Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბებიაჩემი გვეუბნებოდა მე და ჩემ ძმას. მონადირე კაცი და აშენებული ჯერ არ მინახავსო. რაღა თქვენ დაემსავსეთ ნიკოს (ბაბუაჩემის ძმა, განთქმული მონადირე, ქუჩაშიც კი თოფით დადიოდა), გაღლეტილი წავიდა ამ ქვეყნ

Posted Images

პოლიკლინიკაში‚ ექიმთან მამაკაცი შევიდა‚ ფერწასულია და შუბლი ცივი ოფლით აქვს დაცვარული.

 

– შეიძლება შარდის ანალიზის ჩაბარება?

 

– დიახ‚ – უპასუხა ექიმმა.

 

კაცმა იქვე‚ მაგიდაზე მდგარ გრაფინს დაავლო ხელი და... სანამ გაოცებული ექიმი და ექთანი რამეს მოიფიქრებდნენ‚ შარდით გაავსო, თან ამოისუნთქა:

 

– უუფ‚ რა კარგია‚ თორემ, კინაღამ გავსკდი კაცი! ქალაქში ტუალეტი სანთლით საძებარია...

Link to post
Share on other sites

მაყვალამ სამოცდაათს მიუკაკუნა... ღობეც დაძველდა და წაქცევაზე იყო. დაიქირავა მუშები და 30 ლარად ღობის შეკეთება სთხოვა. შემდეგ სუფრაც გაუწყო‚ ღვინოც დაალევინა და კარგა შეღამებულზე‚ შექეიფიანებულ კაცებს უთხრა‚ ბარემ ღამეც ჩემთან გაატარეთ და 1 000-1 000 ჩემზე იყოსო. შეზარხოშებულებს უარი არ უთქვამთ. დილით კი მაყვალა სალოგინეში ჩაძვრა და კაცებს ლენინისთავიანი წითელი თუმნიანები გამოუტანა.

 

– ე‚ ბებია‚ რას გვაძლევ‚ ეს როდინდელი ფულია?!

 

– რას ელოდით‚ აბა‚ რა საქონელიც მქონდა‚ ფულიც იმდროინდელი მაქვს...

Link to post
Share on other sites

ასტრონომში:

 

– ოო‚ ვგრძნობ‚ ბოლოს და ბოლოს, გუდის ყველიც მოგიტანიათ!

 

– არა‚ საწყობში ჩვენი დარაჯი იცვლის ტანსაცმელს...

Link to post
Share on other sites

ებრაელმა ღმერთს შესთხოვა‚ ბევრი ფული მომეციო. ღმერთმა უპასუხა:

 

შენთვის არ შეიძლება‚ ბედისწერაში გიწერია‚ მთელი ცხოვრება ღატაკი უნდა იყო.

 

– შენ მომეცი და ისე ვიცხოვრებ‚ როგორც ღატაკი.

Link to post
Share on other sites

ამონარიდი ინტერვიუდან:

 

– საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი ბრძანდებით. ალბათ‚ ქალებიც ბევრი გეყოლებოდათ...

 

– როგორ გითხრათ...

 

– მოდელი ქალები თუ გყავდათ?

 

– ქალის მოდელები კი‚ მოდელი ქალები – არა.

Link to post
Share on other sites

სოფელში მოხუცი ქალები ბირჟაზე სხედან:

 

– გოგოებო‚ ნახეთ გუშინ ტელევიზორში ბრიჯიტ ბარდო? როცა ახალგაზრდები ვიყავით‚ რამდენს ვნატრობდით, მისნაირები ვყოფილიყავით‚ არა?

 

– მერე?

 

– მერე‚ გაიხარეთ‚ აგვიხდა ოცნება!

Link to post
Share on other sites

თვითმფრინავში მგზავრები ერთმანეთს ესაუბრებიან... რა თქმა უნდა, ყველაფერზე და სპორტზეც...

 

– კრივი‚ პირადად ჩემთვის‚ სპორტის საუკეთესო სახეობაა. მაგით ვშოულობ ფულს.

 

– ალბათ‚ მოკრივე ხართ?

 

– არა‚ ღმერთმა დამიფაროს! კბილის ექიმი ვარ.

Link to post
Share on other sites

ცოლიანი არიგებს უცოლოს:

 

– არასოდეს დაქორწინდე‚ ცოლები ქურდებზე უარესები არიან.

 

– რატომ?

 

– განგსტერები მოითხოვენ, ან ფული‚ ან სულიო, ცოლები კი ორივეს გვართმევენ.

Link to post
Share on other sites

ორი გურული შეხვდა ერთმანეთს:.

– რაფერაა, ძამა, ქვეყნის საქმე?

– მაი არაა ჩემი საქმე!

– რაფერაა შენი საქმე?

– მაი არაა შენი საქმე!

Link to post
Share on other sites

– რავა ჩეიარა, ბუჯო, შენმა ქორწილმა, მაგრათ? მაგარი საჩუქრები მოგიტანეს, სიმონ?

– ყველაზე ნაღდი საჩუქარი, სიმონ, ნათლიაჩემის იგი რომაა, დეიდაშვილის მამიდაშვილი, სიმონ, იმან გამიკეთა, ბოიშვილი ვიყო.

– რაი გაჩუქა ამფერი, შე ჩემანალა, მაგ ჩემანალამ?

– რაი, სიმონ და, ჩემი სიდედრი მოწონებია ნამეტნავად, მაგ გამოსირებულს და არ მოუტაცნია, ბუჯოო?!

Link to post
Share on other sites

გურული გასვენებაში ჩავარდა კახეთში. გადახედა სუფრას: აქეთ ხაშლამა, მწვადები, იქით – შილა... რა გინდა, სულო და გულო...

და აღტაცებულმა წამოიძა-ხა:

– ა, ბიჯო, ხალხი! ა სუფრა! მკვდარს რა უნდა გურიაში?! მკვდარი სულ აქ უნდა იყოს, ძამა, კახეთში!

Link to post
Share on other sites

შეამჩნიე‚ გუგა ჩვენს უფროსთან როგორ ძაღლურად იქცევა?!

 

– რა უყეფს?

 

– არა‚ ძაღლურ დიპლომატიას იყენებს‚ კუდს უქიცინებს.

Link to post
Share on other sites

– შეიძლება თუ არა პროსტიტუციაზე გამარჯვება?

 

– მასთან ბრძოლა ნამდვილად შეიძლება‚ აი‚ გამარჯვების კი რა მოგახსენო.

 

რატომ?

 

– უბრალოდ‚ ყოველი გამარჯვების შემდეგ კვლავ ბრძოლისკენ მიგიწევს გული.

Link to post
Share on other sites

თანამედროვე სიყვარულის ახსნა:

 

– საყვარელო‚ მე შენში ყურებამდე დავინსტალირდი. შენ მთლიანად გადააფორმატე ჩემი ტვინი. ჩემს ოპერატიულ მეხსიერებაში ჯერ ამის მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩემი ვინდოუსი გაიჭედა. შენ რომ გიყურებ‚ ტაქტიკური სიხშირე მემატება და ვინჩესტერი მოცულობაში იზრდება. მოდი‚ ერთად შევქმნათ დირექტორია‚ მაგრამ მანამდე რომანტიკული საღამო მოვაწყოთ ანთებული ეკრანების წინ. შეგიძლია‚ მენიუ შენ თვითონ შეარჩიო. თავად სიდი-რუმს ვარჩევ‚ მაგრამ, რა თქმა უნდა‚ გადატვირთვის გარეშე. შემდეგ ჩვენ გავემგზავრებით შენს ან ჩემს საიტზე და ერთმანეთს ჩვენ-ჩვენს ფაილებს გავუხსნით.

Link to post
Share on other sites

– ვუძღვნი სიდედრს‚ რომელიც თავისი მანქანით დასავლეთში მიემგზავრება. გთხოვთ‚ გაუშვათ სიმღერა: „ვარსკვლავებს ეძინებათ‚ თვალები ეხუჭებათ...“

Link to post
Share on other sites

მედიკოსები გრიპის საწინააღმდეგო ახალ საშუალებას გვთავაზობენ: დაიდეთ ჭიპთან ნებისმიერი აბი და შეიზილეთ ის სხვა მუცლით‚ საბოლოო შეთვისებამდე.

Link to post
Share on other sites

ძველი ჟურნალიდან:

 

„ვინმე მ. გალკინმა შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ანტიკვარი. მანამდე ეს ანტიკვარი ვინმე ფ.კირკოროვს ეკუთვნოდა“.

Link to post
Share on other sites

ბატონო პატრულო‚ ეს ცხოველი მეცა და ჩემი გაუპატიურება უნდოდა!

 

– ტყუილს მეუბნებით‚ ქალბატონო! არც ერთი ცხოველი თქვენს გაუპატიურებას არ მოინდომებს. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ‚ როგორი გემოვნებიანები არიან ისინი ამ საკითხში!..

Link to post
Share on other sites

ქუჩაში მთვრალი კაცი ხეს ეყუდება.

 

გამოიარა ერთმა ქალმა: გამომტყვრალა‚ ღორი!

 

მეორე ქალი: ვაიმე‚ ცუდადაა‚ ვინმემ სასწრაფო გამოიძახეთ!

 

მესამე ქალი: კაცი?! შენია? – მიმართა პირველ ქალს; არც შენი? – მიმართა მეორეს... – ტაქსი! ტაქსი!

Link to post
Share on other sites

აშოტას ეკითხებიან :

-რა გვარი ხარ?

-დადიანი! -პასუხობს აშოტა

-ძალიან ცნობილი გვარია!

-ცნობილი იქნება, ცავატანემ, აბა რა, ოცი წელია ამ უბანში საპოჟნიკი ვარ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...