mamuka grigolia 0 Posted March 20, 2014 Report Share Posted March 20, 2014 :haha: სომხეთი გამოტოვა!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 პოლიკლინიკაში‚ ექიმთან მამაკაცი შევიდა‚ ფერწასულია და შუბლი ცივი ოფლით აქვს დაცვარული. – შეიძლება შარდის ანალიზის ჩაბარება? – დიახ‚ – უპასუხა ექიმმა. კაცმა იქვე‚ მაგიდაზე მდგარ გრაფინს დაავლო ხელი და... სანამ გაოცებული ექიმი და ექთანი რამეს მოიფიქრებდნენ‚ შარდით გაავსო, თან ამოისუნთქა: – უუფ‚ რა კარგია‚ თორემ, კინაღამ გავსკდი კაცი! ქალაქში ტუალეტი სანთლით საძებარია... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 მაყვალამ სამოცდაათს მიუკაკუნა... ღობეც დაძველდა და წაქცევაზე იყო. დაიქირავა მუშები და 30 ლარად ღობის შეკეთება სთხოვა. შემდეგ სუფრაც გაუწყო‚ ღვინოც დაალევინა და კარგა შეღამებულზე‚ შექეიფიანებულ კაცებს უთხრა‚ ბარემ ღამეც ჩემთან გაატარეთ და 1 000-1 000 ჩემზე იყოსო. შეზარხოშებულებს უარი არ უთქვამთ. დილით კი მაყვალა სალოგინეში ჩაძვრა და კაცებს ლენინისთავიანი წითელი თუმნიანები გამოუტანა. – ე‚ ბებია‚ რას გვაძლევ‚ ეს როდინდელი ფულია?! – რას ელოდით‚ აბა‚ რა საქონელიც მქონდა‚ ფულიც იმდროინდელი მაქვს... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 ასტრონომში: – ოო‚ ვგრძნობ‚ ბოლოს და ბოლოს, გუდის ყველიც მოგიტანიათ! – არა‚ საწყობში ჩვენი დარაჯი იცვლის ტანსაცმელს... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 ებრაელმა ღმერთს შესთხოვა‚ ბევრი ფული მომეციო. ღმერთმა უპასუხა: შენთვის არ შეიძლება‚ ბედისწერაში გიწერია‚ მთელი ცხოვრება ღატაკი უნდა იყო. – შენ მომეცი და ისე ვიცხოვრებ‚ როგორც ღატაკი. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 ამონარიდი ინტერვიუდან: – საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი ბრძანდებით. ალბათ‚ ქალებიც ბევრი გეყოლებოდათ... – როგორ გითხრათ... – მოდელი ქალები თუ გყავდათ? – ქალის მოდელები კი‚ მოდელი ქალები – არა. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 სოფელში მოხუცი ქალები ბირჟაზე სხედან: – გოგოებო‚ ნახეთ გუშინ ტელევიზორში ბრიჯიტ ბარდო? როცა ახალგაზრდები ვიყავით‚ რამდენს ვნატრობდით, მისნაირები ვყოფილიყავით‚ არა? – მერე? – მერე‚ გაიხარეთ‚ აგვიხდა ოცნება! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 თვითმფრინავში მგზავრები ერთმანეთს ესაუბრებიან... რა თქმა უნდა, ყველაფერზე და სპორტზეც... – კრივი‚ პირადად ჩემთვის‚ სპორტის საუკეთესო სახეობაა. მაგით ვშოულობ ფულს. – ალბათ‚ მოკრივე ხართ? – არა‚ ღმერთმა დამიფაროს! კბილის ექიმი ვარ. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 მთვრალი კაცი ჭის გარშემო დადის. – ერთი ხუთი წუთიც და, თუ ეს ღობე არ დამთავრდა‚ ზედ გადავახტები. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 ცოლიანი არიგებს უცოლოს: – არასოდეს დაქორწინდე‚ ცოლები ქურდებზე უარესები არიან. – რატომ? – განგსტერები მოითხოვენ, ან ფული‚ ან სულიო, ცოლები კი ორივეს გვართმევენ. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 ორი გურული შეხვდა ერთმანეთს:. – რაფერაა, ძამა, ქვეყნის საქმე? – მაი არაა ჩემი საქმე! – რაფერაა შენი საქმე? – მაი არაა შენი საქმე! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 – რავა ჩეიარა, ბუჯო, შენმა ქორწილმა, მაგრათ? მაგარი საჩუქრები მოგიტანეს, სიმონ? – ყველაზე ნაღდი საჩუქარი, სიმონ, ნათლიაჩემის იგი რომაა, დეიდაშვილის მამიდაშვილი, სიმონ, იმან გამიკეთა, ბოიშვილი ვიყო. – რაი გაჩუქა ამფერი, შე ჩემანალა, მაგ ჩემანალამ? – რაი, სიმონ და, ჩემი სიდედრი მოწონებია ნამეტნავად, მაგ გამოსირებულს და არ მოუტაცნია, ბუჯოო?! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 გურული გასვენებაში ჩავარდა კახეთში. გადახედა სუფრას: აქეთ ხაშლამა, მწვადები, იქით – შილა... რა გინდა, სულო და გულო... და აღტაცებულმა წამოიძა-ხა: – ა, ბიჯო, ხალხი! ა სუფრა! მკვდარს რა უნდა გურიაში?! მკვდარი სულ აქ უნდა იყოს, ძამა, კახეთში! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 შეამჩნიე‚ გუგა ჩვენს უფროსთან როგორ ძაღლურად იქცევა?! – რა უყეფს? – არა‚ ძაღლურ დიპლომატიას იყენებს‚ კუდს უქიცინებს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 – შეიძლება თუ არა პროსტიტუციაზე გამარჯვება? – მასთან ბრძოლა ნამდვილად შეიძლება‚ აი‚ გამარჯვების კი რა მოგახსენო. რატომ? – უბრალოდ‚ ყოველი გამარჯვების შემდეგ კვლავ ბრძოლისკენ მიგიწევს გული. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 თანამედროვე სიყვარულის ახსნა: – საყვარელო‚ მე შენში ყურებამდე დავინსტალირდი. შენ მთლიანად გადააფორმატე ჩემი ტვინი. ჩემს ოპერატიულ მეხსიერებაში ჯერ ამის მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩემი ვინდოუსი გაიჭედა. შენ რომ გიყურებ‚ ტაქტიკური სიხშირე მემატება და ვინჩესტერი მოცულობაში იზრდება. მოდი‚ ერთად შევქმნათ დირექტორია‚ მაგრამ მანამდე რომანტიკული საღამო მოვაწყოთ ანთებული ეკრანების წინ. შეგიძლია‚ მენიუ შენ თვითონ შეარჩიო. თავად სიდი-რუმს ვარჩევ‚ მაგრამ, რა თქმა უნდა‚ გადატვირთვის გარეშე. შემდეგ ჩვენ გავემგზავრებით შენს ან ჩემს საიტზე და ერთმანეთს ჩვენ-ჩვენს ფაილებს გავუხსნით. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 – ვუძღვნი სიდედრს‚ რომელიც თავისი მანქანით დასავლეთში მიემგზავრება. გთხოვთ‚ გაუშვათ სიმღერა: „ვარსკვლავებს ეძინებათ‚ თვალები ეხუჭებათ...“ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 მედიკოსები გრიპის საწინააღმდეგო ახალ საშუალებას გვთავაზობენ: დაიდეთ ჭიპთან ნებისმიერი აბი და შეიზილეთ ის სხვა მუცლით‚ საბოლოო შეთვისებამდე. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 – საბოლოოდ მაშინ გავიგე, რომ მე ყველაზე უიღბლო ვარ, როდესაც ქუჩაში შავმა კატამ გზა დამითმო. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 ძველი ჟურნალიდან: „ვინმე მ. გალკინმა შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ანტიკვარი. მანამდე ეს ანტიკვარი ვინმე ფ.კირკოროვს ეკუთვნოდა“. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 ბატონო პატრულო‚ ეს ცხოველი მეცა და ჩემი გაუპატიურება უნდოდა! – ტყუილს მეუბნებით‚ ქალბატონო! არც ერთი ცხოველი თქვენს გაუპატიურებას არ მოინდომებს. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ‚ როგორი გემოვნებიანები არიან ისინი ამ საკითხში!.. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 ქუჩაში მთვრალი კაცი ხეს ეყუდება. გამოიარა ერთმა ქალმა: გამომტყვრალა‚ ღორი! მეორე ქალი: ვაიმე‚ ცუდადაა‚ ვინმემ სასწრაფო გამოიძახეთ! მესამე ქალი: კაცი?! შენია? – მიმართა პირველ ქალს; არც შენი? – მიმართა მეორეს... – ტაქსი! ტაქსი! ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 გეყო ეკა აგარ შეგვიძლია ამდენი სიცილი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2014 Report Share Posted March 23, 2014 გეყო ეკა აგარ შეგვიძლია ამდენი სიცილი B) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 24, 2014 Report Share Posted March 24, 2014 აშოტას ეკითხებიან : -რა გვარი ხარ? -დადიანი! -პასუხობს აშოტა -ძალიან ცნობილი გვარია! -ცნობილი იქნება, ცავატანემ, აბა რა, ოცი წელია ამ უბანში საპოჟნიკი ვარ. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.