avto 106 Posted March 5, 2017 Report Share Posted March 5, 2017 ონლაინ ხელმოწერები. თხოვნაა ხელმოწერა დაფიქსირდეს ერთჯერ. ვინც ელექტრონულად მოაწერს თავი შეიკავოს ფურცელზე ხელმოწერისაგან.ან პირიქით. https://manifest.ge/main/item/1319 ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted March 5, 2017 Report Share Posted March 5, 2017 აგრეთვე წარმოგიდგენთ ელექტრონული ხელმოწერის შესაძლებლობას, https://manifest.ge/main/item/1319 პ.ს. ჩვენი თხოვნაა პოზიცია დააფიქსირეთ მხოლოდ ერთხელ,ან ფურცელზე ,ან ელექტრონული ხელმოწერით. გისურვებთ წარმატებებს. ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted March 5, 2017 Report Share Posted March 5, 2017 მოვაწერე ხელი არ ვიცოდი დღეს ეგ აქცია თუ იყო თორემ მოვიდოდი. კუზე მივდიოდი სათევზაოდ და იპოდრომტან რომ ჩავიარე დავინახე ხალხმრავლობა. ახლა მივხვდი რაც ხდებოდა. ციტირება Link to post Share on other sites
aftarauli 0 Posted March 5, 2017 Report Share Posted March 5, 2017 დღეს ტელევიზიით გამოვიდა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და კანონპროექტში ბევრ პრობლემურ საკითხებზე დადებითი სიგნალები გამოხატა. კერძოდ არ დაეთანხმა ტყვიის საფანტის გამოყენებაზე შეზღუდვის საკითხს და ნახევრად ავტომატურ იარაღში მხარი დაუჭირა სამი პატრონის გამოყენებას. მაგრამ სრულიად ჩამოუყალიბებელი იყო სამონადირეო ტერიტორიების, მმართველების და მონადირის მოწმობის გაცემის საკითხებზე. ჩემი აზრით მონადირის მოწმობების გაცემა უნდა მოახდინოს გარემოს დაცვის სამინისტრომ და ამის მაგალითი შეუძლია აიღოს შ.შ.ს სამინისტროს საპატრულო პოლიციის მომსახურების საგენტოების მაგალითზე როგორ გასცემენ მართვის მოწმობებს. არა მგონია გარემოს დაცვის სამინისტრო მათზე უუნარო იყოს და ვერ შეძლოს მონადირის მოწმობების გაცემა მათ გამოცდილების გამოყენებით. სამონადირეო ტერიტორიების მოწყობის კანონპროექტში არსებული წესი თავისთავად დაუშვებელია. მონადირე არ უნდა იზღუდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე კანონის დაცვით ნებისმიერ ადგილებში გადაადგილებაზე და ნადირობაზე. არ უნდა არსებობდეს დაუშვებელი ბარიერები. ეს საკითხები მონადირეთა ჩართულობით უნდა დარეგულირდეს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 5, 2017 Report Share Posted March 5, 2017 რაც გვაქვს იმის ნორმალურად მართვას ვახერხებთ? BROWNING კანადის ოდენა სავარგულები მოგვცა და მერე თუ გინდ დოლარი იყოს ლიცენზიის ფასი))) ჩვენთან ნადირობასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყდება მხოლოდ ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ყველა იმ ასპექტის გათვალისწინებით რაც გვიდევს ცხვირწინ. ვნახოთ რა იქნება ხვალ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 5, 2017 Report Share Posted March 5, 2017 დავამატებ ნახევრადავტომატის თემას. კანადაში სამი ვაზნა ნებადართულია გადამფრენზე(თუ სამ ვაზნაზე მეტი ეტევა, მჭიდში პატარა ჯოხი იდება, რაც ზედმეტი ვაზნის ჩადებას ბლოკავს), თორემ სხვა ნადირ-ფრინველზე პრობლემა არაა. ნადირზე ვაზნების რაოდენობა შეზღუდულიც არაა. ციტირება Link to post Share on other sites
ikaika123456 1 Posted March 5, 2017 Report Share Posted March 5, 2017 (edited) Edited March 5, 2017 by ika777 ციტირება Link to post Share on other sites
jola 0 Posted March 6, 2017 Report Share Posted March 6, 2017 გამოიკვეთა კლუბი ოჩოპინტრე, რომელსაც აწყობს ტერიტორიების დაყოფა და კლუბებისთვის გადაცემა, მეტრეველი არის ოჩოს დამფუძნებელი და სამინისტროს თანამშრომელიც, თავის ქვაზე ისხამს წყალს.. ეს თქვენი აზრია თუ ვინმემ გითხრათ? ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted March 6, 2017 Report Share Posted March 6, 2017 jola 5 წელია დარეგისტრირებული ხართ და პირველი პოსტია? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 6, 2017 Report Share Posted March 6, 2017 ნადირობის და კონსერვაციის ევროპული ასოციაციების ფედერაცია. უამრავ საინტერესო ინფორმაციას იპოვით. http://www.face.eu/firearms-ammunition ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 6, 2017 Report Share Posted March 6, 2017 მოკლე ინფორმაციები ზოგ ქვეყანაში ნადირობის შესახებ. ძალიან საინტერესოა. გერმანია http://www.face.eu/sites/default/files/germany_en.pdf ირლანდია http://www.face.eu/sites/default/files/ireland_en.pdf ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 6, 2017 Report Share Posted March 6, 2017 შვედეთი http://www.face.eu/sites/default/files/sweden_en.pdf ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 6, 2017 Report Share Posted March 6, 2017 გადავხედე ევროპის რეგლამენტაციას სანადირო ტერიტორიებზე. არსად არ მინახავს მეურნეობებში მონადირეტა ძალით შერეკვის შემთხვევა. ევროპაში სანადირო ტერიტორიებზე არის კანონი, რომელიც ნებისმიერი მიწის მეპატრონეს უფლებას ანიჭებს ამ ტერიტორიაზე ნადირობის უფლება გასცეს მონადირეზე. არავითარი დირექტორატი მას არ ჰყავს. მიწის მეპატრონეებს აქვთ საკუტარ ტერიტორიებზე ნადირობის უფლების გასხვისების შესაძლებლობა და მორჩა. იგივეს აკეთებს სახელმწიფო სახელმწიფო ტერიტორიებზე. ვერსად ვერ ვნახე ამ ტერიტორიების მამა და მარჩენალი მისი ბიუროკრატიული აპარატით. მეურნეობა სულ სხვა მხარეა. ის არსებობს ყველგან და გინდა ინადირებ მათთან და გინდაც არა. ანუ სახელმწიფოს ჯერ კანონის არც აქვს სანადირო მიწებზე და ბოლოდან იწყებს საქმეს? ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted March 6, 2017 Report Share Posted March 6, 2017 (edited) BROWNING პომპაზე როგორაა საქმე კანადაში? 5 ტყვია ეტევა ჩემს პომპიანში, რადგან ნახევრადავტომატი არაა ამიტომ არ უნდა იყოს პრობლემა. Edited March 6, 2017 by თორNიკე ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 6, 2017 Report Share Posted March 6, 2017 ბატზე და იხვზე, პომპაზეც და ნახევრადავტომატზეც მხოლოდ სამი ტყვიაა ნებადართული, ამიტომ პომპიანშიც ''ჯოხს'' ამატებენ რომ მეტი ვაზნა არ ჩავიდეს. სხვა სახეობებზე ამ ჯოხს ამოიღებენ და თუ გინდა ხუთი ვაზნა გამოიყენე. BROWNING პომპაზე როგორაა საქმე კანადაში? 5 ტყვია ეტევა ჩემს პომპიანში, რადგან ნახევრადავტომატი არაა ამიტომ არ უნდა იყოს პრობლემა. ციტირება Link to post Share on other sites
jola 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 (edited) jola 5 წელია დარეგისტრირებული ხართ და პირველი პოსტია? კი ეგრე გამოდის, ეს მეორეა . გიორგი გოგბერაშვილი გახლავართ კლუბ ოჩოპინტრედან. მკლავს ინტერესი რის საფუძველზე დასკვნა პატივცემულმა ილუშამ, რომ კლუბი ოჩოპინტრეს ინტერესი იკვეთება კანონის ახალ პროექტში. ბრალდება არც ისე მსუბუქია მეგობრებო და ვცდილობთ გავარკვიოთ საიდან იღებს სათავეს ეს ჭორი . ჯერ ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ჩვენი ოფიციალური პოზიცია ამ ყველაფრის შესახებ გარდა იმისა, რომ ცალსახად ვემიჯნებით პროექტს არსებული სახით. მიმდინარეობს კლუბის შიგნით აქტიური განხილვა და უახლოეს დღეებში დაიდება ჩვენი პოზიცია. მანამდე კი ვთხოვდი ყველას თავი შეიკავონ ჭორების გავრცელებისგან ან დაასაბუთონ რის საფუძველზე ფიქრობენ ასე. Edited March 7, 2017 by jola ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 (edited) გადავხედე ევროპის რეგლამენტაციას სანადირო ტერიტორიებზე. არსად არ მინახავს მეურნეობებში მონადირეტა ძალით შერეკვის შემთხვევა. ევროპაში სანადირო ტერიტორიებზე არის კანონი, რომელიც ნებისმიერი მიწის მეპატრონეს უფლებას ანიჭებს ამ ტერიტორიაზე ნადირობის უფლება გასცეს მონადირეზე. არავითარი დირექტორატი მას არ ჰყავს. მიწის მეპატრონეებს აქვთ საკუტარ ტერიტორიებზე ნადირობის უფლების გასხვისების შესაძლებლობა და მორჩა. იგივეს აკეთებს სახელმწიფო სახელმწიფო ტერიტორიებზე. ვერსად ვერ ვნახე ამ ტერიტორიების მამა და მარჩენალი მისი ბიუროკრატიული აპარატით. მეურნეობა სულ სხვა მხარეა. ის არსებობს ყველგან და გინდა ინადირებ მათთან და გინდაც არა. BROWNING ესენი (ევროპის ქვეყნების რეგულაციები) ბატონ ხუციშვილს გადაუგზავნე? აგულაშვილს და ამირგულაშვილსაც მივწეროთ. Edited March 7, 2017 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 (edited) კი ეგრე გამოდის, ეს მეორეა . გიორგი გოგბერაშვილი გახლავართ კლუბ ოჩოპინტრედან. მკლავს ინტერესი რის საფუძველზე დასკვნა პატივცემულმა ილუშამ, რომ კლუბი ოჩოპინტრეს ინტერესი იკვეთება კანონის ახალ პროექტში. ბრალდება არც ისე მსუბუქია მეგობრებო და ვცდილობთ გავარკვიოთ საიდან იღებს სათავეს ეს ჭორი . ჯერ ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ჩვენი ოფიციალური პოზიცია ამ ყველაფრის შესახებ გარდა იმისა, რომ ცალსახად ვემიჯნებით პროექტს არსებული სახით. მიმდინარეობს კლუბის შიგნით აქტიური განხილვა და უახლოეს დღეებში დაიდება ჩვენი პოზიცია. მანამდე კი ვთხოვდი ყველას თავი შეიკავონ ჭორების გავრცელებისგან ან დაასაბუთონ რის საფუძველზე ფიქრობენ ასე. გაუმარჯოს გიორგის, ეს საინიციატივო ჯგუფში დაიდო ეს ინფორმაცია და შენ თვითონ შეგიძლია გადახედო. მე როცა ეგ დავწერე კვირის მეორე შეხვედრა იპოდრპმზე ჯერ არ იყო ჩატარებული და როგორც გავიგე, და მეც იქ ვიყავი, კვირას 5 მარტს, ოჩოპინტრეს დიდი ნაწილი იქ იყო და როგორც მივიღე ინფორმაცია კლუბები ერთ აზრამდე მივიდა, რაც ძალიან გამიხარდა! P.S. ჭორი არ არის ფაქტია! Edited March 7, 2017 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
jola 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 ი ლ უ შ ა ვერ გამიგე მეგობარო, მე გიორგი მეტრეველზე არ გეკითხები, მე კლუბზე გეკითხები. გიორგი კლუბის წევრია და არა კლუბი. გადავავლე თვალი შენ სქრინებს და გიორგი ყველგან პირველ პირში საუბრობს, შეხვედრაზეც როგორც სამინისტროს წარმომადგენელი ვიყავიო და არა კლუბის . მოკლედ, სანამ ესეთ განცხადებებს გავაკეთებთ, კარგი იქნება არგუმენტებით გავამყაროთ . კიდევ ერთხელ ვიმეორებ კლუბში მიმდინარეობს განხილვა და უახლოეს დღეებში ოფიციალურად განვაცხადებთ კლუბის პოზიციას. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 (edited) ოჩოპინტრეს არა კლუბის წევრების უმრავლესობისთვის ანუ საზოგადოებისთვის გიორგი მეტრეველი ასოცირდება ოჩოპინტრესთან და მაშინ უნდა შეიკავოს ასეთი საჯარო განცხადებებისგან თავი. მიწერია გამოიკვეთა თქო და თან ეს ინფორმაცია გადმოვიტანე პირდაპირ მონადირეთა საინიციატივო ჯგუფიდან, ვინც ესაუბრება გიორგის ისინი არიან თვითონ წევრები საინიციატივო ჯგუფის. მაგ საუბარში ხშირად არის ნახსენები სიტყვა კლუბი, დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ იგულისხმება თავიანთი კლუბები. თუ არ გინდათ გავრცელდეს მსგავსი ინფორმაციები, გააფრთხილეთ თავად კლუბის წევრები! მე ჩემი სახელით და კლუბის სახელითაც ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას არ ვლაპარაკობ და არც ვილაპარაკებ! Edited March 7, 2017 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
jola 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 ი ლ უ შ ა მეტრეველთან თუ გაქვს პრეტენზია დაგაკავშირებ და დაილაპარაკეთ, მე გეუბნები რომ ზოგადად კლუბს ნუ ადანაშაულებ იმაში რაც მართალი არაა! ვის რაზე აქვს ასოციაცია ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს . კლუბში რამოდენიმე ათეული ადამიანია და კლუბის დადანაშაულება მათი უმრავლესობის დადანაშაულებათ ითვლება, იმიტომ რომ ასეთ გადაწყვეტილებებს კლუბის უმრავლესობა იღებს. თუ ვაოფებ ადმინებთან ბოდიში. უბრალოდ ბევრი კითხულობს ფორუმზე ამდაგვარ განცხადებებს და მცდარი საერთო აზრი ყალიბდება. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 ზემოთ დავწერე - როცა ეგ დავწერე კვირის მეორე შეხვედრა იპოდრპმზე ჯერ არ იყო ჩატარებული და როგორც გავიგე, და მეც იქ ვიყავი, კვირას 5 მარტს, ოჩოპინტრეს დიდი ნაწილი იქ იყო და როგორც მივიღე ინფორმაცია კლუბები ერთ აზრამდე მივიდა, რაც ძალიან გამიხარდა! რაც შეეხება იმ ინფორმაციას ფეისბუქზე უფრო ბევრმა ადამინმა ნახა, ასევე საინიციატივო ჯგუფშიც. ციტირება Link to post Share on other sites
jola 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 ი ლ უ შ ა თქვენთან კამათს აღარ ვაპირებ, მიმხვედრი მიხვდება რა დავწერე და რისთვის დავწერე . ჩვენ ფორუმზე რომ ანალოგიური პოსტი გაკეთებულიყო, მინიმუმ დაიმალებოდა, სანამ სიმართლე არ გაირკვეოდა და არგუმენტები არ დაიდებოდა. სულ მინიმუმ არაა ლამაზი, როცა ასე ღიად ადანაშაულებ სხვა კლუბს პირადი დასკვნების და ასოციაციების საფუძველზე. ციტირება Link to post Share on other sites
chalimgela 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 მოგესალმებით. გიორგი მეტრეველი ვარ პირველ რიგში საიდანაც დააკოპირეთ ის მთავარი პოსტიც დაგედოთ სადაც გარკვევით წერია, რომ კლუბი ოჩოოპინტრე კატეგორიულად ემიჯნება ამკანონს და ასე შემდეგ, მსურველი ნახავს მაგ პოსტს ეხლა მეორე რაც შეეხება კერძო ტერიტორიებს, რა დავწერე და რატომ მაგასაც დავწერ და როგორ ვხედავ ამ საქმის განვითარებას მაგასაც. გამგები გაიგებს: პირველ რიგში ეს არ ეხება გადამფრენ ფრინველებს და ადგილებს სადაც გადამფრენზე ნადირობენ მეორე, მე ვწერდი რომ "როდესმე ხომ უნდა გვეღირსოს კაკაბზე და კურდღელზე ნადირობათქო" (ეს პოსტიც შეგიძლიათ მადვე ნახოთ) ტერიტორია (დავუშვათ მარნეულის რაიონი სოფელი სალარი) ეს ტერიტორია დღეს ჩვენთვის გამოუყენებელია. არცერთი გადამფრენი მაგ ტერიტორიაზე არ გვხვდება. სამაგიეროდ მახსოვს 80 იანებში უამრავი კაკბის და გნოლის გუნდები მაგ ხრიოკ გორაკებზე მე ვფიქრობ შეგვიძლია ავიღოთ ზუსტად ესეთი დღეს დღეისობით ყველა მონადირისთვის გამოუყენებელი ტერიტორია და გავუშვათ გნოლი კაკაბი და რაც საქართველოში კანონით ნებადართულია. ზუსტად ერთ წელში უკვე ვიღებთ სანადირო ტერიტორიას. (პირადათ 75 კაკბისგან ერთ წელში მივიღე 520 ფრთა კაკაბი) ეხლა მისი მოვლა. დღეს ჩვენს კლუბს და ეჭვი მაქვს არც სხვა კლუბებს არ გვაქვს ამის სრული დაფინანსების საშუალება. ამიტომ ის ხალხი ვინც ფიზიკურად ხელფასის გარეშე დაგვეხმარება მიიღებს რაღაც კვოტას უფასოდ (შრომა დღეების მიხედვით) ნაწილი ნადირობის უფლება იქნება ფასიანი, რომ მეურნეობას გაუჩნდეს რაღაც ფინანსები. ესეთ მეურნეობა კანონით თვითონვე ადგენს მტაცებლებზე ნადირობის კვოტებს, რომელიც ჯერჯერობით სხვაგან არ გვეღირსა. და რაც მთავარია! ესეთი საკლუბო მეურნეობებს ბრაკონიერებისგან დაცვა საწყის ეტაპზე მაინც, უნდა აიღოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ეს არის ზუსტად რისი ახსნაც იქ მინდოდა, მაგრამ როცა ვინმეს გაგება არ უნდა ვერც გაიგებს და არც სურვილი გამჩენია ამეხსნა ვისაც მოსწონს ჩემი იდეა ხომ კარგი და ვისაც არ მოსწონს უკეთესი წარმოადგინოს. ყოველ შემთხვევაში ამ მეთოდით არაფრისგან ვიღებთ რაღაცას. და ესეთი გამოუყენებელი ტერიტორიები საკმაოდაა ჩვენს ქვეყანაში შეგიძლიათ ეს პოსტიც დააკოპიროთ და საინიციატივო ჯგუფსაც ჩაუგდოთ. ან იმათ ვისაც ვერ გაურკვევია ჩემიპოზიცია. პატივისცემით გიორგი მეტრეველი ციტირება Link to post Share on other sites
chalimgela 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 ი ლ უ შ ა თუ აკოპირებდი მთლიანად დაგეკოპირებინა. აგერაა მაგ პოსტშივე რასაც ვგულისხმობდი free screen capture software ეხლა მითხარით რა არის ამაში ცუდი რომ საქართველოში გვეღირსოს კაკაბზე ნადირობა? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.