედარებით ძალიან განსხვავდება ამ კვალისაგან...... :hi:

Link to post
Share on other sites

აი ფოცხვერის კვალი

2_15.JPG

გავს ეხლა ეს იმ კვალს?

 

ფოცხვერის ნათერფალი სიგანეზე იშლება, ძაღლისებრის სიგრძეზე

 

რავიცი, რავიცი...

Link to post
Share on other sites

ბრაუნონგის დადებულ მეორე სურათს დააკვირდით აბა წაგრძელებული ნატერფალია, ქარს აქვს ცოტა დამრგვალებული მემგონი.

თან მანდ ორი მოძრაობდა აშკარად, უკან დაბრუნებულ კვალს მემგონი არ გავს, ერთი მიმართულება აქვს

 

თქვენც თქვით რამე, რას ფიქრობთ

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...