Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ერთ-ერთ შეხვედრაში თბილისის „დინამო“ დიდი ანგარიშით მარცხდებოდა. დინამოელთა საჯარიმოსთან მსაჯმა ჯარიმა დანიშნა. ქართველმა ფეხბურთელებმა, წესისამებრ, „ცოცხალი კედელი“ აღმართეს. ეროსი მანჯგალაძემ, რომელიც „დინამოს“ თამაშით უკმაყოფილო იყო, თავისი განწყობილების შესაფერისი ფრაზა რადიოეთერში პირდაპირ თქვა: „აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელი“.

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბებიაჩემი გვეუბნებოდა მე და ჩემ ძმას. მონადირე კაცი და აშენებული ჯერ არ მინახავსო. რაღა თქვენ დაემსავსეთ ნიკოს (ბაბუაჩემის ძმა, განთქმული მონადირე, ქუჩაშიც კი თოფით დადიოდა), გაღლეტილი წავიდა ამ ქვეყნ

Posted Images

ქართულ ავტოტრანსპორტში გარკვეული ჩინელი ბიჭის წერილი დედას

 

 

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? მე არა მიშავს, ვცხოვრობ ძველებურად.

 

იმ შემთხვევისათვის, თუ ოდესმე ამ ქვეყანაში მოხვდები, მინდა, აგიხსნა, რა ტრანსპორტით შეიძლება აქ გადაადგილება.

 

ყველაზე იაფი ტრანსპორტი ყვითელი ავტობუსია, რომლებიც, როგორც წესი, ბოლომდე ხალხით გამოტენილები დადიან და, ღმერთმა არ ქნას, ბილეთის აღება ვერ მოახერხო, თორემ, ასევე ყვითელ ტანსაცმელში ჩაცმული კონტროლიორი კინწისკვრით ჩამოგაგდებს შუა ქუჩაში და ჯარიმას გამოგიწერს. თუ პასპორტი სახლში დაგრჩა, ისეთ დღეში ჩაგაგდებენ, ამქვეყნად გაჩენას ინანებ. ქართველებს არ უყვართ ბილეთის აღება და ძირითადად უფასოდ უნდათ გადაადგილება, თუმცა, დაჯარიმება ძალიან დიდ სირცხვილად მიაჩნიათ. კონტროლიორთან ადამიანური და წყნარი ლაპარაკი აქ არასდროს მომისმენია. მის შენიშვნაზე უბილეთო მგზავრები ვეფხვებივით დააკვესებენ ხოლმე თვალებს, ოდნავი წინააღმდეგობის შემთხვევაში კი, შეიძლება, ხუთი კაცი მიესიოს კონტროლიორს და მაგრად სცემოს. დაკვირვებული ვარ, თითქმის ყველა კონტროლიორს წინა კბილი აკლია. აღარც ისვამენ ახალს, რადგან, არ არის გამორიცხული, მეორე დღეს იგივე დაემართოთ და ფული ტყუილად რატომ უნდა გადაყარონ! კიდევ ერთი ტრანსპორტია – მეტრო, სადაც სპეციალური ბარათის გარეშე ვერ ჩახვალ. შეიძლება, სამ წელიწადში ერთხელ მოგიწიოს ჩასვლა მეტროში, მაგრამ, ის ბარათი აუცილებლად უნდა გქონდეს. მეტროშიც გამოტენილია ხოლმე ვაგონები, თუმცა, ჩვენს ჩინურ ჭყლეტას ვერ შეედრება. მეტროში ჩასვლა ღამით ძალიან საშიშია, რადგან, იქ მყოფი თითქმის ყველა მგზავრი მთვრალია და, ჩინური გარეგნობის დანახვაზე სისხლი უდუღდებათ. თავიანთი ვაჟკაცობისა და მამაკაცური ძალის გამოყენების საშუალებას ხელიდან არ უშვებენ და შეტევაზე გადმოდიან. შედარებით ნორმალური მგზავრობის საშუალებაა მიკროავტობუსები, რომლებსაც ქართველები „მარშრუტკებს“ ეძახიან. შედარებით ძვირია, მაგრამ, სამაგიეროდ, უსაფრთხოა. იქ იშვიათად ხდება ცემა-ტყეპა და წივილ-კივილი. ყველაზე ძვირი სატრანსპორტო საშუალება კი ტაქსია. უცხოური გარეგნობის დანახვაზე ტაქსის მძღოლებსაც მადა ეხსნებათ და სანამ არ დავარწმუნებ, რომ აქაური ვარ, მანამდე ფასს არ ანახევრებენ. გაგიკვირდება, მაგრამ, ყველა ტაქსის მძღოლი უმაღლესი განათლების მქონეა, ზოგს ორი დიპლომიც კი აქვს და ხშირად თან დააქვთ, რომ მგზავრებს აჩვენონ. ყველა მძღოლი ძალიან კარგად ერკვევა პოლიტიკაში და თითოეულ მათგანს ერთხელ მაინც ჰქონია სექსი მგზავრ ქალბატონთან.

 

ჯერჯერობით ეს არის სულ, დედა, მერე კიდევ მოგწერ.

 

გკოცნით

 

თქვენი ტობი ვონგი

Link to post
Share on other sites

"ერთხელაც, საბჭოთა ახალგაზრდული ნაკრები საბერძნეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ეთამაშებოდა. საბჭოთა გუნდში ქართველი თამაშობდა, გვარად მჟავანაძე. ვაცხადებ,--მჟავანაძეს აქვს ბურთი, ატყუებს ერთ ბერძენს, ატყუებს მეორეს, მესამეს... დედა, დედა, დედა, რა მატყუარა ყოფილა კაცო ეს მჟავანაძე – მეთქი. ვიკბინე მაშინაც ენაზე, მაგრამ გვიან იყო.

 

რატომ ვიკბინე და იმიტომ, რომ მაშინ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე იყო და მე ვყვიროდი, მჟავანაძე მატყუარა ყოფილა—მეთქი. ორი თვის პრემია მომიხსნეს.“

 

ნუგზარ ჯუღელი

Link to post
Share on other sites

აკაკი ერთ ლხინს დაესწრო, სადაც გახურვებული სმა იყო. ჯერ პირველად კარგი, მაგარი ღვინოები შემოჰქონდათ სუფრაზე, მაგრამ ბოლოს კი, როცა მასპინძელმა გაივლო გუნებაში, სტუმრებს ბევრი აღარა გაეგებათ რაო, მდარე, თხლე ღვინოებიც მოაყოლეს და, მართლაც, ყურადღება არავის მიუქცევია. მაგრამ ბოლოს, მასპინძლის სადღეგრძელოს რომ სვამდნენ, აკაკიმაც აივსო იმ მდარე ღვინით ჭიქა და მასპინძელს უთხრა:

 

– შენი სადღეგრძელო იყოს, ბატონო ანტიქრისტე!

 

მასპინძელს ეწყინა და ჰკითხა:

 

– რა მიგავს ანტიქრისტესო?

 

– სასწაულთმოქმედებაო, – მიუგო პოეტმა, ქრისტემ წყალი გადააქცია ღვინოდ და შენ კი ღვინო – წყლად!

Link to post
Share on other sites

სოლომონ მეფეს გაექცა ხუმარა თარხანი და ქართლის მეფეს შეეკედლა. მეფე სანადიროდ წაბრძანდა და თან იახლა თარხანი და კიდევ თხუთმეტი სხვა მონადირე. ვერაფერი ინადირეს და ხის ძირში დაისვენეს. მეფემ უბრძანა მონადირეებს და თანაც თარხანს, თითო კვერცხი უნდა დადვათ და ახლავე მომიტანოთო. თარხანი დაფიქრდა, მეფემ ეს რა ბრძანა, კვერცხი რანაირად უნდა დავდვაო. მერე იფიქრა, როგორც სხვანი იზამენ, მეც ისე მოვიქცევიო და გაჰყვა მონადირეებს უკან. მეფე და მონადირენი წინდაწინვე განდობილნი იყვნენ თურმე და მონადირეებისათვის თან წამოეღებინებინა კვერცხები თარხანთან სახუმაროდ. ცოტა ხნის დაყოვნების შემდეგ მონადირეები მივიდნენ და კვერცხები მიართვეს მეფესა.

 

– შენ რატომ ვერ დასდე კვერცხი? გლახა ჰყოფილხარო, უბრძანა მეფემ თურმე თარხანს.

 

– ბატონო, ამდენ დედალს ერთი მამალი არ უნდოდაო, – მოახსენა თარხანმა.

Link to post
Share on other sites

ქუთაისელმა მილიონერმა ოქროს თევზი დეიჭირა რიონში.ახედა,დახედა და ეუბნება:რას გავხარ ბუჯო,რაფერ გამხდარი ხარ,გაგიშობ ახლა და ჭამე რაცხა!!!!!სამი სურვილი???-ეკითხება ოქროს თევზი.ჰო კაი,ჯანდაბას შენი თავი,ჩეიფიქრე დროზე შეჩემა,თვარა ამდენი კი არ მცალია!!!!!-უთხრა ქუთაისელმა. :e025:

Link to post
Share on other sites

სვანმა ცოლს გასძახა:

- ჩემი ნასკები ბავშვებს აუღიათ და ეზოში გაუტანიათ, გახედე ერთი, თამაშში უცებ არ დახანჯლონ ერთმანეთი...

Link to post
Share on other sites

ქმარი ბრუნდება სახლში ძალიან ბედნიერი სახით:

-- გამომაგდეეეს, გამომაგდეეეეს!... სამსახურიდან გამომაგდეეეეეს!!!

ცოლი გადაირია:

-- გაგიჟდი???? რა არის აქ სასიხარულო??

-- დანარჩენები ყველა დაიჭირეეეეეეს!!!.....

Link to post
Share on other sites

ქუთაისელს პატრული აჯარიმებს,ნერვიულობს კაცი ,ეხვეწება მარა არაფერი არ ჭრის ბოლოს იწყებს :დაწერე შენი დე.. და პატრული აჩერებს. შემაგინებ და 500 ლარიან ჯარიმას დაგიმატებო! ამან გახედა და ეკითხება წყევლაზე არის ჯარიმაო? არაო! ხო და ამოგიწყდა დედის მუტ..იო!!!!!!!!

 

 

:haha:

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

80 წლის ბაბუა, რომელსაც უკვე კარგა ხანია, ყურში არაფერი ესმოდა, ექიმთან მივიდა. ექიმმა უპრობლემოდ შეურჩია სასმენი აპარატი. ერთი თვის შემდეგ მოხუცი კონტროლზე ისევ მივიდა ექიმთან:

 

– აბა, ხომ ყველაფერი წესრიგშია, შენი ახლობლები, ალბათ, გახარებული არიან, ყველაფერი რომ გესმით...

 

– ო, მათთვის ჯერ არც გამიმხელია, ვზივარ და ვუსმენ. უკვე მესამედ შევცვალე ანდერძი...

Link to post
Share on other sites

„სიმართლის დროში "კაცი გამოტყდა, რომ ცოლს ღალატობს და მილიონი მოიგო... ცოლი გაბრაზდა, მაგრამ არც კი უჩხუბია.

Link to post
Share on other sites

1989 წელი იყო.

ამ პერიოდისთვის მოგეხსენებათ უცხოური მანქანა იშვიათობა იყო ჩვენში. მითუმეტეს მარჯვენა საჭიანი წარმოუდგენელი, მაგრამ ბიძაჩემი იაპონიაში მოხვდა გასტროლებზე ანსამბლ რუსთავიდან და ჩამოიყვანა მიცუბიში მარჯვენა საჭით.

მახსოვს სოფელში რომ ჩავიდა გადიიენ გურულები გაკვირვებისაგან .

ხო და ამ დროს ნათესავი გარდაგვეცვალა სხვა სოფელში სადაც ჯერ არ გაეგოთ მარჯვენა საჭის ამბავი.

სატირალში რა თქმა უნდა ოჯახის უხუცესი წევრი მამაჩემის ბებია 80წლის მარგალიტაც წავიდა. მარგალიტა წინ დასვეს(ანუ წაღმა მანქანაზე საჭე რომ არის იქ ) და გაუდგნენ გზას.

მივიდნენ დაკრძალვაზე და დაზაფრულა თურმე იქაურები. თეთუ გეიგეთ ხალხო? მარგალიტას ამ სიბერეში რაფერ უსწავლია მანქანის წაყვანაო?

მეორე დღეს ეს ამბავი მთელმა სოფელმა იცოდა და აღტაცებას ვერ მალავდნენ მარგალიტას ტალანტით.

 

Roger Waters P.F

Link to post
Share on other sites

ჯემალ ჭკუასელი ჩასულია გურიაში, თავის ეზოში ზის თურმე და მუზა მოუვიდა, რაღაც მრავალხმოვანება დაიჭირა, ღიღინებს და იფიქრა, ჩავინიშნავო, იქვე ნათესავის ბოვში თამაშობდა და წადი ბიძიკო, ფანქარი და ქაღალდი გამომიტანეო, მუუტანა ბაღანამ და თამაშობს ისევ, ინიშნავს ჯემალი ნოტებს, შეეშალა რაღაცა და ბიძიკო, წადი ერთი, საშლელიც მომიტანეო. მაი არ მაქვსო! - საშლელი რავა არ გაქვს, კლასში არ დეიარებიო?! - კლასში რად მინდა საშლელი, იქანა უშეცდომოდ ვწერო!

 

murzakani

Link to post
Share on other sites

"დედა მყავს ექიმი, პედიატრი და სოფელში რომ ჩავდივართ, ატყდება ხოლმე გადაძახილი, არიქა პრაფესორი ჩამევიდაო...

ერთ დღეს მოდის სოფლის მასტავლებელი ჯულეტე. დაჭუჭკულია სოფლის ნობათით - ჭტინტი სიმინდე, ჭადის ფქვილი, კორკიმელე, ყველი და კიდე რაღაცეები. დაუჯდა დედაჩემს და ჩააბარა ანამნეზი:

- ჩემო ნუნუ, დილაობით აქანე რომ რაცხა დემებრდღვება, გამპწკვნის, გამკრავს, გამახვანხვალებს, ე მაშვინ ვარ გლახათო:

 

ერთხელ ამოვიდა მეზობელი და ეუბნება დედაჩემს:

-ბაღანას გასინჯვა მინდოდა, მარა ტყეში შეშაზეა წასული და პატარას ვერ მეიცდიო?

გაგიჟდა დედაჩემი, ტყეში შეშაზე წასულ ბაღანას რათ უნდა ექიმიო...

 

ამ ზაფხულს ომი რომ დაიწყო, ჩემი ოჯახის წევრები ჩარჩნენ გურიაში. ატყდა პანიკა და მეზობელი აწყნარებს ჩემებს:

- მეიცა თუ ქალი ხარ, ჩვენდა ვინ გეიმეტებს ბომბებსო."

 

maklay

Link to post
Share on other sites

გასულ საუკუნეში, კომუნისტების დროს, კოლმეურნეობებს შორის სოციალისტური შეჯიბრებები იყო გამართული. გურიაში ცნობილი მეტოქეები იყვნენ შრომისა და ნატანების კოლმეურნეობები. ჩაის კრეფაში ხშირად სოფელი შრომა იმარჯვებდა. ნატანების კოლმეურნეობის თავმჯდომარე მექალთანეობით ცნობილი გივი წითლიძე იყო. ერთხელ, რაიონის აქტივის კრებაზე, რაიკომის მდივანმა სოფელ შრომის თავკაცს ჰკითხა:

 

- გივი წითლიძის კოლმეურნეობას მუშახელი მეტი ჰყავს და გამაგებინე, შენ როგორ იმარჯვებ?

რაზეც გურულებისთვის დამახასიათებელი პასუხი მიიღო:

- ჩემი კოლმეურნეობის ქალები, ბატონო, ორი ხელით კრეფენ ჩაის, წითლიძის კი - ცალით.

- ცალი ხელით რატომ? - გაიკვირვა მდივანმა.

- რატომ და, ერთი ხელი უკან აქვთ მიფარებული, გივია არ მოგვახტესო!

ყველას გულიანად გაეცინა, მათ შორის - მდივანსაც.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

შორი რეისების მძღოლი პენსიაზე გავიდა. საიუბილეოდ ძმაკაცებმა ძველი „კამაზის“ გალამაზებული კაბინა აჩუქეს. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ ესტუმრნენ მეგობრები. ქმარი კმაყოფილია, ცოლი ბრწყინავს.

– მადლობა საჩუქრისთვის, ასეთი კმაყოფილება და სიამოვნება მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ მიმიღია, როგორც ამ კაბინაში... ოღონდ ესაა ცუდი, რომ ბოლოს ყოველთვის კაბინის კარს აღებს და მეუბნება... „დავაი, ჩქარა მოშორდი აქედან...“

Link to post
Share on other sites

– ვიზა ყიდულობ ამ ლამაზ თაიგულს?

 

– სიდედრისზა.

 

– არ გინდა‚ დამიჯერე‚ სიხარულით გული გოუსკდება...

 

– გოუსკდა უკვე და იმიზა ვყიდულობ...

Link to post
Share on other sites

80 წლის ბაბუა ექიმთან მივიდა კონსულტაციაზე.

 

– ექიმო‚ ცოლის შერთვას ვაპირებ.

 

– კი მაგრამ‚ რამდენი წლის ბრძანდებით?

 

– ოთხმოცის.

 

– იცით‚ უნდა გაგაფრთხილოთ‚ რომ თქვენს სექსუალურ აქტივობას, შეიძლება, ლეტალური შედეგი მოჰყვეს...

 

– რას ვიზამ‚ – ამოიოხრა ბაბუმ‚ – თუკი სიკვდილი უწერია...

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

კვებეკურია.

ზედა სურათზე აწერია:მან მითხრა დამაბი და რაც გინდა ის ჰქენიო.

ქვედაზე: დავაბი და წავედი სანადიროდ :alfons:

post-3-0-10882800-1410987865_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...