ი ლ უ შ ა 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 გაგიმარჯოს, პირველ რიგში, როგორც ერთერთი მოქალაქე და მოყვარული მონადირე ჩემი ინტერესია საერთო შეთანხმებით მივაღწიოთ მიზანს, რომელიც არ დააზიანებს არც მონადირის და არც ქვეყნის ინტერესებს. არავის პირადი ინტერესი არ გამაჩნია. რაც შეეხება კერძო ტერიტორიებს და კორძო მეურნეობებს აქამდეც არსებობდა და ჩვეულებრივად შემდეგშიც იქნება, არაფერი ახალი არ არის ამაში. შეიძინე ან იჯარით აიღე მიწა და ამრავლე რამდენიც გაგიხარდება, შენი იქნება და ვერც ვერავინ შეგედავება, ღმერთმა ხელი მოგიმართოს! მაგრამ საუბარი აქ იმაზე იყო რომ მთელი ქვეყნის ტერიტორია უნდა გადანაწილდეს, ახალი ორგანო უნდა ჩამოყალიბდესო (ეს იქნება რომელიმე კლუბი, შპს, არასამთავრობო თუ ინდმეწარმე არ აქვს მნიშვნელობა) რომელიც გასცემს ნებართვებს, გლეხის ტერიტორიაზეც კი და შეიძლება საკუთარ ყანაშიც ვერ შეხვიდე მათი ნებართვის გარეშე, არა სწორი იქნება. ეს ქვეყანა ხალხისაა! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 ჭალიმგელა გაუმარჯოს გიორგი, კარგია რომ დაწერე აქ შენი ხედვა. აუცილებელი კომუნიკაცია ფორუმებს შორის, სოც. ქსელებში, თორემ ათასი ჭორი ტრიალებს. რაც შენ თქვი, პირადად ჩემთვის მისაღებია მაგრამ, არსებობს კითხვებიც რაც მხოლოდ მე არ მაწუხებს, მაგალითად: რა საჭიროა კანონში ცვლილებები? ჩავიხედოთ ნებართვაში, ისედაც ზოგიერთი ფრინველის გარდა ყველაფერზე აკრძალულია ნადირობა. მესმის რომ გაუბედურებულია გარემო, მარა მიხედოს გარემოს დაცვამ ბრაკონიერობას, თუ ვერ ერევა დაგვიხმაროს! იჯარითაცაა შესაძლებელი ფართობის აღება და მისი მოვლა პატრონობა. რავიცი, მერე ისე არ მოხდეს რომ საჯარო ადგილი აღარ დარჩეს სანადიროდ (მე სულაც არ მხიბლავს დრევანდელ სამონადირეო მეურნეობებში ნადირობა). სამწუხაროდ არსაიდან არ მესმის რომ თუნდაც იდეის დონეზე განიხილებოდეს ტურების საკითხი. მის ამოღებას წლები დასჭირდება თუნდაც ყველამ ინადიროს. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 სამწუხაროდ არსაიდან არ მესმის რომ თუნდაც იდეის დონეზე განიხილებოდეს ტურების საკითხი. მის ამოღებას წლები დასჭირდება თუნდაც ყველამ ინადიროს. რას ამბობ აჩი? რა ამოღება თუ ძმა ხარ? ერთერთ შეხვედრაზე ტურაზე ვთქვი მავნებელიამეთქი და კინაღამ ხელი მომხვდა ერთი ქალისგან ციტირება Link to post Share on other sites
chalimgela 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 ქევხო ხოდა მაგას ვამბობ რომ ცვლილება აუცილებელია, მაგრამ არა ის იდიოტობა რაც ამკანონში წერია ციტირება Link to post Share on other sites
chalimgela 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 მაგრამ საუბარი აქ იმაზე იყო რომ მთელი ქვეყნის ტერიტორია უნდა გადანაწილდეს, მაგაზე ზუტადაც რომ არ ყოფილა საუბარი. პოსტი რისი კომენტარებიც დასქრინე ანუ მთავარი პოსტშივე ნათქვამია (თან ჩემი დაწერილია) რომ "კატეგორიულად ვემიჯნებით ამ კანონს" ზუსტად ეგ არის საწყენი რომ როგორც უნდა ხალხი ისე იგებს. და კიდევ უფრო ცუდი იმ ამოგლეჯილი კონტექს-სქრინებით არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება და რომ არა ავთო დარახველიძე, კახა შაფაქიძე, გიორგი სარიშვილი, და კიდევ რამოდენიმე ადამიანი ვინც პირადათ მომწერა ან დამირეკა, რა გავრცელდებოდა ხუი ივო ზნაეტ. ესე რომ საქმე ერთად ვაკეთოთ ჯობია, თუ გვინდა რამე გამოვიდეს. P.S. რაკი იმ პოსტზეა საუბარი ბარემ ყველა გადაიკითხეთ და როგორც იქ შეგპირდით სამინისტროს პოზიციას შეგატყობინებთ. სავარაუდოთ 9 შია შემდეგი შეხვედრა ნადირობის კანონზე. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 გამარჯობა გიორგი. იმდენად დიდი იყო დაძაბულობის ფონი მოსმენილი კანონპროექტის შემდეგ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დადგა გაუგებრობის წინაშე.შესაბამისად გაჩნდა ბევრი კითხვაც და ეჭვიც. იმდენი რამ მოვისმინე და თან მიმტკიცებდენ რომ ასე და ისეაო მაგიტომ ვამჯობინე გაგსაუბრებოდი და სიმართლე გამერკვია. რაც ზემოთ ჩამოაყალიბე იმას არავინ შეეწინააღმდეგება თუ მასე იქნება მაგრამ რაც კანონპროექტში წავიკითხეთ ბევრად განსხვავდება. ბევრი შესწორება შევიდაო გამოდის ინფო მაგრამ ყველა მონადირე ყურადღებით უნდა ვიყოთ რომ სიმახინჯე არ გამოვიდეს სა ბოლოოდ დაკანონებული. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 სანადირო ტერიტორიებზე კანონი თუ ჯერ არ არსებობს, როგორ გადაუწყვეტენ მესაკუთრეს, რა უფლება ექნება მის მიწაზე. უცხოეთში მესაკუთრეს ეძლევა უფლება ამ ტერიტორიაზე ნადირობის. თუ მესაკუთრე წინააღმდეგია, მის ტერიტორიაზე ვერ ინადირებ. ამ შემთხვევაში მესაკუთრეს შემოსაზღვრული აქვს ტერიტორია, შესაბამისი ტრაფარეტით ნადირობის აკრძალვის შესახებ. მესაკუთრეს უფლება აქვს ნებისმიერ მონადირეს გადასცეს ამ ტერიტორიაზე ნადირობის უფლება. არსად არ მინახავს რომ ამ სანადირო ტერიტორიებს კიდევ ცალკე დირექტორი ჰყავდეთ და ის წყვეტდეს რამეს. ანუ კანონპროექტში სანადირო ტერიტორიების მცნება გალაყებულია და ტაშხოშიანი მეურნეობების მცნებასაა ამოფარებული ეს ტერმინი. არავინ არ გვავალდებულებს საჯარო სავარგულების დაკეტვას მონადირეთათვის. ესეც ქართული ''შტუკაა''. პასუხისმგებლობის მოხსნა საკუთარ გასაკეთებელზე და ადვილად ფულის მოწველა მოქალაქეებისგან. ციტირება Link to post Share on other sites
aftarauli 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 (edited) მოგესალმებით. გიორგი მეტრეველი ვარ პირველ რიგში საიდანაც დააკოპირეთ ის მთავარი პოსტიც დაგედოთ სადაც გარკვევით წერია, რომ კლუბი ოჩოოპინტრე კატეგორიულად ემიჯნება ამკანონს და ასე შემდეგ, მსურველი ნახავს მაგ პოსტს ეხლა მეორე რაც შეეხება კერძო ტერიტორიებს, რა დავწერე და რატომ მაგასაც დავწერ და როგორ ვხედავ ამ საქმის განვითარებას მაგასაც. გამგები გაიგებს: პირველ რიგში ეს არ ეხება გადამფრენ ფრინველებს და ადგილებს სადაც გადამფრენზე ნადირობენ მეორე, მე ვწერდი რომ "როდესმე ხომ უნდა გვეღირსოს კაკაბზე და კურდღელზე ნადირობათქო" (ეს პოსტიც შეგიძლიათ მადვე ნახოთ) ტერიტორია (დავუშვათ მარნეულის რაიონი სოფელი სალარი) ეს ტერიტორია დღეს ჩვენთვის გამოუყენებელია. არცერთი გადამფრენი მაგ ტერიტორიაზე არ გვხვდება. სამაგიეროდ მახსოვს 80 იანებში უამრავი კაკბის და გნოლის გუნდები მაგ ხრიოკ გორაკებზე მე ვფიქრობ შეგვიძლია ავიღოთ ზუსტად ესეთი დღეს დღეისობით ყველა მონადირისთვის გამოუყენებელი ტერიტორია და გავუშვათ გნოლი კაკაბი და რაც საქართველოში კანონით ნებადართულია. ზუსტად ერთ წელში უკვე ვიღებთ სანადირო ტერიტორიას. (პირადათ 75 კაკბისგან ერთ წელში მივიღე 520 ფრთა კაკაბი) ეხლა მისი მოვლა. დღეს ჩვენს კლუბს და ეჭვი მაქვს არც სხვა კლუბებს არ გვაქვს ამის სრული დაფინანსების საშუალება. ამიტომ ის ხალხი ვინც ფიზიკურად ხელფასის გარეშე დაგვეხმარება მიიღებს რაღაც კვოტას უფასოდ (შრომა დღეების მიხედვით) ნაწილი ნადირობის უფლება იქნება ფასიანი, რომ მეურნეობას გაუჩნდეს რაღაც ფინანსები. ესეთ მეურნეობა კანონით თვითონვე ადგენს მტაცებლებზე ნადირობის კვოტებს, რომელიც ჯერჯერობით სხვაგან არ გვეღირსა. და რაც მთავარია! ესეთი საკლუბო მეურნეობებს ბრაკონიერებისგან დაცვა საწყის ეტაპზე მაინც, უნდა აიღოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ეს არის ზუსტად რისი ახსნაც იქ მინდოდა, მაგრამ როცა ვინმეს გაგება არ უნდა ვერც გაიგებს და არც სურვილი გამჩენია ამეხსნა ვისაც მოსწონს ჩემი იდეა ხომ კარგი და ვისაც არ მოსწონს უკეთესი წარმოადგინოს. ყოველ შემთხვევაში ამ მეთოდით არაფრისგან ვიღებთ რაღაცას. და ესეთი გამოუყენებელი ტერიტორიები საკმაოდაა ჩვენს ქვეყანაში შეგიძლიათ ეს პოსტიც დააკოპიროთ და საინიციატივო ჯგუფსაც ჩაუგდოთ. ან იმათ ვისაც ვერ გაურკვევია ჩემიპოზიცია. პატივისცემით გიორგი მეტრეველი ბატონო გიორგი პირველი როგორც გვესმის ფედერაციის შექმნა ამოიღეს კანონპროექტიდან, ეს გამორიცხავს უკვე მნიშვნელოვნად პირად ინტერესზე კანონის მორგების შესაძლებლობას, მაგრამ თუ არ დაზუსტდა და ნათლად სწორედ არ იქნა სამონადირეო ტერიტორიების შექმნის საკითხი გადაწყვეტილი ეს პრობლემა მაინც დარჩება.ჩემი აზრით მთელ საქართველოს ტერიტორია რა თქმა უნდა კანონით განსაზღვრული ტერიტორიების გარდა უნდა გამოცხადდეს სამონადირეო ტერიტორიად. მისი მართვაც გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურამ უნდა უზრუნველყოს. ვფიქრობ შესწევთ მათ ამის უნარი. რა თქმა უნდა კანონში უნდა იყოს განსაზღვრული პოტენციურად სამონადირეო ტერიტორიაზე სად დაუშვებელია კერძო სამონადირეო ტერიტორიების გამოყოფა და სადაც სურვილის შესაბამისად შესაძლებელი იქნება კერძო სამონადირეო მეურნეობის შექმნა, როგორც ეს თქვენ გსურთ მაგრამ თუ ვინმეს სურვილი იქნება კერძო სამონადირეო მეურნეობის გარდა სხვა სამონადირეო ტერიტორიები არ არსებობდეს ამას არავინ დაუშვებს და ამ საკითხში წინააღმდეგობა სწორედ გამოიწვევს უარყოფით ასოციაციებს. ამიტომ ამ საკითხების ჩამოყალიბებისას სიფრთხილით უნდა ვეკიდებოდეთ და ნათლად და არა ბუნდოვნად გამოვხატავდეთ განწყობას. /აქვე დავამატებ გარემოს დაცვის სამინისტრომ შეიძლება გაიზიაროს საპატრულო პოლიციის მომსახურების სააგენტოების შესანიშნავი გამოცდილება მართვის მოწმობების და იარაღის ნებართვების გაცემის საკითხში მათაც შესაბამისი უნარით უნდა უზრუნველყონ მონადირის მოწმობების გაცემა, ასევე საპატრულო პოლიციის მიერ მოძრაობის წესების დაცვის გამოცდილებით გამოიჩინონ უნარი ნადირობის კანონების დაცვაზე./ პატივისცემით ალექსი შავგულიძე Edited March 8, 2017 by aftarauli ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 მონადირის ბილეთის ასაღებად ჩასატარებელი ტესტირება უნდა განახორციელოს მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტრომ. ის ვისაც ნადირობა არ უნდა, და იარაღის შეძენა(შენახვა) უნდა მხოლოდ(მაგალითად წინაპრის იარაღის დატოვება), გაიაროს მომსახურების ცენტრის ტესტები. მომსახურების ცენტრის ტესტებში უნდა დარჩეს მხოლოდ იარაღის ტიპების და უსაფრთხოების საკითხები. არასანადირო იარაღზე(პისტოლეტი, რევოლვერი) უნდა იყოს სხვა ტიპის ნებართვა. ნადირობის ბილეთის ასაღებ ტესტებში რა თქმა უნდა იარაღის და მისი უსაფრთხოდ გამოყენების საკითხებიც უდნა შედიოდეს და განმეორებითი ტესტი მომსახურების სააგენტოში აღარ უნდა იყოს საჭირო. ციტირება Link to post Share on other sites
aftarauli 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 მონადირის ბილეთის ასაღებად ჩასატარებელი ტესტირება უნდა განახორციელოს მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტრომ. ის ვისაც ნადირობა არ უნდა, და იარაღის შეძენა(შენახვა) უნდა მხოლოდ(მაგალითად წინაპრის იარაღის დატოვება), გაიაროს მომსახურების ცენტრის ტესტები. მომსახურების ცენტრის ტესტებში უნდა დარჩეს მხოლოდ იარაღის ტიპების და უსაფრთხოების საკითხები. არასანადირო იარაღზე(პისტოლეტი, რევოლვერი) უნდა იყოს სხვა ტიპის ნებართვა. ნადირობის ბილეთის ასაღებ ტესტებში რა თქმა უნდა იარაღის და მისი უსაფრთხოდ გამოყენების საკითხებიც უდნა შედიოდეს და განმეორებითი ტესტი მომსახურების სააგენტოში აღარ უნდა იყოს საჭირო. გეთანხმებით ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 (edited) ჭალიმგელა და არა მარტო გამეცით პასუხი ყველამ. მოდი ასე დავსვამ ამ საკითხს. ვთქვათ არის საქართველოში სიტყვაზე 20 კლუბი, და კიდევ შეიძლება რამდენიმე გაიხსნას, ან ფეისბუქზეც არის ჯგუფები, ფორუმები. ყველამ მოითხოვა გადმოეცეს გარკვეული მიწის ნაკვეთები. რა კრიტერიუმებით უნდა გადაეცეს ეს მიწები? ვის შეხვდება უფრო "უკეთესი" და ვის "უარესი"? ვინ გადაწყვეტს და რის საფუძველზე? ვის მეტი შეხვდება და ვის ნაკლები, რით შეაფასებენ ამ საკითხებს? და კიდევ უამრავი შეკითხვა დგას! Edited March 7, 2017 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 ასეთ პატარა ქვეყანაში ასეთი მცირე სავარგულების არსებობისას მე ერთ გამოსავალს ვხედავ მხოლოდ, გათევზიანებასა და ნადირ-ფრინველის გამრავლებაზეც უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, ასევე უნდა უზრუნველყოს დაცვა და მოვლა. ჯერ დღეს ნაბიჯი ვერ გადაგიდგია იარაღით ტყეში კაცს და ახლა კიდე სოკოებივით მომრავლებულ მეურნეობებს შეეგუე. ძალიან მინდა იყოს სამონადირეო სალიცენზიო გამოცდა(როგორც მართვის მოწმობა, რომელ ტესტირებასაც თავისუფლად ჩაატრებს შსს-ს მომსახურების სააგენტო), ასევე აუცილებლად მიმაჩნია შეზღუდული რესურსების გამო რიგ სანადირო ადგილებში და რიგ სახეობებზე იყოს მოკლევადიანი ლიცენზიები, რათა სახელმწიფომ არ იფიქროს წამდაუწუმ ტერიტორიების გადაცემაზე კერძოზე. თუ იქნება მოკლევადიანი ლიცენზიები, საჯარო ნადირობა მოწესრიგდება და კონტროლიც მოქნილი იქნება, ასევე ნადირობას მიეცემა სერიოზული საქმიანობის სახე და ბევრი თოფიანი შეეშვება ამ საქმიანობას. მთავარი რისი თქმაც მინდა რაც მიმაჩნია აუცილებელ საჭიროებად, ესაა მოკლევადიანი ლიცენზიები, რადგან შეზღუდული რესურსების პატრონები ვართ. ჩემი აზრით ერთ თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს ლიცენზას ვადა. ციტირება Link to post Share on other sites
aftarauli 0 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 (edited) ასეთ პატარა ქვეყანაში ასეთი მცირე სავარგულების არსებობისას მე ერთ გამოსავალს ვხედავ მხოლოდ, გათევზიანებასა და ნადირ-ფრინველის გამრავლებაზეც უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, ასევე უნდა უზრუნველყოს დაცვა და მოვლა. ჯერ დღეს ნაბიჯი ვერ გადაგიდგია იარაღით ტყეში კაცს და ახლა კიდე სოკოებივით მომრავლებულ მეურნეობებს შეეგუე. ძალიან მინდა იყოს სამონადირეო სალიცენზიო გამოცდა(როგორც მართვის მოწმობა, რომელ ტესტირებასაც თავისუფლად ჩაატრებს შსს-ს მომსახურების სააგენტო), ასევე აუცილებლად მიმაჩნია შეზღუდული რესურსების გამო რიგ სანადირო ადგილებში და რიგ სახეობებზე იყოს მოკლევადიანი ლიცენზიები, რათა სახელმწიფომ არ იფიქროს წამდაუწუმ ტერიტორიების გადაცემაზე კერძოზე. თუ იქნება მოკლევადიანი ლიცენზიები, საჯარო ნადირობა მოწესრიგდება და კონტროლიც მოქნილი იქნება, ასევე ნადირობას მიეცემა სერიოზული საქმიანობის სახე და ბევრი თოფიანი შეეშვება ამ საქმიანობას. მთავარი რისი თქმაც მინდა რაც მიმაჩნია აუცილებელ საჭიროებად, ესაა მოკლევადიანი ლიცენზიები, რადგან შეზღუდული რესურსების პატრონები ვართ. ჩემი აზრით ერთ თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს ლიცენზას ვადა. გეთანხმები მოკლევადიანი ლიცენზიები ერთ-ერთი სწორე გადაწყვეტაა, თუმცა შეიძლება სხვა უფრო სწორი აზრიც არსებობდეს. მაგრამ მოკლევადიანი ლიცენზიების გაცემაც ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ არ იწვევდეს დისკრიმინაციას შეძლებულ და ნაკლებად შეძლებულ მონადირეებში. დღეს საქართველოშ მონადირეების უმეტესობას რამდენადაც მე ვიცი მატერიალურად არ ულხინთ. ასევე ლიცენზიების ვადები სხვადასხვა სანადირო ობიექტზე სხვადასხვა ვადით უნდა გაიცემოდეს ეს შეიძლება იყოს ერთი კვირა ან სხვა გონივრულად განსაზღვრული ვადა და გაცემაც სწრაფად უნდა ხდებოდეს და კომფორტულად უნდა იყოს ორგანიზებული. ასევე სალიცენზიო კვოტებიც ერთჯერადად ნადირ ფრინველის მოპოვებაზე შეიძლება იყოს ასევე გონივრულად შეზღუდული. არ არის საჭირო მონადირული სიამოვნებისათვის 30 და მეტი მწყერის ერთ ჯერზე მოპოვება. ეს სიამოვნება სრულიად საკმარისია 3 დან 10 მწყერის მოპოვებით მიიღო. ანუ სიხარბე უნდა შეიძღუდოს. და გაჩნდეს განცდა ნადირ ფრინველის დაცვის, რამდენადაც ყველა შემთხვევაში ნადირ ფრინველი დაუცველია უმწეოა თანამედროვე იარაღთან მიმართებაში და იმსახურებს თანაგრძნობას. გაცდენა არ უნდა გწყინდეს ხან უნდა გიხაროდეს კიდეც. მოიპოვე 2 ან 3 ერთეული ფრინველი უნდა იკმარო დაძლიო ჟინი. ერთი გამოსვლა მახსენდება ცხონებული პაროდისტის ქართლოს კასრაძის. მიუწვევიათ ინგლისში მსოფლიო ანეგტოტების ფესტივალზე. საბჭოთა კავშირიდან მხოლოდ საქართველოს წარმომადგენლები ყოფილან მიწვეული საპატიო სტუმრებად.ფესტივალის გახსნის პატივი სწორედ ქართლოს კასრაძისთვის უთხოვიათ, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ უთხოვიათ ანეგტოტი ეთქვა. ერთი ანექტოტი კახელზე მოუყოლია. კახელი ბაზარში დგას და კაკალს ყიდის ამ ბაზარში ყველაზე საუკეთესო კაკალი მას ჰქონია და მალევე გაუყიდავს. წასულა და იქვე ბაზარში სხვისგან შეუძენია კაკალი და თავის ადგილზე ისევ კაკლის გაყიდვა დაუწყია იმავე ფასად როგორც შეიძინა. ბაზრის კონტროლიორს შეუმჩნევია და უკითხავს კაცო რას შვრები იგივე ფასად რატომ ყიდიო. კახელმა უპასუხა მე რაც უნდა მომეგო დღის პირველ ნახევარში მოვიგე და ახლა კაკლის ჩხრიალით მსიამოვნებს და ამით ვტკბებიო. საქმიან ინგლისელებს ძალიან მოსწონებიათ ანექტოტი და კონკურს გარეშე პირველი ადგილი მიუნიჭებიათ. ჩვენც შეიძლება ნადირობით მიღებული სიამოვნება შევირგოთ სიხარბე დავძლიოთ და ნანადირევის დაგემოვნებით დავტკბეთ. Edited March 7, 2017 by aftarauli ციტირება Link to post Share on other sites
chalimgela 0 Posted March 8, 2017 Report Share Posted March 8, 2017 მონადირის ბილეთის ასაღებად ჩასატარებელი ტესტირება უნდა განახორციელოს მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტრომ. ის ვისაც ნადირობა არ უნდა, და იარაღის შეძენა(შენახვა) უნდა მხოლოდ(მაგალითად წინაპრის იარაღის დატოვება), გაიაროს მომსახურების ცენტრის ტესტები. მომსახურების ცენტრის ტესტებში უნდა დარჩეს მხოლოდ იარაღის ტიპების და უსაფრთხოების საკითხები. არასანადირო იარაღზე(პისტოლეტი, რევოლვერი) უნდა იყოს სხვა ტიპის ნებართვა. ნადირობის ბილეთის ასაღებ ტესტებში რა თქმა უნდა იარაღის და მისი უსაფრთხოდ გამოყენების საკითხებიც უდნა შედიოდეს და განმეორებითი ტესტი მომსახურების სააგენტოში აღარ უნდა იყოს საჭირო. 100% ეგრეა ნამდვილად ციტირება Link to post Share on other sites
chalimgela 0 Posted March 8, 2017 Report Share Posted March 8, 2017 ჭალიმგელა და არა მარტო გამეცით პასუხი ყველამ. მოდი ასე დავსვამ ამ საკითხს. ვთქვათ არის საქართველოში სიტყვაზე 20 კლუბი, და კიდევ შეიძლება რამდენიმე გაიხსნას, ან ფეისბუქზეც არის ჯგუფები, ფორუმები. ყველამ მოითხოვა გადმოეცეს გარკვეული მიწის ნაკვეთები. რა კრიტერიუმებით უნდა გადაეცეს ეს მიწები? ვის შეხვდება უფრო "უკეთესი" და ვის "უარესი"? ვინ გადაწყვეტს და რის საფუძველზე? ვის მეტი შეხვდება და ვის ნაკლები, რით შეაფასებენ ამ საკითხებს? და კიდევ უამრავი შეკითხვა დგას! ზუსტად ეგ კრიტერიუმები იყო გაწერილი იმ დიოტობა კანონში. და როგორც მახსოვს რაღაც კომისიაზე იყო საუბარი. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებს ისეთი ადგილი უნდა გაიცეს სადაც დღეს გადამფრენზე არავინ ნადირობს. სიტყვაზე მთელი თბილისი ტყის ქათამზე წალკაში სულ 3 ადგილას ნადირობს. ეგ ადგილი რომ ვინმეს გადასცენ რევოლუცია მერე ნხეთ თქვენ. და თავმოყვარე კლუბი არც წაართმევს სხვას ეგეთ ადგილს რომც შეეძლოს. ამ კანონის მიხედვით გაწერილი კლუბებზე განაწილება შეჩერებულია, რისი "მახარობელიც" მეგონა ვიყავი თქვენთვის, მაგრამ რასაც ვებრძოდი ის დამბრალდა. თუ მაინც და მაინც რამე კომისიაზე იქნება საუბარი ალბათ ყველა კლუბის წარმომადგენელი, ან ნდობით აღჭურვილი პირი უნდა იყოს კომისიაში. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted March 8, 2017 Report Share Posted March 8, 2017 (edited) ზუსტად ეგ კრიტერიუმები იყო გაწერილი იმ დიოტობა კანონში. და როგორც მახსოვს რაღაც კომისიაზე იყო საუბარი. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებს ისეთი ადგილი უნდა გაიცეს სადაც დღეს გადამფრენზე არავინ ნადირობს. სიტყვაზე მთელი თბილისი ტყის ქათამზე წალკაში სულ 3 ადგილას ნადირობს. ეგ ადგილი რომ ვინმეს გადასცენ რევოლუცია მერე ნხეთ თქვენ. და თავმოყვარე კლუბი არც წაართმევს სხვას ეგეთ ადგილს რომც შეეძლოს. ამ კანონის მიხედვით გაწერილი კლუბებზე განაწილება შეჩერებულია, რისი "მახარობელიც" მეგონა ვიყავი თქვენთვის, მაგრამ რასაც ვებრძოდი ის დამბრალდა. თუ მაინც და მაინც რამე კომისიაზე იქნება საუბარი ალბათ ყველა კლუბის წარმომადგენელი, ან ნდობით აღჭურვილი პირი უნდა იყოს კომისიაში. ჭალიმგელა ისეთ საჭირ-ბოროტო საკითხის წინაშე ვართ (კანონს ვგულისხმობ), ოღონდ საერთო აზრამდე მივიდეთ და ერთად დავდგეთ, კლუბების დამფუძნებლები და შემდეგ ფორუმელები. რასაც აქაც ვწერდი და ფეისბუქზეც ვის არ შევეკითხე, კლუბები შეხვდა ერთმანეთს თქო? გაერთიანადა აზრი თქო, განსაკუთრებით პირველი შეხვედრა რომ იგეგმებოდა იპოდრომზე, ვისი ინიციატივაა თქო და არავის პასუხი არ ქონდა, ეს უნდა ყოფილიყო კლუბების ერთიანი შეთანხმებით, ერთიანი მოწოდება უნდა ყოფილიყო. კლუბების ერთიანობა და ერთმანეთთან ურთიერთობა არის კველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ მე რომ არ დამეწერა ზემოთ ის, არც შემოხვიდოდი აქ, და საჯაროდ არც ვისაუბრებდით, ეს საუბრები კლუბებში აუცილებელია შედეგისთვის. განსაკუთრებით ისეთი კლუბების რომლებიც ავტორიტეთით და საქმიანობით გამოირჩევა. წყვენა გვერძე გადავდოთ, საქმე გამოვიდეს და უკან წავიღებ იმ ჩემს ტექსტებს, ვინ მარტალია და ვინ მტყუანი, მართალი ვარ თუ მტყვანი ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს, მე შედეგი მაინტერესებს! სხდომებზეც რომლებიც აწი იგეგმება ერთი ჯგუფის სახელით არა, გაერთიანებული კლუბების სახელით უნდა ვისაუბროთ, რომელიც წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს ყველა სერიოზულ კლუბთან! Edited March 8, 2017 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 8, 2017 Report Share Posted March 8, 2017 გეთანხმები გიოორგი. რჩება საკითხი რა ქნას იმ ხალხმა რომელიც კლუბებში არ არიან გაწევრიანებული? ყველას აზრი გასათვალისწინებელია. ჩემი აზრით ყველა შეთანხმება, რასაც კლუბები და ჯგუფები (ერთიანად)მიაღწევენ სამინისტროსთან მუშაობის დროს, უნდა იყოს მიწოდებული მონადირეების ყველა ნაწილთან,თითიეულ მონადირესთან..აქ იმფორმატიულობის დონე უნდა იყოს მაღალი. კიდევ რაიმე მოჭორილ ბრალდებებს რომ არ შევეჯახოთ. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted March 8, 2017 Report Share Posted March 8, 2017 რჩება საკითხი რა ქნას იმ ხალხმა რომელიც კლუბებში არ არიან გაწევრიანებული? ყველას აზრი გასათვალისწინებელია. ჩემი აზრით ყველა შეთანხმება, რასაც კლუბები და ჯგუფები (ერთიანად)მიაღწევენ სამინისტროსთან მუშაობის დროს, უნდა იყოს მიწოდებული მონადირეების ყველა ნაწილთან,თითიეულ მონადირესთან..აქ იმფორმატიულობის დონე უნდა იყოს მაღალი. კიდევ რაიმე მოჭორილ ბრალდებებს რომ არ შევეჯახოთ. მართალი ხარ ყველა ჩართული უნდა იყოს აუცილებლად! რადგან ზოგადად კლუბს შეუძლია უფრო ორგანიზება და საკითხების განხილვაც, გამოცდილებაც და ხელიც მიუწვდება ფართო მასებთან, კლუბები უნდა გაერთიანდეს და მოუწოდოს იმ მონადირეებსაც რომლებიც კლუბებში არ არიან. ეგრე ზოგს ინტერნეტი კი არა ტელევიზორი და ტელეფონიც არ აქვს, ყველას ხმას ვერ მიაწვდენ, ამიტომ რიგითი მოქალაქე-მონადირის ეთიკით და გათვალისწინებით უნდა მოხდეს მიდგომა ამ საკითხისადმი! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 9, 2017 Report Share Posted March 9, 2017 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 9, 2017 Report Share Posted March 9, 2017 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 9, 2017 Report Share Posted March 9, 2017 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 9, 2017 Report Share Posted March 9, 2017 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 9, 2017 Report Share Posted March 9, 2017 (edited) ესენი გახლავთ გურიაში ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგე მონადირეთა არასრული სია... ფაქტიურად კაცი ვერ ვნახე, ვინც მოიწონებდა აღნიშნულ კანონპროექტს. უმორჩილესად ვთხოვ, ჩვენი ფორუმის ფბ გვერდის ადმინს, ეს სურათები ატვირთოს ფეისბუკის შესაბამის გვერდზე. Edited March 9, 2017 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 9, 2017 Report Share Posted March 9, 2017 ქვისლო მაგი რო ყველა ავტვირთოთ ფეისბუქზე რაც აქაც მოვაგროვე გადაწვავს საიტს ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 9, 2017 Report Share Posted March 9, 2017 კარგია გელა და რაც მეტი შევა მით უკეთესი. ადგილობრივ არჩევნებამდე თუ არ მივირეღ ჩვენთვის სასურველი კანონპროექტი, მერე აღარ დავჭირდებით ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.