Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ქართულ ინტერნეტ სივრცეში არის ინტერნეტპორტალები, რომლებიც სამედიცინო თემაზე სტატიებს აქვეყნებენ. ამავე პორტალებზე შესაძლებელია ფსიქოლების რჩევების წაკითხვა სხვადასხვა თემაზე. ასევე თქვენსავე დასმულ შეკითხვაზე პასუხის მიღება. ხშირად მოქალაქეები ისეთ აბსურდულ, კურიოზულ და სასაცილო შეკითხვებს სვამენ, რომ თავად მედიკოსებსაც უჭირთ არათუ პასუხის გაცემა, არამედ სიცილისგან თავის შეკავე...ბაც კი. გთავაზობთ შეკითხვების ჩამონათვალს, რომელიც სხვადასხვა სამედიცინო ინტერნეტ–პორტალებზე განთავსდა და ბუნებრივია პასუხის გარეშეც დარჩა.

 

„ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო ავად გავხდი საშვილოსნოსგარე ორსულობით!..“

 

„როგორ უნდა გავხდე კბილის ზოოტექნიკოსი?”

 

„ვიცი, რომ სიგარეტის მოწევა ავიწროებს ტვინის ნაზ სახსრებს“...

 

„თქვენი დახმარება მჭირდება, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე დაავადებულია არასინქრონული სარკაზმით“.

 

„გთხოვთ, მოგვითხროთ იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ადამიანს გადაედება წვრილფეხა საქონლისგან, ცხვარი, თხა და სხვა“.

 

„გადამედება თუ არა სიფილისი იმ შემთხვევაში, თუ ამ დაავადებით დაავადებულ ადამიანთან სტუმრად მივალ?“

 

„ჩემი სიყვარული ქმრისადმი მოკვდა გინეკოლოგიურ სავარძელში“.

 

„ჩემი შვილიშვილი ძილის დროს დადის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტუალეტში უნდა“.

 

„დაავადება გაზაფხულივით მომეპარა“.

 

„ჩემი ასაკი – 58 წელი, სქესი – მამაკაცი, პროფესია – ერთი დღე ვმუშაობ, ორი დღე ვისვენებ“.

 

„ცხოვრებაში ერთხელაც კი არ დამსიზმრებია ფერადი სიზმარი. ნორმალურია თუ არა ეს?“

 

„თქვენი ჟურნალი – სიკვდილისა და სიცოცხლის შესანიშნავი მასწავლებელია“.

 

„ძალიან გვინდა, უფრო მეტი გავიგოთ სექსუალური შერწყმის შესახებ: როგორ და ვისთან უნდა ჩავატაროთ ის?“

 

„გიგზავნით ჩემი ცხვირის ფორმას“.

 

„რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩამოგვიყალიბდეს ლაპარაკის სწორი დეფექტი?“

 

„ თქვენი სტატიები სქესობრივი აღზრდის შესახებ სამხედრო დისციპლინის გამყარებაში გვეხმარება“

 

„საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ვიტანჯები სქესობრივი სისუსტით“...

 

„ბავშვობიდან და გათხოვებამდე არ ვიცოდი, ავადმყოფობა რა იყო, ჯანმრთელი ვიყავი სიგრძე–სიგანეში“.

 

„რატომ არის, რომ, როცა გაზიან წყალს ვსვამ, გაზი ცხვირში კი არა, პირდაპირ თავში მირტყამს?“

 

„სამწუხაროდ, სექსუალური საკითხების მხოლოდ ზედაპირზე ვტივტივებ, რადგან უნივერსიტეტში ამ საკითხში განათლება არ მიმიღია“.

 

„ავად გავხდი და მთლიანად ავადმყოფობაში გადავეშვი, პროფკავშირის საწევროებსაც კი აღარ ვიხდი“.

 

„დიდი სიამოვნებით გწერთ ჩემი გაჭირვების შესახებ...“

 

„მყავს ცოლი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს მას“...

 

„ჩემი ცოლი შეურაცხყოფას მაყენებს სექსუალური ხასიათის მორალურ–პედაგოგიური შენიშვნებით“.

 

„არავისთან ანატომიურ სიახლოვეში არ ვყოფილვარ“.

 

„მინდა ამიხსნათ, რა მომელის სამეცნიერო-პოპულარული მხედველობის თვალსაზრისით”.

 

„ამბობდნენ, რომ ამ ზაფხულს ძნელი იქნება ზაგარის მიღება, ის კი არა, იმასაც მოვკარი ყური, რომ ამ საკითხზე თბილისში დიდი თათბირიც გამართულა“.

 

„მე რომ სრულყოფილი მამაკაცი ვიყო, წარმომიდგენია, როგორი სასიამოვნო იქნებოდა ეს ჩემთვის და გარშემომყოფთათვის“...

 

„ჩემი ქალიშვილი ექიმ–ყელყურისტთან არის აღრიცხვაზე...“

 

„სქესობრივ საკითხს უსაფრთხოების ტექნიკის გარეშე თავს ვერ დააღწევ“.

 

„ყურადღებით წავიკითხეთ თქვენი სტატია, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგეთ, რა არის საშვილოსნოს ყელი. იქნებ, ახლა მაინც გაგვაგებინოთ ზუსტად“.

 

„მე ავადმყოფობებით სავსე ტომარა ვარ“.

 

„რა არის აბორტი? ჩემი დაქალი ერთს ამბობს, მე - მეორეს. რომელია ჩვენ შორის მართალი?“

 

„თავის ქალას ახდის შემდეგ მივედი ექიმთან...“

 

„რა უნდა გავაკეთოთ სლაბი სექსის დროს?“

 

„განვიცდი საშინელ ტკივილებს ადამიანობისა და პიროვნების მიდამოებში“

 

„შეიძლება თუ არა სქესობრივი ურთიერთობის გამო მოხდეს ფეხების გამრუდება?“

 

„ხშირად მეფხანება ზურგი, ხელით ვერ ვწვდები და ჩანგალს ვიშველიებ”.

 

„მე ძალიან რთული და ლამაზი ფიგურა მაქვს“.

 

„ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა თბილისში პროფესორი მთავარი ტვინის საკითხებში?“

 

„საავადმყოფოდან თვითნებურად გამოვეწერე“.

 

„როგორ შევიდეთ სექსუალურ ურთიერთობაში ისე, რომ არ გავაბრაზოთ ქალი?“

 

„ახალგაზრდობაში თვითმომსახურებით ვიყავი დაკავებული, ახლა 40 წლის ვარ და ოჯახური ცხოვრებისათვის ვარგისი ვარ?“

 

„როგორ ვიცხოვრო ასეთ შემთხვევაში? - ძალიან ჩქარი ვარ ქალებთან ურთიერთობის დროს“.

 

„როგორ განვიკურნო ხვრინვისაგან? აირწინაღით დაძინებაც კი ვცადე, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი მშველის“.

 

„ორი კვირის წინ გავიკეთე გლანდების ოპერაცია. როდიდან შეიძლება სექსუალური ურთიერთობების აღდგენა?“

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბებიაჩემი გვეუბნებოდა მე და ჩემ ძმას. მონადირე კაცი და აშენებული ჯერ არ მინახავსო. რაღა თქვენ დაემსავსეთ ნიკოს (ბაბუაჩემის ძმა, განთქმული მონადირე, ქუჩაშიც კი თოფით დადიოდა), გაღლეტილი წავიდა ამ ქვეყნ

Posted Images

„ორი კვირის წინ გავიკეთე გლანდების ოპერაცია. როდიდან შეიძლება სექსუალური ურთიერთობების აღდგენა?“[/b][/i]

 

რატოა სასაცილო? იქნებ და პურის ფულს ამ გზით შოულობს??

Link to post
Share on other sites

მიხოს ცოლი გაუხდა ავად და სოფლიდან ქალაქში პირველად ჩამოვიდა. მიასწავლეს სამკურნალო დაწესებულება. შევიდნენ თუ არა ფოიეში, ყურადღება მსუქანმა ასაკოვანმა ქალმა მიიქცია‚ რომელიც ჯოხებით ძლივს შეეტია ლიფტის კარში. კარი თავისით დაიხურა და გვერდზე წითლად აციმციმდა 1‚ 2‚ 3...10; შემდეგ ისევ – 10... 3‚ 2‚ 1, კარი გაიღო და იქიდან ახალგაზრდა‚ ლამაზი ქალი გამოვიდა და ქუსლების ბაკუნით გაემართა გასასვლელისკენ.

– მარო‚ შადი! – მიხომ შეუშვა ცოლი ლიფტში და დაელოდა. :alfons:

Link to post
Share on other sites

გადაირევი კაცი‚ ჯო‚ სკოლაში რა დავალებებს აძლევენ! გუშინ ბალღი მოვიდა‚ დავალება დამაწერინეო. არ გაინტერესებს‚ რა უნდა დაწეროს? – „შუა საუკუნეების კახეთი“... რა ვიცი‚ ჯო‚ მაშინ რასა სვამდნენ ან რას აყოლებდნენ... :patsak:

Link to post
Share on other sites

მომიწია და SF-ს ერთ რესტორანში მენეჯერადაც ვიმუშავე 2 წელზე მეტი.

ოფიციანტად, ერთი 63 წლის ებრაელი კაცი მყავდა რუსეთიდან გამოქცეული.

უმაგრესი ადამიანი და მომავალში აუცილებლად დავწერ მასზე მოგონებების თემაში, რასაც ეგ "მაღრიალებდა" ხოლმე. :karochera:

 

ბევრი მძიმე დღე გადამატანინა მისმა ხალისმა იუმორმა.

 

მოხდა ერთხელ და მეორე სართულზე, სადაც დიდი დარბაზი გვქონდა/ეტეოდა დაახლოებით 500 კაცი/, ლიფტიდან "კალიასკით", თავპირში შლანგებ გაყრილი კაცი გამოიყვანეს.

 

ბორია არც დაფიქრებულა და ეგრევე ხია:- ვი აშიბლის ადრესომ, იმუ სრაზუ ნადა ვ მორგ.

ანუ:-თქვენ მისამართი შეგეშალათ, ეგ ეხლავე მორგში წაიყვანეთო. :karochera:

 

მაგას ვინ ჩიოდა, მეც გაგდებას მიპირებდნენ.

დასაბმელი დახდა ხალხი.

 

/რაც მაგის გულისთვის საჩივარი მაქვს მიღებული, ვინ მოსთვლის, სანამ იქ ვიყავი, ბორია გვერდში მყავდა ყოველთვის./

 

პ.ს. წავიღებ ამ წერილსაც "იმ" თემაში და მაგარ ისტორიებს მოგიყვებით მაგ ადამიანის შესახებ, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვეყვარებით ქართველები.

Link to post
Share on other sites

ჰო, მოხუცების სუფრებზე ვუშვებდი ხოლმე ბორინკას.

აუ, ძალიან მაგარი ადამიანია რა ხალხო.

 

კედელთან მიტყეპებილ სუფრისთვის უნდა ჩაევლო კედლის გასწვრივ.

არჩევანი არ მქონდა, მომსვლელი ბევრი იყო და გამასპინძლება ხომ უნდოდათ?

თან კომფორტიც უნდათ.

ჰოდა, ბორია ჩადის სარკის კედლებსა და მაგიდებს შორის თეფშების წამოსაკრეფად, რათა გამოუცვალოს დამსწრე საზოგადოებას სუფრის სილამაზე და შეუცვალოს უკეთესით თვალთახედვა დამსწრეთთ./ნასვამები მხოლოდ ნახევარ მეტრში ჰხედავენ. არ შემედავოთ. გიეუბნიებით რა B) , ვიცი რასაცა ვამბობ./

ამ დროს ფეხი წამოჰკრა სკამის უკან დადებულ უზარმაზარ ხელჩანთას.

 

თუ რა წამოიძახა ყველას გასაგონად გადაყირავებისას, ვაიძულებ თავს და "იმ" თემას ამოვწევ და იქ დავსწერ იმ სკარბეზს და სხვა გასახსენებელსაც მასზე. :haha:

 

პ.ს. ნამეტანი გაურკვეველი ქართულითა ვსწერამ ეხლაც.

 

სიტყვებს ვინა სჩივის, წინადადებებსა ვჰყლაპამ წერისას. :to_keep:

 

ეტყობა ჩქარა ვფიქრობ.

Link to post
Share on other sites

ჯარისკაცი დედას წერილს წერს: "დედა, მალე ჩამოვალ.შენ ცხვარი იყიდე და ჯიმშერა დაარქვი, ჩემი მეთაურის სახელი. ჩამოვალ თუა არა, ჭიშკართან დამახვედრე--ჩემი ხელით უნდა დავკლა. :crazy:

Link to post
Share on other sites

აზერი პაროდირებს ქართველს,სომეხს და თვით აზერბაიჯანეკს.თუ ვინ როგორ უკრავს დოლზე).მაგარია)).

Link to post
Share on other sites

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2360303

 

შარშან 5 ლარად ვიყიდე მშრალ ხიდზე.

როგორ გაძვირებულაააა :blink:

 

p.s ქვემოთ კომენტარებიც ნახეთ :)

Link to post
Share on other sites

ლევან, მარცხენათი ჟუკოვი სვავდა, მარჯვენათი - ვოროშილოვი... ეიზენჰაუერი, პატონი და მონტგომერი შორიდან შურით ივსებოდნენ ;) როცა ორივედან "სამაგონი" სურნელს მადისაღმძვრელად აფრქვევდა. ერთი სურვილი მაქვს ოღონდ, გამომეხმაუროს ის პირი ვინც თუნდაც 100 ლარს გადაიხდის ამაში, მაგარი უნდა დავცინო!!!

 

:e010::derisive:

Link to post
Share on other sites

ბიჭებო ასეთი ჯიშის თუ გინახავთ რამე? :d030:

ამას რო ბავშვი მშიერი დარჩეს ხო უნდა მოკლა ცემით?! :haha:

 

 

 

 

 

b81979e6928f.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...