Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბებიაჩემი გვეუბნებოდა მე და ჩემ ძმას. მონადირე კაცი და აშენებული ჯერ არ მინახავსო. რაღა თქვენ დაემსავსეთ ნიკოს (ბაბუაჩემის ძმა, განთქმული მონადირე, ქუჩაშიც კი თოფით დადიოდა), გაღლეტილი წავიდა ამ ქვეყნ

Posted Images

კურდღელი და სპილო არიან გამოცდაზე. პირველი ჩააბარებს გამოცდას კურდღელი. გამოსვლისას სპილო ეტყვის რა გკითხესო.. კურდღელი უპასუხებ: მკითხეს იუპიტერი უფრო შორსაა ჩვენგან თუ ვენერაო? მერე მკითხეს მამაშენს რა ქვიაო.

ჰოდა შევა ეხლა სპილო: ეკითხებიან ლენინი როდის მოკვდაო?

ეს ეუბნება იუპიტერი უფრო შორსაოო

შენ შიგ ხო არ გაქო?

მამაჩემს ალბერტა ქვიაო

Link to post
Share on other sites

ბახუტია ხედავს,რომ ჟიგული სახლს შეეჯახა. ეკითხება დასისხლიანებულ მძღოლს:

_ რაია, ბუჯო, რა მოგივიდა?

_ შესახოვში მინდოდა შეხვევა და არ დამხვდა შესახოვი ადგილზე...

Link to post
Share on other sites

ხევსური სალაროსთან მივიდა

-ცოლად მინდიხარ, ქალავ,-ეუბნება მოლარეს.

-რაღა მე მომადექი, სხვა ვერავინ ნახე?!

-მოხერხებულ ქალ ყოფილხარ, მაგ ვიწრო ფორტოჩკაში როგორ შასძვერ?! :d030:

Link to post
Share on other sites

რაზე ზიხარ, ძამა?- ეკითხებიან მეგრელს კამერაში.

-რა ვიცი, კაცო...თოკი მოვიპარე და დამიჭირეს!

-როგორ, თოკის გამო ზიხარ?

-ჰო. აბა რა ვიცოდი, თოკზე ცხენი რომ იყო გამობმული?!

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ნაღდი ამბავი.

 

ამ ბოლო კვირას ორი შეხვედრა მქონდა სამსახურის შესახებ.

პირველი დილის 7-ზე, მეორე 8-ზე.

 

ამ დილით კახეთიდან დაურეკიათ, ლაპარაკში დამრეკავს უთქვავს, მეც ვეძებ კაი სამსახურს და 10-ზე დამიბარეს თელავში.

 

რა ამბავია 10 საათი, ხაშიაოოოო??? :d030:

Link to post
Share on other sites

ხოა ძარღვიანი კახელი :hi:

 

კიდევ ავღნიშნავ: ყველაზე ',ქართული'' იუმორი კახელებს აქვთ.

 

 

BROWNING

სად იპოვე ეს ვიდეო.

:d030: :d030: :haha: :haha: :haha:

Link to post
Share on other sites

სპეცომ არ აკეთებს, სკაიპზე ელაპარაკება ვიღაცას და იმან გადაუღო.

 

ჩაქუჩიანმა დაგლიჯა, თან იმასაც რო წაქცეული ჰქონია სახლ-კარი და სხვის სახურავებზე ძვრება კამერაში გამოსაჩენად.

 

ცირკია მეთქი ჩვენი ქვეყანა რო გეუბნებით, არა გჯერავთ.

 

მწარე სიმართლეს ამბობს ეგ ბიჭი.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

რეკავს ტელეფონი:

– ალო‚ მიხო‚ შენა ხარ?

– ხო‚ მიტუა‚ რა იყო‚ რო?!

– რავი‚ შენი ბროლია მოკვდა და...

– რა მოუვიდა?

– აყროლებული ხორცი შეჭამა.

– ვინ შობელძაღლმა აჭამა?

– თვითონ ჭამა გაფუჭებული ვირის ხორცი.

– რომელი ვირისა?

– შენი სახედრისა‚ ჯო... წყალი მიჰქონდა ბოჩკებითა და მოკვდა.

– წყალი რა ჯანდაბად გინდოდათ?

– ცეცხლის ჩასაქრობათა‚ სახლ რო მეეკიდა.

– რა‚ სახლიც დაიწვა?

– ჰო, ანთებული სანთლიდანა ფარდას მეედო.

– სანთელი რად გინდოდათ‚ შუქი არ იყო?

– შუქი კი იყო‚ მაგრამ შენი ცოლის კუბოს თავთან ხო უნდა დაგვენთო?!

– რა, მარო აღარ არის? რამ მოკლა?

– სახლში გვიან მოვიდა... მე კიდენა, ქურდი მეგონა და ჩვენი მამაპაპეული თოფი ვესროლე.

– მიტუა‚ თუ ი თოფი გამიფუჭე‚ დედაი გიტირებ‚ იცოდე!

Link to post
Share on other sites

დაბალი‚ მსუქანი გოგონა დაეცა‚ ფეხი მოიტეხა და საავადმყოფოში მოხვდა.

– წონა‚ სიმაღლე? – ეკითხება ექიმი.

– მეტრი და 75‚ 60 კილოგრამი.

– გოგონი‚ ეს გაცნობის საიტი კი არ არის‚ საავადმყოფოს მიმღებია.

Link to post
Share on other sites

– როცა ჩემი ქმარი ფეხბურთს უყურებს ყურადღებას არ მაქცევს. – შესჩივლა ერთმა დაქალმა მეორეს.

 

– მოკლე კაბა ჩაიცვი.

 

– უკვე ვსინჯე, არ შველის.

 

– მაშინ ზურგზე ნომერი დაიწერე

Link to post
Share on other sites

ოსი მივიდა ექიმთან:

 

- ექიმო, გახსოვს, რომ მითხარი, შარშანწინ, რევმატიზმი გაქვს და სინესტეს ერიდეო?

- მახსოვს. ახლა რამ შეგაწუხა?

- ეს მითხარი, ბანაობა თუ შეიძლება?

Link to post
Share on other sites

მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:

– ჭექა-ქუხილის დროს, რატომ ვხედავთ ჯერ ელვას და მერე გვესმის ქუხილი?

– იმიტომ, რომ თვალები ყურებზე წინაა.

Link to post
Share on other sites

მუზეუმში ზედამხედველი ეუბნება მნახველს:

- ამ სავარძელში დაჯდომა არ შეიძლება, ეს ნაპოლეონისა.

- არა უშავს, რომ მოვა ავდგები.

Link to post
Share on other sites

სიდედრი ნეტავ სადაური წარმოშობის სიტყვაა? -ეკითხება ძმაკაცი ანზორიას. -ბერძნულია ძამა… ქართულად კიბოს ნიშნავს

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...