Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

გუშინ ერთმა ახლობელმა დამირეკა.

მეგობარო ბოლოს ამ ნომერზე მაქ დანარეკი და რომელი ვარ ხო არ იციო?

რაიყო ლევანია დათვერი ბიჯოთქო?

უი შენ გეიხარეო ! ლევანი ვარ ხალხო ლევანიოოოოოოოოოოოოოო!

ვინ იქნებოდა ნეტავი ა? :d030:

ვაი მის პატრონს უბედურს!!! ამდენი როგორ უნდა დალიო კაცმა ვერ ვხვდები :scratchchin:

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბებიაჩემი გვეუბნებოდა მე და ჩემ ძმას. მონადირე კაცი და აშენებული ჯერ არ მინახავსო. რაღა თქვენ დაემსავსეთ ნიკოს (ბაბუაჩემის ძმა, განთქმული მონადირე, ქუჩაშიც კი თოფით დადიოდა), გაღლეტილი წავიდა ამ ქვეყნ

Posted Images

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში წვრილმანი ქურდობა გახშირდა და თბილისიდან კინოლოგი მოითხოვეს, რომ დანაშაული გაეხსნა. ამიტომ, მე და ჩემი გერმანული ნაგაზი „ბულბა“ იმ სოფელში გავემგზავრეთ. ჩავედით თუ არა, მილიციის უფროსს ვეახლეთ (მის გვარს შეგნებულად არ ვასახელებ), მაგრამ ადგილზე არ დაგვხვდა.

– უფროსი ქუთაისშია, თათბირზე და ხვალამდე არ იქნება, – „მახარა“ მორიგემ.

ერთი სიტყვით, უფროსის გარეშე ჩავერთე საქმეში, როგორც იტყვიან, „სხოდუ“, რადგან ვიღაც ხანში შესული მოქალაქე მოვარდა აქოშინებული და თქვა, სულ რაღაც ერთი საათის წინ, ბინა გაუქურდეს და სხვა ნივთებთან ერთად, სტალინის ნაჩუქარი ჩიბუხიც წაუღიათო. დაზარალებული ყველაზე მეტად სტალინის ჩიბუხზე დარდობდა. ტიროდა და გვემუქრებოდა, თუ ნივთს არ მოვუძებნიდით, მოსკოვში ჩავიდოდა და გვიჩივლებდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ბულბა „დავქოქე“ და დაზარალებულის სახლთან კვალი ავაღებინე. უცებ მივყევი და ასეთ კროსს შეუჩვეველი სოფლის მილიციის ოპერჯგუფი საგრძნობლად ჩამოვიტოვეთ. თითქმის სამი კილომეტრი ვირბინეთ და ბოლოს ერთ-ერთ სახლს მივადექით, რომელიც განმარტოებით იდგა ბორცვზე. იქ ბულბამ მთლად გაიგიჟა თავი და იძულებული გავხდი, ამეშვა. თან, პისტოლეტი მოვიმარჯვე და ძაღლს უკან გავყევი.

ბულბა ოდაში შევარდა და სულ მალე ნიფხვისამარა კაცი გამოათრია, რომელსაც პირში ჩიბუხი ჰქონდა გაჩრილი და შეშინებული აქეთ-იქით იყურებოდა. ძაღლმა მას ნიფხავი შემოახია. ძირს დააგდო, ზემოდან თათი დაადო და მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტა ყეფა. ამასობაში ჩამორჩენილი ოპერჯგუფიც წამოგვეწია და ეზოში ბულბას ტყვე რომ დაინახეს, ადგილებზე გაქვავდნენ.

– რა დაგემართათ? – ვკითხე კოლეგებს.

– აი, ესაა, უფროსი, – ჩამჩურჩულა მორიგემ, რომელიც ერთი საათის წინ მიმტკიცებდა, უფროსი ქუთაისშია თათბირზეო.

– აი, ჩემი ჩიბუხიც! – აღტაცებით იღრიალა დაზარალებულმა, რომელიც ყველაზე ბოლოს მოვიდა და მიწაზე დაგდებულ რელიკვიას მოჰკრა თვალი.

ერთი სიტყვით, სოფლის ბაცაცა 15 წლის ბიჭი აღმოჩნდა, რომლის დედაც მილიციის უფროსის საყვარელი იყო და „წესრიგის დამცველი“ სწორედ მასთან დადიოდა „თათბირზე“.

მე და ბულბას პრემია მოგვცეს. სოფლის მილიციის უფროსი ჩამოაქვეითეს, თუმცა დღეს ის გენერალია და მთელი საქართველო იცნობს.

/ვიცე-პოლკოვნიკ მარლენ ჯელაძის ნაამბობის მიხედვით/

 

მოდით აქა და რატომ მჯერავს ეს ისტორია, დამიმტკიცეთ რომელიმემ.

 

კატო, ჩვენო დახატულო, ვერ გიკავშირდები.

 

PM-ზე აღარ მოგწერე, ჩართე ხანდახან სკაიპი, მოკითხვა თავისთავად, ნერვებსაც მოგიშლი დროგამოშვებით.

 

ვერ ვიმახსოვრებ ბევრ რამეს.

 

ჰო, მასეა.

 

ზეპირად ვიცი ქართული ენციკლოპედიის 33-ივე ტომი, ვიცი სად არის დამარხული შოპენის გული და რა აწერია ნაპოლეონის სასაფლაოზე შავ გრანიტის ლოდს/არაფერიც არ აწერია, ორ დაჯღანკულ ნეკერჩხალს შორის არი ჩადებული ეგ ლოდი./

 

შორს წავედი.

 

ვერ ვიმახსოვრებ ტელეფონის ნომრებს.

 

უარესს გეტყვი.

 

ჩემი მანქანების ნომრები არ ვიცი არცერთისა.

 

სახლის და ბავშვების ტელეფონებიც არ ვიცი.

 

ჰო.

 

ვჭედავ ეგეთ რამეებში.

 

და, ასტრონომიას ვერ ვიტან კიდო.

 

ახალგაზრდობა და პირველი დათრობა მახსენდება.

 

წავაწყდები ინეტში რაიმე ინფოს მაგ მეცნიერებაზე და მერე ყველაფერი გარშემო ტრიალებს.

 

სამაგიეროდ შემიძლია დავხუჭო თვალები, გავიდე იქ, სადაც ისეთი რამეები მაქვს, რომლებიც სიცოცხლეს მიხანგრძლივებენ და ავირჩიო რაც დამჭირდება იმ დღისთვის.

/ვგულისხმობ ჩასაცმელს, დანებს, სპინინგებს, თოფებს და ა.შ./

Link to post
Share on other sites

მოდით აქა და რატომ მჯერავს ეს ისტორია, დამიმტკიცეთ რომელიმემ.

 

კატო, ჩვენო დახატულო, ვერ გიკავშირდები.

 

PM-ზე აღარ მოგწერე, ჩართე ხანდახან სკაიპი, მოკითხვა თავისთავად, ნერვებსაც მოგიშლი დროგამოშვებით.

 

ვერ ვიმახსოვრებ ბევრ რამეს.

 

ჰო, მასეა.

 

ზეპირად ვიცი ქართული ენციკლოპედიის 33-ივე ტომი, ვიცი სად არის დამარხული შოპენის გული და რა აწერია ნაპოლეონის სასაფლაოზე შავ გრანიტის ლოდს/არაფერიც არ აწერია, ორ დაჯღანკულ ნეკერჩხალს შორის არი ჩადებული ეგ ლოდი./

 

შორს წავედი.

 

ვერ ვიმახსოვრებ ტელეფონის ნომრებს.

 

უარესს გეტყვი.

 

ჩემი მანქანების ნომრები არ ვიცი არცერთისა.

 

სახლის და ბავშვების ტელეფონებიც არ ვიცი.

 

ჰო.

 

ვჭედავ ეგეთ რამეებში.

 

და, ასტრონომიას ვერ ვიტან კიდო.

 

ახალგაზრდობა და პირველი დათრობა მახსენდება.

 

წავაწყდები ინეტში რაიმე ინფოს მაგ მეცნიერებაზე და მერე ყველაფერი გარშემო ტრიალებს.

 

სამაგიეროდ შემიძლია დავხუჭო თვალები, გავიდე იქ, სადაც ისეთი რამეები მაქვს, რომლებიც სიცოცხლეს მიხანგრძლივებენ და ავირჩიო რაც დამჭირდება იმ დღისთვის.

/ვგულისხმობ ჩასაცმელს, დანებს, სპინინგებს, თოფებს და ა.შ./

სკაიპში ვარ ხოლმეეეე.... :)

Link to post
Share on other sites

paraskeva

 

ვიცი რომ არ ვარ ნორმალური, მაგრამ ბრმა ნაღდად არა ვარ ეკატერინე.

 

როგორ უნდა დაგირეკო კატო სკაიპზე, როცა არა ჩანს მწვანედ ჩართული შენი სკაიპი.

 

შენი ტელეფონი ჩაწერილი მაქვს და იმასაც ვერა ვპოულობ.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

paraskeva

 

ვიცი რომ არ ვარ ნორმალური, მაგრამ ბრმა ნაღდად არა ვარ ეკატერინე.

 

როგორ უნდა დაგირეკო კატო სკაიპზე, როცა არა ჩანს მწვანედ ჩართული შენი სკაიპი.

 

შენი ტელეფონი ჩაწერილი მაქვს და იმასაც ვერა ვპოულობ.

ახლა გამწვანებული ვარ :)

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მეთაურმა ოცეული ხაზზე გაჭიმა.

– რიგითო გიორგაძე, გამოდი მწყობრიდან!

გიორგაძე გონწასული გრუხუნით დაეცა.

– რა მოუვიდა? – იკითხა მეთაურმა.

– მწყობრიდან გამოვიდა, პატივცემულო!

Link to post
Share on other sites

პარიკმახერი პარსავს გურულს. უცებ სახე გაეჭრა, მოხევს ქაღალდს და მიაკრავს. გააგრძელებს პარსვას და ისევ გაუჭრის სახეს. ისევ მოხევს ქაღალდს და მიაკრავს. ცოტა ხანში ისევ გაუჭრის და ქაღალდს მიაწებებს. გადაირია გურული:

– რას შობი, შენ ძამა, მპარსავ თუ მაშპალიერებ?

Link to post
Share on other sites

გურული ბებო ეუბნება მეზობლის ბიჭს:

– ნენა, მობილურით დამალაპარაკე.

– არ მაქვს ბებია სალაპარაკო.

– მეიტანე ნენა აგერ მაი ტელეფონი, შენ თუ არ გაქვს, მე მაქვს სალაპარაკო!

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

– ალო, ქეთინოს სთხოვეთ!

– ქეთინო სახლში არ არის, ხუთი წუთის წინ სამშობიაროში წაიყვანეს.

– კაი კაცო! რა მოუვიდა?

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გურული მიფრინავს შვეიცარიაში. რა გინდა შვეიცარიაში?- კითხეს.. რაი მინდა და, ძამა, ერთი ბაღანა ამერიკის მოქალაქეა და მეორე რუსეთის. საცხა, ნეიტრალური ზონაში მინდა შევახვედრო, რომ არ დახოცონ ბაღნებმა ერთმანეთი..

 

/ავტორი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს / :)

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

_გურულს ქუჩაში ძაღლი გამოეკიდება.

პატრონი მოსდევს_ არაფერს არ გეტყვის ბატონო, ნუ გეშინია!

_რავა ძამა, სალაპარაკოდ მომზდევს თუ?! :haha:

Link to post
Share on other sites

ახლა ცოტა ხანი უნდა დამაცადოთ.

 

სხვა თემაში ამის დაწერა ვერ მოხერხდებოდა.

 

 

ბჯოო, რანაირები ხართ ეს დასავლეთში მცხოვრები ქართველები, თქვენი თავი და ბოლო ვერ გავიგე.

 

ახალწლებამდე ორი ოჯახი გავიცანით, გვესტუმრნენ და შესაბამისად ვუმასპინძლეთ.

 

მერე ორივე კაცი იმდენზე მოვწამლე, იყიდეს სათევზაო ლიცენზიები და ორჯერ მოვახერხე ისე რომ, თვითონ დაეჭირათ კალმახი.

 

პირველი შეხვედრის დღეს დავთქვით რომ დავითის ოჯახში შევიკრიბებოდით ყველა.

 

ამ გურულებს და მეგრელებს მაგრა გაჯობეს იმერლებმა.

 

ტელეფონზე ვურეკავ და ვერა.

 

იმეილზე გაუგზავნა მეუღლემ მოკითხვა და იქაც ვერ მივიღეთ პასუხი.

 

 

ახლა შუა ღამე არის ჩემთან, მრავალი კაი რამე გავამზადე და არ ვიცით დილით სად უნდა წავიდეთ.

 

 

მხოლოდ სახელები ვიცი და ქალაქის დასახელება.

 

როგორ ვიპოვო ეგ იმერლები?

 

იმ მეორეს კიდევ, რაჭველია და რამდენი დავურეკე, იმდენი მესიჯის დატოვება მომიწია.

 

რა გინდათ?

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

პირველი სექტემბერია, პირველკლასელი მიხო სკოლიდან ბრუნდება.

– რა გითხრეს, მიხო, სკოლაში?

– ეჰ, თორმეტი წელი მამარჭვეს!

Link to post
Share on other sites

საღამოა. ქმარი ფანჯარაში იყურება ჩაფიქრებული და ცოლს ეკითხება:

– ძვირფასო, გინდა, ციდან ვარსკვლავი მოგიწყვიტო?

– არავითარი ვარსკვლავი, ამ საღამოს სახლში იჯდები!

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ლოთი მივიდა ექიმთან,ექიმმა გასინჯა,გამოსინჯა და მარცხენა ფილტვი უნდა ამოგიღოთო!!ვაიმე ექიმო ფილტვები ყოველთვის წესრიგში მქონდაო,შეშინდა ლოთი.ახლაც წესრიგში გაქვს ბატონო,მარა ღვიძლი აღარ ეტევაო!!!!! :crazy:

Link to post
Share on other sites

ლოთი მივიდა ექიმთან,ექიმმა გასინჯა,გამოსინჯა და მარცხენა ფილტვი უნდა ამოგიღოთო!!ვაიმე ექიმო ფილტვები ყოველთვის წესრიგში მქონდაო,შეშინდა ლოთი.ახლაც წესრიგში გაქვს ბატონო,მარა ღვიძლი აღარ ეტევაო!!!!! :crazy:

:mad::d030:

 

mimaqvs :)

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites

ექიმმა გასინჯვის შემდეგ ჭიჭიკიას უთხრა დრეიდან ძმაო ღვინო და ქალები აღარ შეიძლება შენთვისო.

აბა დუდუკი გეითხარე ტრაკში ექიმოო ! :dato:

Link to post
Share on other sites

ქექლქხში ხაშლამა ჩამოატარეს ერთი დაყურებს პოდნოსს ნაჭერს არჩევს ვერ გაუგია რომელი გადაიღოს მეორე ეძახის - შე ჩემისა ინგალაციებს იტარებ? ცოტა დროზე გადმომაწოდე აქეთო

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...