paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 მონადირე აღესრულება და ღრუბლებში, ღმერთთან მოხვდება. ღმერთი მოკლული, უდანაშაულო ცხოველების და ფრინველების სისხლისთვის დასჯის, კურდღელად გადააქცევს და უკან დააბრუნებს. ცოტა ხნის შემდეგ გამოუცდელი კურდღელი ხაფანგში გაებმება. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ხაფანგის პატრონიც გამოჩნდება. კურდღელი თხოვს მონადირეს: – გამიშვი ძალიან გთხოვ, შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ წინა ცხოვრებაში მეც მონადირე ვიყავი ... – მით უარესი მეგობარო, მე წინა ცხოვრებაში კურდღელი ვიყავი .... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 გურულმა შეუსწრო ცოლს საყვარელთან:--რა შობა ეს ყაძახი ჩემს ლოგინში?!----იყვირა გურულმა. ---არ მკითხო, არ მკითხო! სასტაულებს შობა, სასტაულებს!---უპასუხა ცოლმა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 ვაიმეე,რამდენი ვწერეეე!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 4, 2013 Report Share Posted August 4, 2013 (edited) ორი ტიპი ზის პლიაჟზე და გოგოებს ათვალიერებენ. ერთი ეუბნება მეორეს: აბა თუ იცი რა განსხვავებაა ძველ და ახალ დროს შორის? ვერა ხო.... -ადრე ტრუსიკი უნდა გაგეწია ქალისთვის რო Tრაკი დაგენახა, ახლა კიდე Tრაკი უნდა გაუწიო რო ტრუსიკი დაუნახო. მარო გასაახალგაზრდავებელი ოპერაციის გასაკეთებლად მიდის საზღვარგარეთ და ქმარს ეუბნება: - მიხო, ბარემ უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ამიღე, იქნებ მერე ვეღარ ვიშოვნო. - ნუ ჩქარობ ქალო _ ურჩევს მიხო. -რა იცი, შეიძლება აქეთობისას საბავშვო ბილეთი დაგჭირდეს. Edited August 4, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 7, 2013 Report Share Posted August 7, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted August 8, 2013 Report Share Posted August 8, 2013 სვანს შესცივდა ზამთარში მიადგა მეზობელ სვანს და ეძახის გრელკა მათხოვეო, იმან უთხრა არა მაქვსო, აბა რითი თბებიო?-კატითო, ხოდა კატა მათხოვეო ათხოვა იმანც, ცოტა ხანში კატის წივილი და კივილი ესმის გავიდა რას უშვრები ჩემ კატასო? მომაშორე აქედან ადუღებულ წყალს რომ ვასხავდი შიგნითგაგიჟდა სულ დამპორჭყნა და დამჩხაპნაო თუ გინდათ გაიცინეთ ციტირება Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted August 9, 2013 Report Share Posted August 9, 2013 საღოლ ამას :d030: ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 9, 2013 Report Share Posted August 9, 2013 თუ გინდა სვანმა არ შეგაწუხოს მიეცი ფურცელი ორივე მხრიდან წარწერით: “გადააბრუნე”! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 9, 2013 Report Share Posted August 9, 2013 მიხოს ეკითხებიან: – როგორა ხარ? – ფანდურივითა ვარ. – ეგ როგორა, კაცო? – როგორა? იმასაც სამი ლარი აქვს და მეც. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 14, 2013 Report Share Posted August 14, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 14, 2013 Report Share Posted August 14, 2013 თორნიკე, პირველი სურათი ნაღდია თუ ფოტოშოფი? ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 14, 2013 Report Share Posted August 14, 2013 სამწუხაროდ ნაღდი :( ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 14, 2013 Report Share Posted August 14, 2013 (edited) სამწუხაროდ ნაღდი :( აუუუფ, მთლად გლახათ გვქონია საქმე, ვიდრე მეგონა. Edited August 14, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted August 15, 2013 Report Share Posted August 15, 2013 აუუუფ, მთლად გლახათ გვქონია საქმე, ვიდრე მეგონა. პასტა და ფურცელი ყველას აქვს და ასე რომ არც მთლად მასეა საქმე ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 15, 2013 Report Share Posted August 15, 2013 კალამი ფურცელი გასაგებია მაგრამ, თავად ფაქტიც ხომ ამაზრზენია. ეს რაა იმასთან შედარებით ყოველდღე რასაც ვუყურებთ ქვეყანაში ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 15, 2013 Report Share Posted August 15, 2013 პასტა და ფურცელი ყველას აქვს და ასე რომ არც მთლად მასეა საქმე ორი წლის წინ სიდედრს ცოცხები ჩამოართვეს საბაჟოზე, აქ, შტატებში მოჰქოდა საქართველოდან. :karochera: ვერ მიეჩვია აქაურს და ციგნების გაკეთებული გაბანჯგვლული ცოცხებით შევიდა ლაინერის სალონში. ორი თვე მებაჟეებს წყევლა-კრულვა არ მოაკლო, თან ყოველ დილით მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა. /რა დავაშავე ამის დედა ავატირე და იმ კონსულის სულყველაფერი, ვინც მაგას ვიზა მისცა/ შარშან სამი ცალი ცოცხი ჩამოიტანა, მოძღვარმა კურთხევა მომცა და გასჭრაო. უარესს გეტყვი, კალოშები ჩამოუტანა ბავშვებს, ჩემთვისაც წამოუღია, ერთხელ გამომადგა. მერეა და ხალიჩა მოჰქონდა, კიდევ კარგი ჩემი ძმა შეესწრო, ძალისძალად დაატოვებინა. ყველაფერი რაც ჩამომაქვს ნაკურთხიაო. ეხლა მაინც ხომ ხვდები რა მტკივა? :karochera: პ.ს. იუმორის თემაა, მაგრამ სრული სიმართლეა რაც ზემოთ დავწერე. ვისაც გინდათ გაიღიმეთ, ვისაც გინდათ იტირეთ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 15, 2013 Report Share Posted August 15, 2013 /რა დავაშავე ამის დედა ავატირე და იმ კონსულის სულყველაფერი, ვინც მაგას ვიზა მისცა/ შენ გაიხარე გიორგი!!! რაც მე ვიცინე... :haha: :haha: არ ვიცი რამდენი წლის სიცოცხლე მომემატა. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 15, 2013 Report Share Posted August 15, 2013 ელჩი ხალიჩა არ უნდა დაეტოვებინა გიო ! იქნებ და მფრინავი იყო? ერთი კურიოზი გამახსენდა ხალიჩაზე. მეზობელი მყავდა მწარე მომპარავი,ხო და ერთ ღამეს ხალიჩა დაუნახავს აივანზე გაფენილი და ,,წასცდა ,, კაცს ხელი შეახვია და მოდის თურმე შუა ქალაქში ნადავლით.მოუახლოვდა რუსთაველის ხიდს(ქუთაისში) ,ამ დროს წინიდან მომავალი სირენა ჩართული პოლიციის მანქანა შენიშნა,გოგიამ იფიქრა დამერხაო და გაექანა ხიდისაკენ,აიწია და ხალიჩიანად გადაეშვა ხიდიდან. გადაეშვა იმ იმედით რომ წყალში ჩავხტები გავცურავ და პოლიციას გავექცევიო მარა წყალს ასცდა და თეთრ ქვებზე მოადინა ზღართანი. პოლიციამ ისე ჩაიარა გოგია საერთოდ არ დაუნახავს . ეგდო მფრინავი გოგია დილამდე რიონის პირზე მანამ სანამ არ გათენდა და ხალხმა არ დაინახა. ამოათრიეს და გააქანეს საავადმყოფოში. ნუ რათქმა უნდა ნაქურდალი ხალიჩა გაიშიფრა და გოგის საავადმყოფოდან პირდაპირ ,,კურორტზე,, უკრეს თავი. მალე გამოვიდა ციხიდან და უბნელმა ბიჭებმა ეგრევე შეუთხზეს ხალიჩაზე ისტორია: გოგიას პოლიცია გამოედევნა ,რუსთაველის ხიდამდე მიასწრო,გაშალა თავისი მფრინავი ხალიჩა ,შემოაჯდა და გადაფრინდა ხიდიდანო! მარა აკუმულატორი ქონია ხალიჩას დამჯდარი,არ დაიქოქა და დაასკდა გოგია თეთრ ქვებზეო ახლაც მფრინავ გოგიას ეძახიან იმ დროს კი სტატია დაიბეჭდა გაზეთში სათაურით ,,რატომ ამჯობინებენ მძარცველები პოლიციაში მოხვედრას სიკვდილს,, ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 16, 2013 Report Share Posted August 16, 2013 (edited) Gurulo ავთო შეგარგოთ ღიმილი ქვისლებო./მე მგონი მესამეც დაგემატეთ./ :d030: შანსი არ არის "შუბის" ამბავი რომ არ მოვყვე. მოიგეს მწვანე ბარათის ლატარეა და ხვეტავს სახლში რაც ზედმეტი აქვს, აქ აპირებს წამოღებას. ხალიჩაზე კაი დროს მიუსწრო ჩემმა შუათანა ძმამ და გააკრა კედელზე ისეთი "რეჩი" წაუკითხა ორივეს. -გიორგი გაგიჟდება იქ რომ ეგ ჩაიტანოთ და მაგის გიჟობა რაც არის, თქვენ უკვე ჩემზე უკეთესად იცითო. მოკლედ, "მფრინავი" ხალიჩა დაატოვინა იქა. არ მოისვენა ამ ქალმა, კარაკულის შუბა აყიდინა ადრე სიმამრს სისხლის ფასად, არადა "ფირმა" მანქანის ყიდვას აპირებდა და კაპიკს-კაპიკზე აწებებდა, მანამდეც დაახარჯინა რაღაც შტერობებში. ეს გლოვა გამოტარებული ქურქი ალვანურ ყველთან ერთად ჩაუდია ერთ ვეეეეებერთელა ჩემოდანში. ბიჯოოოოო, ვუხსნი ტელეფონზე და ვეუბნები რომ აქა ისე არა სცივა ხალხს და არც საჭიროება არ არის "ფინტიკრუშკა" რამეები ჩამოიტანო და ჩაიცვა. კარაკულის "შუბა" მაინც წამოუღია. ჰოდა, ზუსტად იმ "ჩემოდანმა" არ ჩამოიარა აეროპორტის ტვირთის რელსებზე, რომელშიც შუბა და გუდის ყველი იყო ერთად. შევავსე აპლიკაცია დაკარგულის შესახებ და წამოვიყვანე ესენი სახლში. მტერს დაუდგეს ეგეთი დღე, როცა ორი კვირის მერე მოიტანეს ის დაკარგული "ჩუმადანი". იასნია გახსნიდნენ და ისე აღარ შეფუთავდნენ, როგორც ესენი მოუნდნენ ორი კვირა შუბისა და ყველის განცალკევებას ცელოფნების საშუალებით, იმათ 5 წუთში მოაგვარეს საქმე, ჩაყარეს ყველაფერი ერთად და აჯაფსანდალი გამოგზავნეს. ჰოდა, მოგვიტანეს ეზოზე. თან რა მაგარი ფოსტალიონი დაემთხვა მაგ ამბავს? დუბლიონკიანი კასპელი რომ არის კომედი შოუში, კოპიო ენგრეთი იყო, ოღონდ მექსიკელი. ისე მოხდა, გარეთ ვიყავი გამოსული მოსაწევად და მაგ დროს მოაყენა საფოსტო მანქანა ეზოსთან. მაგის ტრანსპორტიდან გადმოსვლა იყო და სახის ფერი არ მომეწონა, კინაღამ ისიც შევეკითხე, ენა გამოყავი მწვანე ხომ არა გაქვსთქო. დამეღრიჯა იქიდან, იფიქრა მიმათრევინებს კარებამდეო. ვატყობ რომ თავბრუ ეხვევა ამ ჩემის თვრამეტიანს. მოათრია როგორც იქნა და ხელი მომიწერეო, პირველი ერიქსონის მობილურები რომ იყო, ეგეთი რაღაცა მომაწოდა თავის პლასტმასის პასტით. ეს როგორც იქნა მოვიშორე, მაგრამ ძაან გლახა სუნი ასდის ამ ბარგს. ბიჯოოო, მარტო ვაარ სახლში, ყველა გახვეტილია, მეთქი მე ამის სახლში შემტანი არა ვარ, მოვიდნენ და მიჰხედონ თავისასთქო. საღამოი მოიდნენ. უი, უპოვნიათო. მე კიდევ ჩასაფრებული ვარ. მაგის სახლში შემოტანა და "ფეირვერკის" დაწყება ერთი იქნება, გარაჟში გახსენითთქო. მე, ეგეთი "სურნელოვანი" კარაკულის შუბა, ცხოვრებაში არ მინახავს. რა გინდა სულო და გულო? მიმოფრქვეული აქვს ნაირნაირი სუნელები ერთ ჯიბეში ლეღვის მურაბა იდო, მეორეში კაკლისა. მაშინ, რაც იმ ქალმა იწყევლა "ტამოჟნიკებზე", თვითმფრინავი შემაძულა. პ.ს. 6 თვე დარჩნენ და ყოვედღე ანიავებდა ხოლმე, მაინც არაფერი ეშველა და უკავ წაიღო. Edited August 16, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 16, 2013 Report Share Posted August 16, 2013 ვაააა,მაგარია!!!!! :haha: ქართლელი ბებია მყავდა,რამე უნაიროს რო ვიზამდი,შენ კი ჩასკდი ღვალოს ქოთანშიო მეუბნებოდა,ეგრეა რაააა!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 16, 2013 Report Share Posted August 16, 2013 :haha: გაიხარე გიო! ეგ ჩუმადანი ორი კვირის მერე ალბათ სუნით იპოვეს ტამოჟნიკებმა ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted August 16, 2013 Report Share Posted August 16, 2013 (edited) :D :D :D აუუ გემრიელად ვიცინე, კაი ისტორიები იყო Edited August 16, 2013 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 16, 2013 Report Share Posted August 16, 2013 ე ბიჯო,1300 დოლარად ყიდდა და დოუკლია ცოტა,ეტაკეთ სანამ გაყიდულა,საკოლექციოა!!!!!!! http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=18_103&product_id=4660661&p=2 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 16, 2013 Report Share Posted August 16, 2013 mamuka grigolia მე უფრო რა გამიკვირდება იცი? რომ ვერ გაყიდოს მაგ ფასში. თუ არ გაყიდის, მაგასაც ვნახავთ. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted August 17, 2013 Report Share Posted August 17, 2013 ისე კაი თოფია კარგად გამოიყურება, მომეწონა ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.