Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მონადირე აღესრულება და ღრუბლებში, ღმერთთან მოხვდება. ღმერთი მოკლული, უდანაშაულო ცხოველების და ფრინველების სისხლისთვის დასჯის, კურდღელად გადააქცევს და უკან დააბრუნებს.

 

ცოტა ხნის შემდეგ გამოუცდელი კურდღელი ხაფანგში გაებმება. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ხაფანგის პატრონიც გამოჩნდება. კურდღელი თხოვს მონადირეს:

 

– გამიშვი ძალიან გთხოვ, შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ წინა ცხოვრებაში მეც მონადირე ვიყავი ...

 

– მით უარესი მეგობარო, მე წინა ცხოვრებაში კურდღელი ვიყავი ....

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბებიაჩემი გვეუბნებოდა მე და ჩემ ძმას. მონადირე კაცი და აშენებული ჯერ არ მინახავსო. რაღა თქვენ დაემსავსეთ ნიკოს (ბაბუაჩემის ძმა, განთქმული მონადირე, ქუჩაშიც კი თოფით დადიოდა), გაღლეტილი წავიდა ამ ქვეყნ

Posted Images

გურულმა შეუსწრო ცოლს საყვარელთან:--რა შობა ეს ყაძახი ჩემს ლოგინში?!----იყვირა გურულმა.

 

 

---არ მკითხო, არ მკითხო! სასტაულებს შობა, სასტაულებს!---უპასუხა ცოლმა

Link to post
Share on other sites

ორი ტიპი ზის პლიაჟზე და გოგოებს ათვალიერებენ.

ერთი ეუბნება მეორეს: აბა თუ იცი რა განსხვავებაა ძველ და ახალ დროს შორის?

 

ვერა ხო....

-ადრე ტრუსიკი უნდა გაგეწია ქალისთვის რო Tრაკი დაგენახა, ახლა კიდე Tრაკი უნდა გაუწიო რო ტრუსიკი დაუნახო. :d030:

 

 

 

 

მარო გასაახალგაზრდავებელი ოპერაციის გასაკეთებლად მიდის საზღვარგარეთ და ქმარს ეუბნება:

- მიხო, ბარემ უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ამიღე, იქნებ მერე ვეღარ ვიშოვნო.

- ნუ ჩქარობ ქალო _ ურჩევს მიხო.

-რა იცი, შეიძლება აქეთობისას საბავშვო ბილეთი დაგჭირდეს.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

სვანს შესცივდა ზამთარში მიადგა მეზობელ სვანს და ეძახის გრელკა მათხოვეო, იმან უთხრა არა მაქვსო, აბა რითი თბებიო?-კატითო, ხოდა კატა მათხოვეო

ათხოვა იმანც, ცოტა ხანში კატის წივილი და კივილი ესმის გავიდა რას უშვრები ჩემ კატასო? მომაშორე აქედან ადუღებულ წყალს რომ ვასხავდი შიგნითგაგიჟდა სულ დამპორჭყნა და დამჩხაპნაო

 

თუ გინდათ გაიცინეთ

Link to post
Share on other sites

მიხოს ეკითხებიან:

– როგორა ხარ?

– ფანდურივითა ვარ.

– ეგ როგორა, კაცო?

– როგორა? იმასაც სამი ლარი აქვს და მეც.

Link to post
Share on other sites

სამწუხაროდ ნაღდი :(

 

 

აუუუფ, მთლად გლახათ გვქონია საქმე, ვიდრე მეგონა. :karochera:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

აუუუფ, მთლად გლახათ გვქონია საქმე, ვიდრე მეგონა. :karochera:

 

 

პასტა და ფურცელი ყველას აქვს და ასე რომ არც მთლად მასეა საქმე :)

Link to post
Share on other sites

კალამი ფურცელი გასაგებია მაგრამ, თავად ფაქტიც ხომ ამაზრზენია. ეს რაა იმასთან შედარებით ყოველდღე რასაც ვუყურებთ ქვეყანაში :meeting:

Link to post
Share on other sites

პასტა და ფურცელი ყველას აქვს და ასე რომ არც მთლად მასეა საქმე :)

 

ორი წლის წინ სიდედრს ცოცხები ჩამოართვეს საბაჟოზე, აქ, შტატებში მოჰქოდა საქართველოდან. :karochera: :karochera:

ვერ მიეჩვია აქაურს და ციგნების გაკეთებული გაბანჯგვლული ცოცხებით შევიდა ლაინერის სალონში.

ორი თვე მებაჟეებს წყევლა-კრულვა არ მოაკლო, თან ყოველ დილით მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა.

/რა დავაშავე ამის დედა ავატირე და იმ კონსულის სულყველაფერი, ვინც მაგას ვიზა მისცა/ :karochera:

 

შარშან სამი ცალი ცოცხი ჩამოიტანა, მოძღვარმა კურთხევა მომცა და გასჭრაო.

 

უარესს გეტყვი, კალოშები ჩამოუტანა ბავშვებს, ჩემთვისაც წამოუღია, ერთხელ გამომადგა. :d030:

მერეა და ხალიჩა მოჰქონდა, კიდევ კარგი ჩემი ძმა შეესწრო, ძალისძალად დაატოვებინა.

 

ყველაფერი რაც ჩამომაქვს ნაკურთხიაო.

 

ეხლა მაინც ხომ ხვდები რა მტკივა? :karochera: :karochera: :karochera:

 

პ.ს. იუმორის თემაა, მაგრამ სრული სიმართლეა რაც ზემოთ დავწერე.

ვისაც გინდათ გაიღიმეთ, ვისაც გინდათ იტირეთ.

Link to post
Share on other sites

 

/რა დავაშავე ამის დედა ავატირე და იმ კონსულის სულყველაფერი, ვინც მაგას ვიზა მისცა/ :karochera:

 

 

 

 

შენ გაიხარე გიორგი!!! რაც მე ვიცინე... :haha: :haha: :haha: :haha: :haha:

არ ვიცი რამდენი წლის სიცოცხლე მომემატა.

Link to post
Share on other sites

ელჩი

ხალიჩა არ უნდა დაეტოვებინა გიო ! იქნებ და მფრინავი იყო? :scratchchin:

ერთი კურიოზი გამახსენდა ხალიჩაზე. მეზობელი მყავდა მწარე მომპარავი,ხო და ერთ ღამეს ხალიჩა დაუნახავს აივანზე გაფენილი და ,,წასცდა ,, კაცს ხელი :e025: შეახვია და მოდის თურმე შუა ქალაქში ნადავლით.მოუახლოვდა რუსთაველის ხიდს(ქუთაისში) ,ამ დროს წინიდან მომავალი სირენა ჩართული პოლიციის მანქანა შენიშნა,გოგიამ იფიქრა დამერხაო და გაექანა ხიდისაკენ,აიწია და ხალიჩიანად გადაეშვა ხიდიდან. გადაეშვა იმ იმედით რომ წყალში ჩავხტები გავცურავ და პოლიციას გავექცევიო მარა წყალს ასცდა და თეთრ ქვებზე მოადინა ზღართანი. პოლიციამ ისე ჩაიარა გოგია საერთოდ არ დაუნახავს . ეგდო მფრინავი გოგია დილამდე რიონის პირზე მანამ სანამ არ გათენდა და ხალხმა არ დაინახა. ამოათრიეს და გააქანეს საავადმყოფოში. ნუ რათქმა უნდა ნაქურდალი ხალიჩა გაიშიფრა და გოგის საავადმყოფოდან პირდაპირ ,,კურორტზე,, უკრეს თავი. მალე გამოვიდა ციხიდან და უბნელმა ბიჭებმა ეგრევე შეუთხზეს ხალიჩაზე ისტორია: გოგიას პოლიცია გამოედევნა ,რუსთაველის ხიდამდე მიასწრო,გაშალა თავისი მფრინავი ხალიჩა ,შემოაჯდა და გადაფრინდა ხიდიდანო! მარა აკუმულატორი ქონია ხალიჩას დამჯდარი,არ დაიქოქა და დაასკდა გოგია თეთრ ქვებზეო :haha: ახლაც მფრინავ გოგიას ეძახიან :e025:

იმ დროს კი სტატია დაიბეჭდა გაზეთში სათაურით ,,რატომ ამჯობინებენ მძარცველები პოლიციაში მოხვედრას სიკვდილს,, :d030:

Link to post
Share on other sites

Gurulo

ავთო

 

შეგარგოთ ღიმილი ქვისლებო./მე მგონი მესამეც დაგემატეთ./ :d030: :d030: :d030:

 

შანსი არ არის "შუბის" ამბავი რომ არ მოვყვე.

 

მოიგეს მწვანე ბარათის ლატარეა და ხვეტავს სახლში რაც ზედმეტი აქვს, აქ აპირებს წამოღებას.

 

ხალიჩაზე კაი დროს მიუსწრო ჩემმა შუათანა ძმამ და გააკრა კედელზე ისეთი "რეჩი" წაუკითხა ორივეს.

-გიორგი გაგიჟდება იქ რომ ეგ ჩაიტანოთ და მაგის გიჟობა რაც არის, თქვენ უკვე ჩემზე უკეთესად იცითო.

მოკლედ, "მფრინავი" ხალიჩა დაატოვინა იქა.

 

არ მოისვენა ამ ქალმა, :karochera: კარაკულის შუბა აყიდინა ადრე სიმამრს სისხლის ფასად, არადა "ფირმა" მანქანის ყიდვას აპირებდა და კაპიკს-კაპიკზე აწებებდა, მანამდეც დაახარჯინა რაღაც შტერობებში.

ეს გლოვა გამოტარებული ქურქი ალვანურ ყველთან ერთად ჩაუდია ერთ ვეეეეებერთელა ჩემოდანში. :karochera:

 

ბიჯოოოოო, ვუხსნი ტელეფონზე და ვეუბნები რომ აქა ისე არა სცივა ხალხს და არც საჭიროება არ არის "ფინტიკრუშკა" რამეები ჩამოიტანო და ჩაიცვა.

 

კარაკულის "შუბა" მაინც წამოუღია.

 

ჰოდა, ზუსტად იმ "ჩემოდანმა" არ ჩამოიარა აეროპორტის ტვირთის რელსებზე, რომელშიც შუბა და გუდის ყველი იყო ერთად.

 

შევავსე აპლიკაცია დაკარგულის შესახებ და წამოვიყვანე ესენი სახლში.

 

 

მტერს დაუდგეს ეგეთი დღე, როცა ორი კვირის მერე მოიტანეს ის დაკარგული "ჩუმადანი".

 

იასნია გახსნიდნენ და ისე აღარ შეფუთავდნენ, როგორც ესენი მოუნდნენ ორი კვირა შუბისა და ყველის განცალკევებას ცელოფნების საშუალებით, იმათ 5 წუთში მოაგვარეს საქმე, ჩაყარეს ყველაფერი ერთად და აჯაფსანდალი გამოგზავნეს.

 

ჰოდა, მოგვიტანეს ეზოზე.

 

თან რა მაგარი ფოსტალიონი დაემთხვა მაგ ამბავს?

დუბლიონკიანი კასპელი რომ არის კომედი შოუში, კოპიო ენგრეთი იყო, ოღონდ მექსიკელი.

 

ისე მოხდა, გარეთ ვიყავი გამოსული მოსაწევად და მაგ დროს მოაყენა საფოსტო მანქანა ეზოსთან.

მაგის ტრანსპორტიდან გადმოსვლა იყო და სახის ფერი არ მომეწონა, კინაღამ ისიც შევეკითხე, ენა გამოყავი მწვანე ხომ არა გაქვსთქო.

 

დამეღრიჯა იქიდან, იფიქრა მიმათრევინებს კარებამდეო.

 

ვატყობ რომ თავბრუ ეხვევა ამ ჩემის თვრამეტიანს.

 

მოათრია როგორც იქნა და ხელი მომიწერეო, პირველი ერიქსონის მობილურები რომ იყო, ეგეთი რაღაცა მომაწოდა თავის პლასტმასის პასტით.

 

ეს როგორც იქნა მოვიშორე, მაგრამ ძაან გლახა სუნი ასდის ამ ბარგს.

 

ბიჯოოო, მარტო ვაარ სახლში, ყველა გახვეტილია, მეთქი მე ამის სახლში შემტანი არა ვარ, მოვიდნენ და მიჰხედონ თავისასთქო.

 

საღამოი მოიდნენ. :d030:

უი, უპოვნიათო.

 

მე კიდევ ჩასაფრებული ვარ.

 

მაგის სახლში შემოტანა და "ფეირვერკის" დაწყება ერთი იქნება, გარაჟში გახსენითთქო.

 

მე, ეგეთი "სურნელოვანი" კარაკულის შუბა, ცხოვრებაში არ მინახავს.

 

რა გინდა სულო და გულო?

 

მიმოფრქვეული აქვს ნაირნაირი სუნელები ერთ ჯიბეში ლეღვის მურაბა იდო, მეორეში კაკლისა.

 

მაშინ, რაც იმ ქალმა იწყევლა "ტამოჟნიკებზე", თვითმფრინავი შემაძულა.

 

პ.ს. 6 თვე დარჩნენ და ყოვედღე ანიავებდა ხოლმე, მაინც არაფერი ეშველა და უკავ წაიღო.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ვაააა,მაგარია!!!!! :haha: :haha: :haha: ქართლელი ბებია მყავდა,რამე უნაიროს რო ვიზამდი,შენ კი ჩასკდი ღვალოს ქოთანშიო მეუბნებოდა,ეგრეა რაააა!!!!!!! :d030:

Link to post
Share on other sites

ე ბიჯო,1300 დოლარად ყიდდა და დოუკლია ცოტა,ეტაკეთ სანამ გაყიდულა,საკოლექციოა!!!!!!!

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=18_103&product_id=4660661&p=2

Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

 

 

მე უფრო რა გამიკვირდება იცი?

 

რომ ვერ გაყიდოს მაგ ფასში. :karochera:

 

თუ არ გაყიდის, მაგასაც ვნახავთ. :d030:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...